ფოტო: facebook.com/FCChikhura/

საქართველოს ეროვნული ლიგის 30-ე ტურში საჩხერის "ჩიხურამ" ივანწმინდაში "ვიტ-ჯორჯიას" უმასპინძლა და მეტოქე 89-ე წუთზე გიორგი კორიფაძის მიერ გატანილი პენალტის წყალობით დაამარცხა - 2:1.

შეხვედრაში ანგარიში გიორგი კორიფაძემ გახსნა. საჩხერელთა ნახევარმცველმა მატჩის დასაწყისში პენალტი გაიტანა და მასპინძლები მე-2 წუთზე დააწინაურა.

ვიტ-ჯორჯიამ ანგარიში 70-ე წუთზე გაათანაბრა. მაისაშვილმა საკუთარ საჯარიმოში ხელით ითამაშა და მუსელიანმა პენალტი ზუსტად შეასრულა- 1:1.

88-ე წუთზე ბესიკ დეკანოიძის წაქცევისათვის დანიშნული პენალტი ზუსტად ისევ კორიფაძემ შეასრულა და კარგი საჩხერელებმა საჩუქარი გაუკეთეს თავიანთ მთავარ მწვრთნელ სოსო ფრუიძეს, რომელიც 62 წლის გახდა.

აღსანიშნავია "ვიტელების" მეკარის, ლევან ისეგიშვილის კარგა თამაში. რომ არა ის, "ჩიხურა" კიდევ ბევრ გოლს გაიტანდა. ამ გამარჯვების შემდეგ, კი საჩხერელებმა გასავარდ ზონას თავი დააღწიეს და მე-7 პოზიციაზე გადაინაცვლეს. მე-4 ადგილზე მყოფ "ლოკომოტივს" "ჩიხურა" 5 ქულით ჩამორჩება.

ეროვნული ლიგა, XXX ტური

საჩხერის "ჩიხურა" - "ვიტ ჯორჯია" 2:1

კორიფაძე (პენ) 1:0 (2), მუსელიანი (პენ) 1:1 (70), კორიფაძე (პენ) 2:1 (89)

"ჩიხურა": ჰამზიჩი, მაისაშვილი, კაშია, მეგრელიშვილი (ჩიტეიშვილი, 55), კორიფაძე, ჩიხლაძე (მარკოზაშვილი, 53), ჩიკვაიძე, დეკანოიძე, ლექვთაძე (ფანცულაია, 77), მუმლაძე, სარდალიშვილი

"ვიტ- ჯორჯია": ისერგიშვილი, ქისიევი, სეხნიაშვილი, ჩიტიშვილი, კიკალიშვილი, ნემსაძე, ნანობაშვილი (ჯანელიძე, 58), ზარიძე, თათხაშვილი (ვაზაგაშვილი, 58), მუსელიანი, მაქაცარია (ნაჭყებია, 87)

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე სლოვენია დაამარცხა
წყალბურთი| სერბეთმა უნგრეთის ნაკრები დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები საფრანგეთთან დამარცხდა და მეათე ადგილი დაიკავა
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
[PHOTO] MVP კვარაცხელია და "ლივერპულში" გამორჩეული მამარდაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს ქართველებმა?
[VIDEO] "ბარსელონას" უიღბლობა, უამრავი განიავებული შანსი და ალვარესის ბრწყინვალე გოლი - "ბლაუგრანა" რთულ სიტუაციაშია
[VIDEO] კვარაცხელიამ ისევ გაიტანა - რომ არა მამარდაშვილი, პსჟ "ლივერპულს" უფრო დიდი ანგარიშით მოუგებდა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან მატჩებისთვის ემზადება
პსჟ - "ლივერპული. გუნდების შემადგენლობები ცნობილია
კონკურენტი ვიტინიასთვის - პსჟ რუსი შემტევის შეძენას გეგმავს
კონტე: იტალიის ნაკრების მწვრთნელად კონტეს ავირჩევდი
U16 | კოსოვო 1:2 საქართველო - პირველი ადგილი უეფას განვითარების თასზე
Liverpool Echo: "ლივერპული" კატასტროფის წინაშე - მამარდაშვილისთვის შესაძლებლობაა დაამტკიცოს, რომ ალისონის ხანგრძლივვადიანი მემკვიდრეა
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
ეროვნული ლიგა. პლეი-ოფი: "ჩიხურა" - "სამგურალი" [LIVE]
ეროვნული ლიგა. XXIX ტური: "ვიტ-ჯორჯია" - "რუსთავი" [LIVE]
ეროვნული ლიგა. XVI ტური. "მერანი" - "ჩიხურა" [LIVE]
თბილისის "დინამო" საქართველოს ეროვნული ლიგის გამარჯვებულია [VIDEO]
"ჩიხურამ" ძალიან ლამაზი გოლითა და მეკარის სასწაული "სეივებით" მოიგო [VIDEO]
ახალგაზრდა ძიუდოისტებმა მსოფლიო ჩემპიონატზე, გუნდურ შეჯიბრებაში ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს - 20 ოქტომბრის დაიჯესტი
"საქართველო არაჩვეულებრივი ქვეყანაა" - ჰამზიჩი ეროვნულ ლიგას უბრუნდება
საჩხერის "ჩიხურას" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს!
ეროვნული ლიგა. XXX ტური: "ჩიხურა" - "ვიტ-ჯორჯია" [LIVE]
ეროვნული ლიგა. XVII ტური. "ჩიხურა"-"დინამო თბ" [LIVE]
კომიდან გამოსული შუმახერის რეკორდი ჰემილტონმა დაამხო - 29 სექტემბრის დაიჯესტი
ეროვნული ლიგა. XXXI ტური: "ვიტ-ჯორჯია" - "სიონი" [LIVE]