სამტრედიელები პლეი-ოფისთვის ისე ემზადებიან, რომ ზუგდიდში დუბლშემადგენლობა მიავლინეს
სამტრედიელები მოსალოდნელი პლეი-ოფისთვის აქედანვე ისე სერიოზულად ემზადებიან, რომ ზუგდიდში მწვრთნელიან-ფეხბურთელებიანად მთლიანად დუბლშემადგენლობა მიავლინეს.

სატურნირო ცხრილის ფსკერზე მყოფი იმერული კლუბის ძირითადი შემადგენლობა საგანგებო მზადებაზე ყოფილა გადასული. იმერელთა კარი, თამაშის დაწყებიდან 10 წუთში ირაკლი ეხვაიამ დალაშქრა - კუთხურიდან მოწოდებული ბურთი თავით გაახვია ბადეში. ანაგრიშის გაზრდა შეეძლოთ ქობალიას (ორჯერ), იმავ ეხვაიას, რიგვავას.

სტუმრებმაც გაიბრძოლეს და გატანის რეალური შანსი ახობაძემ გაუშვა ხელიდან. მეორე გოლი "ბაიას" ფეხბურთელებმა 51-ე წუთზე გაიტანეს - და თავი მცველმა აფაქიძემ გამოიჩინა. ზუგდიდელთა ერთ-ერთი გოლეადორი ქობალია სტუმართა კარს ხშირად ემუქრებოდა და მალე მანაც შეაგდო.

ამის შემდეგ "ბაიას" თავკაცმა ელგუჯა ქომეთიანმა, მინდორზე მეორე ნახევრის დასაწყისიდანვე გამოყვანილ ახალბედა ახვლედიანს, ასევე ნორჩი ფეხბურთელები ენდელაძე-სამუშიას დუეტი შეუწყვილა.

საკუთარ კარში მესამე ბურთის მიღებამ სტუმრები თითქოს გამოაფხიზლა და სხვაობის შემცირებაც მოახერხეს. 61-ე წუთზე ბურთი მასპინძელთა კარში კერძევაძემ გაიტანა. დარჩენილ დროში ისევ მასპინძლები გააქტიურდნენ, მატჩს კი წერტილი ქობალიამ დაუსვა. 81-ე წუთზე "ბაიას მეათე ნომერმა საჯარიმო ხაზის გარედან ბანძავას აუღებელი დაურტყა და დუბლიც გაიფორმა.

22.05.11 ზუგდიდი, ცენტრალური. 400 მაყურებელი

"ბაია"-"სამტრედია" 4:1

გოლი: 1:0 ეხვაია (10), 2:0 აფაქიძე (51), 3:0 ქობალია (56), 3:1 კერძევაძე (59) 4:1 ქობალია (81)

ბაია სამტრედია

4-4-1-1 4-5-1

მაქაცარია ბანძავა

აფაქიძე მიქელთაძე

ქვარცხავა ხაჭაპურიძე

გამრეკლიძე ზ.ენდელაძე

რიგვავა შენგელია

ნ.შონია ნინუა

სიხარულია ხვადაგიანი

შ. ლომია კერძევაძე

წურწუმია ცქიფურიშვილი

ეხვაია ახობაძე

ქობალია ბაკარანძე

მთ: მწვრთნელი მწვრთნელი

ე. ქომეთიანი ბ. ქორიძე

ბაია

46. გამრეკლიძე - ახვლედიანი

60. ლომია - ა. ენდელაძე

60. წურწუმია - სამუშია

სათადარიგოები: ზაუტაშვილი, ჩანგელია, კუკავა, ახალაია

სამტრედია

59. ახობაძე - სოხანეიშვილი

61. ცქიფურიშვილი - თევზაძე

65. მიქელთაძე - ჩაჩუა

სათადარიგოები: გოგავა, კოპალეიშვილი

არბიტრი: გ. ვადაჭკორია

ლაშა გოგილავა ზუგდიდიდან

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა