დღეს, 30 სექტემბერს დაიწყო ჩინეთის ღია ჩემპიონატი ჩოგბურთში, რომლის 2018 წლის გამარჯვებულიც ქართველი ნიკოლოზ ბასილაშვილი გახლავთ, რომელმაც ფინალში არგენტინელ ხუან მარტინ დელ პოტროს 2 სეტში მოუგო - 6:4, 6:4.

შარშან ნიკოლოზმა საჩემპიონო გზაზე ჯეკ სოკს (17), ფერნანდო ვერდასკოს (28), მალეკ ჯაზირის (61), კაილი ედმანდს (16) და ბოლოს დელ პოტროს (4) მოუგო.

წელს კი ნიკოლოზს უფრო რთული ბადე აქვს. პირველ წრეში არგენტინელ გუიდო პელას (22) შეხვდება, რომელთანაც აქამდე 2018 წლის ამერიკის ღია ჩემპიონატზე აქვს ნათამაშები და დაამარცხა კიდეც სამხრეთამერიკელი 4 სეტში - 6:3, 6:4, 1:6, 7:6.

პელას დამარცხების შემთხვევაში ნიკოლოზი მსოფლიოს მე-7 ჩოგანს, ბერძენ სტეფანოს ციციპასს შეხვდება. შემდეგ კი ბასილაშვილის მხარეს არიან მონფილსი ან ისნერი, ზვერევი, ბაუტისტა აგუტი, შვარცმენი, ტიაფო, ოჟე ალიასიმი. ტიტულისა და 500 სარეიტინგო ქულის დაცვის გზაზე ნიკოლოზს ტოპ 10-ისა და ტოპ-20-ეულის ჩოგბურთელები ჰყავს პოტენციურ მეტოქეებად. ამას დამატებული ტრავმა და, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საკმაოდ რთულ მდგომარეობაშია.

თუმცა ნიკოლოზს სჩვევია წარმატებული თამაშის მაშინ ჩვენება, როცა ამას მისგან არავინ ელოდება. იმედია, ამ შემთხვევაშიც ასე იქნება.

წელს პეკინის ტურნირზე განსაკუთრებით ბევრი ვარსკვლავი თამაშობს. ტოპ-10-ის 5 ჩოგბურთელია, შემდეგ მე-11, მე-12, მე-13 ნომრებიც. ამის მიზეზი ტოპ-8-ში არსებული მჭიდრო განლაგებაა. 1 500-იანი კატეგორიის ტურნირის მოგებამ შესაძლოა ლონდონის შემაჯამებელ ტურნირზე მოხვედრა გაუნაღდოს ჩოგბურთელებს. აღსანიშნავია, რომ შეჯიბრებაში მონაწილეობას ენდი მარეიც კი მიიღებს.

პეკინის ტურნირი სწორედ 500-იანი კატეგორიის შეჯიბრება გახლავთ. მისი საპრიზო ფონდი 3, 515, 225 დოლარია. გამარჯვებული 733, 990 დოლარსა და 500 სარეიტინგო ქულას მიიღებს.

ნიკოლოზი აღნიშნულ შეჯიბრებაზე პირველ მატჩს ხვალ, 1-ელ ოქტომბერს, თბილისის დროით 07:00 საათზე გამართავს.

დათო
წარმატებებს გისურვებთ ნიკა!!! აბა შენ იცი , საომარი ბადე გაქვს!!! მაქსიმალურად იბრძოლე და შედეგი იქნება!!!
ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
მეტოქე მატჩზე არ გამოცხადდა - ბასილაშვილმა მიმდინარე სეზონში ორი წრე პირველად დაძლია
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის