"ბორჯღალოსნების" ექიმი ნუცა შამათავა ერთადერთი მდედრობითი სქესის წარმომადგენელია იმ ექიმებს შორის, რომლებიც 2019 წლის მსოფლიო თასზე მუშაობენ. ეს არ გამორჩენია "მსოფლიო რაგბის" და საკუთარ საიტზე სტატია გამოაქვეყნა:

"თუ საქართველოს ნაკრების მოთამაშეებს ექიმის დახმარება დასჭირდებათ, მათ 2019 წლის იაპონიის მსოფლიო თასზე ერთადერთი ქალი ექიმი მოემსახურებათ. ნუცა შამათავა "ბორჯღალოსნებთან" 12 თვეა მუშაობს. მან საქართველოს რაგბის კავშირთან ურთიერთობა 2015 წელს დაამყარა, როდესაც ის სამედიცინო კლინიკის დირექტორად დაინიშნა, რეაბილიტაციის მიმართულებით.

ამ 4 წლის განმავლობაში შამათავამ გაიარა "მსოფლიო რაგბის" ყველა აუცილებელი კურსი და ამბობს, რომ ყველაფერი, რასაც აკეთებს, მიმართულია მოთამაშეთა კეთილდღეობისკენ.

კვირა დაიწყება ყველა იმ 23 მოთამაშის შემოწმებით, რომლებიც ურუგვაისთან სათამაშოდ გავლენ, მერე კი მათ სტრაპების გაკეთებაში დაეხმარება.

"როდესაც გუნდის ექიმი ხარ, ყველასთან მეგობრული ურთიერთობა უნდა გქონდეს, რადგან ისინი უნდა გენდობოდნენ. ეს მთავარია ექიმისა და მოთამაშის ურთიერთობაში. თანამშრომლებთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს და ყველანი ერთად ვზრუნავთ მოთამაშეთა კეთილდღეობისთვის".

კლინიკის დირექტორიდან გუნდის ექიმად მისი გარდაქმნა 2017 წლიდან დაიწყო, როდესაც "უმცროს ბორჯღალოსნებთან" 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე მუშაობდა. ტურნირის მასპინძელ გუნდში ექვსი ისეთი მოთამაშე იყო, რომლებიც 2019 წლის მსოფლიო თასზე გაემგზავრნენ და მათგან ხუთი ურუგვაისთან 23-კაციან განაცხადში მოხვდა. გასაკვირი არაა, რომ ასეთი ნაცნობობა შამათავას კაცთა გუნდში დამკვიდრებაში და თავისი სამუშაოს საუკეთესოდ შესრულებაში დაეხმარა.

"ვერ ვიტყვი, რომ რთული იყო, თუმცა ჩემი ქვეყნისთვის ქალი ექიმის ყოლა უცნაურია. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს ნაკრებში ქალი ექიმი მუშაობდა. თავდაპირველად ეს მოთამაშეებისთვისაც უცნაური იყო. ახლა ყველაფერი რიგზეა. არა მხოლოდ ჩემი ქვეყნისთვის, არამედ მთელი სარაგბო სამყაროსთვისაც უცნაურია ქალი ექიმი. მე ერთადერთი ქალი გუნდის ექიმი ვარ 2019 წლის მსოფლიო თასზე".

ბევრისათვის ასეთ დიდ ტურნირზე, სამშობლოდან 8 ათასი კილომეტრის დაშორებით მუშაობა რთული იქნებოდა, მაგრამ არა შამათავასთვის, რომლისთვისაც წელს პირველი მსოფლიო თასია:

"იაპონია საინტერესოა უდიდესი კულტურითა და ისტორიით. ძალიან საინტერესოა მათი სისტემების მუშაობის ხილვა. მათ ძალიან თბილად, ოჯახის წევრებივით მიგვიღეს".

ასეთმა მასპინძლობამ და შესაძლებლობამ, ემუშავა ქართული რაგბის უდიდეს მორაგბეებთან, შამათავასთვის იაპონიაში გატარებული დღეები დაუვიწყარი გახადა:

"საქართველოს ნაკრებში მუშაობა ჩემი კარიერის უმაღლესი მწვერვალია. შემადგენლობაში ძალიან ბევრი ცნობილი მოთამაშეა და ამაყი ვარ, რადგან მათი ექიმი ვარ. ვამაყობ, რომ 2019 წლის იაპონიის მსოფლიო თასზე გამგზავრების შესაძლებლობა მომეცა".

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

ლუკა
სასიამოვნოა რომ საქართველოდან არის ქალი ექიმი. უფრო მეტი ქალი ექიმი უნდა იყოს ჩართული სპორტული მედიცინის სპეციალობაში. წარმატებები ნუცას და ნაკრებს!
"ბორჯღალოსნები" | სამხრეთული ტურნესთვის 34 შეირჩა
"ბორჯღალოსნები" | ერთა თასისთვის 40 მოთამაშე შეირჩა
პალიკო ჯიმშელაძე ბორჯღალოსნებში ბრუნდება!
შამანი ჯადოს მოხსნით კეინს დაეხმარა და მსოფლიოს მომავალი ჩემპიონიც დაასახელა
მარინა შალამბერიძემ ნახევარფინალი და საჩემპიონო მატჩი იმსაჯა
"ბარსელონამ" კეინის შესაძენად პირველი ნაბიჯები გადადგა
კვლავ თურქეთში - მარკის რიდის ახალი კლუბი ცნობილია
ეუშტაკიუ: მაროკოს ან ნიდერლანდებს ყველაზე რთული მატჩი ელოდებათ
[VIDEO] პირველი მერვედფინალოსანი ცნობილია - კანადამ სამხრეთ აფრიკას სძლია
[VIDEO] გენერალური რეპეტიცია - საქართველოს ნაკრებმა დაძაბულ მატჩში სტუმრად ლატვია დაამარცხა
7-ქალა თასის ნახევარფინალშია
"ბორჯღალოსნები" | სამხრეთული ტურნესთვის 34 შეირჩა
პირველად ისტორიაში - აფრიკელების დიდი მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატზე
კვლავ ნიდერლანდებში, თუმცა სხვა კლუბში - ვეგჰორსტი "ტვენტეში" გადაბარგდა
ჯგუფიდან ვერგასვლა არ აპატიეს - შოტლანდიამ სტივ კლარკი დაითხოვა
ყოფილ მწვრთნელთან - გრანიტ ჯაკა კარიერას სავარაუდოდ, "ჩელსიში" განაგრძობს
"ქართულ ფეხბურთში სტაგნაციას ვაფინანსებთ! მომაკვდავი პაციენტი აპარატზე გვყავს შეერთებული!" - გველესიანმა ფონდის ფულზე, ეროვნულ ჩემპიონატზე და გამოსწორების გეგმაზე ისაუბრა
ორი შემტევი გაუშვეს და შევსებაც მალევე მიიღეს - პსჟ 24 წლის ვინგერით ძლიერდება
[VIDEO] თოფურიამ საავადმყოფო დატოვა - როგორ გამოიყურება ქართველი ბრძოლიდან რამდენიმე დღის შემდეგ
[VIDEOS] მესიმ კვლავ გაიტანა, ალჟირმა და ავსტრიამ ფრედ ითამაშეს
[VIDEOS] ვისამ კონგო პლეი-ოფში გაიყვანა - პორტუგალია ხორვატიას დაუპირისპირდება
სასჯელი სირცხვილისათვის - ურუგვაიმ ნაკრები უკან არ წაიყვანა
[VIDEOS] L ჯგუფი: ინგლისი, ხორვატია და განა პლეი-ოფში გავიდნენ
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
ნუცა შამათავა – ქვეყნისა და რაგბის სიყვარულით
არაოფიციალური ვერსია: "ბორჯღალოსნების" 31-კაციანი განაცხადი მსოფლიოს თასისთვის
გამარჯვებული რაზმი არ იცვლება [ბესიკ ჯანგავაძე ჩელთნემიდან]
მსოფლიოს თასის საზეიმო გახსნის კადრები [VIDEO]
"ბორჯღალოსანთა" ნაწილმა მსოფლიოს თასისთვის მომზადება უკვე დაიწყო
დემეტრე დევდარიანი - „მჯერა, ამ გუნდით ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია“
ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა
ლაშა ლომიძე: ეს ყველაზე ცუდი ათი წუთი იყო ჩემს კარიერაში
ბორჯღალოსნები | ახალი მწვრთნელების პირველი რაზმი - დებიუტანტებით
სავსე ტრიბუნების დროა!
კრისტიან კარამბე: მივესალმები საქართველოს!
ბორჯღალოსნები | პირველი შეკრება ცვლილებით დაიწყო