ეროვნული ჩემპიონატის ახალ რეგლამენტზე კომისია იმუშავებს
მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი, რომელიც ბოლო დროს საინტერესო მატჩების ნაცვლად, საინტერესო საორგანიზაციო შეხვედრებს უფრო მასპინძლობს, გუშინ კვლავ ყურადღების ცენტრში მოექცა. ამჯერად ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის წევრები შეიკრიბნენ.

სხდომაზე, რომელსაც აღმასკომის თავმჯდომარე, ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა უძღვებოდა, გადაწყდა, რომ ფეხბურთის ფედერაციის XX საანგარიშო ყრილობა 25 ივნისს გაიმართება და დღის წესრიგში იქნება:

პრეზიდენტის მოხსენება; სფფ-ს წევრის სტატუსის შეჩერება; სფფ-ს XX ყრილობის ოქმის დამტკიცება; წინა ყრილობიდან სფფ-ს აღმასკომის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში; აუდიტის დასკვნის დამტკიცება; ფინანსური ანგარიშის დამტკიცება; ბიუჯეტის დამტკიცება; საწევრო გადასახადის დამტკიცება; დამოუკიდებელი აუდიტის დანიშვნა; სფფ-ს წესდებაში ცვლილებების შეტანის წინადადებების განხილვა; სფფ-ს აღმასრულებელი კომიტეტის არჩევა; სხვადასხვა.

აღმასკომის წევრებს სიჭინავამ ეროვნული ჩემპიონატის ახალი პროექტის განხილვაც შესთავაზა. ფედერაციის პრეზიდენტმა უკვე თქვა, რომ პროექტი სტადიონებისა და მოედნების განახლების იმედად წარადგინა. მისივე თქმით, უკვე გადაწყვეტილია, რომ სახელმწიფოს დახმარებით 2011 წელს საფარი სამ სტადიონზე შეიცვლება, 2012 წელს კიდევ ორზე, ორ მოედანს "სოკარი" გააკეთებს, უეფას დახმარებით განახლდება "მიხეილ მესხი", ამოქმედდა "ვიტ ჯორჯიას" მცხეთის სტადიონი, სულ კი 17 განახლებული სტადიონი გვექნებაო.

განცხადება დამაიმედებელია, მაგრამ ამის მიუხედავად, რამდენიმე კლუბის ხელმძღვანელმა პროექტის დახვეწა მოითხოვა, რადგან 17 მოედანი ჯერ დაპირებაა, ახალი სეზონის დაწყებამდე დარჩენილ მცირე დროში (ორ თვეში) კი ამხელა სამუშაოების დასრსულება წარმოუდგენელია.

"ზესტაფონის" პრეზიდენტ ილია კოკაიას თქმით, სწორედ ამის გამო შეიკავა თავი პროექტის მხარდაჭერაზე, ჯერ საქმე გვაჩვენეთ და რეგლამენტი მერე შევცვალოთო.

აღმასკომზე 2010-2011 და 2011-2012 წლების ეროვნული ჩემპიონატის სტრუქტურის შეცვლაზე იმსჯელეს და გადაწყვიტეს: ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი რევაზ არევლაძე, ორი ვიცე-პრეზიდენტი (ალექსანდრე ჩივაძე, გია ფირცხალავა) და საპატიო ვიცე-პრეზიდენტი (მურთაზ ხურცილავა), გენერალური სამდივნოს, საშეჯიბრო კომიტეტის წარმომადგენლები და ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელები 2011-2012 წლების ეროვნული ჩემპიონატის ახალ ფორმატს უახლოეს სამ დღეში განიხილავენ. მათი პასუხი ცნობილი გახდება სამშაბათს და უმაღლესი და პირველ ლიგის კლუბების წარმომადგენლებს, როგორც ითქვა, დახვეწილ პროექტს გააცნობენ.

uzlevi
ბატონო დომენტი: ჯერ გადახტით და ოპლა მერე დაიძახეთ...
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა