46 წლის ამერიკელმა ბერნარდ ჰოპკინსმა 28 წლის კანადელ ჟან პასკალს სძლია და WBC-ის ვერსიით ნახევრადმძიმე წონაში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა
შაბათს, კანადის ქალაქ მონრეალის რინგზე კრივის ახალი ისტორია დაიწერა. 46 წლის ამერიკელმა ბერნარდ ჰოპკინსმა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა 28 წლის კანადელი ჟან პასკალი და WBC-ის ვერსიით ნახევრადმძიმე წონაში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

ახლა ჰოპკინსი კრივის ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი მოკრივეა, ვინც ერთ-ერთი ძირითადი ვერსიით ტიტული დაიმსახურა. ბერნარდმა ლეგენდარული ამერიკელის ჯორჯ ფორმენის რეკორდი დაამხო და სამუდამოდ შევიდა კრივის ისტორიაში.

აღნიშნული ბრძოლის მესამე რაუნდში პასკალის მარცხენა მოკლე დარტყმამ მიაღწია მიზანს და ჰოკპინსი კინაღამ ნოკდაუნში მოხვდა, მაგრამ ამერიკელმა წონასწორობა შეინარჩუნა და თავად გადავიდა შეტევაზე, რასაც ერთი უძლიერესი დარტყმა მოჰყვა. ახლა უკვე პასკალი აღმოჩნდა ნოკდაუნის ზღვარზე.

მეოთხე რაუნდის ბოლოს მასპინძელს კიდევ ერთი კარგი დარტყმა გამოუვიდა, მაგრამ მეექვსე რაუნდიდან მოყოლებული აქტივობას უკლო. მეცხრე 3-წუთეულში კანადელი ხელთათმანით რინგს შეეხო, მაგრამ მსაჯებმა ნოკდაუნი არ დააფიქსირეს. ბრძოლის ბოლოს პასკალმა იგრძნო, რომ ქულებით გამარჯვება ჰოპკინსს დარჩებოდა, ამიტომაც საბოლოო შტურმზე გადავიდა, მაგრამ ამერიკელმა ზეწოლას გაუძლო. სამივე მსაჯმა უპირატესობა ჰოპკინსს მიანიჭა - 115:113, 116:112, 115:114.

შეგახსენებთ, რომ ეს მოკრივეები შარშან დეკემბერში ხვდებოდნენ ერთმანეთს და მაშინ მსაჯების საეჭვო გადაწყვეტილებით ფრე დაფიქსირდა, რამაც პასკალს ტიტულის შენარჩუნების საშუალება მისცა. ახლა კი მატჩ-რევანში "ჯალათის" (ჰოპკინსის მეტსახელი) სრული უპირატესობით დასრულდა.

"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
[VIDEO] გურული დაუმარცხებელია - ლაშამ პროფესიონალურ კრივში მესამე გამარჯვება მოიპოვა!
[VIDEO] ჯოშუამ კრივის ღირსება დაიცვა - ენტონიმ ჯეიკ პოლს ყბა მოტეხა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა