ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

U21. საქართველოს ნაკრებმა შვეიცარიასთან დასანანი მარცხი განიცადა [VIDEO]

U21. საქართველოს ნაკრებმა შვეიცარიასთან დასანანი მარცხი განიცადა [VIDEO]

11 ოქტომბერს, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე სტუმრად შვეიცარიასთან 1:2 დამარცხდა.

გია ცეცაძის შეგირდებმა პირველი ორი შეხვედრა დამაჯერებლად მოიგეს - შინ ლიხტენშტაინთან (4:0) და გასვლაზე აზერბაიჯანთან (3:0), ამჯერად კი მეტოქედ გაცილებით ძლიერი შვეიცარია ჰყავდათ და საინტერესო გახლდათ, როგორ ითამაშებდნენ და როგორ შედეგს მიაღწევდნენ. მოკლედ, ძალიან სერიოზული გამოცდა ჰქონდათ ჩასაბარებელი.

ჩვენს გუნდს, რომელსაც ტრავმების გამო ლაკვეხელიანი და ხარაბაძე ვერ დაეხმარნენ, მე-6 წუთზე შეეძლო დაწინაურება, როდესაც სწრაფი კონტრშეტევისას არაბიძე სამ მოწინააღმდეგეს გასცდა, მაგრამ არაზუსტად დაარტყა.

ჩვენი გუნდი ხშირად პრესინგს მიმართავდა, იერიშები კი მეტოქის კარზე ერთფეროვნად, მარჯვენა ფლანგიდან მიჰქონდა, სადაც მალი და არაბიძე აქტიურობდნენ.

სადღაც მე-15 წუთის შემდეგ მასპინძლები უპირატესობას დაეუფლნენ და ზედიზედ 3 კარგი მომენტი გააცუდეს. შემდეგ გიიმონემ თავურით გოლიც გაიტანა, მაგრამ საბედნიეროდ, მსაჯმა მის მიერ ლოჩოშვილთან ბურთზე ბრძოლისას წესების დარღვევა დააფიქსირა. მერე ოკაფორმა საჯარიმოდან ორჯერ ოდნავ ააცილა მიზანს და პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა.

აშკარად გამოჩნდა, რომ ბურთის დაჭერა ჩვენს ნახევარდაცვას უჭირდა, დაცვის მარცხენა ფრთა ვერ უმკლავდებოდა ოკაფორს და ცეცაძეს აუცილებლად რაღაც უნდა შეეცვალა.

შესვენების შემდეგ ჩვენი დაცვის მარცხენა ფრთა ჩავარდა და მეკარესთან პირისპირ გასულმა ვარგასმა ანგარიში გახსნა, თუმცა მალე არაბიძემ თავისი საფირმო საჯარიმოთი საპასუხო გოლი გაიტანა.

მერე შვეიცარიას შეეძლო კვლავ დაწინაურება, მაგრამ შეცვლაზე შესულ ლოტომბას დარტყმულ ბურთს ჯერ ჩვენი გუნდის მცველი გადაეფარა, ხოლო შემდეგ მასვე გუგეშაშვილმა არ დაანება გატანა. 79-ე წუთზე არაბიძემ ვერ გამოიყენა კარგი შანსი და გოლი საკუთარ კარში მივიღეთ - ლოტომბამ ლოჩოშვილს დაასწრო და გუგეშაშვილის კარი დალაშქრა. მოწინააღმდეგის მორიგი იერიშისას უკვე ლოჩოშვილმა ბოლო მომენტში გადაარჩინა ჩვენი გუნდი და ცეცაძემ სამმაგი ცვლილება განახორციელა - შესაძლოა, ნაგვიანები.

89-ე წუთზე მალიმ შეცვლაზე შესული სპანდერაშვილი მეკარესთან ერთი ერთზე გაიყვანა, მან მიზანს ვერ უწია და წავაგეთ.

საქართველოს ნაკრებს კიდევ ორი გასვლითი შეხვედრა აქვს - 16 ოქტომბერს საფრანგეთთან და 18 ოქტომბერს სლოვაკეთან.

ვინტენტური. "შუტცენვიზე"

შვეიცარია - საქართველო 2:1

გოლები: 1:0 ვარგასი (57), 1:1 არაბიძე (61), 2:1 ლოტომბა (83)

შვეიცარია: რაციოპი, ზეისიგერი, სიდლერი, ვან დერ ვერფი, რუეგი (ნდოიე 83), ტომა, პუშიჩი (ბაირამი 73), დომჯიონი, გიიმონე (სტოიკოვიჩი 73), ოკაფორი (ლოტომბა 59), ვარგასი

საქართველო: გუგეშაშვილი, ლოჩოშვილი, კობოური, ბერიაშვილი, მალი, კუცია, სილაგაძე (ნებიერიძე 86), ნინუა (კოხრეიძე 86), არაბიძე, არველაძე (ბუღრიძე 86), ქავთარაძე (სპანდერაშვილი 76)

• სოსო

შვეიცარია ჩვენზე ძლიერი გუნდი არ არის და ეს თამაშიც ჩვენ თვითონ წავაგეთ.ჩვენი დაცვის ცენტრი უბედურების ზონა იყო,სადაც უამრავი შეცდომა დავუშვით.არ ვიცი მეჩვენება თუ ძალიან შეყოვნებული რეაქციები აქვთ ჩვენ ფეხბურთელებს.მომენტს ეთიშებიან და გამოვარდნილ ბურთზე ვერ ასწრებენ.ჩვენი შემტევებიც მაინც და მაინც არ ფიქრობდნენ კომბინირებაზე და ერთმანეთის დახმარებაზე.ამიტომ ცალკეული ფეხბურთელების სიძლიერე,გუნდის სიძლიერეში ვერ გადადის

• ვასო

არა, მასე სალანძღავიც არაა ცეცაზე, მაგას ყველაზე მეტი შედეგი აქვს, ქართველ მწვრთნელებს შორის, სტატისტიკა ასეა. ამ გუნდსაც მისი ხელი ეტყობა, კაი გუნდია, შეტევაზე ორიენტირებული. ლაკვეხელიანის არ ყოფნა მაგრად დაეტყო გუნდს, ამ ხარაბაძეს მაინც რა ეტაკა, ანუ მაგ ფლანგი მთლიანად გუნდს დააწვა,მეორეც, თუ ვინმე შესაცვლელი იყო, პირველ რიგში არველაზე იყო, ტიპი რომ დაიწყო მეორე ტაიმი 10 წუთში ფეღარ დადიოდა. მაგ ბიჭი გემოვნებიან ფეხბურთს თამაშობს, პასიც კაიაქ, დარტყმაც, მარა რაც მთავარია, ფიზიკა, ის არააქვს. ამიტომ მესამოცე წუთზე იგი უნდა სეეცვალა. საერთოდ მესამოცე წუთიდან უკვე ბუღრიზე, კოხრეიძე უნდა გამოეყვანა და ცოტა მერე სპანდერასვილი და საყრდენზე დაეყენებია. გადასულიყო ზონურ დაცვაზე კონტრშეტევაზე. მოსაგები თამაში იყო ასპროცენტიანი. რა ამას ვერ მიხვდებოდა ცეცაძე? მარა რაღაცამ შეუშალა ხელი. რაამ? დავითაშვილი კაი იქნებოდა, მარა იმათაც უფრო სჭირდება, რადგან მაგის პოზიციები ცეცაძეს კარგად ყავს დაკომპლექტებული. ერთი სიტყვით ლაკვეხელიანის არყოფნამ, არველაძის ხელშეუხებლობამ და დაგვიანებულმა შეცვლებმა წაგვაგებია. არაბიძისთვის კაია, კიდევ 2 სერიოზული თამაში გველის და ბიჭი უფრო შევა ფორმაში, რაც მთავარ ნაკრებს გამოადგება და თვითონ პირველ რიგში. მასე თუ გააგრზელა, უკვე მალევე გადავა უკეთეს გუნდში, ტუნდაც თურქეთში. რა გალა, ფენერი, ცუდია? ტრაბზონი იყოს, ფეშიქთაში, ნებისმიერი მაღალ ლიგაში, მტავარია ითამაშოს და ჯანზე იყოს, დანარჩენი თავისით მოვა. დასანანი წაგებაა ნამდვილად, ძალიტ წაგება ქვია ამას. დაკარგული არაფერია, რადგან შვეიცარიაც დაკარგავს ქულებს, მტავარია ცეცაძემ თავი ხელში აიყვანოს და სეცდომები გამოასწოროს, ჭკუის სასწავლებული ყოფილიყოს. წარმატებები

• Giorgi

იდივიდუალურად ტექნიკურად შეიძლება არგენტინელებივით ვთამაშბთ მოტყუებაზე და ა.შ მაგრამ შვეიცარია უფრო ძლიერი იყო ფიზიკურად უფრო მეტს მოძრაობდნენ უფრო მეტჯერ დარტყეს კარში ბევრად უფრო მეტი მომენტი შექმნეს და დამსახურებულად გაიმარჯვეს ჩვენ გვქონდა ერთი ორი მომენტი რომელიც ვერ გამოვიყენეთ ერთადერთხელ დავარტყით კარში ზუსტად აშკარა იყო გუნდებს შორის კლასში სხვაობა და აი არ მესმის რატომ არ გამოძახეს ასეთი მნიშვნელოვანი თამაშისთვის კვარაცხელია და დავითაშვილი 21 წლამდე ნაკრებში? ისინი რომ ყოფილიყვნენ დარწმუნებული ვარ 1-2 მომენტს შქმნიდნენ ასეთი დონის ნაკრებებთან შეიძლება ერთი ორი მომენტი მოგეცეს და იმ მომენტების გამოყენება ჩვენ ვერანაირად ვერ ვისწავლეთ და ასეთ მძმე ნაკრებებთან საჭიროა სწრაფი ფეხბურთელები. მწვრთნელის საკითხს რაც შეეხება დიდი პატივისცემის მიუხედავად ცეცაძეს არ აქვს ის სამუშაო გამოცდილება და კვალიპიკაცია რაც ამ დონის ნაკრებების წინაღმდეგ სამუშაოდ გამოადგება არ არის იმ დონის სპეციალისტი რომელსაც შეუძლია შვეიცარის დონის ნაკრებს ტაქტიკურად მოუგოს.

• gigi

ცეცაძეს მართლა მწვრთნელი გონია თავი,ან თუ მწვრთნელია მაშინ ვის იძახებს ნაკრებში?

• Semi

ჯერ ერთი ეს ჩემი აზრია და ნებისმერს ვეტყვი რომ დაბალი კლასისაა, არ ბიჭო კალთებს ახევენ ტოპ კლუბები ჩვენ ფეხბურთელებს. მეორეც უდიერი მოხსენიება სად ნახე? კაცს რომ ვერ ატყუებენ და ქეცბაიას თქმის არ ოს ერთ ადგილზე რომ ტრიალებენ, ტრიალებენ და ბურთს კარგავენ მაღალი კლასის მაჩვენებლია?

• semis

ვინ მოგცა შენ იმის უფლება ფეხბურთელები ესე უდიერად მოიხსენიო, გვეტყვი მაგას პირში?თუ კლავიატურის ლომიხარ

• Semi

სამწუხარიდ ქართველი ყოვლისმცოდნე გულშემატკივარი ისევ მწვრთნელს აკრიტიკებს. თუმცა მანამდე ერთს ვიკითხავ ოღონდ იმან მიპასუხოს ვინც თამაშს უყურა ნინუას და არაბიძის გამოძახებას ისევ ითხოვთ ნაკრებში? მარტო ჯარიმები უნდა ან მეტი არაფერი აკეთონ? მინიმუმ 10 ჯერ მაინც დაკარგა ბურთი გუშინ, არაბიძეს არცერთი დრიბლინგი არ გაუკეთებია, არცერთხელ დაცვაში არ ჩამოსულა. მწვრთნელის ბრალი კი არა დაბალი კლასის ფეხბურთელების ბრალია. გუშინ მხოლოდ ლოჩოშვილმა და არველაძემ ირბინეს და იბრძოლეს ბოლომდე, აქედან ლოჩოშვილს იმდენი შეცდომა ქონდა 4-1 რომ არ წავაგეთ მადლობა უნდა ვთქვათ.

• ნიკა

ძალიან კარგად ვითამაშეთ,მაგრამ მაინც წავაგეთ,არაფრით ჩვენზე უკეთესი გუნდი არ იყო მოწინააღმდეგე,რატომ წავაგეთ ვერ გამიგია, უბრალოდ გული გეტკინება ასეთ ტამაშს რომ ვერ მოიგებ,აქ თავის დასამშვიდებლად ისთუ გამოდგება ყველაფერს ხომ ვერ მოიგებო...ძალიან კარგად ვითამაშეთ მაგრამ დავმარცხდით

• goga

ორი აზრი არ არის ცეცაძემ წააგო ეს თამაში

• თენგაბი

შეურაცხყოფა არავის მინდა მივაყენო, მაგრამ აქ მპოსტავთა უმრავლესობას უფრო ესმის ფეხბურთი, ვიდრე ცეცაძეს და ვაისს. ფეხბურთელთა დიდი ნაწილი სტატიკურ მდგომარეობაში არიან, არავითარი გუნდური მოძრაობა, არავითარი გახსნა, არავითარი უბურთო მანევრი. ალბათ ამ ტერმინების მნიშვნელობა ცეცაძეს არ ესმის. ან შეცვლები როდის გააკეთა? არადა, ნორმალური მწვრთნელი ამ თამაშს მოიგებდა.

• როზე

ცეცაძე რომ ატრიალებ იმ ტვალებს გაოგნებული ფეხბურთელები უნდა ათამაშო და გამოიძახო კიდევაც,ეს უთამაშებელი და ღიპიანი კი არ უნდა ათამაშო,არ დაგავიწყდეს ხალხის ჯიბიდან გადახდილ გადასახადებიდან იღებ იმხელა ხელფასს!ნაკრები თქვენი რომ გონიათ მწვრთნელებს

• ჩორნა

წინ კიდევ დიდი თამაშები ელით, ვფიქრობ პროგრესი ნათლად ჩანს და თან ჩვენი ნაკრების ლიდერი გუნდს ისე გაუძღვება როგორც საჭიროა ბიჭებმა უნდა დაუდგნენ მხარში,ყველაფერი მაგრად იქნება!! შრომა და შრომა!! მადლობა არაბიძეს რომ ამდენი კრიტიკის და წინააღმდეგობის მიუხედავად თან ეს იმ ფონზე რომ პატარა ბიჭს მამა დააკლდა არ დანებდა და სწორი გზა აირჩია ესე გააგრძელებს და მალე დაადუმებს პატივცემულ კრიტიკოსებს და ზოგ-ზოგიერთ ჟურნალისტს!!! წარმატებები ნაკრებს მე მჯერა ჩვენი გამარჯვების!!!

• ჩორნა

წინ კიდევ დიდი თამაშები ელით, ვფიქრობ პროგრესი ნათლად ჩანს და თან ჩვენი ნაკრების ლიდერი გუნდს ისე გაუძღვება როგორც საჭიროა, ბიჭებმა უნდა დაუდგნენ მხარში,ყველაფერი მაგრად იქნება!! შრომა და შრომა!! მადლობა არაბიძეს რომ ამდენი კრიტიკის და წინააღმდეგობის მიუხედავად თან ეს იმ ფონზე რომ პატარა ბიჭს მამა დააკლდა არ დანებდა და სწორი გზა აირჩია ესე გააგრძელებს და მალე დაადუმებს პატივცემულ კრიტიკოსებს და ზოგ-ზოგიერთ ჟურნალისტს!!! წარმატებები ნაკრებს მე მჯერა ჩვენი გამარჯვების!!!

• kote

და ცეცაძე ალბათ მთავარ ნაკრებში ხომ? რაღა გვიჭირს

• დათო

აი ქართველი მწვრთელის მაღალი კლასი. განსაკუთრებით ცხადად შეცვლებში გამოიხატა.ეს ტამაში წააგო მწვრთელმა.იჯდა მერე სკამზე ატრიალებდა თვალებს გაოგნებული.

• კესო

რა დასანანი მარხციო, კაცურად მოგვიგეს და კლასითაც მაღლა დგას შვეიცარია.

• badri

ცეცაძემ რომ ვერ გაიყვანოს გუნდი ევროპაზრ ხომ უნდა წავიდეს ნაკრებიდან? სხვებიც ადაკობრივი მწვრთნელები რა ნიშნით არიან დანიშნულები? რა მიღწევები ქონდათ ადრე?ისე საინტერესოა რატომ იძახებს ცეცაძე მხოლოდ უთამაშებელ ფეხბურთელებს რომლებივ თვეებია გუნდში ათი წუთიც არაქვთ ნათამაშები,ამ დროს საუკეთესო ფეხბურთელებს არ ათამაშებს ძირითადში ან საერთოდ არც ყავს,ეს ასაკობრივის მწვრთნელები იქნებ ფსიქოლოგებმა შეამოწმონ

• Giorgi

როცა გავათანაბრეთ ანგარიში მაშინვე დავიწყეთ თამაში ანგარიშის არაა გაზრდაზე არამეტ შენარჩუნებაზე შეცვლები დააგვიანა მწვრთნელმა არველაძე ვეღარ დადიოდა სტადიონზე ბოლოს შესაცვლელი იყოო გოლის მერე უნდა გაეძლიერებინა შეტევაა გათვლა გააკეთეს შენარჩუნებაზე და ბოლოსკენ მოიტოვეს შეცვლები დროის გასაყვანად და აი ზუსტად მანდ დაუშვეს შეცდომა.

• ანესთეზეოლოგი

კი ნამდვილად "ვაისი" სჭირს ცეცაძესაც თამაშის გადაწყობის და შეცვლების ამბავში.

• ტარტაროზი

ცეცაძე ვაისზე მშირარაა. შეცვლებზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია.....

• ანესთეზეოლოგი

ძალიან დასანანი მარცხი იყო მითუმეტეს ასეთი სატურნირო მდგომარეობის ფონზე. საერთო ჯამში ჩვენები შვეიცარიას ბევრით არაფრით ჩამოუვარდებოდნენ. მხოლოდ ფიზიკურ კონდიციასა და ხისტ თამაშში იყო ძირითადი განსხვავება. ამაში ჩანდა, რომ ჩვენებს (ვინც საქართველოში თამაშობს) უჭირდათ ტემპის აყოლა. მაგრამ ყველა შემთხვევაში ასე არ იყო. აშკარა იყო შვეიცარია 1:1-ზე გამტანი აღარ იყო თუ ისევ ჩვენები არ გაუკეთებდნენ საჩუქარს. ცეცაძემ ძალაინ დააგვიანა შეცვლები. სადღაც 70 წუთის შემდეგ აშკარად გვჭირდებოდა ახალი სისიხლი და ბურთის დაჭერა. ყველა ველოდით რომ ბუღრიძე და კოხრეიძე გამოვიდოდა მოედანზე და ეს პრობლემა გადაიჭრეოდა. მივიღებდით სწრაფ ფლანგებს და მეტ შეტევით პოტენცილს. შვეიცარიას გაუჭირდებოდა ფიზიკურად და ჩვენ შეტევების გამწვავებას და ბურთის მეტი ხნით შენარჩუნებას შევძლებდით. თავისუფლად შეგვეძლო მოგებაზე გაგვეწია. მაგრამ ცეცაძემ მოედანზე სპანდერაშვილი შემოიყვანა:) რომელიც თუ კი ბურთზე მიასწრებდნენ მას უკვე დაკარგულად თვლიდა და ისე ატარებდა მოწინააღმდეგეს, როგორც ორსულ ქალს პურის რიგში. ბოლო 4 წუთში გაკეთებულ შეცვლებს კი რაღა უნდა გამოესწორებინა. მოკლედ, რესურსი და საშუალება იყო მაგრამ რათ გინდა...

• Vasili

გულდასაწყვეტი იყო ნამდვილად, სპანდერაშვილს რომ გაეტანა, ქულასაც ავიღებდით და თვითონაც მოხვდებოდა ყურადღების ცენტრში,/ ჩემი აზრით არაბიძე რაც უფრო მეტი ცივსისხლიანად ითამაშებს შეტევაში მით უფრო გამოუვა თამაში!

• წადი რაჟა ძამიკო სახლში!

კარგი ბიჭები ხართ,ცოტა მეტი კონცენტრაცია დაცვაში და უკეთესი შედეგი დაიდება. ფეხბურთს თამაშობენ,რადმდენიმე მონაკვეთი ძალიან კარგი იყო.ცოტა მეტი გაბედულება წინ და ნაკლები ფაციფუცი დაცვის დროს.კახელი ატბორზე კაია მარა ბურთი როცა აქვს ამოტანა უჭირს.მეორე გოლზეც მაგან ჩააბარა ბურთი ცენტრში.მანამდეც მაგრად გადავრჩით ბავშვური შეცდომის გამო.სპანდერაშვილი- არა უშავს,იმათმაც მაზეს.მთლიანობაში ცეცა სწორ გზაზეა

• daviti

sad moismine msgavsi? kvela kvelas saqmeshi ratoa brdzeni? ceca dzalian magaria ase rom ar aris sachiro msgavsi komentarebi!

• ანესთეზეოლოგი

ძალიან დასანანი მარცხი იყო მითუმეტეს ასეთი სატურნირო მდგომარეობის ფონზე. საერთო ჯამში ჩვენები შვეიცარიას ბევრით არაფრით ჩამოუვარდებოდნენ. მხოლოდ ფიზიკურ კონდიციასა და ხისტ თამაშში იყო ძირითადი განსხვავება. ამაში ჩანდა, რომ ჩვენებს (ვინც საქართველოში თამაშობს) უჭირდათ ტემპის აყოლა. მაგრამ ყველა შემთხვევაში ასე არ იყო. აშკარა იყო შვეიცარია 1:1-ზე გამტანი აღარ იყო თუ ისევ ჩვენები არ გაუკეთებდნენ საჩუქარს. ცეცაძემ ძალაინ დააგვიანა შეცვლები. სადღაც 70 წუთის შემდეგ აშკარად გვჭირდებოდა ახალი სისიხლი და ბურთის დაჭერა. ყველა ველოდით რომ ბუღრიძე და კოხრეიძე გამოვიდოდა მოედანზე და ეს პრობლემა გადაიჭრეოდა. მივიღებდით სწრაფ ფლანგებს და მეტ შეტევით პოტენცილს. შვეიცარიას გაუჭირდებოდა ფიზიკურად და ჩვენ შეტევების გამწვავებას და ბურთის მეტი ხნით შენარჩუნებას შევძლებდით. თავისუფლად შეგვეძლო მოგებაზე გაგვეწია. მაგრამ ცეცაძემ მოედანზე სპანდერაშვილი შემოიყვანა:) რომელიც თუ კი ბურთზე მიასწრებდნენ მას უკვე დაკარგულად თვლიდა და ისე ატარებდა მოწინააღმდეგეს, როგორც ორსულ ქალს პურის რიგში. ბოლო 4 წუთში გაკეთებულ შეცვლებს კი რაღა უნდა გამოესწორებინა. მოკლედ, რესურსი და საშუალება იყო მაგრამ რათ გინდა...

• ანესთეზეოლოგი

ძალიან დასანანი მარცხი იყო მითუმეტეს ასეთი სატურნირო მდგომარეობის ფონზე. საერთო ჯამში ჩვენები შვეიცარიას ბევრით არაფრით ჩამოუვარდებოდნენ. მხოლოდ ფიზიკურ კონდიციასა და ხისტ თამაშში იყო ძირითადი განსხვავება. ამაში ჩანდა, რომ ჩვენებს (ვინც საქართველოში თამაშობს) უჭირდათ ტემპის აყოლა. მაგრამ ყველა შემთხვევაში ასე არ იყო. აშკარა იყო შვეიცარია 1:1-ზე გამტანი აღარ იყო თუ ისევ ჩვენები არ გაუკეთებდნენ საჩუქარს. ცეცაძემ ძალაინ დააგვიანა შეცვლები. სადღაც 70 წუთის შემდეგ აშკარად გვჭირდებოდა ახალი სისიხლი და ბურთის დაჭერა. ყველა ველოდით რომ ბუღრიძე და კოხრეიძე გამოვიდოდა მოედანზე და ეს პრობლემა გადაიჭრეოდა. მივიღებდით სწრაფ ფლანგებს და მეტ შეტევით პოტენცილს. შვეიცარიას გაუჭირდებოდა ფიზიკურად და ჩვენ შეტევების გამწვავებას და ბურთის მეტი ხნით შენარჩუნებას შევძლებდით. თავისუფლად შეგვეძლო მოგებაზე გაგვეწია. მაგრამ ცეცაძემ მოედანზე სპანდერაშვილი შემოიყვანა:) რომელიც თუ კი ბურთზე მიასწრებდნენ მას უკვე დაკარგულად თვლიდა და ისე ატარებდა მოწინააღმდეგეს, როგორც ორსულ ქალს პურის რიგში. ბოლო 4 წუთში გაკეთებულ შეცვლებს კი რაღა უნდა გამოესწორებინა. მოკლედ, რესურსი და საშუალება იყო მაგრამ რათ გინდა...

• dzadza

არაბიძე ეროვნულ ნაკრებში!!!

• მიდით ბიჭებო

მოდი სხვა სპორტს უყურე.რა დავითაშვილი ბიჭი U 19 შესარჩევს თამაშობს და ახლოსაა ელიტ რაუნდში გავიდეს.მოვა მაგის დროც რომ U21 ითამაშებს და დიდ ნაკრებში,როგორც წამყვანი მოთამაშე.

• gigeo

კვარაცხელია და დავითაშვილი! ფრე კი არა მოსაგები თამაში იქნებოდა

• ილო

სრლიად გეთანხმები,მწვრთნელმა წააგო დღეს თამაში,ისე ბევრისგან მსმენია დღევანდელი ასაკობრივი ნაკრების მწვრთნელები ამბობენ ნაკრები ჩვენია,არადა ამ დროს ჩვენი ჯიბიდან გადახდილი გადასახადებით იღებენ ძალიან დიდი ხელფასებს,ვისაც შედეგი არ ექნება უნდა გაუშვან სახლში

• lelo

არ იყო წასაგები თამაში. ამ ბიჭებმა უნდა დაიჯერონ რომ ყველა გუნდის მოგებაა შესაძლებელი და ამათი მომგები გუნდი არ იქნება!

• ako

მწვრთნელის ბრალია ეს წაგება,მხოლოდ მისი,ბაკრები თავისი გონია და იძახებს ისეთ ფეხბურთელებს ვინც გონზე არარის და არც ძირითადში თამაშობენ,ნაგრამ მწვრთნელის ახლობელია, დავითაშვილი ყველაზე გამორჩეული ფეხბურთელია და აქ ძალიან გამოადგებოდა,ზოგადად ასაკობრივი ნაკრებების მწვრთნელები პირდაპირ იძახიან ნაკრებს არ გაგაკარებთო,ჩემია ნაკრებიო,ყველა უნდა გაუშვან სახლში

• gurami

დათარსულები ვართ თუ დაწყევლილები ვერ გამიგია? ისე ეს ნაკრები უკვე ჯობია დიდების ნაკრებს!

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი უკრაინულ კლუბში გადავიდა

თემურ ქეცბაიამ შესაძლოა, ქართული გუნდი ჩაიბაროს - მან "ანორთოსისში" დაბრუნებაზე უარი თქვა

ქართველი მსაჯები სომხეთისა და ირლანდიის მატჩს განსჯიან

"ფენერბაჰჩეს" დომენიკო ტედესკო ჩაიბარებს

ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინური ტურნირის პირველივე წრეში დამარცხდა

"ნოტინგემმა" ეშპირიტუ სანტუ გაათავისუფლა - მოურინიო მისი შეცვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია

"მარტო უნდა დავტოვოთ" - სკალონის ჰკითხეს, ითამაშებს თუ არა მესი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე

"სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ" - დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია

აბურჯანია კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს

U21 | საქართველო V ჩრდილოეთ ირლანდია - მატჩისწინა ვარჯიში წყალტუბოში

ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა

„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ -  გიორგი ფოფხაძე

უთავმოყვარეო და მშიშარა უწოდეს - სანტუშს აზერბაიჯანის ნაკრების დატოვება მაინც მოუწია

პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი

მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია

[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ

[VIDEO] შერჩათ თურქებს იამალი? - ესპანელი კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდა