მილტონ ჰეიგმა არგენტინასთან თამაშამდე 48 საათით ადრე "ბორჯღალოსნების" საბრძოლო შემადგენლობა გამოაცხადა
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ხვალ, 25 სექტმებერს, გლოსტერში, "კინგსჰოლმზე" მსოფლიოს თასის გათამაშების მორიგ მატჩში არგენტინის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.

"ბორჯღალოსნების" თავკაცმა, მილტონ ჰეიგმა, როგორც წესი და რიგია, საბრძოლო შემადგენლობა მატჩამდე 48 საათით ადრე გამოაცხადა. აღსანიშნავია, რომ ის ტონგას ნაკრებთან გამარჯვებულ მორაგბეებს ენდო და ცვლილება არ განუხორციელებია.

"სამწვრთნელო შტაბმა გადაწყვიტა, არგენტინის წინააღმდეგ გუნდის შემადგენლობა უცველი დაგვეტოვებინა. მიგვაჩნია, რომ ამ მორაგბებმა სავსებით დაიმსახურეს მეორე მატჩში თამაში. მოტივაცია და საკუთარი ძალების რწმენა ერთიორად გაზრდილი აქვთ და ლოგიკურია, რომ მათთვის არგენტინის წინააღმდეგ კიდევ ერთხელ თავის გამოჩენის საშუალება მივეცით", - თქვა "ბორჯღალოსნების" ახალზელანდიელმა მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა.

ტრავმირებულები, ლაშა ხმალაძე, ალექსანდრე თოდუა და დავით ქუბრიაშვილი თავს უკეთ გრძნობენ, თუმცა მათი რეაბილიტაციის პროცესი ჯერ არ დასრულებულა.

აღსანიშნავია, რომ ჯამში ჩვენს მორაგბეებს 632 მოპოვებული კეპი გამოსდით და ხუთი კეპით ჩამოვრჩებით ჩვენსავე დამყარებულ რეკორდს. წლეულს ერთა თასზე რუმინეთის ნაკრებთან 15:6 მოგებულ მატჩში ნაკრების შემადგენლობაში მოთამაშე მორაგბეების კეპების ჯამი 637 იყო.

"ბორჯღალოსნების" ფულბეკი მერაბ კვირიკაშვილი კი მსოფლიოს თასზე თავის მე-14 მატჩს გამართავს.

არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დანიელ ურკადმა კი, ახალ ზელანდიასთან მარცხის შემდეგ, სამი ცვლილება განახორციელა. რვა ნომრის პოზიციაზე ტრავმირებული ფაკუნდო ისას ნაცვლად ლეონარდო სენატორე ითამაშებს. ფლანკერ ხუან მანუელ ლეგუსამონს კი პაბლო მატერა შეცვლის.

არგენტინელთა მეორეხაზელი მარიანო გალარსა სადისციპლინო კომიტეტმა ცხრაკვირიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა. ის მსოფლიოს თასის გათამაშებაში ვეღარ იასპარეზებს. გალარსამ ახალზელანდიელი ბროდი რეტალეკის წინააღმდეგ განზრახ ბინძურ თამაშში დაადანაშაულეს. მის ნაცვლად ურკადმა შემადეგნლობაში მატიას ალემანო დააყენა.

დღეს, 24 სექტემბერს, საქართველოს ნაკრები "კინგსჰოლმზე" კაპიტნის ვარჯიშს ჩაატარებს. არგენტინასთან მატჩი კი ხვალ, თბილისის დროით 19:45 საათზე დაიწყება.

საქართველო-არგენტინა

საქართველო: 15. მერაბ კვირიკაშვილი, 14. თამაზ მჭედლიძე, 13. დავით კაჭარავა, 12. მერაბ შარიქაძე, 11. გიორგი აფციაური, 10. ლაშა მალაღურაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე. 1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. ჯაბა ბრეგვაძე, 3. დავით ზირაქაშვილი, 4. გიორგი ნემსაძე, 5. კონსტანტინე მიქაუტაძე, 6. გიორგი თხილაიშვილი, 7. ვიქტორ კოლელიშვილი, 8. მამუკა გორგოძე.

16. შალვა მამუკაშვილი, 17. კარლენ ასეიშვილი, 18. ლევან ჩილაჩავა, 19. ლევან დათუნაშვილი, 20. შალვა სუთიაშვილი, 21. გიორგი ბეგაძე, 22. გიორგი ფრუიძე, 23. მურაზ გიორგაძე.

არგენტინა: 15. ხოაკიმ ტუკულეტი, 14. სანტიაგო კორდერო, 13. მარსელო ბოსხი, 12. ხუან მარტინ ერნანდესი, 11. ხუან იმჰოფი, 10. ნიკოლას სანჩესი, 9. ტომას კუბელი. 1. მარკოს აიერსა, 2. ავგუსტინ კრევი, 3. ნაუელ ჩაპარო, 4. გვიდო პეტი, 5. ტომას ლავანინი, 6. პაბლო მატერა, 7. ხუან მარტინ ფერნანდეს ლობე, 8. ლეონარდო სენატორე.

16. ხულინ მონტოია, 17. ლუკას ნოგიერა, 18. რამირო ერერა, 19. მატიას ალემანო, 20. ხუან მანუელ ლეგუსამონი, 21. მარტინ ლანდახო, 22. ხერონიმო დე ლა ფუენტე, 23. ლუკას გონსალეს ამოროსინო.

მსოფლიოს თასი 2015. II ტური

A ჯგუფი

ავსტრალია-ფიჯი 28:13

იხილეთ ვიდეო

სატურნირო მდგომარეობა

1. უელსი - 5 ქულა, 2. ინგლისი - 5, 3. ავსტრალია - 4, 4. ფიჯი - 0, 5. ურუგვაი - 0.

B ჯგუფი

შოტლანდია-იაპონია 45:10

იხილეთ ვიდეო

სატურნირო მდგომარეობა

1. შოტლანდია - 5 ქულა, 2. სამოა - 4, 3. იაპონია - 4, 4. სამ. აფრიკა - 2, 5. აშშ - 0

D ჯგუფი

საფრანგეთი-რუმინეთი 38:11

იხილეთ ვიდეო

სატურნირო მდგომარეობა

1. საფრანგეთი - 9 ქულა, 2. ირლანდია - 5, 3. იტალია -0, 4. კანადა - 0, 5. რუმინეთი - 0.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

levani
ბიჭებო, იცოდეთ რომ ნებისმიერი თქვენი გამოსვლა მინდორზე, ეს ქართველი ხალხის დიდი ზეიმი და გამარჯვებაა, მატჩის შედეგის მიუხედავად. გამარჯვებულია ქართველი ხალხი თქვენი მტკიცე და გაუტეხავი ხასიათის შემყურე! გისურვებთ ბიჭებო, რომ ყოველვთვის ესეთე შემართებით გეკეთებიოთ თქვენი საქმე. გფარავდეთ უფალი!
OnTARIo
ბიჭებს გამარჯვება. ღმერთი დაგეზმაროთ. რედაქციას გამოაქვეყნეთ ხოლმე სატურნირო საერთო სატურნირო ტაბლიცა......
Shalva
პირიქით სენატორეა დაშავებული მე რამდენადაც ვიცი.
Lazi
თხოვნა მექნება, თუ ვინმეს შეუძლია მიაწვდინოს ეს ინგლისში, ხვალ თამაშის წინ ბიჭებს წაუკითხონ ჩვენი ჯარისკაცის წერილი...ამ წერილის მოსმენა მათ მართლაც გაუორმაგებთ მოგებისაკენ მიზანსწრაფვას... ამ მესიჯს ხვალამდე რაგბზე გამოქვეყნებულ ყველა სტატიაზე გავაკეთებ...
"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
7-ქალამ მონაკოში ერთი მოიგო
ივნისის ამხანაგური მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
20 წ. | აშშ-სთან და ახალ ზელანდიასთან რუსთავში გავხურდებდით
ორბმა მარგვეთი დაამარცხა და სერია მე-5, გადამწყვეტ მატჩამდე მივიდა
სალაჰი "ფენერბაჰჩესთან" მოლაპარაკებებს აწარმოებს - ეგვიპტელი 20 მილიონს ითხოვს
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "მილანის" მთავარი სამიზნე გაბრიელ ჟესუსი იქნება
კონფერენს ლიგა. აზაროვი არ ათამაშეს - "შახტარი" "კრისტალ პალასთან" დამარცხდა
ევროპა ლიგა - "ბრაგამ" და "ნოტინგემმა" მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვეს
უეფამ საუკეთესოდ დემბელე აღიარა - კვარაცხელია სიმბოლურში შეიყვანა
7-ქალა | მონაკოს ტურნირისთვის შემადგენლობა შეირჩა
ოფიციალურად: მაიკლ ჯექსონი "ბარნლის" მთავარი მწვრთნელია
ქუთაისი ნახევარფინალშია | ბათუმმა გორში იმარჯვა და სერიაში 2:1 დაწინაურდა
"უცხოელი მწვრთნელი რა საჭიროა?" - მოურინიოს რჩევა იტალიის ფეხბურთის ფედერაციას
"თეთრ სახლში" ჩემი და თოფურიას ჩხუბი ამიტომ არ შედგა" - ისლამ მახაჩევი
"ასეთ ეპიზოდებზე გადაწყვეტილებას მხოლოდ მსაჯი უნდა იღებდეს" - ჯერარდისა და კიოუნის აზრით, "არსენალს" პენალტი წაართვეს
[VIDEOS] NBA: "ორლანდო" და "ტორონტო" დამარცხდნენ
ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდა - "სპორტინგი" "ტონდელასთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEO] ორივე გოლი პენალტით გაიტანეს - "ატლეტიკომ" და "არსენალმა" ფრედ ითამაშეს
სიტუაცია რთულია - რა მოხდება საფონოვმაც რომ ტრავმა მიიღოს
ედერსონ ზაფხულში სავარაუდოდ, "ფენერბაჰჩეს" დატოვებს
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
სასამართლომ მერაბ კვირიკაშვილი უდანაშაულოდ ცნო
ავარიისას დაღუპულის მამა - მერაბ კვირიკაშვილს თუ ასე უნამუსოდ, თავხედურად გაამართლებდნენ, არ მეგონა
მილტონ ჰეიგი: ჩვენს ქვეყანას სიამაყის საბაბი მივეცით
მილტონ ჰეიგი: ავსტრალიური მედიის დამოკიდებულება აგდებული და უპატივცემულო იყო
მსოფლიოს თასის საზეიმო გახსნის კადრები [VIDEO]
მამუკა გორგოძე სტეფანწმინდის "ყაზბეგს" ეწვია და მორაგბეებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა
კრისტიან კარამბე: მივესალმები საქართველოს!
"ბორჯღალოსანთა" ნაწილმა მსოფლიოს თასისთვის მომზადება უკვე დაიწყო
ლაშა ლომიძე: ეს ყველაზე ცუდი ათი წუთი იყო ჩემს კარიერაში
ბორჯღალოსნები | ახალი მწვრთნელების პირველი რაზმი - დებიუტანტებით
ბორჯღალოსნები | პირველი შეკრება ცვლილებით დაიწყო
ნუცა შამათავა - ერთადერთი ქალი ექიმი 2019 წლის მსოფლიო თასზე
ავარიისას გარდაცვლილის მამა: მეც გამიჩნდა მერაბ კვირიკაშვილის მიმართ სიბრალულის განცდა, მაგრამ დანაშაული უნდა ეღიარებინა
სავსე ტრიბუნების დროა!
მორაგბე გიორგი ლომინაძე - სულ ერთად ვართ და მერაბ კვირიკაშვილს ჩქარა არასდროს უვლია
რა უნდა ვისწავლოთ მსოფლიო თასიდან - World Rugby "ბორჯღალოსნებზე" სტატიას აქვეყნებს
არაოფიციალური ვერსია: "ბორჯღალოსნების" 31-კაციანი განაცხადი მსოფლიოს თასისთვის
"როგორც ჩანს, რაღაც მომენტში ჰეიგი საკუთარი წარმატების ტყვე გახდა და მოსალოდნელი მარცხის შიშით პრაგმატული თამაში დაგეგმა"
დემეტრე დევდარიანი - „მჯერა, ამ გუნდით ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია“
ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა
მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის საქმეზე განაჩენი გამოცხადდება
ხაბი ალონსოს პატიმრობა ელის - 10 ოქტომბრის დაიჯესტი
"All Blacks"-ის ვარსკვლავი მილტონ ჰეიგთან ითამაშებს