ინგლისში გავრცელდა ხმა, რომ მადრიდის „რეალი“ 26 წლის პორტუგალიელ ვარსკვლავს „მანჩესტერ სიტის“ 150 მლნ ფუნტად მიჰყიდის
ინგლისში გავრცელდა ხმა, რომ მადრიდის „რეალი“ 26 წლის პორტუგალიელ ვარსკვლავ კრიშტიანო რონალდოს „მანჩესტერ სიტის“ მიჰყიდის. ასახელებენ სატრანსფერო თანხასაც - 150 მილიონი ფუნტი, რაც დღევანდელი კურსით, დაახლოებით 242 მილიონი დოლარი ანუ 170 მილიონი ევროა. წერენ, რომ მადრიდელებს კარგად მოეხსენებათ: ასეთი თანხის გადამხდელი მხოლოდ ისტლენდელები არიან.

საინტერესოა, რომ „სიტი“ ამ ინფორმაციას უარყოფს, ესპანური წყაროები კი დაჟინებით ამტკიცებენ, თითქოს კლუბებს შორის მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს. თანხა მართლაც ძალიან დიდია. ამდენი ფულის გადახდა თვით არაბი მილიარდერებისთვისაც არ იქნება იოლი, თუმცა ინგლისში თანხაზე არანაკლებ ყურადღებას იმაზე ამახვილებენ, რომ მანჩესტერი ის ქალაქია, სადაც კრიშტიანომ უკვე ითამაშა, ოღონდ... არა ისტლენდზე, არამედ „ოლდ ტრეფორდზე“, „იუნაიტედის“ შემადგენლობაში.

დიდი ახსნა-განმარტება არ სჭირდება იმას, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი ვარსკვლავის „სიტიში“ გადასვლას „ოლდ ტრეფორდზე“ ღალატად აღიქვამენ. ეს გზა არგენტინელმა კარლოს ტევესმა უკვე გაიარა და „იუნაიტედის“ გულშემატკივრებს ის ამის გამო სძულთ.

რამ შეიძლება რონალდო ასეთ ნაბიჯზე წაიყვანოს? რასაკვირველია, ფულმა. ამბობენ, რომ პორტუგალიელს ისტლენდზე, ხუთი წლის განმავლობაში, კვირაში 300 ათას ფუნტს პირდებიან.

შეგახსენებთ, რონალდომ „მანჩესტერ იუნაიტედი“ 2009 წელს იმიტომ დასტოვა, რომ სწამდა, „რეალი“ მისი გუნდი იყო. „იუნაიტედის“ შეფმა, სერ ალექს ფერგიუსონმა, მაშინ, წინააღმდეგობა ორი მიზეზის გამო არ გაუწია. ერთი, რომ „რეალმა“ 80 მილიონი ფუნტი გადაუხადა და მეორეც, ფეხბურთელი საზღვარგარეთ მიდიოდა და არა მის კონკურენტ გუნდში.

დღეს, რონალდოს და „რეალის“ თავკაც ჟოზე მოურინიოს შორის შავმა კატამ გაირბინა და „სამეფო კლუბი“ მზად არის პორტუგალიელის თაობაზე სხვადასხვა შემოთავაზებებს მოუსმინოს.

[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის