გუშინ, 22 სექტემბერს, ესპანეთის სუპერთასისთვის გამართულ შეხვედრაში ერთმანეთს მადრიდის "რეალი" და "ბარსელონა" დაუპირისპირდნენ და შეხვედრა მადრიდელებმა 10-ქულიანი სხვობით 89:79 მოიგეს.

"რეალის" კალათბურთელები უპირატესობას მთელი მატჩის განმავლობაში ფლობდნენ და პირველი ნახევრის შუა წუთებიდან მოყოლებული, ანგარიშში წინ იყვნენ. მე-3 მეოთხედში ანგარიშში სხვაობამ 19 ქულასაც მიაღწია. თუმცა, ბოლო მეოთხედის დასაწყისში კატალონიელებმა ჩამორჩენა 4 ქულამდე შეამცირეს, მაგრამ ეს მაქსიმუმი იყო, მეტის გაკეთება ვეღარ მოახერხეს და სუპერთასის გამარჯვებული ზედიზედ მეორედ მადრიდის "რეალი" გახდა.

მადრიდელთა რიგებში საუკეთესო არგენტინელი ფაკუნდო კამპაცო იყო. მადრიდელთა მცველმა 16 ქულა მოაგროვა, 5 შედეგიანი გადაცემა გააკეთა და 5-ჯერ მოხსნა ბურთი. ჯორდან მიკსა და რუდი ფერნანდესს 10-10 ქულა ჰქონდათ, ხოლო სერხიო ლულმა, ჯეისი კეროლმა, გაბრიელ დექმა, ნიკოლას ლაპროვიტოლამ 9-9 ქულა მიითვალეს.

"ბარსელონას" მხრიდან კი 23 ქულა ბრენდონ დევისმა ჩააგდო და მატჩის ყველაზე შედეგიანი კალათბურთელიც ის გახდა. ნიკოლა მიროტიჩმა 14 ქულას 6 მოხსნა დაამატა, ხოლო კორი ჰიგინსმა და მალკომ დილეინიმ შეხვედრა 13-13 ქულით დაასრულეს.

სუპერთასის MVP მადრიდელთა გამთამაშებელი ფაკუნდო კამპაცო გახდა. აღსანიშნავია, რომ პარკეტზე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის მონაწილე 7 კალათბურთელი იყო.

ესპანეთის სუპერთასი

მადრიდის "რეალი" - "ბარსელონა" 89:79

21:20, 27:13, 21:30, 20:16

62 წლის ასაკში, საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ზურა ტომარაძე გარდაიცვალა
ვართანოვი, თვაური და რატიშვილი ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებზე
როლანდ გელოვანის ხსოვნის ტრადიციულ ტურნირს ვერის ბაღის დარბაზმა უმასპინძლა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
ენცო ფერნანდესმა "რეალში" ტრანსფერთან დაკავშირებით მინიშნება გააკეთა
ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
გადავა თუ არა ჰაკიმი "რეალში"? - აგენტმა კითხვაზე უპასუხა
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
პსჟ "რეალის" შემტევის შეძენას აპირებს
[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "ჟალგირისთან" დამარცხდა
"მანჩესტერ სიტი" როდრის ახალ კონტრაქტს შესთავაზებს