დუდუ დადიანის მემორიალის მეორე ტურის შემდეგ ჯერ ერთი გუნდიც არაა ცნობილი, რომელმაც ნახევარფინალის საგზური გაინაღდა. არადა, ჯგუფში პირველი ადგილის დაკავებასა და პლეი-ოფში გასვლასთან ახლოს იყო "დინამო", რომელსაც პირველ ტურში "კაკტუსი" ჰყავდა დამარცხებული და დღეს "რუსთავის" მოგებით პირველობას ინაღდებდა, თუმცა…

ამ მატჩის შედეგი თავისუფლად შეიძლება მივაკუთვნოთ მცირე სენსაციას. დინამოელები მატჩის დასრულებამდე 3,15 წუთით ადრე 12 ქულით – 84:72 იგებდნენ, თუმცა მატჩის დარჩენილი დრო 0:14 წააგეს და საბოლოოდ 84:86 დამარცხდნენ.

ბოლო წუთზე რუსთაველთა ამერიკელმა ლეგიონერმა დენზელ ლივინგსტინმა 6 ქულა ჩააგდო, საიდანაც ბოლო, გამარჯვების მომტანი სროლა საფინალო სირენამდე 1,5 წამით ადრე შეასრულა.

რუსთაველები ბოლო ტურში, 7 ოქტომბერს "კაკტუსს" შეხვდებიან და გამარჯვების შემთხვევაში ჯგუფში პირველ ადგილზე გავლენ, არადა, სამივე გუნდს ქულების თანაბარი ოდენობა დაუგროვდება და ადგილები ბურთების შეფარდებით განაწილდება.

ანალოგიური სიტუაციაა “ა” ჯგუფში, სადაც გუშინ თსუ-სთან წაგებულმა "ოლიმპმა" დღეს "ქუთაისს" უდაძაბულეს, 2 ოვერტაიმიან ბრძოლაში 118:108 მოუგო. ამ ჯგუფის ბოლო მატჩში თსუ "ქუთაისს" შეხვდება და იმერული კლუბის გამარჯვების შემთხვევაში სამივე გუნდს თანაბარი ქულები დაუგროვდება.

ერთადერთი, რაც დღევანდელ ტურში გაირკვა, ის გახლავთ, რომ სუპერლიგის დებიუტანტი "ვერა" პლეი-ოფში ვერ გავა. ვერელებმა მეორე მატჩიც წააგეს, ამჯერად "ბათუმთან" – 67:76 და ჯგუფში მესამე ადგილს ვერ ასცდებიან. შესაბამისად, "ბათუმისა" და "ტიტების" ხვალინდელ მატჩში ნახევარფინალის საგზური გათამაშდება.

აქვე დავაზუსტებთ, რომ პირველ ადგილებზე გასულებთან ერთად ნახევარფინალის მე-4 საგზურს ჯგუფებში საუკეთესო მეორეადგილოსნები მოიპოვებენ.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით

მარკოიშვილი "გალათასარაის" მთავარი მწვრთნელია
ფიბა ევროპის თასი "თბილისი არენაზე": "ბათუმი" ჩეხურ "ოპავას" უმასპინძლებს
ქართველი მსაჯებისა და კომისრის ბარაქიანი ევროპული ოქტომბერი
პულიშიჩმა "მილანთან" კონტრაქტი გააგრძელა
აფრიკის თასი კვლავაც ყოველ 2 წელიწადში გაიმართება
იკარდი შეშლილივით ვარჯიშობს და ახალი კლუბის ვარიანტს ელის
ქებას ნახვა სჯობიაო - კარდინალდემ ზამთარში "მილანის" გაძლიერების პირობა დადო
ქოჩორაშვილის 67 წუთი - "სევილია" თასის მომდევნო ეტაპზე გავიდა
საზონოვი შეცვალეს - "ხეტაფემ" თასზე თამაში შემოატრიალა
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
სპალეტი შეიძლება გადააყენონ
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
კვარაცხელიას დოჰას კლინიკაში პსჟ-ს პრეზიდენტი ეწვია
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
"რეალში" გადასვლით დიდი შეცდომა დაუშვა და "ლივერპულში" უნდა დაბრუნდეს - კარაგერმა არნოლდზე ისაუბრა
"კონტე უნდა მოვიდეს და ყველაფერი თავდაყირა დააყენოს" - სქოულზმა "იუნაიტედს" იტალიელის დანიშვნისკენ მოუწოდა
"მისი წყენინება არ მიცდია" - ტიერი ანრიმ იამალთან დაკავშირებულ ხუმრობაზე ისაუბრა
"მე "ოქროს ბურთს" კვარაცხელიას გადავცემდი" - ტონი კროოსმა ქართველზე კიდევ ერთხელ ისაუბრა
[VIDEO] საბა ლობჟანიძის ულამაზესი გოლი MLS-ში
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
[VIDEO] დონჩიჩის გარეშე და სანდროს გაზრდილი დრო - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" მარტივად დაამარცხა
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
დადიანის მემორიალზე ფედერაციამ “აჭარაბეთთან” მემორანდუმი გააფორმა და “წლის წიგნის” პრეზენტაცია გამართა
დუდუ დადიანის მემორიალი დინამოს, თსუ-ს და ტიტების გამარჯვებებით დაიწყო
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
დუდუ დადიანის მემორიალის პირველი ნახევარფინალისტი ზესტაფონის "მარგვეთია"
დუდუ დადიანის მემორიალი 26 სექტემბერს, ოლიმპიურ სასახლეში დაიწყება
დუდუ დადიანის მემორიალზე ნახევარფინალისტები გამოვლინდნენ