დუდუ დადიანის მემორიალის ნახევარფინალისტები გამოვლინდნენ. ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩის დასრულებამდე გაურკვეველი იყო, თუ ვინ გავიდოდა და როგორ დაწყვილდებოდა ნახევარფინალი. თსუ-სა და "ქუთაისის" შეხვედრამ ყველაფერი დაალაგა, მანამდე კი "კაკტუსმა" "რუსთავს" 98:90 სძლია და ფავორიტად მიჩნეული ქვემოქართლური გუნდი ჯგუფში ჩატოვა.

არჩილ ჟღენტის გაწვრთნილმა "კაკტუსმა" მებრძოლი ხასიათი გამოავლინა. პირველ ტურში "დინამოსთან" ბოლო წუთზე წაგების შემდეგ კაკტუსელებმა ეროვნული ნაკრების რამდენიმე წევრისა და კანდიდატის, ასევე, მარჯვე ლეგიონერების მყოლ "რუსთავს" 8 ქულით სძლიეს და ჯგუფიდან გასვლის გზაზე მოზრდილი ნაბიჯი გადადგეს. "კაკტუსს" 1 ქულით მეტით რომ მოეგო, ჯგუფში პირველ ადგილს და ნახევარფინალის საგზურს გაინაღდებდა, თუმცა ეს ვერ შეძლო და "დინამოსთან" პირადი მარცხის გამო მეორე ადგილს დასჯერდა.

ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში თსუ "ქუთაისს" შეხვდა. ქუთაისელებს ნახევარფინალში გასასვლელად მინიმუმ 13 ქულით მოგება სჭირდებოდათ, თუმცა 9 ქულით - 70:79 აქეთ დამარცხდნენ. ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილი გუნდი ტურნირზე ჯერჯერობით ყველაზე ეფექტურად თამაშობს. მათ გუნდში დღეს დებიუტი ჰქონდა ამერიკელ რიკი მედისონს, რომელმაც 15 ქულა მოაგროვა. საუკეთესო კი, პირველი შეხვედრის მსგავსად, გიორგი ტურძილაძე გახდა 20 ქულით. გიორგი კორსანტიამ შეხვედრა 19 ქულით და 8 მოხსნით დაასრულა.

თსუ-მ პირველ ადგილზე გასულ გუნდებს შორის საუკეთესო შედეგი აჩვენა და ნახევარფინალში მეორე ადგილიდან გასულ "კაკტუსს" შეხვდება. კაკტუსელებმა პლეი-ოფის საგზური საუკეთესო მეორეადგილოსნის სტატუსის მოპოვებით მოახერხეს. მეორე ნახევარფინალში "ბათუმი" და "დინამო" დაწყვილდნენ.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით

მარკოიშვილი "გალათასარაის" მთავარი მწვრთნელია
ფიბა ევროპის თასი "თბილისი არენაზე": "ბათუმი" ჩეხურ "ოპავას" უმასპინძლებს
ქართველი მსაჯებისა და კომისრის ბარაქიანი ევროპული ოქტომბერი
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
იეგოიანის დუბლი - "ექსელსიორი" თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
რამოსი "ხეტაფეში" არ გადავა - კარვახალმა ამის მიზეზი ახსნა
მაინც წავიდა - კარტალს "ფენერბაჰჩეს" ხელმძღვანელობამ მეორე თხოვნა დაუკმაყოფილა
ისევ შარში გაეხვა - იამალის მამამ ოფიციანტს შეაფურთხა, თანამშრომელს ხელი გაარტყა და დაუბრკოლებლად გაფრინდა ლონდონში
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "რაიო ვალეკანომ" დამატებით დროში გაიმარჯვა
ლოჩოშვილი დაასვენეს - "კიოლნი" მერვედფინალში გავიდა
ითამაშებს თუ არა მამარდაშვილი "ჩელსისთან"? - ბრიტანული გამოცემა სიტუაციას განმარტავს
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!
პსჟ თავის ვარსკვლავს არავის დაუთმობს
კვარაცხელიას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
სკანდალი: ჩინეთში მბაპეს მაო ძედუნზე ნათქვამის გამო, ლა ლიგის მატჩების ტრანსლირება შეაჩერეს - ფეხბურთელს ბოდიშის მოხდა მოუწია
15-ქალას ელიტური მეტოქე
ქართველი მსაჯები ასაკობრივი ნაკრებების საერთაშორიო მატჩებს განსჯიან
დუდუ დადიანის მემორიალის ნახევარფინალისტები ბოლო ტურში გამოვლინდებიან
დადიანის მემორიალზე ფედერაციამ “აჭარაბეთთან” მემორანდუმი გააფორმა და “წლის წიგნის” პრეზენტაცია გამართა
დუდუ დადიანის მემორიალი დინამოს, თსუ-ს და ტიტების გამარჯვებებით დაიწყო
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
დუდუ დადიანის მემორიალის პირველი ნახევარფინალისტი ზესტაფონის "მარგვეთია"
დუდუ დადიანის მემორიალი 26 სექტემბერს, ოლიმპიურ სასახლეში დაიწყება