დუდუ დადიანის მემორიალურ ტურნირზე დღეს ჯგუფური ეტაპის ბოლოსწინა ტურის მატჩები გაიმართა და 4 ჯგუფიდან 1 ნახევარფინალისტი გამოვლინდა. ეს გახლავთ ზესტაფონის “მარგვეთი”, რომელმაც ჯერ გუშინ სძლია ფავორიტად მიჩნეულ გურჯაანის “დელტას”, დღეს კი კიდევ ერთი რეგიონის გუნდი “რუსთავი” დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის, მიხეილ კობეშავიძისა და ვატო თევზაძის გაწვრთნილმა მარგვეთელებმა ჯგუფის ორივე შეხვედრა მოიგეს და მეტოქეთათვის მიუწვდომლები გახდნენ. ბოლო ტურში ერთმანეთს "დელტა" და "რუსთავი" დაუპირისპირდებიან, თუმცა ამ მატჩის შედეგს სატურნირო თვალსაზრისით მნიშვნელობა დაკარგული აქვს.

A ჯგუფი

ზესტაფონის მარგვეთი vs რუსთავი 77 :72

ზესტაფონის "მარგვეთი", ბევრისთვის მოულოდნელად, შედეგიანად ასპარეზობს. ქართულ კალათბურთში საერთოდ ასეა: სეზონის სტარტზე განაცხადში რომელ გუნდსაც შედარებით გამოცდილი და მარჯვე ქართველი კალათბურთელები ჰყავს, ფავორიტადაც მას მიიჩნევენ, რადგან ლეგიონერები ყველას ჰყავს და თუ ნამდვილად სახელიანი უცხოელი არაა, ამ კომპონენტში ყველა თანაბრად მიიჩნევა. თუმცა "მარგვეთი" ის შემთხვევაა, როცა სწორედ ლეგიონერები ქმნიან ამინდს და ზესტაფონელებმა ნახევარფინალის საგზური რომ გაინაღდეს, ამერიკელების დიდი დამსახურებაა.

ქართველი კალათბურთელებით A ჯგუფის ფავორიტად გურჯაანის "დელტა" მიიჩნეოდა, რომელსაც "მარგვეთმა" პირველსავე მატჩში მწარე მარცხი აგემა და ეს რომ შემთხვევით არ გააკეთა, დღეს "რუსთავთან" მატჩში დაამტკიცა. ქვემოქართლელებს არ ჰყავთ გამოცდილი ქართველები, თუმცა 4 უცხოელი ჩამოიყვანეს და საკმაოდ ანგარიშგასაწევ ძალას წარმოადგენენ, თუმცა ლეგიონერთა ჯახში გამარჯვებული "მარგვეთი" გამოვიდა – ტაიშონ კროუფორდმა ფარი დაიპყრო და კომფორტულ 16 ქულასთან ერთად 19 მოხსნა დააგროვა. მეორე ამერიკელმა, მაიკლ მეიესმა, 23 ქულა მიითვალა და ზესტაფონელთა გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო. წინა მატჩის მსგავსად, დიდებულად ითამაშა ლუკა ზაქრაძემ, რომელმაც ყველაფერი გააკეთა, რაც გამთამაშებელს მოეთხოვება – 7 პასი გაიღო, 4 ბურთი ჩაჭრა, 16 ქულა ჩააგდო და ბურთი 4-ჯერ ჩაჭრა.

მატჩის 4 პერიოდიდან რუსთაველებმა 3 მოიგეს, თუმცა გამარჯვება მაინც "მარგვეთს" დარჩა. ზესტაფონელებმა პირველი პერიოდი 36:25 მოიგეს, რის შემდეგაც ლიდერობა მცირე დათმობებით შეინარჩუნეს. ანატოლი ბოისას გაწვრთნილმა "რუსთავმა" მე-2, მე-3 და მე-4 პერიოდები შესაბამისად 1, 3 და 2-ქულიანი სხვაობებით მოიგო და წინ გაჭრილ მეტოქეს დროის ამოწურვამდე ვერ დაეწია. "მარგვეთი" კომფორტულ სიტუაციაშია: ნახევარფინალი განაღდებული აქვს და ბოლო ტურში ისვენებს. ზესტაფონელები მეტოქეს C ჯგუფის გამარჯვებულის სახით ელიან, რომელიც "ბათუმისა" და "კავკასიის" დაპირისპირებაში გამოვლინდება.

C ჯგუფი

სპორტუნი vs ბათუმი 48:117

69-ქულიანი სხვაობა ყველაფრის მთქმელია. ეს არ გახლდათ სერიოზული დაპირისპირება. "ბათუმმა" ჯგუფის კიდევ ერთ ფავორიტთან, "კავკასიასთან" მატჩის წინ ივარჯიშა. სპორტის უნივერსიტეტის გუნდი სტუდენტური ლიგიდანაა და ცხადია, პროფესიონალ კალათბურთელებთან დაპირისპირებაში მოგებაზე არ ფიქრობდა. ახალგაზრდებს უფრო გამოცდილების მიღება სურდათ და ამ მხრივ "ბათუმთან" დაპირისპირებამ თავისი საქმე გააკეთა. ნუგზარ კანდელაკის გაწვრთნილმა გუნდმა სუპერლიგის ორ წარმომადგენელთან თამაშით ისეთი გამოცდილება შეიძინა, რომელსაც სტუდენტური ლიგის სხვა გუნდები ამ სეზონში ვერ მიიღებენ.

ბათუმელებს რაც შეეხებათ, ბუბა ბერიშვილის გაწვრთნილ გუნდს ჩანს, კარგი ლეგიონერები ჰყავს და შესაბამისად, ამბიციაც, როგორც ყოველთვის, ამ სეზონშიც მაღალი ექნება. ჰანტერ ბოუდიმ მოგროვებული 21 ქულიდან რამდენიმე ბურთი ეფექტურად ჩააგდო, უფრო სწორად, ჩატენა, რისი გაკეთებაც ხვალ ალბათ გაუჭირდება. "ბათუმს" მეტოქედ "კავკასია" ეყოლება, რომელსაც არანაკლები ამბიცია აქვს და ამ მატჩის გამარჯვებული C ჯგუფში პირველ ადგილს და მემორიალის ნახევარფინალის საგზურს მოიპოვებს.

B ჯგუფი

ტყიბულის ორბი vs გორის ივერიონი 95:86

ამ ჯგუფის პირველ მატჩში ტყიბულის "ორბი" "ქუთაისთან" 25 ქულით დამარცხდა, დღეს კი "ორბმა" გორის "ივერიონს" სძლია. დარჩენილია ერთი შეხვედრა, რომელშიც გორელები ქუთაისელებს შეხვდებიან და თუკი სასურველი სხვაობით (17 ქულით) გაიმარჯვებენ, ნახევარფინალში გავლენ. ყველაზე კომფორტულ სიტუაციაში ქუთაისელები არიან, რომლებსაც ჯგუფში პირველი ადგილის დასაკავებლად "ივერიონთან" 16 ქულით წაგებაც კი ჰყოფნით.

რაც შეეხება თავად აღნიშნულ მატჩს, სუპერლიგის 2 დებიუტანტის დაპირისპირება უხვქულიანი გამოდგა. ორივე გუნდი შეტევაზე უფრო იყო მომართული და დაცვაზე ნაკლებს ფიქრობდა. გორელებმა მეტოქეზე 5-ით მეტი – 16 სამქულიანი ჩააგდეს, მაგრამ მაინც დამარცხდნენ. საქმე ფარქვეშიდან და საშუალო დისტანციებიდან ჩაგდებული ბურთები გახლდათ, რომელიც "ორბის" კალათბურთელებმა უკეთ და შესაბამისად, მეტოქეზე ხშირად შეასრულეს და გამარჯვებაც მოიპოვეს.

დონტრელ მაკქუართერმა ტყიბულის გუნდს 23 ქულა და 8 მოხსნა შესძინა. 14 ქულა კენი კუპერმა მოაგროვა, ხოლო ახალგაზრდა ნიკა ნუცუბიძემ 3 სამქულიანი და ჯამში 13 ქულა მიითვალა. გორელთა სნაიპერმა ლეგიონერმა, მეტ ნორმანმა, 7 სამქულიანი ჩააგდო, სულ კი თავი 31 ქულას მოუყარა, რაც გასამარჯვებლად საკმარისი არ აღმოჩნდა.

D ჯგუფი

სოხუმი საქართველო vs თსუ 81:92

თსუ ერთადერთი ქართული კლუბია, რომელიც ევროტურნირებზე ასპარეზობს. ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი პორტუგალიურ "ბენფიკასთან" დათმო და ფიბა-ევროპის თასზე გადაინაცვლა, სადაც შემადგენლობის გაძლიერება მართებს, საკუთარი თავი და ქართული კალათბურთი ღირსეულად რომ წარმოაჩინოს. თსუ-მ უკვე დაიწყო შემადგენლობის როტაცია – ერთი ამერიკელი ლეგიონერი, ლენელ ჰენრი გაუშვა და ეროვნული ნაკრების წევრი, კახა ჯინჭარაძე შეიმატა.

