ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ფინალისტმა მოგებით დაიწყო

ფინალისტმა მოგებით დაიწყო

ჩოგბურთი. საფრანგეთის ღია პირველობა: ქალთა ტურნირში პირველი სენსაცია იტალიელი ფლავია პენეტას სახელს უკავშირდება
ქალთა ტურნირში პირველი სენსაცია იტალიელი ფლავია პენეტას სახელს უკავშირდება. მსოფლიოს მე-19 ნომერი ბოლო წლებში აშკარად ყველაზე სუსტ სეზონს ატარებს. ინდიან უელსის სუპერტურნირის მესამე წრეში გასვლის შემდეგ ფლავიასთვის ეს როლან გაროსი ზედიზედ მეოთხე შეჯიბრია, რომელშიც ის პირველივე წრეში გამოეთიშა ბრძოლას.

გუშინ იტალიელის დამარცხება შეძლო ტაშკენტში დაბადებულმა ვარვარა ლეპჩენკომ, რომელიც ამჟამად ამერიკის სახელით გამოდის. რეიტინგის 77-ე ნომერმა მეტოქეზე ერთით მეტი ბრეიკი გააკეთა და ამის ხარჯზე სამ სეტში გაიმარჯვა - 6:3, 2:6, 6:3. ამ ჩოგბურთელთა რიგით მეორე შეხვედრა საათსა და 58 წუთს გაგრძელდა და ლეპჩენკომ იტალიელთან ურთიერთშეხვედრებში გაათანაბრა ანგარიში.

კიდევ ერთი განთესილი, რომელიც როლან გაროსს ჩამოშორდა, ტურნირის მე-19 ნომერი შაარ პეერი იყო. ისრაელის წარმომადგენელი ერთ დროს ძლიერ, მაგრამ უკანასკნელ პერიოდში კლასიფიკაციაში 86-ე პოზიციამდე დაქვეითებულ ესპანელ მარია ხოსე მარტინეს-სანჩესს ხვდებოდა. ეს უკანასკნელი შარშან კლასიფიკაციის საუკეთესო ოცეულში იმყოფებოდა, მაგრამ ეს წელი მისთვის ძალიან ცუდად ვითარდება. მარიამ ტრავმის გამო რამდენიმე თვე გამოტოვა, მაგრამ ახლა ყველაფერი წესრიგში აქვს, რაც გუშინდელმა შეხვედრამაც დაადასტურა.

პირენეელმა ორი სეტი იკმარა პეერის დასამარცხებლად - 7:6(4), 6:1. მარტინეს-სანჩესმა ექვსი ბრეიკი გააკეთა და სამჯერ წააგო საკუთარი მოწოდება. აღსანიშნავია, რომ ისრაელელმა 36 უნებლიე შეცდომა დაუშვა, მისმა მეტოქემ - 25. მატჩი საათსა და 43 წუთში დასრულდა.

წარმატებით დაიწყო საფრანგეთის ღია პირველობაზე გამოსვლა სამანტა სტოსურმა. ავსტრალიელისთვის როლან გაროსი განსაკუთრებული ტურნირია. ორი წლის წინ მან აქ პირველად გააღწია "დიდი შლემის" ჩემპიონატის ნახევარფინალში, შარშან კი გააუმჯობესა ეს შედეგი და ფინალში ითამაშა, სადაც იტალიელ ფრანჩესკა სკიავონესთან წააგო.

სტოსურმა მატჩი საწყისი გეიმის წაგებით დაიწყო, მაგრამ ავსტრალიელმა მალე მიუჩინა კუთვნილი ადგილი ივეტ ბენეშოვას. ერთ-ერთმა ფავორიტმა 69 წუთში გაიფორმა პირველი გამარჯვება. სამანტამ 29 "ვინერსი" შეასრულა და 19 უნებლიე შეცდომა დაუშვა. საწყისი მატჩისთვის ცუდი მაჩვენებელი არ არის.

გერმანელმა იულია გორჯესმა მშვიდად და დამაჯერებლად მოუგო შვედური წარმოშობის ფრანგ მატილდა იოჰანსონს. ადგილობრივი პუბლიკა მეორე ფრანგმა - ალიზ კორნემ გაახარა, რომელმაც ორ პარტიაში სძლია რენატა ვორაკოვას.

სვეტლანა კუზნეცოვამ მოწოდებაზე ძალიან კარგი თამაში აჩვენა და ძირითადად, ამის ხარჯზე მოუგო მაგდალენა რიბარიკოვას. ამასთან, რუსმა აქტიური მოქმედებით მეტოქეზე შვიდი ქულით მეტი აიღო.

როგორც ჩანს, კარგ ფორმაშია სერბი ელენა იანკოვიჩი, რომელმაც პირველი წრის ბარიერი ძალიან იოლად გაიარა. როლან გაროსის სამგზის ნახევარფინალისტმა სააათზე ოდნავ მეტი დრო მოანდომა 26 წლის უკრაინელი ალიონა ბონდარენკოს განადგურებას - 6:3, 6:1. საინტერესოა ამ ჩოგბურთელთა ურთიერთშეხვედრების ანგარიში - 13:1 ელენას სასარგებლოდ.

სხვა მატჩებიდან აღსანიშნავია სამსაათიანი ბრძოლა ვერა დუშევინასა და ელენა დოკიჩს შორის, რომელშიც უფრო ძლიერი რუსი ჩოგბურთელი აღმოჩნდა, ცვეტანა პირონკოვას მოგება კეისი დელაკუას წინააღმდეგ, დღის ყველაზე გამანადგურებელი მოგება: პოლონა ჰერცოგმა საათზე ნაკლები მოანდომა ოლივია სანჩესის დამარცხებას (ფრანგმა მხოლოდ ერთი გეიმი აიღო ორ სეტში). აგრეთვე ლუსი საფაროვას მოულოდნელად დიდი უპირატესობა კირსტენ ფლიპკენსის წინააღმდეგ. ბელგიელმა 22 უნებლიე შეცდომა დაუშვა, ოთხიდან ვერც ერთი ბრეიკ-პოინტი ვერ გამოიყენა და საბოლოოდ, 57 წუთში მხოლოდ ორი გეიმი აიღო.

სხვათა შორის, გუშინ როლან გაროსის ქალთა ბადე კიდევ ერთი განთესილის გარეშე დარჩა. ბოლო მომენტში საფრანგეთის ღია პირველობაზე თამაში იუარა რუსმა ალისა კლეიბანოვამ - მას ვირუსული ინფექცია შეეყარა და იძულებული გახდა განაცხადი გამოეტანა. მისი ადგილი ძირითად ბადეში კიდევ ერთმა რუსმა ანასტასია პივოვაროვამ დაიკავა, რომელმაც როლან გაროსის კვალიფიკაციის ფინალი წააგო ამერიკელ სლოუნ სტივენსთან.

ქალები

I წრე

მარია ხოსე მარტინეს სანჩესი (ესპ)-შაარ პეერი (ისრ, 19) 7:6, 6:1; რებეკა მარინო (კან)-კატერინა ბონდარენკო (უკრ) 6:3, 6:3; სვეტლანა კუზნეცოვა (რუს, 13)-მაგდალენა რიბარიკოვა (სლოვაკ) 6:2, 6:3; ლუსი საფაროვა (ჩეხ)-კირსტენ ფლიპკენსი (ბელ) 6:1, 6:1; ჯულია გორჯესი (გერ, 17)-მატილდ იოჰანსონი (საფ) 6:1, 6:4; ცვეტანა პირონკოვა (ბულ, 32)-კეისი დელაკუა (ავსტრა) 7:5, 6:3; ხისელა დულკო (არგ)-ირინა ფალკონი (აშშ) 6:3, 6:4; სიმონა ჰალეპი (რუმ)-ალა კუდრიავცევა (რუს) 6:2, 6:1; სამანტა სტოსური (ავსტრა, 8)-ივეტა ბენეშოვა (ჩეხ) 6:2, 6:3; ალიზ კორნე (საფ)-რენატა ვორაკოვა (ჩეხ) 6:4, 6:2; მონა ბარტელი (გერ)-სიბილი ბამერი (ავსტრია) 6:1, 7:5; ანასტასია პავლიუჩენკოვა (რუს, 14)-იაროსლავა შვედოვა (ყაზ) 7:5, 6:3; ელენა იანკოვიჩი (სერ, 10)-ალიონა ბონდარენკო (უკრ) 6:3, 6:1; ვერა დუშევინა (რუს)-ელენა დოკიჩი (ავსტრა) 4:6, 6:3, 6:2; ბეტანი მატეკი (აშშ)-არანჩა პარა სანტონხა (ესპ) 2:6, 7:6, 6:3; ვარვარა ლეპჩენკო (აშშ)-ფლავია პენეტა (იტა, 18) 6:3, 2:6, 6:3; პოლონა ჰერცოგი (სლოვენ)-ოლივია სანჩესი (საფ) 6:0, 6:1.

მეტოქე მატჩზე არ გამოცხადდა - ბასილაშვილმა მიმდინარე სეზონში ორი წრე პირველად დაძლია

მარცხი კვალიფიკაციის ფინალში - ბასილაშვილი "ინდიან უელსის" ძირითად ბადეში ვერ შევიდა

მოგებული მატჩი სეტის 0:6 წაგების შემდეგ - ბასილაშვილს პრესტიჟული "ინდიან უელსის" მასტერსის ძირითად ბადემდე ერთი ნაბიჯი აშორებს

მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა

VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...

დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე

"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი

ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა

[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა

VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...

[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა

[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა

[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა

VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს

სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო

ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა

"ის, რაც ქარ­თულ რაგ­ბი­ში ხდე­ბო­და, არის აღ­მაშ­ფო­თე­ბე­ლი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა

ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის

გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ

"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება

შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის

"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო

"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის