ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

თოდუას ლელო - "ბორჯღალოსნებმა" იბრძოლეს, თუმცა ავსტრალია ზედმეტად ძლიერია [VIDEO]

თოდუას ლელო - "ბორჯღალოსნებმა" იბრძოლეს, თუმცა ავსტრალია ზედმეტად ძლიერია [VIDEO]

11 ოქტომბერს 2019 წლის მსოფლიო თასის D ჯგუფის შეხვედრა საქართველოსა და ავსტრალიის ნაკრებებს შორის ძალიან დაძაბულად დაიწყო.

ავსტრალია პირველივე წუთებიდან უტევდა, თუმცა "ბორჯღალოსნები" თავს საიმედოდ იცავდა და პირველად მე-14 წუთზე დავჯარიმდით, კაჭარავას ფეხი დაუცდა და ბეილის თავზე დაეცა.

ავსტრალიელმა მოედანი დატოვა, მისმა თანაგუნდელებმა კი ძალიან სახიფათოდ შემოგვიტიეს, ჩვენი ჩათვლის მოედანთან 1 მეტრში იყვნენ, თუმცა ქართველმა მორაგბეებმა შესანიშნავად მოახერხეს თავის დაცვა და "ვოლაბებს" ბურთი წინ დაუვარდათ.

23-ე წუთზე კი ავსტრალიელებმა ლელო დაგვიდეს. მეთ თუმუამ მოედნის ცენტრში გაჭრა დაცვის ხაზი. ჩვენმა მეტოქეებმა სწრაფად შეუტიეს და უაითმა ბურთი ჩვენი ჩათვლის მოედნის ხაზზე დაამიწა. თუმუამ ზუსტად გარდასახა და ანგარიში 7:0 გახდა.

ცენტრიდან ბურთის განახლების შემდეგ ავტრალიელები საკუთარ 22-იანთან დაჯარიმდნენ. მართალია, დერეფნიდან შემოტანილი ბურთი "ვოლაბებმა" ჩაგვიხურეს, თუმცა მალევე ისევ დაჯარიმდნენ და 29-ე წუთზე სოსო მათიაშვილმა საკმაოდ ხელსაყრელი პოზიციიდან ჩვენს ნაკრებს შეხვედრაში პირველი ქულები მოუტანა - 3:7.

35-ე წუთზე შეხვედრის მთავარმა მსაჯმა ყვითელი ბარათი ავსტრალიელთა 8 ნომერ ნაისარანის უჩვენა, რომელმაც უხეშად ითამაშა გიორგი ნემსაძის წინააღმდეგ. თუმცა ჯარიმის დარტყმის შემდეგ დერეფნიდან შემოტანილი ბურთი წავაგეთ, შემდეგ დავჯარიმდით და ავსტრალიელებმა უკვე კარში დაარტყეს - 10:3.

ამის შემდეგ ჩვენ შევუტიეთ, თუმცა ბურთი ხელიდან გაგვივარდა და მალე "ვოლაბებმა" ბურთი მოედნის ფარგლებს მიღმა გადააგდეს. საბოლოოდ საქართველოს ნაკრებმა პირველი ტაიმი 3:10 წააგო.

მეორე ნახევრის დასაწყისში საქართველოს ნაკრებმა ძალიან მწვავედ შეუტია. ავსტრალიელებს ბურთი რაქიდან გამოუვარდათ, რომელიც კაჭარავამ ჩაიგდო ხელში, 1 ავსტრალიელი ცრუმოძრაობით ჩამოიცილა და დაახლოებით 25 მეტრი ირბინა, თუმცა შეტევის მესამე ფაზაში ბექა გორგაძეს ბურთი ხელიდან წინ გადაუვარდა.

51-ე წუთზე დრო დიდი ხნით იყო გაჩერებული. ავსტრალიელების შეტევის დროს ერთმანეთს თოდუა და აფრასიძე დაეჯახნენ. სამწუხაროდ, ახალგაზრდა 9 ნომერმა ტრავმა მიიღო და მოედნიდან საკაცით გაიყვანეს.

ძალიან დიდი ხნის განმავლობაში თამაში ორმხრივი შეტევებითა და შეცდომებით მიმდინარეობდა. მე-60 წუთზე კაროიბეტემ ყველასა და ყველაფერს შემოურბინა და შეხვედრაში ავსტრალიელთა მეორე ლელო დადო. "ვოლაბებმა" გარდასახვაც ზუსტად შეასრულეს და ანგარიში 17:3 გახდა.

70-ე წუთზე, როგორც იქნა, ჩვენი დერეფანი მოვიგეთ. ლაშა ხმალაძემ შესანიშნავად გაჭრა ხაზი და კარგი პასი გაუკეთა სანდრო თოდუას, რომელმაც 30 მეტრი ირბინა და დადო კიდეც ლელო - 8:17. სოსო მათიაშვილმა გარდასახვა არაზუსტად შეასრულა.

თუმცა, სამწუხაროდ, ბოლო 10 წუთში ჩვენს ჩათვლის მოედანში 2-ჯერ დაამიწეს ბურთი ავსტრალიელებმა და საბოლო ჯამში 27:8 მოგვიგეს.

საქართველოს ნაკრებმა ამ მატჩის მსოფლიოს თასზე გამოსვლა დაასრულა. "ბორჯღალოსნებმა" საბოლოო ჯამში 5 ქულა მოიპოვეს და ჯგუფში მეოთხე ადგილზე გავიდნენ.

რაგბის მსოფლიო თასი

საქართველო-ავსტრალია 8:27

ლელოები

ავსტრალია: უაითი, კოროიბეტე, დემპსი, გენია

საქართველო: თოდუა

ჯარიმები

საქართველო: მათიაშვილი

ავსტრალია: თუმუა

გარდასხვები

ავსტრალია: თუმუა (2)

• ჩემი აზრით

მსოფლიო რაგბი გაყოფილია პირველი დონის,მეორე დონის და მესამე დონის გუნდებად.ჩვენ ვართ მეორე დონეში და შეეგუეთ რომ ვერასოდეს პირველი დონეს ვერ მივაღწევთ

• emigranti

გული ძალიან დამწყვიტა ჩვენი შერკინების განადგურებამ. აუტებზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. ნუთუ ასეთი დავაეაბა ჰქონდათ რამ არც კი ახტომოდნენ მოწინააღმდეგის აუტს, თან საკუთარის დამუშავებაც პრობლემა გახდა. ფაქტიურად ჯარიმიდან აუტში გადატანას აზრი დაეკარგა...მაგრამ თავდადება!!! ულპარაკოდ არაადამიანური ბრძოლისუნარიანობა გამოამჟღავნეს, მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის. რაც შეუძლიათ ის ითამაშეს 70 წუთი, აი ბოლო ათი კი ბოდიში და ჩაისვარა ზოგიერთმა. ლელო დავდეთ თუ არა თამაშიც დაამთავრეს, თითქოს მიზანი ეგ იყო. ვისაც თამაში 70-წუთიანი ჰგონია, რა უნდა ნაკრებში?ავსტრალიამ გაზს დააჭირაო ბოლოს, არაფერი მსგავსი, რასაც თამაშობდა იგივეს აკეთებდა ბოლოსაც. ეს ჩვენებს სჩვევია ჩამოძინება. ხელით თამაში ჰეიგმა უნდა ასწავლოს ნაკრების მოთამაშეებს? 25-ს გადაცილებული რაგბისტი ამას ვერ ისწავლის, ის კი არა ბავშვობიდან უგქონდეს ამაზე აქცენტი, რომ ბოლომდე გაგიჯდეს. ფეხბურთში რომ დაგავენ ავტობუსებს მოურინიოს მსგავსად მოგწონთ? ასე არ მოსწონთ ჩვენი რაგბი მსოფლიოში. ყველა აღიარებს რომ ფიზიკაში მხეცები ვართ, მაგრამ ჩვენ რასაც ვთამაშობთ იგივე ფეხბურთის ავტობუსია. მომავალი თაობა უკვე წინ მიიწევს და მთლად პატარები კი ნამდვილად ითამაშებენ ბოლოლებთან თანასწორად...ისწავლიან, ჯინიანობა ჩვენი მოგონილია. აბა შენ იცი ადნიმ, დაბლოკო ეგება...კარგს ვეწევი, არ მკითხოთ:)

• emigranti

100% გეთანხმებით.

• zviads

მეკო და ბინგო დაგვაკლდა აშკარად..

• gocha

(Y)

• ლევანი

აფერუმ, ბრძოლაა მთავარი.დიდ პატივისცემას იმსახურებთ ამ ტიტანთა ჯახში.

• გლახუნას

კი, კარგადააო. დადეს სტატია, მაგრამ სადღაც ქვემოთაა

• ლაშა

რეალურად პრობლემა ის არის რომ საქართველოს რაგბის საუკეთესო თაობა ასაკში შევიდა შესაბამისად ზოგმა ზოგმა თამაშს მოუკლო, ზოგი საერთოდ არაა ნაკრებში და შესაბამისი შემცვლელები არ გვყავს, ვაღიაროთ არ გვყავს ახალგაზრდებში გორგოძის, კაჭარავას, კვირიკაშვილის . . . , შემცვლელები. პ.ს. მამუკა გორგოძეს მადლობა.

• არდილეს

ამ მომენტისთვის 24 ნაწყენი ქართველი (ჩემი აზრით კი სუბიექტური) გყავთ....

• გლახუნა

გაგვაგებინეთ აფრასიძის ჯამრთელობა, ხო კარგადაა ჩვენი ცეცხლი ?!

• ნათია

რას იზამ, არ გვაძლევენ ბობოლებთან თამაშის ხშირ შესაძლებლობას.ვერ გავუძელით ძლიერი მეტოქეების ბოლო შეტევებს იმიტომ, რომ ჩვენზე სუსტებს ვეთამაშებით უფრო ხშირად და ვღლით. აქ კი ჩვენ დავიღალეთ და ყოველთვის ბოლო წუთებში გაგვტეხეს. პირველი ტაიმი ყველას ტოლ-სწორად ვეთამაშეთ, მაგრამ მეორე ტაიმში დაღლილობამ შეცდომები დაგვაშვებინა. იმდენად დავიღალეთ, რომ მსოფლიოში გამთქმული შერკინებაც კი უსუსური ჩანდა, სამწუხაროდ :(

• სპორტ ფაზა

მადლობა ბიჭებს თავდაუზოგავი თამაშებისთვის!!! მაგრამ... ჩვენი პრობლემა სწორედ ესაა რო "თავისდაზოგვით" ვერ ვეთამაშებით ვერავის... რას ვგულისხმობ: დახარჯული ძალის გამზომი რო ეყენოს მორაგბეებს არამგონია რომელიმე სხვა გუნდს ჩვენდენი ძალა დაეხარჯოს ამ ოთხი ტურის მანძილზე...და შედეგი რა... ამიტომ გვჭირდება ისეთი მწვრთნელი რომელიც ამ ძალას სხვა კუთხით გამოგვაყენებინებს ... ყველამ ვნახეთ და თვითონ მოთამაშეებმაც რო ჩვენი ტაქტიკა ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს( მოიშორე ბურთი და მერე ითვალე გაშვებული ლელოები)... კიდევ რა იყო ჩვენი ტატიკა- შერკინებებით მეტოქის დაჯარიმება და პოზიციების გაუმჯობესება, მაგრამ აქაც... უკომენტაროდ. დღეს რაგბი სტატიკა აღარაა ადინამიკაა 95 პროცენტი!! და საბოლოო შედეგიც მხოლოდ მაგას მოაქვს... აგერ დიდი 10 ის მონაწილე გუნდები რა თამაშებს გვთავაზობენ ყოველ ტურში ნახეთ და მიხვდებით რო საქართველოში ეს თანამედროვე რაგბი არის 20 წლამდელებში ხო არის და არის და პრობლემა ეროვნულ ნაკრებში ჰეიგის წასვლით და უკეთესი თუნდაც ქართველი მწვრთნელის მოსვლით უნდა გამოსწორდეს და გადავიდეთ ჩქაროსნულ რელსებზე!!! და ასეც იქნება ეს გვჭირდება თანამედროვედ მოაზროვნე მწვრთნელი მომდევნო მსოფლიომდე იმდენი თამაში გვაქ რომ დარწმუნებული ვარ ყველაფერი მაგრად იქნება!!!

• giorgi

დიდი მადლობა ბიჭებს ბოლო მატჩში თავდადებისთვის. დასანანია რომ ისეთი ბრწყინვალე მორაგბე, როგორიც მამუკა გორგოძეა, წაგებულ შეხვედრაში ეთხოვება ნაკრებს,რაც მწვრთნელების და ფედერაციის სინდისზეა.იმედია მომავალი ოთხი წელი ფუჭად არ ჩაივლის როგორ წინა ოთხი

• aleko

ყოჩაღ კარგია ესე გააგრდძელეთ

• გლახუნა

ეროვნული ჩემპიონატისადმი არა სათანადი ყურადღება, დაბალი ფინანსები, წამყვანი ტვ-ების უყურადღებობა ...რისთვისაც აუცილებელი ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო ს განვითარება- განმტკიცება!

• Maximus

ეთადერთი რაშიც ჩვენ ბიჭებს ვერ უსაყვედურებ ეს მონდომებაა... რაც შეეხება თამაშს, ეს არის ჩვენი დონე მეტი ჩვენ ამ ეტაპზე არ შეგვიძლია. დერეფნებს ვაგებთ შერკინებასაც და როგორ უნდა მოვიგოთ ხო სირბილიც არაა საერთოდ.ნარიაშვილი რაღაც ვერ იყო საერთოდ ამ ჩემპიონატზე კაცი საფრანგეთის ჩემპიონატში დომინანტი იყო შარშან და შარშანწინ, აქ კი რაღაც დაემართა და საერთოდ ჩილაჩავას გარდა დანარჩენები რაღაც დაჩაგრულები იყვნენ ურუგვაისთან მატჩის გამოკლებით.მეტი დრო უნდა დაეთმოს ახალგაზრდებს, კარგია ჰეიგი რომ მიდის თორემ ეს რაგბის კავშირი მისი გამშვები არ იყო და საერთოდ უამრავი კითხვა დაგროვდა რაგბის კავშირის მისამართით, რატომ არ წაიყვანენ ჟვანია და კვირიკაშვილი და რატომ არ ითამაშენ აბჯანდაძემ და ჩილაჩავამ ბოლო შეხვედრაში და კიდევ ბევრი რამ გასარკვევია. დროა დააბრუნონ ნიჟარაძე მის კუთვნილ ადგილზე, კაცი რომელიც ნამდვილად დაუბრუნებს ჩვენ ნაკრებს და საერთოდ ჩვენ რაგბს ძველ დიდებას, თუ არა და აღმოვჩნდებით რუსეთის და რუმინეთის დონეზე საიდანაც უფსკრული ჩანს...

• გიზოგ

უკვე დროა რაგბის თამაში დავიწყოთ, მადლობა წინა თაობას ამ დონეზე, რომ გაგვიყვანეს, ახლა ახალი ფედერაცია, ახალი მწვრთნელები და ახალი სტილით, ტაქტიკით თამაში უნდა ავითვისოთ ახალგაზრდებთან ერთად. გვეგონა ამას ჰეიგი გააკეთებდა მაგრამ ვერ შეძლო. თუ იცით ვინმემ რატომ არ ათამაშა ჩილაჩავა დაწერეთ.

• GIO

მწვრთნელია გამოსაცვლელი უკვე შემადგენლობის უკეთესად დაყენება შეიძლებოდა ჩემი საზრით.ისეთები იჯდნენ სკამზე.....

• giorgi

შეუძლიათ და არ იგებენ? სამწუხაროდ ესაა ამ ეტაპზე ჩვენი მაქსიმუმი, მაგარი ბიჭები იზრდებიან და უკეთესი მომავლის იმედი მაქვს. ალბათ შეიძლებოდა ოდნავ უკეთ თამაში ამ მსოფლიოზე, მაგრამ ვისთანაც წავაგეთ ყვბელა ჩვენზე კარგი გუნდი იყო. მადლობა ბიჭებო ბრძოლისა და თავდადებისთვის!!! დარწმუნებული ვარ თქვენზე ძალიან არავინ განიცდის ამ შედეგს...

• ლაშა

რატომ არ აქვეყნებთ ჩემს კომენტარებს, რამე უხამსი დავწერე?

• ლაშა

გული არ გაიტეხოთ ბიჭებო!!

• ქომაგი

შერკინებაში ვერ მოვიპოვეთ უპირატესობა, გასაგებია რომ ავსტრალია ძალიან მაგარია, მაგრამ სად გაქრა ის ჩვენი შერკინება, როცა ყველას ვჯაბნიდით? ეხლაც ასე რომ ყოფილიყო, მინიმუმ 7 ქულაში შევიდოდით

• irakli81

ალბათ ერთ დროს ძალიან კმაყოფილები ვიქნებოდით ავსტრალიასთან ამ სხვაობით მარცხით მეტიც ვიამაყებდით კიდეც. იმედია მომავალში ჩვენი რაგბი იმდონემდე მივა რომ ავსტრალიასთან მხოლოდ გამარჯვება იქნება ჩვენთვის დადებითი შედეგი. მადლობა ბიჭებს ბრძოლისთვის და უკეთესის მოლოდინით მოვემზადოთ შემდეგი მსოფლიოსთვის.

• dato

მათიაშვილი ყველაზე სუსტი წერტილი იმედია გამოასწორებს

• ლაშა

არაფერს დავწერ ჰეიგზე, არ დავიწყებ ჭკუის სწავლებას თუ როგორი შემადგენლობა უნდა დაეყენებინა და ასე შემდეგ, უბრალოდ გული დამწყდა რომ 2 ძალიან უაზრო ლელო დავადებინეთ. ასე თუ ისე ანგარიში მისაგებია! ეხლა კი ზოგადად ჩვენი ბიჭების თამაშზე.. 2015 წლის მსოფლიოზე რომ ნაკრები გვყავდა იმ გუნდთან ახლოს ვერ მივა დღევანდელი ნაკრები.. რა დაემართა შერკინებას? იმ დროს როდესაც კენჭისყრა იყო გამიხარდა ავსტრალია რომ შეგვხვა და მეწყინა უელსი, სამხრეთ აფრიკა მინდოდა, რატომ? მაგათთან არ გვქონდა ნათამაშები და მინდოდა მენახა მაგადი განადგურება შერკინებაში,1000% დარწმუნებული ვიყავი რომ შერკინებაში დავჩაგრავდით მაგრად, შემდეგ ისე წარიმართა ჩვენი ნაკრების საქმე რომ რეგრესი სახეზე იყო, შერკინებაშიც კი მოვუკელით, ეჭვი შემეპარა შერკინებაში არ დაგვჩაგრონ მეთქი ამ მსოფლიოზე და აჰა, დღეს ჩვენთვის მსოფლიო ჩემპიონატი დასრულდა, მინდა ვთქვა რომ ჩვენი უძლეველი შერკინების მითი ფიჯიმ და ავსტრალიამ დაამსხვრიეს ამ მსოფლიოზე... გაგვანადგურეს! ჩვენი თუ მათი შერკინება ავსტრალიამ 95% მოგვიგო.. 2015 წლის მართლა უძლეველი შერკინება მენატრება :(( აუტები? საშინელება იყო, ყველა მოწოდებას იგებდნენ.. ძალიან მეიმედება U20 ბიჭები, დარწმუნებული ვარ შემდეგ მსოფლიოზე ბევრად ძლიერი და უფრო დახვეწილი გუნდი გვეყოლება, ეს პატარა ლომი ბიჭები გვასახელებენ 2023, მჯერა ამის, მადლობა ბიჭებს დღევანდელი თავდადებისთვის, საქართველოს გაუმარჯოს ძლიერს და ერთიანს!!!

• ვოვა

თუ ავადმყოფს არ უთხარი რისგან უნდა განიკურნოს მას ვერ გამოაჯანმრთელებ დღევანდელი თამაში სტრატეგიულად და მომზადების მხრივ ძალიან სუსტი იყო ავტრალიის მეორე გუნდმა არ დააფასა მოწინააღმდეგე და როდესაც მიხვდნენ რომ ცდებოდნენ და დაადგეს "გაზის" პედალს ფეხი კი ნახეთ რაც მოხდა ინგლისელები გააცამტვერებენ ავსტრალიას (თუ ესე არასერიოზულად მიუდგებიან მათაც)

• ბექა

ყველა აუტი წავაგეთ,ჩვენ არცერთზე არ ავუხტით,ყველა შერკინება წავაგეთ,ვერცერთი ჯარიმა (მათივე შეცდომებით დადდებული) ვერ გამოვიყენეთ,ხელით რო ვერ ვთამაშობთ ფაქტია,როგორც კი ოდნავ მოუმატეს 3 ლელო დადეს,რომელ ღირსეულ თამაშზე მელაპარაკებით,რა ტაქტიკაზე ვლაპარაკობთ,აღარ მოგბეზრდათ ეს " ღირსეული წაგებები"?

• oto

იმედია მომდევნო მსოფლიოზე მაინც ვითამაშებთ რაგბს.სულ დაცვაში ყოფნა და ბურთის ფეხით მოცილება რა უბედურებაა

• ღლონტი

რა იყო, ბიძი, რამ გადაგრია? მე ძალიან გამიხარდა სარქის ადამიანმა ბაირნს ორი გოლი რომ გაუტანა. ჩვენს წაგებაზე ფესტივალს აწყობტ?

• ბექა

მე სათაურს ასე შევცვლიდი: ავსტრალია საკმაოდ სუსტად გამოიყურებოდა, ბორჯღალოსნებმა კი ამას ყველაზე უსუსური თამაშით უპასუხეს!

• მიყვარს ეს ბიჭები, მიუხედავად იმისა რომ კრიტიკას იმსახურებენ, ყოველთვის თამაში არ გამოსდით, მეტის მოლოდინი გვაქვს და მეტიც შეუძლიათ, ისინი სიცოცხლეს დებენ თამაშის დროს, თუნდაც უეჭველად წაგებული თამაშისას...

• ანდრი

აბა ნაცარი ნაცარი! ვოვა და კომპანია დაეწყობა აქ "საკრიტიკოდ". კრიტიკასაც ცოდნა უნდა ბიჭებო, არ ილანძღოთ მაინც. ვასილ ლობჟანიძეს მადლობა. აქაც გამოჩნდა, რომ უღირსად ამცირებდით ბიჭს, კვესელაძემაც საღოლ რეაბილიტაცია მოახდინა თავისი წუნის. საღოლ. მამუკა ... ვისაც არ გამოუვიდა იმათაც მადლობა.ერთად წავაგეთ. ვოვასნაირებს გადავცემ ესტაფეტას. ნაცარი არ მოიკლოთ

• ვოვა

ნამუსიანად დამარცხდნენ (ტყუიოლად დახარჯული ენერგია გაუთავებელი შეცდომები ხელით თამაში შერკინებაში ძალიან ბავშვური იყო,აუტების დაკარგვა,,9 ნომერმაც თყუილუბრალოდ დაიზიანა თავი) მაგრამ მწვრთნელი და ტაკტიკოსები გვხავდა 0 ვიმედოვნებ 4 წლის მერე ოდნავ მოუმატებენ

• გლახუნა

კმაყოფილი ვარ თამაშით 2-გზის მსოფლიო ჩემპიონებთან, აქვე - სამწუხაროდ ისევ მათიაშვილის უხეში შეცდომით გავიდა ბოლო 2 ლელო, სიტუაციაბში ვ ე რ ერკვევა, გარდასახვისაც კი არამყარები ვართ- გამოვიყენებთ თუ არა, დანარჩენი ბიჭებმა ი ბ რ ძ ო ლ ე ს, აუტიდან სრულ მარცხმა შესაძლებლობები მაგრად შეზღუდა, რაქში, მიუხედავად რომ დავმარცხდით, მხოლოდ მცირედით,აქაც საკმაოდ ძლიერად იბრძოლეს, თორემ გაცილებით მეტ ლელოებს მივიღებდით, ვნახოთ მომავალ თამაშებში ამდაგვარ ანგარიშს თუ გაუძლებენ ავსტრალიასთან გრანდები!

• Geo

ესეც ესე......

• DAVE

იბრძოლეს ხო მაგრად ძალიან. წააგეს ყველა თამაში რაც უნდა წაეგოთ და ეგაა მთელი ჩვენი ნაქები რაგბი

ანგარიში ნაღდად არ არის კატასტროფული და ბიჭებმაც იბრძოლეს, მაგრამ მათიაშვილი.... ნაღდად ჯობდა ხმალაძე 15 -ზე და მალაღურაძე 10-ზე.

• პაატა

არადა პესიმისტები მეუბნეოდნენ ავსტრალიელები 100-ს გადაცდებიანო......არაუშავს ბიჭებო, რაც არის არის, რაღაცეები შეგვიძლია, მაგრამ სათამაშო პრაქტიკა არა გვაქვს, არააა!!!

ირლანდიასთან მატჩში "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა ცნობილია

"ბორჯღალოსნები" | თამაშის კვირა

ისტორიული დაპირისპირება: საქართველო ირლანდიის წინააღმდეგ მიხეილ მესხის სტადიონზე - ემოციები და მოლოდინები

"ნაპოლის" თავდამსხმელი შეიძლება ფრანგულ გუნდში გადავიდეს

"NBA-ის ისტორიაში საუკეთესო მექულე ვარ" - პოლ პირსი

"ჩელსიმ" "დორტმუნდიდან" შემტევი დაიმატა

დიდი ალბათობით, სუარესი დეკემბერში კარიერას დაასრულებს

"რომაში" მიქაუტაძის გადასვლა რეალური ხდება - რა შეიძლება შეიცვალოს 10 ივლისის შემდეგ?

"იბერია 1999"-მა სლოვენიელი ნახევარმცველი დაიმატა

20 წ. | ცვლილებებით ახალ ზელანდიასთან

ევრო 2026 | საქართველოს ნაკრები პლეი-ოფში სლოვაკეთს დაუპირისპირდება

"ლივერპულმა" ჟოტას გარდაცვალების შესახებ ოფიციალური განცხადება გააკეთა

პორტუგალიის ნაკრებისა და "ლივერპულის" ვარსკვლავი ძმასთან ერთად, ავტოკატასტროფას ემსხვერპლა

"მანჩესტერ სიტი" მზად არის "პორტოს" მეკარის სანაცვლოდ 75 მილიონი ევრო გადაიხადოს

"მეორე ადგილისთვის პრიზს არ აძლევენ" - გალასმა "არსენალი" გააკრიტიკა

"თოფურიას დამარცხება უფრო გამიმარტივდება, ვიდრე ოლივეირასთან"- არმან ცარუკიანი

"ნუ ელოდებით, რომ ახალი "კვარა" გახდება" - "ნაპოლის" ლეგენდა "პარტენოპეიში" ნოა ლანგის ტრანსფერს გამოეხმაურა

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე 20წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია

განცხრომაშია. ოსიმენმა 407 750 დოლარად Rolls-Royce შეიძინა - ფეხბურთი აღარ ანაღვლებს?

ვერონმა ახსნა, რატომ გაუჭირდა მესის პსჟ-სთან თამაში

"დილა" საქართველოს სუპერთასის გამარჯვებულია

ნუ იქნება ოღონდ ბუნტი - რატომ მოხდა "ინტერის" ფეხბურთელებს შორის კონფლიქტი?

ქართველი თავდამსხმელი ესპანეთში დაბრუნებასთან ახლოსაა

ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი მსოფლიოს ჩემპიონატზე - გერმანიამ ავსტრალიის ნაკრები დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა [VIDEO]

ლევან მაისაშვილის მდგომარეობა დამძიმდა - "ბორჯღალოსნების" მწვრთნელი იოჰანესბურგის საავადმყოფოშია

არგენტინამ ავსტრალიას სძლია და მეოთხედფინალში ნიდერლანდებთან ომი ელის [VIDEO]

კაცნაკლულმა "ბორჯღალოსნებმა" რუმინეთს სძლიეს და რაგბი ევროპის ჩემპიონატი მოიგეს [VIDEO]

მესიმ კარიერაში ყველაზე სწრაფი გოლი გაიტანა - არგენტინამ გაიმარჯვა

საქართველო - რუმინეთი (საუკეთესო მომენტები) [VIDEO]

საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ასპარეზობა ავსტრალიასთან მარცხით დაასრულა

მსოფლიოს ჩემპიონატის ერთ-ერთი აღმოჩენა - რას წარმოადგენს ავსტრალიის ნაკრები?

"საქართველოს 6 ერში შესვლის შანსის მისაღებად 1 მოგება სჭირდება" - ავსტრალიაში მოღვაწე ექსპერტი

ჩემი გადარჩენის მხოლოდ 1 კაცს სჯეროდა, ექიმები ამბობდნენ, რომ ვერ გადავიტანდი - მაისაშვილი

"ბორჯღალოსნების" შემადგენლობა რუმინეთთან

არგენტინას ავსტრალიასთან ერთ-ერთი ლიდერი ვერ დაეხმარება