სანამ შეთამაშდებიან, უნივერსიტეტელებს დრო სჭირდებათ. “ა” ლიგის გუნდ "სოხუმი-საქართველოსთან" მატჩმა ეს კარგად გამოაჩინა. ლეგიონერების გარეშე მოთამაშე “ა” ლიგის გუნდი საქართველოს მოქმედ ჩემპიონსა და ევროტურნირის მონაწილეს ბოლომდე ეპაექრა. "სოხუმელებმა" პირველი ნახევარი სულაც მოიგეს – 51:48, თუმცა დიდი შესვენების შემდეგ თსუ-მ ლიდერობა მოიპოვა და თამაშის ბოლომდე შეინარჩუნა. ეროვნული ნაკრებში რეკორდულად მეტი – 216 მატჩის ჩამტარებელი გიორგი ცინცაძე თსუ-ს თამაშს გონივრულად დირიჟორობდა და საბოლოოდ 12 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. მისმა თამაშმა დიდად განსაზღვრა თსუ-ს გამარჯვება, ისევე როგორც ალექსანდრე ფევაძემ, რომელიც 18 ქულითა და 13 მოხსნით გამოირჩა.

თსუ ბოლო ტურში "ოლიმპს" შეხვდება და გამარჯვებული დუდუ დადიანის მემორიალის ნახევარფინალში გავა. შეგახსენებთ, რომ მემორიალის ნახევარფინალში ჯგუფების გამარჯვებულები შემდეგნაირად დაწყვილდებიან:

A (მარგვეთი) – C (ბათუმი/კავკასია)

B (ქუთაისი/გორი) – D (თსუ/ოლიმპი)

GBF.GE

თანამედროვე საკალათბურთო ტაბლო და ახალი შესაძლებლობები ახმეტელი მოზარდებისთვის
ვსა საქართველოს 22-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია!
კომისარი რატიშვილი – ქართველი ფიბა ევროპის თასის ფინალზე
გამოსასყიდი თანხა 80 მილიონი - "მანჩესტერ იუნაიტედს" "სპორტინგის" მცველი სურს
პორტუგალიამ მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ნიგერიას მოუგო
"მანჩესტერ სიტიმ" "ნოტინგემს" ნახევარმცველში 121 მილიონი შესთავაზა
სუპერთასი 2026 | მატჩების თარიღები ცნობილია
„აი, რატომ მიყვარს FIFA-ს მსოფლიო თასი“ - McDonald’s საქართველომ FIFA World Cup 2026-ის კამპანია დაიწყო
20 წ. | ვარსკვლავთცვენა თბილისისა და ქუთაისის სარაგბო სტადიონებზე
აზარი: ფავორიტად რომ არ მიგვიჩნევენ, უფრო მშვიდად თამაშის საშუალებას მოგვცემს
ანტმანი: შეგვიძლია ვიამაყოთ, რომ კარგი თაობა მოდის
კიდევ ერთი ქართველი UFC-ში - ჩოხელი სადებიუტო ბრძოლას 21 ივნისს გამართავს
"მამარდა" "იუვენტუსში" გამოირიცხა - "ბიანკონერიმ" ემილიანო მარტინესთან კონტრაქტი შეათანხმაა
"ხვიჩას გამო, მსოფლიო ჩემპიონატზე ამ ნაკრებს ვუქომაგებ" - ზაზა ჯანაშია
პერესმა წინასაარჩევნო დაპირება ვერ შეასრულა - "ატლეტიკომ" 150-მილიონიანი წინადადება დაბლოკა
[VIDEO] შენგელიას 14 ქულა - "ბარსელონამ" "ტენერიფე" დიდი ანგარიშით დაამარცხა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - შოტლანდია
"ჯვაროსნების" მოწინააღმდეგემ ყაზახეთს მოუგო
საქართველოს ქალთა ნაკრებმა მეოთხე მატჩის წააგო. ხუთივე გოლი ბერძნებმა გაიტანეს - ორი საკუთარ კარში
[VIDEO] ახალგაზრდულმაც წააგო, თან მოლდოვასთან 3 გოლი გაუშვა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ფიჯი
"შავი ლომი" | შეცვლილი შემადგენლობით "სუზუკი გრიქასთან"
კაზემირო და მესი ერთად - ბრაზილიელი მაიამის "ინტერში" გადადის
დუდუ დადიანის მემორიალის ნახევარფინალისტები ბოლო ტურში გამოვლინდებიან
დადიანის მემორიალზე ფედერაციამ “აჭარაბეთთან” მემორანდუმი გააფორმა და “წლის წიგნის” პრეზენტაცია გამართა
დუდუ დადიანის მემორიალი დინამოს, თსუ-ს და ტიტების გამარჯვებებით დაიწყო
დუდუ დადიანის მემორიალი 26 სექტემბერს, ოლიმპიურ სასახლეში დაიწყება
დუდუ დადიანის მემორიალი 16 ოქტომბერს დაიწყება
დუდუ დადიანის მემორიალზე ნახევარფინალისტები გამოვლინდნენ