საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა და კაპიტანმა ჯაბა ბრეგვაძემ ურუგვაისთან მოგებული მატჩის შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს.

"გეგმა ურუგვაისა და ფიჯის თამაშის ნახვის შემდეგ არ შეგვიცვლია. ეს (ფიჯისთან) შესანიშნავი შეხვედრა იყო ურუგვაისთვის, თუმცა ჩვენ კარგად ვიცნობდით მათ, ვიცოდით, რომ 4-დღიანი შესვენების გამო მეორე ტაიმში დაიღლებოდნენ, თან შემადგენლობაში მხოლოდ 2 ცვლილება განახორციელეს. ამიტომ, მოსალოდნელი გახლდათ, 80 წუთის თამაში გაუჭირდებოდათ.

დაძაბული პირველი ტაიმი იყო, თუმცა ჩვენ ვიცოდით რას ვაკეთებდით და გავაგრძელეთ თამაში ჩვენივე გეგმის მიხედვით. დახლოებით 20 ქულა მოვიპოვეთ მეორე ტამში და ეს საკმარისი აღმოჩნდა.

მოთამაშეებზე ზეწოლას ორი მხარე შეიძლება ჰქონდა: ან მოტივაციას გმატებს, ან გბოჭავს. ჩვენ პირველი მარცხის შემდეგ ჩვენს მორაგბეებს მოვთხოვეთ უფრო მეტის გაკეთება და დღეს მათ ეს ყველაფერი შეძლეს.

ალბათ, ჩემს ხელში საქართველოს ნაკრებმა რაღაც პროგრესი განიცადა (იცინის), უკვე 8 წელია აქ ვარ და ეს ჩემთვის მეორე მსოფლიო თასია და ჩვენ პროგრესირებას ახლაც განვაგრძობთ.

თუმცა, ერთი რამ მინდა გავიმეორო, მე დარწმუნებული ვარ, რომ მივეცი ამ გუნდს რაც შემეძლო, ჩავდე მაქსიმუმი, რომ ჩემი მორაგბეები უკეთესები გამხდარიყვნენ და ეს ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.

ჩვენ ნაკრები ვართ, შედეგი უმნიშვნელოვანესია. როგორც ვიცი, შეხვედრების 66 % მოვიგე და არა მგონია ეს საკმარისი იყოს, თუმცა გრძელ პერიოდში, მგონია უკეთესები გავხდით. 4 წლის წინ მომდევნო მსოფლიო თასზე ავტომატურად მოვხვდით, ახლაც ეს მიზანი გვაქვს. მომავალში რაც მოხდება, ჩემს ხელთ აღარ იქნება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, პროგრესი განვიცადეთ,"- განაცხადა მილტონ ჰეიგმა.

"ვუყურე გუშინ იაპონიის თამაშს და გამიხარდა რომ მოიგეს. თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ მასპინძლების სენსაციურმა გამარჯვებამ მოტივაცია შემმატა მსოფლიო თასზე. მოხარული ვარ, რომ ჩვენს შეხვედრაში მოივპოვეთ გამარჯვება და შეცდომების მიუხედავად მოედანი თავაწეულებმა დავტოვეთ.

ჩემს მიერ დადებულ ლელოს რაც შეეხება, ის გუნდის ლელო იყო და არა ჩემი, მე უბრალოდ გამიმართლა რომ ბურთი მეჭირა ხელში.

ასევე, მინდა მივმართო მომსახურე პერსონალს, ვინც თამაშის დროს რუსული მუსიკა ჩაგვირთო, გთხოვთ ყურადღებით იყავით და ასეთი შეცდომა აღარ დაუშვათ,"- აღნიშნა ჯაბა ბრეგვაძემ.

ჯაბას შემდეგ ამ საკითხზე მილტონ ჰეიგმაც ისაუბრა:

"მინდა შევეხო მატჩის შემდეგ გაშვებულ მუსიკას. ეს რუსული სიმღერა იყო, ქართველი მომღერლის მიერ შესრულებული, თუმცა რუსული სიმღერა. კიდევ ერთხელ გვინდა ნათელი მოვფინოთ ამ საკითხს: რუსეთი საქართველო არაა და არც საქართველოა რუსეთი. ჩვენ განსხვავებული ენა გვაქვს, განსხვავებული კულტურა, ყველაფერი განსხვავებული. ამიტომ, კარგი იქნება თუ მსოფლიო რაგბი მსგავს საკითხებს უფრო მეტ ყურადღებას მიაქცევს."

sos
ეს ,,იმენა " რა არის?

იმას ქართული მარტო გვარი აქვს და მეტი არაფერი
აჩი
მილტონა რა კაცია, ძალიან მაგრად უთხრა: "ჩვენ განსხვავებული ენა, კულტურა და ყველაფერი განსხვავებული გვაქვსო..." - ქართველებს კი არა, იმენა ჩვენ-ო!!!
rugbyfan
i love you milton!
ქართლელი
მილტონ!თქვენ უფრო ქართველი ხართ,ვიდრე რუსეთისკენ მომზირალი რუსეთუმეები.სამაგალითოა თქვენი და ჯაბას სამართლიანი შენიშვნა,ხარვეზი მიუღებელია და არ უნდა გამეორდეს.მადლობა მილტონ ჰეიგს ქართული რაგბის განვითარებაში გაწეული ღვაწლისთვის,გისურვებ წარმატებებს.
mvx
ვულოცავ ბორჯღალოსნებს გამარჯვებას და საქართველოს გახარებას! რაც შეეხება სიმღერას, როგორც ინფორმაციაში იყო ვალერი მელაძისაა. ალბათ შესრულებაც მისი იყო. ეს არ უნდა გაგვიკვირდეს. ცუდი ისაა, რომ მოედანზე სპორტსმენებმა და მოედნის გარედან მწვრთნელებმა ,,დავაი, დავაი" არ უნდა იძახონ. ეს არ ეხება პირველ ნაკრებს. ისე ყოჩაღ მილტონ, შენ უკეთ თქვი ქართველების სათქმელი.
ლუკა
საწყენი ის არის რომ ის რუსული სიმღერა ქართველ მომღერალს შეუსრულებია! აი იქნებ დაწეროთ ვინ არის ის "ქართველი" მომღერალი, რომელმაც რუსული სიმღერის შესრულებას დათანხმადა?! თუ ის მართლა ქართველია და ეს იკადრა, ნამუსი არ ქონია მაშინ.
ისევ რაგბის მივაწვეთ
ახია იაპონიისთვის კურილიის კუნძულების ახევა რუსეთის მიერ.
i
მილტონ ჰეიგი მაგარი კაცია! მართაც რომ ბევრ ქართველს ჯობია საქართველოს პატრიოტიზმით. ეს რაც თქვა რომ არ ეთქვა კაციშვილი არაფერს იტყოდა, რატომ არ თქვაო, მაგრამ მაინც თქვა რადგანაც რაც თქვა გულით თქვა და არა ფორმალობის და გამო.
i
მილტონ ჰეიგი მაგარი კაცია! მართაც რომ ბევრ ქართველს ჯობია საქართველოს პატრიოტიზმით. ეს რაც თქვა რომ არ ეთქვა კაციშვილი არაფერს იტყოდა, რატომ არ თქვაო, მაგრამ მაინც თქვა რადგანაც რაც თქვა გულით თქვა და არა ფორმალობის და გამო.

საქმეში შეცდომები არის და ამის გარეშე ვერ ვიქნებით, მაგრამ ის, რომ ვერ ვიტან და მსგავსი სისულელეები ჩრდილს ვერ მიაყენებს ნაკრების წარმატებას და მის მომავალს. ამ კაცს მხოლოდ მადლობა ეკუთვის
odala
ვიფიქრე რაღაც უაზრობა დავახეთქეთ-მეთქი კიდევ სადღაც და წავიპატრიოტეთ :)) მაგრამ ასეთ რამეებზე ზუსტადაც უნდა ვრეაგირებდეთ. კარგია!
გაუმარჯოს საქართველოს
ბოდიში მაინც მოიხადონ,ამაზე მეტი რა უნდა გაკადრონ ქართველ კაცს,რომ რუსულ სიმღერას დაგიკრავენ მსოფლიოსჩემპიონატზე.ისე ნეტა იაპონელებს თუ ჰყავთ თავიანთი გოგი წულაია,თავიანთებს რომ პასუხი მოსთხოვოს ამ ფაქტზე...სირცხვილია რა უბედურობაა არის რა არის ეს :-)იაპონურად :-)
zas.
მადლობის მეტი რა გვეთქმის ამ კაცის მისამართით,საქართველოს საკუთარ სამშობლოდ აღითქვამს,ვაისს ასეთი დამოკიდებულება ნადვილად არ აქვს ჩვენს მიმართ,თუმცა ეს მისი პირადი საქმეა,მთავარია საქმე აკეთოს.
Lova
ბევრ ქართველს ჯობია მელიტონა

ვიღაცამ კი ისროლა, ვერ ვიტან ამ კაცსო....
Dato
ჩვენ განსხვავებული ენა გვაქვს, განსხვავებული კულტურა, ყველაფერი განსხვავებული. - გაიხარე მილტონ ამ სიტყვებისთვის და განსაკუთრებულად "ჩვენ" რო ამბობ საქართველოზე საუბრისას. დიდი მადლობა ამ 8 წლისთვის და წარმატებები, ჩვენ კი წინ კიდევ უფრო დიდი წინსვლა გველის და მომავალს ძალიან დიდი იმედით ვუყურებთ!!! ლელო, ლელო - საქართველო!!! იაპონიიდან :)))
"რათა შეცდომები არ განმეორდეს" - რა ითქვა აშშ-სთან მატჩის შემდეგ
საქართველოს ნაკრებმა აშშ-ს 13 ქულით მოუგო
"ბორჯღალოსნები" | ქოქრილმა "არწივებისთვის" 23 შეარჩია
საქართველო 5:0 ესტონეთი
[VIDEO] პირველი გოლი ლიგა 1-ის ახალ სეზონში - "კვარამ" "ლიონს" გაუტანა
"ლიონთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] გიორგი მამარდაშვილმა ერლინ ჰოლანის დარტყმული პენალტი მოიგერია
14 ქულა და გამარჯვება "ბურგოსთან" | შერმადინი ახალ რეკორდს მიუახლოვდა
ერთი მწვრთნელის ხელმძღვანელობით ყველაზე მეტი გოლი - გრიზმანმა მესის გადაასწრო
დოვბიკმა შესაძლოა, იტალია დატოვოს - უკრაინელის დამატება თურქულ გუნდს სურს
დერბი ვერ მოიგო, თუმცა 1000-იანთა კლუბში შევიდა - სპალეტის მორიგი მიღწევა სამწვრთნელო კარიერაში
ალვარესი "ატლეტიკოში" მხოლოდ ორ შემთხვევაში დარჩება - ფეხბურთელმა პსჟ-ში ჩაშლილ ტრანსფერზე ისაუბრა
“მილანს” ლევანდოვსკი სურს - აგენტმა საუდის არაბეთის ვარიანტი გამორიცხა
ქოჩორაშვილი არ ათამაშეს - "სპორტინგმა" რთულ მატჩში გაიმარჯვა
მიქაუტაძის გარეშე - "ვილიარეალმა" მოიგო და მეორე ადგილზე აღზევდა
ვიქტორ სანიკიძე საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს
[VIDEO. ეროვნული ლიგა] "პოკერი", 3 პენალტი, ავტოგოლი... "ტორპედომ" ბათუმის "დინამო" გაანადგურა
[VIDEO. ეროვნული ლიგა] ორი გოლი პროტესტის ფონზე! "იბერია 1999" პირველ ადგილს ინარჩუნებს...
[VIDEO] ზივზივაძის 33 წუთი და "ჰაიდენჰაიმის" 0:6 "ბაიერთან"
[VIDEO] "ბაიერნის" 16-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყდა - "რეკორდმაისტერმა" "უნიონ ბერლინი" ვერ დაამარცხა
[VIDEO] გოლი 97-ე წუთზე - გოჩოლეიშვილის "ჰამბურგი" "დორტმუნდს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO. ეროვნული ლიგა] უცვლელი ამოცანები! "თელავს" ძალა და კლასი არ ეყო...
დღეს - პარიზელები ლიდერობის დასაბრუნებლად და "მამარდას" დიდი მატჩი
ჯაბა ბრეგვაძე: "ბორჯღალოსნების" კვართით თამაშს ფასი წინა თაობებმა შესძინეს
ჯაბა ბრეგვაძე: სულ მალე მსგავსი შეხვედრები ჩვენ სასარგებლოდ დასრულდება
ლეგიონერები: ბრეგვაძისა და ლობჟანიძის ლელოები
ლევან მაისაშვილის მდგომარეობა დამძიმდა - "ბორჯღალოსნების" მწვრთნელი იოჰანესბურგის საავადმყოფოშია
"როგორც ჩანს, რაღაც მომენტში ჰეიგი საკუთარი წარმატების ტყვე გახდა და მოსალოდნელი მარცხის შიშით პრაგმატული თამაში დაგეგმა"
ლეგიონერები: ბრეგვაძემ ზე-რაგბის სეზონი ლელოთი გახსნა
მილტონ ჰეიგი: ჩვენს ქვეყანას სიამაყის საბაბი მივეცით
კაცნაკლულმა "ბორჯღალოსნებმა" რუმინეთს სძლიეს და რაგბი ევროპის ჩემპიონატი მოიგეს [VIDEO]
მილტონ ჰეიგი: ავსტრალიური მედიის დამოკიდებულება აგდებული და უპატივცემულო იყო
საქართველო - რუმინეთი (საუკეთესო მომენტები) [VIDEO]
ხაბი ალონსოს პატიმრობა ელის - 10 ოქტომბრის დაიჯესტი
"საქართველოს 6 ერში შესვლის შანსის მისაღებად 1 მოგება სჭირდება" - ავსტრალიაში მოღვაწე ექსპერტი
"All Blacks"-ის ვარსკვლავი მილტონ ჰეიგთან ითამაშებს
ჩემი გადარჩენის მხოლოდ 1 კაცს სჯეროდა, ექიმები ამბობდნენ, რომ ვერ გადავიტანდი - მაისაშვილი
ჯაბა ბრეგვაძე: ფორმის შესანარჩუნებლად სახლში ვვარჯიშობ
რა უნდა ვისწავლოთ მსოფლიო თასიდან - World Rugby "ბორჯღალოსნებზე" სტატიას აქვეყნებს
"ბორჯღალოსნების" შემადგენლობა რუმინეთთან
ჯაბა ბრეგვაძემ "სანვულვზთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა