თბილისის "დინამოს" 11-წლამდელთა შემადგენლობამ ვილნიუსში მიმდინარე ატეიტის თასის გათამაშება ტრიუმფით დაასრულა.

თბილისელებმა ფინალურ შეხვედრაში ვილნიუსის "ჟალგირისი" 1:0 დაამარცხეს და ტურნირის ოქროს მედლები გოლგაუშვებლად მოიპოვეს.

ფინალური შეხვედრის ბედი, რომელიც საკმაოდ დაძაბულად და ურთიერთშეტევებით წარიმართა, საბა ხარებაშვილის ზუსტი საჯარიმო დარტყმით გადაწყდა. ზურა ელიავას გუნდმა ფინალამდე ყველა მეტოქე დაამარცხა. "დინამომ" ნახევარფინალში დორტმუნდის "ბორუსიას" 1:0 აჯობა, ხოლო მეოთხედფინალში "ანტალიასპორს" 5:0 მოუგო. ჯგუფში თბილისელებმა ლიეტუვური "ტფა-ბლუ" 4:0 დაამარცხეს, მინსკის "დინამოს" 2:0 მოუგეს, სანკტ-პეტერბურგის "ენჯელბოლს" 4 უპასუხო გოლი გაუტანეს და იმავე ანგარიშით უჟგოროდის "ჩაიკა" დაჯაბნეს.

დინამოელებმა ინდივიდუალური ტიტულებიც მოიპოვეს. ტურნირის საუკეთესო მეკარის ჯილდოთი უპრეცედენტოდ თბილისელთა ორივე მეკარე დაჯილდოვდა. პრიზები გიორგი ბაშარულმა და ირაკლი ერიაშვილმა მიიღეს. გათამაშების საუკეთესო ნახევარმცველი კი ანდრია ბართიშვილი გახდა.

ზურა ელიავას გუნდი ვილნიუსში შემდეგი შემადგენლობით იმყოფებოდა: ირაკლი ერიაშვილი, გიორგი ბაშარული, თორნიკე შუბითიძე, საბა ხარებაშვილი, ლუკა ციკოლია, გიორგი ლომიძე, ნიკა შათირიშვილი, ნიკა ადუაშვილი, ანდრია ბართიშვილი, კობა კაკაშვილი, ნიკა ბენდელიანი, შოთიკო დიაკონიძე, გიორგი ჯანელიძე და ცოტნე ხარებავა.

მომზადებულია fcdinamo.ge-ს მიხედვით

ნათია
გილოცავთ ბავშვებო და სრულიად საქართველოვ.ეს ერთი და სხვა მრავალი გამარჯვება მოგეპოვებინოთ.
გურამი
გილოცავთ ბიჭებო. წარმატებას გისურვებთ, კიდევ ერთხელ გამოჩნდა რამდენად კარგია დინამოს აკადემიის არსებობა. გილოცავთ
rezo
გილოცავთ. მომავალი თაობის იმედი მაქვს მაგრამ გახდებიან 18 წლის და გაყიდიან კაპიკებში მეორე მესამე ლიგებში უცხოეთში.
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე