მსოფლიო რაგბის ოფიციალური ვებგვერდი ქართველ მორაგბე შალვა მამუკაშვილთან ინტერვიუს აქვეყნებს და "ბორჯღალოსანთა" მორკინალს საკმაოდ საინტერესო კუთხით წარმოგვიდგენს.

"შალვა მამუკაშვილის ცხოვრება სრულიად სხვა მხარეს წავიდოდა, მშობლიურ ქალაქ თბილისში რაგბის ბურთი ხელში 5 წლის ასაკში რომ არ აეღო.

უნივერსიტეტის პროფესორ მათემატიკოსთა ოჯახის შვილი ახლოს იყო ოჯახური ტრადიციის გაგრძელებასა და მათემატიკის მასწავლებლობასთან, თუმცა ამის ნაცვლად გახდა პირველი ქართველი მორაგბე, რომელმაც ინგლისის პრემიერშიფში ითამაშა.

"დედაჩემი უნივერსიტეტის პროფესორია, მათემატიკასა და ინფორმაციულ ტექნოლოგიებს ასწავლის", - ამბობს შალვა.

"ოჯახში ბევრი მასწავლებელი გვყავს - ბაბუა, ბებია, ბიძიები და ბიცოლები, ყველა მათემატიკას ასწავლის უნივერსიტეტში. ჩემი უმცროსი ძმა ბანკში მუშაობს, სადაც ასევე მათემატიკასთან დაკავშირებული სამუშაოს შესრულება უწევს და ძალიან კარგად გამოსდის.

მამუკაშვილმა, რომელიც ზედა ფოტოზე მეუღლე სოფოსა და ქალიშვილ ტასოსთან ერთად არის, თბილისში ფიზიკა-მათემატიკური სკოლა დაამთავრა და უნივერსიტეტში ინფორმაციული ტექნოლოგიების სწავლაც დაიწყო, სანამ რაგბი არ გადაწონიდა მის აკადემიურ ინტერესებს. შალვამ საქართველო 23 წლის ასაკში დატოვა და 2014 წელს მანჩესტერულ "სეილ შარკსს" შეუერთდა.

"რაგბი ერთადერთი სპორტია, რაც ოდესმე მითამაშია და ჩემი პირველი და უკანასკნელი პოზიცია 2 ნომერი იყო. მე ყოველთვის შერკინების შუაგულში ვიყავი. პრემიერშიფში თამაში დიდი გამოცდილება და წინ გადადგმული ნაბიჯი იყო ჩემთვის", - ამბობს 102 კგ წონის ფორვარდი.

მამუკაშვილმა "გლაზგო უორიორსშიც" ითამაშა და შემდეგ საფრანგეთში განაგრძო კარიერა. ჯერ "მონპელიე", მერე "ტულონი" და ბოლოს "კარკასონი". საფრანგეთიდან მამუკაშვილი საქართველოში დაბრუნდა და მისი ცხოვრებაც ძალიან მალე რადიკალურად შეიცვალა - შეეძინა გოგონა, ტასო. ეს სამი წლის წინ მოხდა.

"ზოგჯერ მავიწყდება, როგორ ვცხოვრობდი იქამდე, სანამ მამა გავხდებოდი. რაგბის მსგავსად, ამ მოვლენამ ყველაფერი შეცვალა. ახლა უფრო მეტ პასუხისმგებლობას ვგრძნობ".

შალვას მეუღლე მხატვარია, აბსტრაქტული სტილის მიმდევარი და ცოლი დაეხმარა მამუკაშვილს იტერესების მათემატიკისა და კომპიუტერებიდან ფერწერაზე გადატანაში.

"დაქორწინების შემდეგ ფერწერით დავინტერესდი", - ამბობს შალვა ღიმილით და იღებს ისეთ გამომეტყველებას, რომ ამ საკითხზე მეტი არაფრის თქმა არ შეუძლია.

"ჩვენ ყველგან გალერეებში დავდივართ. მგონია, ყველა მათგანში ვარ ნამყოფი. არ მყავს საყვარელი არტისტი, თუმცა ვან გოგი და სალვადორ დალი მომწონს.

როცა გლაზგოში პირველად ვნახე დალის "ჯვარცმული ქრისტე" (Christ of Saint John on the Cross), 30 წუთი განმავლობაში მივაშტერდი მას. ეს ბრწყინვალე იყო. ჩემს ქალიშვილსაც უყვარს ხატვა".

2015 წლის რაგბის მსოფლიო თასზე მამუკაშვილს დაბადების დღე ახალ ზელანდიასთან თამაშის დროს ჰქონდა. წელს კი ფიჯისთან თამაშამდე ერთი დღით ადრე ექნება იუბილე. ის პატარა ტორტსა და ხელის ბევრ ჩამორთმევას ელოდება და რაგბიზე ფიქრი დაბადების დღის 1 ჭიქა ვისკის დალევით აღნიშვნასაც არ ანებებს.

"ფიჯისთან თამაშის შემდეგ შეიძლება აღვნიშნოთ კიდეც. გააჩნია, როგორ დასრულდება შეხვედრა. იაპონური ვისკი კარგია, თუმცა მე შოტლანდიური მირჩევნია.

როცა თავისუფალი დრო მაქვს, ფრინველებზე ნადირობა მომწონს. ცუდი მიზანი არ მაქვს, თუმცა ჯერ მხოლოდ დამწყები ვარ".

ახლგაზრდა მამას ახლახან დაუმთავრდა კონტრაქტი რუსულ "ენისეისთან" და მსოფლიო თასის დასრულების შემდეგ ახალი კლუბის პოვნა მოუწევს.

"მინდა ევროპაში ვითამაშო, ოჯახიდან და საქართველოდან არც ისე შორს. ბუნებრივია, ჩემი მეუღლე და ქალიშვილი ჩემთან ერთად იქნებიან, სადაც უნდა წავიდე, თუმცა მე ჩემს დიდ ოჯახთან ახლოს ყოფნა მინდა".

შაკო
ძალიან კარგი სტატიაა. ისე თქვენც რომ გაგვაცნოთ ხოლმე ჩვენმა ჟურნალისტებმა ასე ახლოს ჩვენი სპორტსმენები არ იქნებოდა ცუდი

ინტელექტუალურადაც საუბრობს შალვა
წარმატებები შალვას! მაგრამ, გზა ბრიტანეთიდან რუსეთამდე, საფრანგეთის გავლით..?! არ უხდება სპორტს ცოლის მოყვანა))
medhi
დიდი მადლობა “მსოფლიო რაგბის“ ჩვენ მორაგბეებს უკეთ რომ გვაცნობს :)
შტორმის მოლოდინში და სრული დომინაციით - საქართველოს ნაკრებმა ერთა თასზე ჩილესაც მოუგო
დავით ნინიაშვილი: მიზანი სამი მოგებაა
"ბორჯღალოსნები" | 21 წლის შემდეგ ჩილესთან - თითქმის უცვლელი შემადგენლობით
18 წ. | სამხრეთ აფრიკის სერიას ინგლისით ვიწყებთ
სამიდან სამი გამარჯვება - კვიპროსიც დამარცხებულია
[VIDEO] კვარაცხელიამ 60 წუთი ითამაშა - პსჟ სეზონის პირველ მატჩში "მალიორკასთან" დამარცხდა
კიტეიშვილმა ვერ ითამაშა - "შტურმი" ჩემპიონთა ლიგაზე "ფენერბაჰჩესთან" დამარცხდა
სლუცკის ჩასვრილი და "რუბინის" განავალში ჩამგდები უწოდეს - სიომინმა დაიცვა
ქეცბაიას პირველი კომენტარი: მოედანზე თუ შევვარდებოდი და თამაშს ჩავშლიდი, თორემ...
ქორწილის წინ რონალდოს საცოლეს სქელი უწოდეს - ის კრიშტიანომ დაამშვიდა და მორგანიც გამოექომაგა
"ნაპოლიმ" "ბაიერს" მცველი 30 მილიონად მიჰყიდა
[PHOTO] "ჩემი სათამაშოები" - რონალდომ თავისი ძვირფასი ავტოპარკი აჩვენა
18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ
ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში
"რეალმა" სათამაშო პრაქტიკის მისაღებად მასტანტუონო იტალიაში გაანათხოვრა
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა
"ერთადერთი, გული ამაზე მწყდება... "იბერია" კარგი გუნდია, მაგრამ..." - "ლარნეს" მწვრთნელმა მატჩი შეაფასა და თბილისში თავდაჯერებული გუნდი მოჰყავს
მიდის თუ რჩება - ილია ზაბარნიმ თავის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
აკრძალული ნივთიერება მუდრიკის ორგანიზმი საქართველოსთან მატჩის წინ მოხვდა - უკრაინელი ჟურნალისტი ფეხბურთელის დისკვალიფიკაციაზე ინფორმაციას ავრცელებს
"ჩემი ოცნება "მილანთან" ერთად რაიმეს მოგება იყო" - მოდრიჩმა "როსონერიში" თავის მისიაზე ისაუბრა
შეთანხმება შედგა, სამედიცინო შემოწმება კვირის ბოლოს - ესპანურმა პრესამ ქოჩორაშვილის ახალი გუნდი დაასახელა
ლევან მაისაშვილის მდგომარეობა დამძიმდა - "ბორჯღალოსნების" მწვრთნელი იოჰანესბურგის საავადმყოფოშია
შალვა მამუკაშვილი: მოედანზე ყველა თამაშში მხოლოდ მოსაგებად გავდივართ!
კაცნაკლულმა "ბორჯღალოსნებმა" რუმინეთს სძლიეს და რაგბი ევროპის ჩემპიონატი მოიგეს [VIDEO]
რაგბი ევროპა - "ბორჯღალოსნები" გულშემატკივრის მოლოდინში
საქართველო - რუმინეთი (საუკეთესო მომენტები) [VIDEO]
Rugby World: 10 რამ, რაც შალვა მამუკაშვილის შესახებ უნდა იცოდეთ
შალვა მამუკაშვილი: სამხრეთ ამერიკაში მაღალი დონის თამაშები გველის
18 წ. | შალვა მამუკაშვილი და მათე ბერუაშვილი მზადების შესახებ
შალვა მამუკაშვილი: "ბაიონას" შემადგენლობაში არაერთი ვარსკვლავური სახელი და გვარია
"საქართველოს 6 ერში შესვლის შანსის მისაღებად 1 მოგება სჭირდება" - ავსტრალიაში მოღვაწე ექსპერტი
ჩემი გადარჩენის მხოლოდ 1 კაცს სჯეროდა, ექიმები ამბობდნენ, რომ ვერ გადავიტანდი - მაისაშვილი
"ბორჯღალოსნების" შემადგენლობა რუმინეთთან