ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

მილტონ ჰეიგი: საქართველო ჩვენი სახლი იყო და გადასვლის პროცესი რთული იქნება

მილტონ ჰეიგი: საქართველო ჩვენი სახლი იყო და გადასვლის პროცესი რთული იქნება

"მსოფლიო რაგბიმ" "ბორჯღალოსნების" ახალზელანდიელ მთავარ მწვრთნელ მილტონ ჰეიგს, რომელიც 2019 წლის მსოფლიო თასის დასრულების შემდეგ საქართველოს დატოვებს, სტატია მიუძღვნა:

"მწვრთნელისთვის, რომელმაც თავისი ცხოვრების 8 წელიწადი "ბორჯღალოსნებს" მიუძღვნა, უსიამოვნო მომენტი დგება. მსოფლიო თასის დასრულების შემდეგ ის და მისი ოჯახი საცხოვრებლად იაპონიაში გადადის, სადაც ახალი გამოწვევები ელოდებათ.

2019 წლის მსოფლიო თასის პირველ მატჩში უელსთან განცდილი მარცხის მეორე დღეს ჰეიგი ჯერ კიდევ სრულადაა კონცენტრირებული საქართველოს ნაკრების თამაშზე, რომლის მთავარი მწვრთნელის რანგში ბოლო დღეებს ატარებს. მისი მიზანი D ჯგუფში ორი თამაშის მოგებაა, რათა 2023 წლის მსოფლიო თასზე ავტომატური კვალიფიკაცია მიიღოს.

თუ მოლოდინი გამართლდა, ოთხი წლის შემდეგ საქართველოს საფრანგეთში ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება, რადგან 2019 წლის მსოფლიო თასის შემდეგ მილტონ ჰეიგი იაპონიის ტოპ-ლიგის კლუბ "სანტორი სანგოლაიტს" ჩაიბარებს.

ახალზელანდიელმა მეუღლე ანჟელიკთან და ორ გოგონასთან - მოლი და ლილისთან ერთად, რომლებიც თავისუფლად საუბრობენ ქართულად, საქართველოში 8 წელი გაატარა.

"საქართველო ჩვენი სახლი იყო და გადასვლის პროცესი რთული იქნება. მაგრამ ყველაფერს თავისი დრო აქვს და მწამს, ჩემი დრო მოვიდა. ვფიქრობ, ქართველ მორაგბეებს ახლა ვინმე სხვა სჭირდებათ" - ამბობს ჰეიგი, რომელმაც "ლელო" მებრძოლი გუნდიდან კონკურენტუნარიან გუნდად აქცია.

2015 წლის მსოფლიო თასზე მონაწილეობის უფლების მოპოვების შემდეგ ის ტკბებოდა ტონგასთან ცნობილი გამარჯვებით, რის შემდეგაც საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა და 2019 წლის მსოფლიო თასზე თამაშის უფლება მოიპოვა.

ჰეიგის თქმით, 14 წლის განმავლობაში გამომცემლობით ბიზნესსა და კორპორატიულ სამყაროში მუშაობა მას დაეხმარა იმ ფილოსოფიის შემუშავებაში, რომელსაც ის სამწვრთნელო კარიერაში იყენებს:

"ადრეულ ასაკში ჩემმა ყოფილმა მენეჯერმა მასწავლა - "მნიშვნელოვანია ის მემკვიდრეობა, რომელსაც თქვენ შემდეგ დატოვებთ და არა ის, რას აკეთებთ ამჟამად". საქართველოს ნაკრებიდან კმაყოფილების შეგრძნებით მივდივარ, რადგან ყველაფერი გავიღე იმისათვის, რომ ეს ბიჭები უკეთესები გამხდარიყვნენ. თავი სრულად დავუთმე სამსახურს. ჩემი ოჯახი სრულად შეერწყა ქართულ კულტურას და ჩვენ ამ საზოგადოების ნაწილნი გავხდით".

ჰეიგმა 2017 წელს იაპონურ კლუბ "ქენონ იგლსისგან" ხელსაყრელი წინადადება მიიღო და "ლელოს" დატოვება გადაწყვიტა, მაგრამ ერთმა შემთხვევამ გადააფიქრებინა.

მისმა მეგობარმა, რომელიც საქართველოში აშშ-ის საელჩოს დაცვის უფროსია, ჰეიგს სთხოვა, რომ მათთან მისულიყო და რაგბიზე შეყვარებულ 170 თანამშრომელს გასაუბრებოდა:

"ისინი გამუდმებით მადლობებს მიხდიდნენ და მეუბნებოდნენ, რომ ჩემს სამუშაოს შესანიშნავად ვასრულებ. ისინი ამბობდნენ - "ჩვენ ვხედავთ, როგორ უდგებით საქმეს. ეს თქვენთვის უბრალოდ სამუშაო არ არის. თქვენი ოჯახი აქაა და საქართველოს სახლად თვლით. ჩვენ ვფიქრობთ, რომ თქვენ ქართველი ხართ".

მაშინ მივხვდი, რომ თუ მსოფლიო თასამდე ორი წლით ადრე გუნდს დავტოვებდი, ვერ შევასრულებდი ჩემს საქმეს და ბევრ ადამიანს დავაღალატებდი. ამის გაკეთება არ მინდოდა. როდესაც ამ შეხვედრიდან წამოვედით, ჩემმა ცოლმა მითხრა: "არსადაც არ მივდივართ, ჩვენ ვრჩებით". და სულის სიღრმეში ვიცოდი, რომ ეს სწორი გადაწყვეტილება იყო".

მას შემდეგ ორი წელიწადი გავიდა და ინგლისის ნაკრების ავსტრალიელ მთავარ მწვრთნელ ედო ჯოუნსთან მეგობრობამ ჰეიგი სხვა იაპონური კლუბის წინადადებასთან მიიყვანა, რასაც ახალზელანდიელი ამჯერად დათანხმდა:

"ედისთან ახლო ურთიერთობა მაქვს. ის დამიკავშირდა და მითხრა, რომ "სანტორისგან" საინტერესო წინადადება იყო. იაპონიაში მუშაობა ყოველთვის მინდოდა და ეს ჩემი მეორე შანსი იყო".

სამშობლოსთან შედარებით ახლოს ყოფნა, სადაც ცხოვრობენ მისი დედა და ნათესავები, გადაწყვეტილების მიღებისას მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო. ასევე, შესაძლებლობა მისი გოგონებისთვის, გასცნობოდნენ ახალ კულტურას. ისინი უკვე ცხოვრობენ და სწავლობენ ტოკიოს საერთაშორისო სკოლაში.

ჰეიგს "სანტორისთან" 2-წლიანი კონტრაქტი აკავშირებს და მან ივნისში კლუბთან ერთად უკვე გაატარა ერთი კვირა:

"მსურდა, საკუთარი თვალით მეხილა, როგორ მუშაობს კლუბი; გავცნობოდი პერსონალს, რადგან მსოფლიო თასის დასრულებიდან ორ თვეში, იაპონიის ჩემპიონატის დაწყებამდე სულ ორი თვეა. მე მათ ვუთხარი, რა უნდა გაეკეთებინათ, სანამ შევუერთდები და ეს ყველაფერი უკვე სრულდება, "სანტორის" რამდენიმე მწვრთნელი თბილისში იყო ჩამოსული, რათა ენახათ, როგორ ვმუშაობთ".

ჰეიგმა არ იცის, ვინ შეცვლის საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე, მაგრამ დარწმუნებულია, რომ მის მიერ დატოვებული მემკვიდრეობა შესაბამის კანდიდატურას მიიზიდავს.

"იაპონიაში ყველა ზრდილობიანი და მოწესრიგებულია, ყველაფერი სტრუქტურულადაა აწყობილი. საქართველოში ასე არ არის. მაგალითად, მიძრაობას თუ შეხედავთ, საქართველოში ეშმაკებივით დადიან, მაგრამ მაინც სულ მოძრაობენ. ქვეყანაც სულ მოძრაობს. შესაძლოა, ეს ქაოტურად მოგეჩვენოთ, მაგრამ მოძრაობას განაგრძობს".

იაპონიაში ჰეიგი მოუთმენლად ელოდება გოლფის თამაშს, თუმცა ოჯახი მის პრიორიტეტად რჩება:

"ჩვენ მხოლოდ ცოლ-ქმარი კი არა, საუკეთესო მეგობრებიც ვართ. ის და ორი ქალიშვილი ჩემთვის ყველაფერს ნიშნავს. ამის შემდეგ უმნიშვნელოვანესი გუნდია, რომლის მოთამაშეები უკეთესი უნდა გავხადო".

"რაც შეეხება საქართველოს, კიდევ ერთი კარგი მსოფლიო თასი უნდა ჩავატაროთ, რათა ქართული რაგბი წინ წავწიოთ".

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

• ლადო

მადლობა გაწეული სამსახურისთვის, მოთმინებისთვის და ჯაფისთვის. წარმატებებს გისურვებთ!

• კახა ქ.

მე მგონი ყველაზე კეთილსინდისიერი უცხოელი სპეციალისტია,ვისაც კი საქართველოში უმუშავია.კაცმა აქ გაატარა 8წელი.აბა ვაისია---ტურისტად რომ ჩამოდის.თვითონ კი დადის ჩვენს ხარჯზე ევროპაში,რა ენაღვლება.ერთი აშშ-ი ვერ ჩამოვიდა,რომ დააკვირდეს ვაკოს და კაშიას.ეტყობა დიდ გზას ვერ იტანს....ეროპაში იცოცხლე.

• გია

სლოვენიას

• Best

მილტონ მადლობა ესეთი თბილი სიტყვებისთვის კაი პიროვნება ხარ ეჭვიც არ მეპარება მაგრამ როგორც მწვრთნელი მსუბუქათ რომ ვთქვა სუსტი ხარ და არ ხარ შენ რაგბის სპეციალისტი ! გუნდი მოუმზადებელი ატარებს მსოფლიო ჩემპიონატს მთელი მსოფლიო გვიყურებს ერთი შერკინება გვყავდა ძლიერი რგოლი და ეგეც მოშლილია ! ინგლისში საფრანგეთში სად აღარ ჩაატარე შეკრება ? 8 წელია გუნდი ჩაიბარე გუნდს სათამაშო სისტემა ვერ მოარგე!!!!! :| ჩემი ეროვნული ნაკრების “მწვრთნელი” ხარ სამი თამაში დაგრჩა და წარმატებებს გისურვებ! წარმატებები ბიჭებო !

• თემო

სლოვენიას და არა სლოვაკეთს:დ დიდი განსხვავებაა

• ქარ

ეგრე ვიძახდით კოკოშკოვზე წავიდეს ჩვენი დონე აღარ არისო და ჩვენ ვერცერთი პრინციპული თამაში ვერ მოვიგეთ მაგის მერე და იმ კაცმა სლოვაკეთს ევროპა მოაგებინა. ნუ ვიქნებით უმადურები და კარგად დავაფასოთ ადამიანების შრომა.

• Biannkoneri

გორგოძე კიარა.. ათი, თხუთმეტი - აბჟანდაძე, აფრასიძე და მოდებაძე გვჭირდება! ჩვენი ლოზუნგიც ისევ უკან(წარსულში) იყურება ვიდრე წინ(მომავალში) - "მიაწვა"(და ხოხვა მოედდანზე) მიაწვა კიარა, "გაიქცა" - "იფრინა" !

• წადი რაჟა ძამიკო სახლში!

ოდნავ ვინც თამაშობს რაგბს ყველა ხვდება მსოფლიოზე დაჟე რუსეთიც.მე ვკითხე სხვადასხვა დროს იტალიელს(სპორტულ ჟუტნალისტს) რუსს (პეტერბურგელ მათემატიკოსს და ზენიტის ქომაგს)და არგენტინელს (რასინგის ფანს)რომლებსაც სპორტი კარგად ესმოდათ, დამისახელეთ თქვენი ქვეყნის მთავარი მორაგბე-მეთქი და ვერც ერთმა ვერ მითხრა რადგან უბრალოდ არ აინტერესებთ,ძალიან არაპოპულარული სპორტია. იტალიელმა მითხრა წარმოდგენა არ მაქვს რაგბის წესებზეო ფეხბურთზე კალათბურთზე ხელბურთზე ფრენბურთზე ჩოგბუთზე ვწერ და არც კი მინახავს რაგბის თამაშიო.იგივე პასუხებია რუსეთში, არგენტინაში.ურუგვაელი არ მინახავს მაგრამ ზუსტად იმავეს მეტყვის, თუ ვიღაც კემბრიჯდამთავრებულ გამონაკლის ურუგვაელს არ გადავეყარე სადმე.ასე რომ მსოფლიოზე მოხვედრა დიდი ამბავი არ არის,ვისაც სპორტი ესმის და ერთ ოვალურ ნაჭუჭში არ იკეტება, ყველა დამეთანხმება ამაში.ოცი გუნდი თამაშობს ფინალურ სტადიას და კითხვა მაქვს ამ ოცი ყვეყნიდან რამდენში თამაშობენ სერიოზულად რაგბს?და რომელ ნომრად არის ეს სპორტი ვთქვათ ისეთ ქვეყნებში როგორიც არის ა.შ.შ. კანადა რუსეთი ურუგვაი არგენტინა იაპონია .. ვინც რაგბს თამაშობს და ვისმა მოქალაქემაც ზეპირად იცის თავის ნაკრების მორაგბეები ყველა თავზე გახევს იმ ოვალურ ბურთს და ასე შვეიცარიამაც შეიძლება იძახოს ჰოკეი ჩვენი თამაშიაო, უკეთესი მიღწევები აქვს ბევრად ვიდრე ჩვენ რაგბის მსოფლიოებზე. იურიდიულ ფაკულტეტზე ჩაბარება უფრო ადვილია თუ სამთო ქიმიაზე?კონკურსში 10 000- ადგილზე 10 ადგილი როა იქ უფრო ადვილად აბარებ თუ 200 მსურველზე 100 ადგილი როცაა?

• ვოვა

ჰეიგის ადამიანობაში და სიკეთეში ეჭვს ვერ დავიბადებ არც პირადად ვიცნობ და ვერც დახასიათებას გაუწევ პროფესიონალიზმში დიდი ეჭვი მაქვს რაც ჩაიბარა იმას(ან ცოტათი უარესს)ტოვებს პროგრესს ვერ ვხედავ ახალ თაობას ვერ ვხედავ მისი მოსვლაც გამეხარდა და წასვლამაც ახალი მომავლის იმედები გამიჩინა გორგოძეს ვისურვებდი მომავალ მწვრთნელად!!!

• temo

ჰეიგი კაცური კაცია , ვაფასებ და წარმატებები მას.

• Biankoneri

მადლობა გაწეული სამსახურისთვის!!!

• თემო

საგზაო მოძრაობა მართლა კატასტროფული გვაქვს...ჰეიგ შენ კი არა ჩვენც შეწუხებულები ვართ მაგით. არ დაადგა საშველი რა. ვერ ვხვდები რა გახსა ასეთი პრობლემა რო ნელა ვიაროთ. სად გვეჩქარება. დღე არ გავა ვინმე არ მოკვდეს ან დაშავდეს ავარიით

• joi zaza

უდიდესი პატივისცემა და მადლობა მიტოს ყველაფრისთვის!

• ბუტკიდან

საცოდავი,აყვავებული საქართველოს მერე არ გინდა გაუბედურებულ იაპონიაში ცხოვრება.

• მადლი-ერი

გენიალური მწვრთნელი და უდიდესი პიროვნება. მადლობა ყველაფრისთვის, მადლობა საქართველოში ცხოვრებისთვისაც, ეს ძალიან ბევრს ნიშნავს ყველა ქართველისთვის.

გვაქვს თუ არა რეგრესი? - "ბორჯღალოსნების" მიერ გამართული ივლისის ტესტების შეჯამება

მეცხრე ადგილი მსოფლიო ჩემპიონატზე - საქართველომ შოტლანდია დაამარცხა

მარცხი მოსალოდნელი შედეგით - საქართველოს ნაკრები სამხრეთ აფრიკასთან დამარცხდა

ქართველი მსაჯები სომხეთისა და ირლანდიის მატჩს განსჯიან

"ფენერბაჰჩეს" დომენიკო ტედესკო ჩაიბარებს

ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინური ტურნირის პირველივე წრეში დამარცხდა

"ნოტინგემმა" ეშპირიტუ სანტუ გაათავისუფლა - მოურინიო მისი შეცვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია

"მარტო უნდა დავტოვოთ" - სკალონის ჰკითხეს, ითამაშებს თუ არა მესი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე

"სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ" - დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია

აბურჯანია კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს

U21 | საქართველო V ჩრდილოეთ ირლანდია - მატჩისწინა ვარჯიში წყალტუბოში

ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა

„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ -  გიორგი ფოფხაძე

უთავმოყვარეო და მშიშარა უწოდეს - სანტუშს აზერბაიჯანის ნაკრების დატოვება მაინც მოუწია

პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი

მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია

[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ

[VIDEO] შერჩათ თურქებს იამალი? - ესპანელი კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდა

საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!

ჯორჯიის შტატი მსოფლიო თასზე საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს უქომაგებს - ოფიციალური განცხადება

"როგორც ჩანს, რაღაც მომენტში ჰეიგი საკუთარი წარმატების ტყვე გახდა და მოსალოდნელი მარცხის შიშით პრაგმატული თამაში დაგეგმა"

მილტონ ჰეიგი: ჩვენს ქვეყანას სიამაყის საბაბი მივეცით

მილტონ ჰეიგი: ავსტრალიური მედიის დამოკიდებულება აგდებული და უპატივცემულო იყო

დემეტრე დევდარიანი - „მჯერა, ამ გუნდით ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია“

"არ ვითხოვთ ფულს, ვითხოვთ შესაძლებლობას" - ლევან მაისაშვილი

ხაბი ალონსოს პატიმრობა ელის - 10 ოქტომბრის დაიჯესტი

სავსე ტრიბუნების დროა!

"All Blacks"-ის ვარსკვლავი მილტონ ჰეიგთან ითამაშებს

საქართველო ირლანდიას მასპინძლობს - პირველი შეხვედრა თბილისში!

რა უნდა ვისწავლოთ მსოფლიო თასიდან - World Rugby "ბორჯღალოსნებზე" სტატიას აქვეყნებს