ქუთაისის "ტორპედოს" აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, თუ რატომ იყო ჩემპიონატის ახალი რეგლამენტის პროექტის წინააღმდეგი
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ახალი რეგლამენტის პროექტის გამო ფეხბურთის ფედერაციის და კლუბების ხელმძღვანელთა შეხვედრა საინტერესოდ და მწვავე დისკუსიების ფონზე გაიმართა. რეგლამენტის შეცვლის მოწინააღმდეგე ილია კოკაიას ("ზესტაფონის" პრეზიდენტი) მხარი აუბეს თბილისის "დინამოს", რუსთავის "ოლიმპის", ქუთაისის "ტორპედოს", "გაგრას" და თბილისის "ლოკომოტივის" წარმოადგენლებმა. მათი წინაღმდეგობის შედეგად, აღმასკომზე პროექტის განხილვა გადაიდო.

ქუთაისის "ტორპედოს" აღმასრულებელი დირექტორი გიორგი პაპიაშვილი ამბობს, თუ რატომ იყო პროექტის წინააღმდეგი:

"ახალი პროექტი უდავოდ საინტერესოა, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ვალდებული გავხდებით მეტი მოედანი გავაკეთოთ, არამედ იმიტომაც, რომ მეტ ფეხბურთელს მიეცემა ნიჭის გამოვლენის საშუალება. თუმცა საამისოდ საჭიროა კიდევ პირობები. ამიტომ ლიგის გაზრდას მხოლოდ იმ შემთხვევაში დავუჭერთ მხარს, თუ ყველა გუნდს ექნება კარგი მოედანი და სტადიონი, რომელთა გარეშეც ფეხბურთელების გაზრდა წარმოუდგენელია.

მაგრამ ჩვენ თავს ვიკავებთ მხოლოდ ამ ეტაპზე, სანამ ეს პრობლემები მოგვარდება. ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ კი თქვა, რომ რეალურად შესაძლებელია ამ პრობლემების მოგვარება. თუ ასეც მოხდება, ჩვენ მაშინ პროექტს მხარს დავუჭერთ.

სხვანაირად არც გამოვა. ჩვენ აბსოლუტურად ვიზიარებთ ბატონ ზვიადის არგუმენტს, რომ მეტი გუნდი მეტი ტალანტის წარმოჩენას შეუწყობს ხელს, მაგრამ რადგან ჩვენი კლუბი უპირველესად ეროვნული ჩემპიონატის ხარისხის გაზრდას უჭერს მხარს, ხარისხი კი ხეირიანი მინდვრების გარეშე წარმოუდგენელია. პირიქით, უხარისხო მოედნებზე მოთამაშეები ვერ გაიზრდებიან" - ამბობს პაპიაშვილი.

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა