მანუჩარ მარკოიშვილის "კანტუმ" მეოთხედფინალური სერიის მეორე მატჩშიც დაამტკიცა, რომ "ვარეზეზე" ძლიერი გუნდია და 67:64 იმარჯვა
მანუჩარ მარკოიშვილის "კანტუმ" მეოთხედფინალური სერიის მეორე მატჩშიც დაამტკიცა, რომ "ვარეზეზე" ძლიერი გუნდია. მართალია, პირველი შეხვედრისგან განსხვავებით ვარეზელთა დამარცხება გაუჭირდა, მაგრამ მეოთხე პერიოდში დამაჯერებელი თამაშის წყალობით წარმატებას მაინც მიაღწია - 67:64.

მესამე პერიოდის ბოლომდე სტუმარი ვარეზელები წინ იყვნენ (53:49), თუმცა ეს ის სხვაობა არ იყო, "კანტუს" გაბათილება გასჭირვებოდა. ასეც მოხდა - მანუს თანაგუნდელებმა მეოთხე პერიოდი 18:11 მოიგეს და სერიაში 2:0 დაწინაურდნენ.

საქართველოს ნაკრების უკანახაზელმა მარკოიშვილმა 15 წუთი ითამაშა და 3-3 ქულა-მოხსნა მოაგროვა. მან 4-დან 1 სამქულიანი გამოიყენა. მატჩის ბომბარდირი კანტუელი ნიკოლა მაძარინო გახდა - 24 ქულა მოაგროვა.

მეოთხედფინალური სერიის მესამე მატჩი 22 მაისს ვარეზეში გაიმართება. დღეს კი ვიქტორ სანიკიძის "ვირტუსი" "მონტეპასკისთან" მეორე მატჩს ჩაატარებს.

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა