ფოტო: facebook.com/GeorgianRugby

დღეს, 29 სექტემბერს, რაგბის მსოფლიო თასის შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა ურუგვაის ეროვნულ გუნდს 5 ლელო დაუდეს და პრემიალური ქულით დაამარცხეს- 33:7.

მე-5 წუთზე შესანიშნავად ითამაშა გელა აფრასიძემ, რომელმაც გაჭრა ხაზი და ძალიან დიდი მანძილი მოიგო. ამ შეტევას ურუგველთა მხრიდან ზედიზედ რამდენიმე ჯარიმა მოჰყვა, თუმცა ბოლოს ბურთი ხაზზე გაიტანა აფრასიძემ, ხმალაძემ იდიალური პასი გაუკეთა თოდუას და სანდრო თოდუამ შეხვედრის მე-8 წუთზე "ბორჯღალოსანთა" რიგებში თავისი მე-12 ლელო დადო.

მე-16 წუთზე ქართველ მორაგბეებს კიდევ ერთი ლელოს დადება შეეძლოთ, 2 მეტრიღა ჰქონდათ დარჩენილი მეტოქის ჩათვლის მოედანში შესვლამდე, თუმცა უწყინარ სიტუაცაიში დავჯარიმდით და ურუგვაელები გადარჩნენ.

28-ე წუთზე საქართველოს შეტევას ურუგვაელთა ჯარიმა მოჰყვა. "ბორჯღალოსნებმა" შერიკინება აირჩიეს და შერიკენებას 30-ე წუთზე ოთია გიორგაძის ლელო მოჰყვა. თედო აბჟანდაძემ ამჯერად გარდასახვა ზუსტად შეასრულა და ანგარიში 12:0 გახდა.

33-ე წუთზე ურუგვაელებმა პირველივე სახიფათო შეტევა ლელოთი დაასრულეს. ძალიან მარტივად გაჭრეს საქართველოს ნაკრების დაცვის ხაზი და ვილასეკამ ბურთი ჩვენი ჩათვლის მოედანში დაამიწა. ბერჩესიმ ზუსტად გარდასახა და სხვაობა 5 ქულას დაუბრუნდა- 12:7.

ამ მომენტის შემდეგ კიდევ გვქონდა შეტევის შანსები, თუმცა არაფერი გამოვიდა, ურუგვაელებმა ჯარიმა გააფუჭეს და პირველი ნახევარი 12:7 დასრულდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში თედო აბაჟანდაძემ ძალიან მახვილგონივრული გადაწყვეტილება მიიღო, ფეხით შეაცურა ბურთი ურუგვაელთა ჩათვლის მოედნისკენ, "პრანწიების" უკანახაზელმა ბურთი დაამიწა. დაინიშნა შერკინება სამხრეთამერიკელთა ჩათვლის მოედნიდან 5 მეტრში და შერიკენებას ლევან ჩილაჩავას ლელო მოჰყვა. თედო აბჟანდაძემ ურთულესი პოზიციიდან დაარტყა ზუსტად გარდასახვა და ანგარიში 19:7 გახდა.

52-ე წუთზე საქართველოს ნაკრების რამდენიმეტაპიანი შეტევა კარგი მოლითა და ამ შეხვედრაში საქართველოს ნაკრების კაპიტნის ჯაბა ბრეგვაძის მიერ დადებული მე-4 და პრემიალური ქულის მომტანი ლელოთი დასრულდა. თედო აბჟანდაძემ ამჯერადაც ზუსტად დაარტყა გარდასახვა- 26:7. აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვაა მსოფლიო თასზე, როცა 1 თამაშში "ბორჯღალოსნებმა" 4 და მეტი ლელო დადეს.

58-ე წუთზე კი, ისევ ბრეგვაძემ ითამაშა კარგად, მორკინალისთვის უჩვეულოდ გადაკიდა ბურთი ფეხით წინ, ურუგვაელებმა კი აიღეს ბურთი, თუმცა სუთიაშვილმა რაქი შესანიშნავად გაათავისუფლა და გიორგი კვესელაძემ ქართველთა მხრიდან შეხვედრაში მე-5 ლელო დადო. თედომ ისევ ზუსტად დაარტყა და სხვაობა 26-ქულაზე ავიდა- 33:7.

მატჩის მიწურულს სუთიაშვილზე უხეში თამაშის გამო შეხვედრის მთავარმა არბიტრმა მოედნიდან ურუგვაელთა მორკინალი გააძევა და თამაში ბოლო პერიპეტიაც ეს გახლდათ.

giorgi
და კიდევ: ფაქტიურად ყველაფრის ყურება შეიძლება რუსულ საიტზე www.livetv.ru
912
ორი ლიცენზიაა როცა ქვეყნის მასშტაბით გაქვს ჩვენების უფლება და როცა მსოფლიოს მასშტაბით სავარაუდოდ ფასში დიდი განსხვავებაა შიდა სამაუწყებლო ლიცენზია აქვთ ნაყიდი და ამიტომ იბლოკება საერთაშორისო სიგნალი
giorgi
უყურეთ ყველა მატჩს გერმანულ ინტერნეტ საიტზე www.ran.de
სოსო
მაივიდეო ბლოკავს,მაგრამ 1 ტვ.გე აჩვენებს,თუმცა ჩვენი თამაშიდაიწყო და აქ ისევ რეკლამებს ატრიალებდნენ,თან ჭედავს.შემდეგ მატჩ იგრაზე გადავედი და ვუყურე დაწყნარებით
ვინცხა
ვალდებულება აქვთ ევროკონვენციის და მაგიტომ არის რომ თიშავენ. SILKTV.GE -ზე უყურე თვეში 5 ევროდ
1
სამწუხაროდ, ეგ პირველ არხზე არაა დამოკიდებული. კანონი კრძალავს. ინტერნეტში ვცადე ნახო. მაგალითად ran.de
გულშემატკივარი
რედაქცია და სხვებო, ვისაც ხელი მიუწვდებათ, პირველ არხს ეგებ შეაგნებინოთ, რომ საქართველოს თამაშებს ნუ ბლოკავს უცხოეთში. ჯანდაბას სხვა გუნდები საქართველოს მატჩის ყურებას რად მიშლიან. დარწმუნებული ვარ ურუგვაისთან და ფიჯისთან მატჩები ჩვენს გარდა არავის აინტერესებს, ჰოდა დალოცვილებო, გვაყურებინეთ რა. ITV და BBC თუ აჩვენებს ყველა თამაშს, თქვენ რა გეტაკათ. მადლობა წინასწარ

მეორე ტაიმის მეორე ნახევარში გამოჩდა-ქართველებმა ურუგვაელები დაინდეს,მთელი ძალით აღარ ეთამაშებოდნენ.
giorgi
პირველ არხზე ყურება არის დაწყევლა.ბლუყუნა კომენტატორებიდან დაწყებული რეპორტაჟის ადრე შეწყვეტით დამთავრებული.
ვაი ვაი....
ზარმაცი თავად ხარ, Flashscore-ზე ან ჩემპიონატის საიტზე რომ ვერ შესულხარ.
kalatoza
nu davickeb saubars imit ro kvela kartvels venacvale da kvelas azrs mivesalmebi, magram chveni problema rashia icit? ai msoplioc ro movigot mainc vigac ukmakopilo iqneba ar vici ratom magram ragac mizezs mainc vupovit sporcmens ro gavakritikot, es arascori midgomaa! ra mnishvneloba aqvs vis mouget mtavaria xo mouget tan sad ? msoplio tassze, sadac chveni kveknis saxels kvela igebs! ar vici rato vart eseti mcare komentarebis xasiatze, modit da davpiqrdet iqneb am chven komentarebs moragbeebi kitxuloben da mat guls vtkent gamxnevebis nacvlad, modi visvavlot adamianebis dapaseba romlebic sisxlianebi gamodian tamashis mere da mere vakritikot da mere vcerot cudi!madlovt!
დათიკო48
თქვენ შემოგევლეთ დათვის ბელებო,ხართ ძლიერნი და სულ გამარჯვების გზით გევლოთ ამ ქვეყანაზე!!!
მ. ტ.
აგაშენა ღმერთმა - მადა ჭამაში მოდისო, ტყუილად კი არ უთქვამს ჩვენს წინაპარს... თანაც მაინცდამაინც ქოქოსის კაკალივით გადახსნა სულაც არაა საჭირო - მინიმალურადაც რომ მოვუგოთ კუნძულელებს, ბოლო თამაში ვოლაბებთან (კენგურუ სიმბოლოა) თეორიულად მაინც ხომ ჯგუფიდან გასვლაზე გვექნება და ამაზე მეტი მოტივაცია რაღა უნდა იყოს დარჩენილ თამაშებში?!... ჩვენ კიდევ ფიჯელების მოტივაციებზე და მაგათ ხასიათებზე ვმსჯელობთ, არიქა რა გუნებაზე შეგვხვდებიან - თავებს შეგვაკლავენ თუ უხალისოდ იბურთავებენო... თავში ქვა და ქოქოსი იხალონ, სულაც საუკეთესო თამაშიც რომ ითამაშონ, მაგათი დამარცხება ნამდვილად არაა ფანტასტიკის სფეროდან და მსჯელობაც საკუთარ მოტივაციაზე აჯობებს... და თუ მაინცდამაინც კუნძულელთა მოტივაციას მივაწვებით, - ჭკუა რომ ჰქონდეთ, ბარემ ჩვენთანაც დაისვენებდნენ და უელსელებთან ბოლო თამაშში ეცდებოდნენ კარების გაჯახუნებას, მითუმეტეს რომ ძლიერებთან ძლიერად თამაში უფრო ზის მაგათ ხასიათში...
მ. ტ.
აგაშენა ღმერთმა - მადა ჭამაში მოდისო, ტყუილად კი არ უთქვამს ჩვენს წინაპარს... თანაც მაინცდამაინც ქოქოსის კაკალივით გადახსნა სულაც არაა საჭირო - მინიმალურადაც რომ მოვუგოთ კუნძულელებს, ბოლო თამაში ვოლაბებთან (კენგურუ სიმბოლოა) თეორიულად მაინც ხომ ჯგუფიდან გასვლაზე გვექნება და ამაზე მეტი მოტივაცია რაღა უნდა იყოს დარჩენილ თამაშებში?!... ჩვენ კიდევ ფიჯელების მოტივაციებზე და მაგათ ხასიათებზე ვმსჯელობთ, არიქა რა გუნებაზე შეგვხვდებიან - თავებს შეგვაკლავენ თუ უხალისოდ იბურთავებენო... თავში ქვა და ქოქოსი იხალონ, სულაც საუკეთესო თამაშიც რომ ითამაშონ, მაგათი დამარცხება ნამდვილად არაა ფანტასტიკის სფეროდან და მსჯელობაც საკუთარ მოტივაციაზე აჯობებს... და თუ მაინცდამაინც კუნძულელთა მოტივაციას მივაწვებით, - ჭკუა რომ ჰქონდეთ, ბარემ ჩვენთანაც დაისვენებდნენ და უელსელებთან ბოლო თამაშში ეცდებოდნენ კარების გაჯახუნებას, მითუმეტეს რომ ძლიერებთან ძლიერად თამაში უფრო ზის მაგათ ხასიათში...
გია
სატურნირო ცხრილი სად ვნახოთ ზარმაცო საიტო.როგორ გეზარებათ ამ ცხრილების კეთებაა?
გ.ბ.
დინამოს - იაპონია კი არა კორეა ათრიეს
Nnn
აა უკაცრავად მუხრუჭს ლობჟანიძეზე ამბობ? მე უცებ მეგონა აბჟანდაძეზე იმბობდი და მიტო გამიკვირდა.დდ
სპორტ ფაზა
რა ხდება ახლა ჩვენ ჯგუფში-- ფიჯიმ კინაღამ მოუგო ავსტრალიას ხო... ფიჯის ბრძოლაში მოუგო ურუგვაიმ ხო... და ურუგვაის გადავუარეთ ჩვენ!.... ესეიგი რა გამოდის ფიჯის ვაპოვბთ ქოქოსის კაკალივით ხო.... ასე გამოდის ლოგიკურად და პაწა თუ მევინდომეთ ხო შეიძლება კენგურუებსაც კი დავაწყებიოთ ნერვიულობა...
dinamo
იაპონიაში გამართული მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში გავიხსენოთ, როგორ ათრიეს მაშინ იაპონიის ნაკრები ნახევარ ფინალამდე, ესპანეთს ორი გატანილი გოლი არ ჩაუთვალეს მაშინ, მახსოვს ვასილი უტკინს მიყავდა ის ტრანსლაცია და თქვა რომ რაც ეხლა მოედანზე ხდება ფიფას სირცხვილია და მე მსოფლიო ჩემპიონატების მატჩებს აღარ წავიყვანო. ასე რომ სპორტი უკვე კარგა ხანია ბიზნესი გახდა, არ გაგიკვირდეთ იაპონიის სარაგბო ნაკრებიც რომ ნახევარ ფინალამდე მიათრიონ, იაპონიის ნაკრების ასპარეზობა ეს ნიშნავს გადაჭედილ ტრიბუნებს, თანაც აზიაში სპორტის ეს სახეობა საერთოდ ნოლზეა და ერთგვარად ამ სპორტის სახეობის რეკლამირებაც მოხდება ეს კი დიდი შემოსავალია.
912
იაპონიის რესურსები და ჩვენი რესურსები მკვეთრად განსხვავდება მით უმეტეს იაპონია ფაქტიურად ნატურალიზილებულთა ნაკრებია ჩვენი რესურსებით რასაც ვახერხებთ იმისთვისაც მადლობა ბიჭებს. ჩვენსავით პატარა ქვეყანა ჩვენსავით დაქცეული ეკონომიკით რომ ახერხებს რაგბში მსოფლიოზე გავიდეს კალათბურთში ევროპაზე და სხვადასხვა სახეობებში გვყავდეს 6 მსოფლიო ჩემპიონი ერთ წელს, ეს უდიდესი მიღწევაა, უშეცდომო არავინ არის მაგრამ დააფასეთ ეს ადამინები და მათი შრომა!!! წარმატებას გისურვებთ!!!!
შოთა
მიწოლაში მართლაც უძლიერესი...
Geo_Dinamo
კრიტიკოსებო ბონუსით მოგებული თამაშის შემდეგ ცოტა არ იყოს უხერხული ხომ არ არის კრიტიკა? შეცდომები აგერ ირლანდიას ქონდა მოგებული თამაში წააგო იაპონიასთან. ასე რომ მადლობა ბიჭებს და იმედია ფიჯისთანაც იფრენენ. დიდი მადლობა და წარმატება ლომებო!
zaza
კიდევ ორი გამარჯვება გვინდა!
ლაშა-გიორგი
ნუ მთლად მუხრუჭობას ვერ დავაბრალით, მაგრამ აფრასიძე რომ უფრო სწრაფია ეს ფაქტია.
Nnn
რა მუხრუჭი ტო, ძლივს ნორმალური მგეზავი გვეღირსა.დ

არ მინდა გამოვჩდე რაღაც განსაკუთრებულ ვინმეთ,მაგრამ კარგად ჩანს რომ ყველა ჩემს კომენტარზე დაწერილი დიზლაიკი თითქმის გაქრა,პირიქით უმრავლესობა უკვე ჩემს აზრს იზიარებს.მჯერა დადგება დრო როდესაც დამეთანხმებით,რომ იაპონიის ყველა მოგება ფარსია! და რომ დიდი ფული ყველასა და ყველაფერს მართავს!
გუსანი
ვულოცავ ბიჭებს, საქართველოს.... მაგრამ და მაგრამ, ისევ ძველი სტილით, მიძალებით, ეს გუშინდელი რაგბია. ამ თამაშით ფიჯელებს ვეღარ დავჩაგრავთ, სისწრაფეში და ხელით თამაში მათთან უპირტესობა ნამდვილათ არ გვაქვს, შანსი მხოლოდ დისციპლით-ე.ი მინიმუმ 2-3 ჯერ ნაკლები შეცდომის ხარჯზე თუ მოვუგებთ. ურუგვაისთან მოლში უპიტატესობის მიუხედავთ ძალიან ნელა, იმპროვიზაციის გარეშე ვაწვებოდით. გასაგებია, რომ შერკინებებს დიდი ენერგია მიაქვს, ახალ სიმაღლეზე თუ გვინდა ასვლა სწრაფი მოთამაშეებია მოსაძებნი. თქვენ არ ვიცი და ვფიქრობ ლობჟანიძე დიდი ,,მუხრუჭია"?!..
ზურა1379
ბრავო
ზურა379
ბრავო
ზურა777
რატომ თიშავენ ეს ჩვენი უდღეური ტელევიზიები რეპორტაჟის დამთავერებიდან წამებში ტრანსლაციას. არსად ასე არ ხდება. ეს რა ჯანდაბაა, კაცო, გინდა შეხედო, როგორ ეწყობა დერეფანი, რომელშიც მორაგბეები(წაგებულიც და მოგებულიც) ვაჟკაცურად პატივს მიაგებენ ერთმანეთს, როგორ ესალმებიან საკუთარ გულშემატკივრებს (რომლებიც ამ შემთხვევაში ცხრა მთას იქით არიან ჩასულები ჩვენების საქომაგოდ),როგორ ართმევენ ინტერვიუებს ორივე გუნდის მოთამაშეებს და ა.შ. და ეს ყველაფერი ამ რეკლამების და ფულის გამო... მსოფლიო თასია, თქვე ფულის მონებო, 2 ან 3 წუთი მაინც გვაცალეთ გამარჯვებით ტკბობა (თითქოს ხჩირი იყოს ეს გამარვებები) და ეს ეხება ფეხბურთსაც... რა ვიცი, ნუთუ მარტო მე მაღელვებს ეს...
გამარჯვებას გილოცავთ, მარა ორი სუსტი გუნდის თამაში იყო
Best
ყოჩაღ ბიჭებო თქვენ გენაცვალეთ :))
ლევანი
ხოკეი ბალახზე, ხოკეი ბურთით
ლაგუნა
ისე გამიხარდა, სულ ვერ მივხვდი რომ უშაქრო ჩაის ვსვამდი.
tngh
მოხარული ვარ, რომ შენთან ერთად მიხარია საქართველოს რაგბისტების, და საერთოდ სპოტსმენების წარმატება... მადლობა ყველა იმას, ვინც ჩვენს სპორტსმენებს გულშემატკივრობს და ეხმარება!!!
ლაგუნა
ეს იყო ლომების პარადი))
ნიკა
ვულოცავ ბიჭებს ბონუს ქულით გამარჯვებას!!!! რათქმა უნდა არის ბევრი რამ გამოსასწორებელი და მჯერა ბევრ ვაი გულშემატკივარზე კარგათ იციან ეს ბიჭებმაც და სამწვრთნელო შტაბმაც და გამოასწორებენ კიდეც. როცა წელიწადში მხოლოდ 1 ან 2 თამაში გიწევს 1 ეშელონის გუნდებთან, ძნელია მათთან 4 ლელოს დადება და 7 ქულაზე ნაკლები სხვაობით დამარცხება, როგორც ამას ბევრი რაგბიში "ღრმად ჩახედული" ექპერტი გულშემატკივრები წერენ და საუბრობენ, მაგრამ მაგის დროც მოვა.ისე ის უელსი რომელთანაც პირველ ტურში დავმარცხდით ამ წუთში ავსტრალიას 1 ტაიმში 15 ქულით ამარცხებს, ასე რომ უარყოფითი კომენტარების წერას ჯობია მხულვარე გულშემატკივრობა, გვერდში დგობა, ქართული რაგბის დახმარება და განვითარებაზე ზრუნვა. კიდევ ერთხელ მადლობა ბიჭებს და სამწვრთნელო შტაბს, ასავე მილტონ ჰეიგს, რომელიც ამ მსოფლიოს შემდეგ ტოვებს ნაკრებს!!!!
ანდრი
თუ შერკინებით არა აბა რით მოიგო იაპონიამ? ირლანდია ყველა სანტიმეტრზე ბექებით გააქვავა?
მთ
მათიაშვილის თამაში არ შეიძლება, ყველაზე სუსტი რგოლია
სპორტ ფაზა
აგერ ავსტრალიას რას უშვება უელსიი.... ასე რო ჩვენი მარცხი უელსთან არ უნდა ჩავთვალოთ კატასტროფად!!! ფიჯი ხასიათის გუნდია და ხასიათი თუ "გავუფუჭეთ" ხო კაი თუარადა ხოკეი..
Otia
პირველ რიგში დიდი მადლობა ბიჭებს მოგებისთვის,
გლახუნა
ფიჯისთან ამათ უნდა დაემატოს კაჭარავა და მჭედლიძე, ფიჯის ფიზიკურად ძლიერი უკანა ხაზი ყავს და თავს დადებენ - 1- თი გამარჯვება რომ მოიპოვონ, საერთოდ გამორიცხავენ შერკინებაში თამაშს და უკანა ხაზის ,,ფრენას,,- დარტყმებს გამძლავებენ. - ისინი უნდა შებოჭონ - შეკრან ( ანუ არ გააშლევინონ თამაში) - გააჩერონ და ... ასეიშვილზე გული მწყდება, მძლავრი 1- ლი ხაზია
შოთა
ვაი, ვაი - ურუგვაი !
daviti
tqven xo ar gadaobt? nariashvilze rogor idzaxit ro gogichaishvili sjobs? tips ar kavs konkurenti da msoplioshi icnoben rogorc traktors! es erti mere meore urugvais sherkineba da uelsis ertia? kvela komponentshi dzlieria da kvela komponentshi 1 nomeria msopioshi! ase rom nu davickebt gakritikebas adamianis romelic msoplio donis moragbea! miagciet magdeni da mere gaakritiket))))
ქართველი
გილოცავთ, მთელ საქართველოს ულოცავ ამ გამარჯვებას, მოვიგეთ და თან მნიშვნელოვანი სხვაობით, პრემიალურიც გამოვიმუშავეთ და ნამდვილად ვაჯობეთ, მაგრამ ძალიან გთხოვთ რაგბისტებო, ჩვენო სიამაყეებო ჯარიმებზეც გააკეთეთ აქცენტი, ამითიც ქულები გროვდება და უფრო გონებამახვილური გადაწყვეტილებები უნდა მიიღოთ ხოლმე. ვგულისხმობ არჩათვლილი ლელოს მომენტს სადაც ცოტა უფრო ეშმაკურად რომ ეთამაშა ჩვენ 14 ნომერს ისიც უეჭველი ლელო იყო. არ გეწყინოთ, გულმხურვალე ქომაგი.
ვამაყობთ თქვენით! ნონა.
ყოჩაღ ბიჭებო! ყველანაირად გქომაგობთ, და იმედია ასე ბოლომდე გაიტანთ ლელოს!
ბათუმის ფანი
სადაა ურუგვაის მწვრთნელი,რომ პრუტუნობდა ბალნაჭამ საჯდომივით!?)))
tngh
ყველას გილოცავთ!!! იმედია, კიდევ ბევრჯერ ასახელებთ საქართველოს!!! გმადლობთ ბიჭებო!!!
სოსო
გილოცავთ მეგობრებო პირველ გამარჯვებას,თანაც ბონუსით.ეს იყო თამაში,სადაც ჩვენებს ერთი წამით არ დაუშვიათ მეტოქისავის გამარჯვების იმედი.ეს ყველაფერი ასეა,მაგრამ ამდენი სალელოვე შანსის განიავება,არაფრით შეიძლება.აზარტი კარგია,მაგრამ თუ თან ცივი გონება არ მისდევს,გაუმართლებელ ჯარიმებამდე მივყავართ და ზღვა ენერგიის ხარჯვას,უაზრობად აქცევს.ბოლო 20 წუთში,შეცვლების შემდეგ,თამაშმა თანდათან დაშლა დაიწყო და მართალია ურუგვაელებისათვის შანსი არ მიგვიცია,მაგრამ ჩვენც უამრავ შეცდომას ვუშვებდით.ახლა ფიჯი გველოდება და მათთან ნამდვილი ომი მოგველის.იქ გამოჩნდება რეალური ჩვენი ძალა.შემდეგ კი ავსდტრალიაა,რომლებთანაც ღირსების მატჩი და გამოცდა გვექნება
smala
ბევრი შეცდომა გვაქვს პირველი დონის ნაკრებები არ გვაპატიებენ როგორც უელსმა და შოტლანდიამ ქნა.
გუჯა კახაძე
ქრთული რაგბის ყველა ჭეშმარიტ გულშემატკივარს ვულოცავ პრემიალური ქულით გამარჯვებას!
ანესთეზეოლოგი
ვულოცავ გულშემატკივრებს, ვულოცავ ბიჭებს!... დღევანდელ თამაშში დისციპლინა ბევრად მაღალ დონეზე იდგა ვიდრე უკანასკნელ 5 თამაშში, არ ვიღებდით უაზრო ჯარიმებს და ეს ყველაფერი შდეგზეც აისახა. საქართველოს ნაკრებმა თითქმის ყველა ნიუანსში დაჯაბნა ურუგვაი და დომინანტი, საკუთარ ძალებში დარწმუნებული იყო მთელი მატჩის განმავლობაში. თვალშისაცემი იყო სხვაობა კლასში. ჩვენებმა შეძლეს ყველა იმ კომპონენტის მაქსიმალური გამოყენება, რაც მათ ძლიერ მხარედ ითვლება. ამ თამაშმა კიდევ ერთხელ გამოაჩინა, რომ უფრო ფიჯიმ წააგო წინა თამაში, ვიდრე ურუგვაიმ მოიგო. ურუგვაიმ ფიჯის დამარცხება თავდადებული თამაშითა და მაქსიმალური მობილიზებით შეძლო. დღეს კი ამ კომპონენტში არანაკლებ მოტივირებულ საქართველოსთან ვერაფერი გააწყო. რათქმაუნდა შესამჩნევი იყო უხში შეცდომები. როგორც ჩანს დაცვაში ხაზის სიმჭიდროვეში ისევ გვაქვს პრობლემები და ამ კუთხით არაფერი არ გამოსწორებულა - სწრაფი შეტევის დროს ხაზს მარტივად გვიჭრიან, წუნი გვაქვს საკუთარი აუტების მოგებაში და რაქიდან ბურთის ნელი ტემპის გამოტანაში, რაც აუცილებლად გამომსასწორებელია. ვულოცავ ქართული რაგბის ყველა გულშემატკივარს და ვფიქრობ, რამოდენიმე ნიუანსის დახვეწის შემთხვევაში ფიჯისაც დავამარცხებთ.
ნათია
ჩვენთან თამაშის წინ ამბობდით, 80 წუთი გვაშორებს მომდევნო თასზე თამაშსო და მგონი დრო გაგეწელათ ბიჭიბო!
კახა
ნარიაშვილი დღეს რომ ყოფილიყო ფიქრობ ურუგვაის როგორც დღეს ათრიიეს ბიჭებმა ისე ვერ ათრევდა? დამიჯერე შეიძლება კიდევ უფრო მეტად წაელეკა ურუგვაის შერკინება შენ ნარიაშვილის უელსთან თამაშის შედარება მოგყავს ურუგვაისთან ნათამაშებ მორკინალებთან? აშკარად ორი ვარიანტია ან არ იცი რაგბი ან რამე პირადი წყენა გაქვს ნარიაშვილთან
დარსალია
ნბად ფორმაში შესვლას დრო სჭირდება წლებიც კი.. და მესამე ყველაზე მთავარი შენ რომ გაბოროტებული არ იყო ნარიაშვილზე და ჭკუით ფიქრობდე მიხვდებოდი უელსის შერკინებას და ურუგვაის შერკინებას შორის სხვაობას დღეს რომ ნარიაშვილი ყოფილიყო შერკინებაში მერწმუნე ანალოგიურად ათრევდა ისიც ურუგვაისარიაშვილზე გაბოროტებული საუბრობთ თქვენ მეგობარო არადა ნარიაშვილის ნაკრებისთვის გასულ წლებში უდიდესი დახმარება გაუწევია იყო დრო 80-წუთსაც ათამაშებდა ჰეიგი და ნარიაშვილიც ჯეგავდა მოწინააღმდეგეებს ეს ერთი მეორე ნარიაშვილის მესამე ოპერაცია აქვს გადატანილი ფეხზე და მეტ ნაკლე
ხალხური სიბრძნე
კომენტარის მიმართ - ვითარცა კუდი ძაღლისაი არ განემართების, არცა კირჩხიბი მართად ვალს!
ალექს
უშანსოდ მოუგეს,ის ლელოც ხონჩით მივართვით.მეტი შანსი არ ქონიათ არაფრის,22ში მგონი არც შემოსულან. 33-7ზე ორჯერ შეგვეძლო 5მეტრიანში ბურთის ჩაგდება და გაათამაშეს,ჯერ აბჟანდაძემ და მერე ვასკამ,თორემ 40საც ავცდებოდით თავისუფლად. გამიხარდა განსაკუთრებით ხმალაძის კარგი თამაში,ბოლო დროს ამოვარდნილივით იყო. ამდენადვე მეწყინა კვესელაძის "ფაფა",ამდენჯერ თუ ფიჯის ბურთს ჩააბარებ კარგი დღე არ დაგვადგება.ასევე უაზრო ჯარიმები პრობლემაა,ფიჯის ზუსტად რომ დისციპლინით და + აგრესიული დაცვით უნდა ვაჯობოთ. დერეფანიც მისახედია.
დარსალია
გოგიჩაშვილი თუ ნარიაშვილი შერკინებაში მიწოლაში რომელი უფრო ძლიერია თქვენი აზრით? ჩემი აზრით ნარიაშვლმა ბოლოს ფეხის ოპერაცია მგონი მესამედ რაც გაიკეთა მის მერე ვერ შევიდა ფორმაში გოგიჩაშვილი ამ ეტაპზე ნებისმიერ ქართველ მორკინალზე ძლიერია დომინანტია მთელს მსოფლიოში თავის პოზიციაზე მე ასე ვიტყოდი.
Geo
უბრალოდ, გადასარევი შედეგია! ყველას გილოცავთ! ტალახაძესგან ესტაფეტა აიტაცეს ბიჭებმა!!!
aleko
Mogeba kargia magram aseti tamashit fijistan shansi 0
irakli81
დამაჯერებელი გამარჯვება იყო. რა თქმა უნდა იყო პრობლემებიც ხელდახელ თამაშის დროს ბევრი წუნი გვქონდა. იმედია ფიჯისთან უფრო დახვეწილები ვიქნებით ამ მხრივ სხვაგვარად გაგვიჭირდება მათი ძლევა. ფიჯი ბევრად ძლიერია ურუგვაიზე და ჩვენთანაც შეხვედრაში ფავორიტია. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ აფრასიძე ძირითადის მოთამაშეა.გილოცავთ ამ გამარჟვებას და წარმატებები ბიჭებს ფიჯისთან ბრძოლაში.
dato-raul
დიდებული თამაში იყო ჯერ არ მინახირა მსოფლიო თასზე ესე გაგვენადგურებინოს მეტოქე,ყოჩაღ ბიჭებსაც და მილტონსაც
ლევანი
გილოცავთ! ასე გააგრძელეთ. კიდევ ერთი მოგება გვინდა!
სპორტ ფაზა
ა ბიჯო თამაში და ჯიგარი!!! ამისათვის პირველ რიგში მადლობა ჰეიგს, რადგან როგორც იქნა გაითვალისწინა ჩვენი(გულშემატკივრების) თხოვნა 9 ნომრის პოზიციაზე საჭირო ცცვლილების შესახებ!!! ახალთაობას ვაშა!! ლომები ხართ ასე ბუჯუ მიაწვა!!! მეორე ცვლილებისთვის და მიხვედრისთვისაც მადლობა ჰეიგს -თურმე ნარიაშვილზე კაი ხალხი გვყავს ხო... ასეთი გამართული თამაშით რაც 9 ნომრის შეცვლამდე ვაჩვენეთ ფიჯისთან მოგების შანსებსრეალურს ხდის ნაღდად!!! ვაშა ყოჩაღ ბიჭებს!! აი რა შედეგი მოაქ სწორი შემადგენლობის დაყენებას!!!
Megreli
ლელოები დადეთ თქვე უნიათოებო
გიორგი
ორი სუსტი გუნდის თამაში იყო. უამრავი ელემენტარული შეცდომა. სივრცეების ვერ გამოყენება და უაზრო ხვრელების დატოვება დაცვაში.
შიო
ბატონო მენეს როგორ ვბაქიბუქობდით ?? ათასში ერთხელ ფუნაც ყვავდება ბატონო მენეს მაგან მოგატყუათ ალბატ :))) მიყვარხართ ბიჭებო ლომები ხართ
Muro
ვულოვავ ლომებს გამარჯვებას,მარა ძმაო ასეთი თამაშით ფიჯისთან გაგვიჯირდება..კვესელაძეს ვითომ ცხელი პური ეკავა ხელში ისე უვარდებოდა ბურთი..ხელით კიდე ჩვენ ვერ ვთამაშობთ და რეალურად არც ვიცით და მე პირადად 2015 წლიდან დღემდე ამ ნაკრების პროგრესს და განვითარებას ვერ ვხედავ..
გულშემატკივარი.
მალადეც ბიჭებს, კაი იყო, მაგრამ ბონუს ქულის აღების შემდეგ გაზის პედალს ფეხი რატომ აუშვეს, 40 ქულამდე მინდოდა რაა :) და ის კიდე მსოფლიოს რო ემუქრებოდა მეორე სენსაციით, ის მწვრთნელი და ის ნაკრები სად იყო, შოკშიიი? ხოო, ალბად იმას იტყვიან, ქართველების ძლიერი შერკინება რომ არა ჩვენ მოვიგებდითო :D ყველა თავის კოზირს იყენებს მეგობრებო. გილოცავთ ქართველებოო და ჩვენო გულშემატკივრებო.

აი თქვენი ურუგვაი.სად ხართ ახლა რაგბის პროფესორებო,დიზლაიკებით რომ ავსებთ ხოლმე საღად მოაზროვნე ხალხის კომენტარებს? ახლა ხომ აშკარად გამოჩდა ფიჯელების მაიმუნობა!!!
ანდრი
ჩვეულ სტილში და ბონუსით
დათო
ვულოცავ ლომებს ამ გამარჯვებას!
ვალკა
ეს ეხლა თამაში იყოო??? უკან უკან მივდივართ დონის გუნდებს ფეხებსაც ვერ მოჭამ. იგებთ ხო თკვე კაი ხალხო ითამაშეთ ხელით. შერკინებით მოიგო იაპონიამ კაით რა. ეგ თუ არ დავხვეწეთ 0 ია ჩვენი მომავალი. 2015-ში გაცილებით უკეტესი ნაკრები გყვავდა ჩემი აზრით. მარა გილოცავთ ბიჭებო ჩვენი სიამააყეები ხართ. ავსტრალია უნდა დავაგდოთ))))
ლაჟვარდა
ვულოცავ ჩვენებს გამარჯვებას. მოდი და ნერვები ნუ მოგეშლება, 2 ჯადო შემოიყვანა ერთდროულად, სულ რაღაც 10 ცუთით და შოკში ჩააგდეს ნაკრები. ხაზში მეტი ფანტაზიაა საჭირო, მარტო ფეხით შეცურება მიყოლა არაფერია.

მილტონ გთხოვ ლობჟანიძე და მათიაშვილი 1 წუთითაც არ ათამაშო ფიჯისთან, რბილად რომ ვთქვათ არ არიან ფორმაში, კეპის მოსახვეჭად ავსტრალიასთან 5 წუთიც საკმარისი იქნება.
გრიგოლი1408
ლობჟანიძემ გააფუჭა თამაში გილოცავთ. გამარჯვებას
გვაქვს თუ არა რეგრესი? - "ბორჯღალოსნების" მიერ გამართული ივლისის ტესტების შეჯამება
მეცხრე ადგილი მსოფლიო ჩემპიონატზე - საქართველომ შოტლანდია დაამარცხა
მარცხი მოსალოდნელი შედეგით - საქართველოს ნაკრები სამხრეთ აფრიკასთან დამარცხდა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება
"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა
[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს
"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა
"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი
"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?
"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა
"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა
ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია
"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა
ლევან მაისაშვილის მდგომარეობა დამძიმდა - "ბორჯღალოსნების" მწვრთნელი იოჰანესბურგის საავადმყოფოშია
კაცნაკლულმა "ბორჯღალოსნებმა" რუმინეთს სძლიეს და რაგბი ევროპის ჩემპიონატი მოიგეს [VIDEO]
საქართველო - რუმინეთი (საუკეთესო მომენტები) [VIDEO]
"საქართველოს 6 ერში შესვლის შანსის მისაღებად 1 მოგება სჭირდება" - ავსტრალიაში მოღვაწე ექსპერტი
ჩემი გადარჩენის მხოლოდ 1 კაცს სჯეროდა, ექიმები ამბობდნენ, რომ ვერ გადავიტანდი - მაისაშვილი
"ბორჯღალოსნების" შემადგენლობა რუმინეთთან