დურბანში C ჯგუფის მეორეადგილოსანი "ნატალ შარქსი" შინ შეხვდა შარშანდელ ჩემპიონ პრეტორიის "ბლუ ბულზს" და 23:32 დამარცხდა
ზე რაგბის გათამაშების მე-14 ტურში რამდენიმე საინტერესო შეხვედრა გაიმართა. განსაკუთრებული ყურადღება სამხრეთაფრიკულმა დაპირისპირებამ მიიპყრო. დურბანში C ჯგუფის მეორეადგილოსანი "ნატალ შარქსი" შინ შეხვდა შარშანდელ ჩემპიონ პრეტორიის "ბლუ ბულზს" და 23:32 დამარცხდა.

"ლურჯმა ხარებმა" პირველ ტაიმში შესანიშნავად ითამაშეს და, ფაქტობრივად, მატჩის ბედი გაადწყვიტეს. პრეტორიელებმა, მართალია, მხოლოდ ერთი ლელო გაიტანეს, მაგრამ კვლავ უზადოდ გაისარჯა მათი მგეზავი მორნი სტეინი, რომელმაც მატჩში ექვსი საჯარიმო და ორი გარდასახვა გაიტანა (22 ქულა). პირველი ნახევარი "ბლუ ბულზმა" 23:6 მოიგო.

მასპინძლებმა ხელი მეორე ტაიმშიღა გამოიღეს, თუმცა მხოლოდ ანგარიშის ცხრა ქულამდე შემცირება შეძლეს. "ბლუ ბულზი", რომელიც 43 ქულით მესამე ადგილზეა, ამ გამარჯვების შემდეგ "ნატალ შარქსს" სამი ქულით ჩამორჩება. პრეტორიელები მომდევნო ტურში ბლუმფონტეინის "ჩიტაზს" დაუპირისპირდებიან, "ზვიგენებს" კი კიდევ ერთ ფავორიტთან სიდნეის "ვორათაზთან" მოუწევს დაპირისპირება.

საკმაოდ დაძაბული გამოდგა მატჩის პირველი ტაიმი ქრაისთჩერჩის "კრუსეიდერზისა" და ჰემილთონის "ჩიფისის" დაპირისპირებაში. ზე რაგბის ყველაზე ტიტულოვანი გუნდი ჰემილთონელების მედგარ წინააღმდეგობას წააწყდა და პირველ ნახევარში ფრეს დასჯერდა - 6:6.

შესვენების შემდეგ კრუსეიდერზელები მთელი სიმძლავრით ამოქმედდნენ და მგეზავის, დენ კარტერის შესანიშნავი თამაშის წყალობით გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვეს. დენმა ხუთი საჯარიმო, თითო არეკნი და გარდასახვა გაიტანა (20 ქულა). ქრაისთჩერჩელებმა თამაში 25:19 მოიგეს და B ჯგუფის ლიდერ ოქლენდის "ბლუზს" ორი ქულით ჩამორჩებიან.

ოქლენდელებმა თავის მხრივ ჩ ჯგუფის ლიდერ კეიპთაუნის "სტორმერზს" უმასპინძლა და 26:28 წააგო. თამაში, როგორც მოსალოდნელი იყო, უშეღავათო ბრძოლაში წარიმართა და დრამატული სცენარით განვითარდა. მასპინძლებმა პირველ ტაიმში მეტოქეს ყველაფერში აჯობეს და 16-ქულიანი სხვაობით მოუგეს - 19:3.

მეორე ნახევარში ვითარება მოედანზე რადიკალურად შეიცვალა. სტუმრებმა მატჩის 71-ე წუთზე ანგარიშში სხვაობა ხუთ ქულამდე შეამცირეს - 26:21. შეხვედრის ბოლო წუთზე კი, გამარჯვების ლელო მესამეხაზელმა სხალკ ბურხერმა გაიტანა, შეცვლაზე შესულმა მგეზავმა ლიონელ ნდუვენაგემ სგარდასახვა ზუსტად დაარტყა და სტორმერზელებმა მორიგი მოიპოვეს -28:26.

A ჯგუფის ლიდერი ბრისბენის "რედსი" მე-14 ტურში ისვენებდა. მეორეადგილოსანმა სიდნეის "ვორათაზმა" კი იოჰანსებურგის "ლაიონზს" უმასპინძლა და 29:12 დაამარცხა.

სიდნეელების უპირატესობა თამაშის ყველა რგოლში თვალსაჩინო იყო. მათ პირველ ტაიმში მეტოქეს ხუთი ლელო გაუტანეს და შესვენებაზე 24-ქულიანი უპირატესობით წავიდნენ. ხუთი ლელოდან ორი გარემარბ სოსენე ასენის ანგარიშზეა. მართალია, ფულბეკმა ქართლი ბეილიმ ერთი ლელო თვითონაც მიითვალა, მაგრამ ხუთიდან მხოლოდ ორის გარდასახვა შეძლო.

მეორე ტაიმში "ვორათაზს" მონაგარისთვის აღარაფერი შეუმატებია. სტუმრებმა კი მხოლოდ ერთი ლელოს დადება მოახერხეს.

ისევ დამარცხდა გათამაშების დებიუტანტი ავსტრალიური "მელბურნ რებლზი". ახალბედებმა ამჯერად სტუმრად წააგეს ბლუმფონტეინის "ჩიტაზთან" - 21:41. მელბურნელთა რიგებში კვლავ არ გამოჩენილა ინგლისელი მგეზავი დენი სიპრიანი.

XIV ტური

A ჯგუფი

ვორათაზი-ლაიონზი 29:12, ფორსი-ბრამბიზი 13:13

სატურნირო მდგომარეობა

1. რედსი - 54 ქულა, 2. ვორათაზი - 45, 3. ფორსი - 27, 4. ბრამბიზი - 24, 5. მელბურნ რებლზი - 19

XV ტური

ბრამბიზი-სტორმერზი, რედსი-კრუსეიდერზი

B ჯგუფი

ბლუზი-სტორმერზი 26:28, კრუსეიდერზი-ჩიფსი 25:19

სატურნირო მდგომარეობა

1. ბლუზი - 50 ქულა, 2. კრუსეიდერზი - 48, 3. ჰაილენდერზი - 43, 4. ჩიფსი - 30, 5. ჰარიკენზი - 29

XV ტური

ჰარიკენზი-ფორსი, ჰაილენდერზი-ლაიონზი

ჩ ჯგუფი

ჩიტაზი-მელბურნ რებლზი 41:21, ნატალ შარქსი-ბლუ ბულზი 23:32

სატურნირო მდგომარეობა

1. სტორმერზი - 48 ქულა, 2. ნატალ შარქსი - 43, 3. ბლუ ბულზი - 40, 4. ჩიტაზი - 34, 5. ლაიონზი - 19.

XV ტური

ნატალ შარქსი-ვორათაზი, ბლუ ბულზი-ჩიტაზი

4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა