საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეშვიდე შეხვედრას გიბრალტარში გამართავს.

ვლადიმირ ვაისის გუნდი მატჩის ჩასატარებლად 13 ოქტომბერს ესპანეთის ქალაქ მალაგაში ჩარტერული რეისით გაემგზავრა, შემდეგ კი გუნდმა გიბრალტარში გადაინაცვლა. გიბრალტარში ჩვენი გუნდი 19 ფეხბურთელით იმყოფება.

ირლანდიასთან მიღებული ტრავმის გამო გუნდს თორნიკე ოქრიაშვილი გამოაკლდა, თბილისში გამართულ ბოლო ვარჯიშზე კი საბა ლობჟანიძე დაშავდა. გურამ კაშიამ გიბრალტარში გამგზავრება ოჯახური მდგომარეობის გამო ვერ მოახერხა. ასევე ტრავმის გამო მომდევნო შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს ვაკო გვილია.

გიბრალტარისა და საქართველოს საფეხბურთო ნაკრებთა შეხვედრა 15 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45-ზე დაიწყება.

საქართველოს ნაკრების 19-კაციანი შემადგენლობა გიბრალტარის წინააღმდეგ:

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე (ვიტორია, სეტუბალი, პორტუგალია), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), სოლომონ კვირკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი აბურჯანია (ტვენტე, ჰოლანდია), ჯანო ანანიძე (სპარტაკი, მოსკოვი, რუსეთი), მურთაზ დაუშვილი (ანორთოსისი, კვიპროსი), ლევან შენგელია (ქონიასპორი, თურქეთი), გიორგი ხარაიშვილი (გეტებორგი, შვედეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია), ელგუჯა ლობჯანიძე (თარაზი, ყაზახეთი)

მატჩამდე ბოლო ვარჯიშს საქართველოს ეროვნული ნაკრები 14 ოქტომბერს, შეხვედრის მასპინძელ სტადიონზე გამართავს. საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი პრესკონფერენციას გამართავს.

მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით

კობა
არაბიძე არაა ნაკრების დონე? და ვისაც ვაისი იძახებს ყველა დონეა? მე ისიც მახსოვს მგონი მოლდოვასთან ვთამაშობდით როცა მთელი საქართველო არაბიძის იმედად იყო დარჩენილი თუ არ ოყო ე მასე,? ჯარიმით მოგვიფო ირლანდია მხოლოდ და 3 ქულა ჩაიწერა. არაბიძის ჯარიმა კი პენალტის ტოლფასია. და არა მარტო ჯარიმებშია მაგარი გიო. ჩემი აზრით არაბიძეც და ზარანდიაც უნდა იყვნენ ნაკრებში.
ბათუმის ფანი
ესენი რაღაცა სამარცხვინოს გვიპირებენ მგონი
გოგა
გვილიას მაინც არ უთამაშია ირლანდიასთან ოქრო ფორმაში არაა მცველები კი გვყავს კაშიას გარეშეც გავალთ. იმედია ძირითადში დაყენებს ხარიაშვილს და შენგელიას.
ნაცარქექია
ჩეჩელაშვილს ტრავმა აქვს და მელაძეს კლუბი არ უშვებს
s.s.
გიბლარტართან მაინც ეთამაშებინა ზარანდია და არაბიძე, ხომ ხედავს ოქრიაშვილი ერთ ტაიმზე მეტს ვერ თამაშობს. ვნახავდით რა შეუძლიათ, ზარანდია ბელგიის ჩემპიონატში პასტაიანათ თამაშობს, ინდივიდუალისტია რაც აკლია ჩვენს ნაკრებს.
კ ო მ ბ ლ ე
ჩეჩელაშვილი და მელაძეს რატომ არ ათამაშებთ??? ჩეჩელაშვილი სამიდან გაგორებიდან, ორ დუშაშს სვავს, მელაძე უფრო მაგარი ყოფილა, ამბობენ ჭიქიდან აგორებს მარა, ერთ ზარს ყოველთვის იჭერსო და ესეთ სპეცების იგონირება შეიძლება??? ათამაშეთ რააა! თან ვარი ფეშინა იციანო, ისე აგორებენო რო მტრისას ტოო!!!
ჩორნა
ეჰჰ ძამი იყოს თუნდაც ეგრე ოღონდ რასაც აქამდე ვხედავდი ნუღარ დამანახებ,,თორე მთელი 90 წუთი სვარკა ამოვიდა თვალში მაზოლი..
ზვიადი
წაგება იქნება ყველაზე კარგი შედეგი საქართველის მომოვალი ფეღბურთისთვის!
ddgfdf
სიდნის თუ არ კითხეს ისე შემადგენლობას ვერ აყენებენ და ეგრე რა შედეგი უნდა დადონ.
Giorgi
არაბიძისთვის, კვარაცხელიათვის და დავითაშვილისთვის ჯერ ეროვნული ნაკრები ადრეა 1-2 წელიწადში შეიძლება, რომ ენდოს მწვრთნელი ჯერ არ არიან იმ დონეზე რა დონეზეც საჭიროა იყვნენ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები ხარაიშვილი არ არის იმ დონის ფეხბურთელი და არც იმ დონის ჩემპიონატში თამაშობს რა დონეც საჭიროა თუ გადავა უკეთეს ჩემპიონატში და კლუბში მაშინ შეიძლება გამოიძახონ შვედეთის ჩემპიონატი არის საქართველოს ჩემპიონატის დონის უბრალოდ იქ ხალხი დადის სტადიონებზე ზარანდია ნამდვილად ღირსია ნაკრებში რომ მიეცეს შანსი კარგ ჩემპიონატში თამაშობს ნორმალურ გუნდში და აქ პრაქტიკა შეუძლია კაცის მოტყუება თამაშის გამწვავება შეტევაში აქვს პოტენციალი და კიდევ არის 1-2 ფეხბურთელი ლაშა პარუნაშვილი ჩამშლელი დანის ჩემპიონატის ერთ ერთი საუკეთესო ფეხბურთელი და კიდევ საჭიროა უცხოეთში მოთამაშე ქართველების ასევთქვათ გადმობირება რომ მოვიდნენ ეროვნულ ნაკრებში არის რამდენიმე საინტერესო ფეხბურთელი გერმანიაში რუსეთში რომლებსაც აქვთ პოტენციალი.
ლაშა
თითო პოზიციაზე ორი ფეხბურთელი უნდა იყოს გამოძახებული. მარჯვენა შემტევად არაბიძისა და ზარანდიას გამოძახება მინდა, რომელიც უკეთეს ფორმაში იქნება, ის დააყენოს ძირითადში.
ლაშა
კაია, მარა ნახევარდაცვაში აბურჯანია (სათადარიგო გვილია) - ხარაიშვილი (სათადარიგო ჯანო)- ნინუა (სათადარიგო კიტეიშვილი) მაინტერესებს.
1
"ა რ ა ბ ი ძ ე ათამაშეთ ა რ ა ბ ი ძ ე !!!!!!!!!!"-ო, რომ ითხოვთ იქნნებ ჩამოყალიბდეთ რამდენ კაცს ითვალისწინებთ შეტევისთვის ერთდროულად? იცით რამდენ ფეხბურთელს წერთ კომენტარებში? ინებ აირჩიოთ - არაბიძე, ჩაკვეტაძე, ლობჟანიძე, ზარანდია, არველაძე, ხატრაიშვილი, კიტეიშვილი, ყაზაიშვილი. ქვილითაია... არაფერს ვამბობ დავითაშვილ-კვარაცხელიაზე პლებისციტზე ხომ არ გავიტანოთ ეს საკითხი?
იდალგო
ჯარიმა ჯარიმაზე ნინუას გააქვს თუ გააქვს - და უფრო შორიდანაც, რატომ არ ითხოვთ მის თამაშს?
888
სანამ ფეხბურთის ფედერაციას ქურდები მართავენ არაფერი გამოვა.ნელნელა იძირება არამარტო ფეხბურთი არამედ სპორტის ყველა სახეობა,რადგან ქვეყანაში გამეფებული კორუფცია და ბიუჯეტის ქურდობა აისახება ყველაზე და ყველაფერზე.
ზაზა
ბეგო ეტყობა არ უყურებს საქართველოს ნაკრების თამაშებ. ან უყურებს,მაგრამ გირჩის ოფისში მაგარი დაბოლილი.ბოლო 2 თამაში ძალიან მაგრად ითამაშაო.180 წუთი,1 კარში დარტყმა და არცერთი საგოლე მომენტი.ჩემი აზრით ეს ვაიფეხბურთელები არ უნდა ათამაშო იმ სტადიონზე, სადაც ყიფო,ვიტალი,ჭომა,საშა,ვოვა,რამაზი და სხვა ლეგენდები უამრავ სიხარულს ანიჭებდნენ ქართველ და არამარტო ქართველ ხალხს.ბეგოსნაირი ვითომ პატრიოტები იცი ვის მაგონებენ? 2008 წაგებულ ომს მოგებულად რო აცხადებდნენ.დიდება მეომარ ბიჭებს.გთხოვთ არ დაბლოკოთ
grigoli1408
მაგარი ჯიუტია. სანამ ფეხბურტელები არ იტყვიან უარს მანამდე სხვას არ ატამაშებს
Biankoneri
ჰოო.. არაბიძეს ჯარიმა, ჯარიმაზე გააქ. ერთი-მეორეზე უკეთესები აგრესიული და ტექნიკური ფეხბურთელია. არ ჭირდება ბევრი ფიქრი, გადაწყვეტილების მისაღებად, ფინტია გასაკეთებელი თუ კარებშია დასარტყმელი.
Biankoneri
3 ბურთიან სხვაობაზე ნაკლები მოგება, ასეთი დონის გუნდთან მოგება არ იქნება. ანდა მართლა სპარინგივით თამაშია, წაეყვანა სხვა ფეხბურთელებიც გაფართოებული შემადგენლობიდან, დაეტესტა, შეეხედა..
geo
ა რ ა ბ ი ძ ე ათამაშეთ ა რ ა ბ ი ძ ე !!!!!!!!!!
ბეგო
ამ თამაშს რომ მოვიგებთ ეს ცხადზე უცხადესია,თან დიდი ანგარიშით,ბოლო ორი თამაში ბიჭებმა ძალიან მაგრად ითამაშეს,სკეპტიკოსები ცუდ რამეებს იძახიან,მაგრამ ეს მათი უფლებაა! ბელარუსსაც რომ დავამარცხებთ და ევროპაზე გავალთ,მერე ეს სკეპტიკოსებიც მოისვენებენ და ერთად გავიხარებთ
გუგა
ცოტა ადეკვატური ჯობია იყოთ, მაგ ლოგიკით ირლანდიამ 2 თამაში მოუგო გიბლარტარს და ერთი სახლში საქართველოს, არც ირლანდიას გაუკეთებია რამე, მეოთხე კალათაში რომ ვიყავით ეგ უკვე პროგრესია, რამდენი წელია მე-5 ან მე-6 კალათაში ვართ, გუნდი ნორმალურ ფეხბურთს თამაშობს და ამის არდანახვა უმადურობაა.
ჩორნა
ოცნების ნაკრები ოპტიმსლურ ფორმაში. გოლკიპერი ლორია, განაპირა მცვ: კაკაბაძე და ხარაბაძე, მცვ: ტაბიძე და კვირკველია, ნახევარდაცვა: გვილია,ჯანო,ოქრი, შეტევა: ჩაკვე ქვილითაია და არაბიძე. შეცვლები: ჩაკვე (ზარანდია), ჯანო(ხარაიშვილი), ქვილითაია(საბა ლობჟანიძე) მწვრთნელი არ გვინდა გააფუჭებს თამაშს)))
ჩასაფრებული
ისე თვითმფრინავის ტრაპზე როგორ ავიდნენ და ჩამოვიდნენ ის სურათებიც უნდა დაგედოთ აბ რა,დახურეს ეს ციკლი პირდაპირ,გიბრარტარის გარდა ვერცერთი ვერ მოიგეს,სულ 4 გოლი გაიტანეს და აქედან 3 გიბრარტართან,ხოდა გამოაკელით ეს ერთი მოგება და 3 გოლი სატურნირო ცხრილს და ..... სულ ეგა ხართ, ხბოს აღთაწებით რომ გაიძახი აღმავლობის გზაზე ვართო.
გოგა
ჯაბა კანკავა კარგი ფეხბურთელია მაგრამ ამ მწვრთნელს თავში ჭკუა თუ აქვს და ელემენტარული სამწვრთნელო აიქიუ უნდა მიხვდეს რომ გიბრალტართან კანკავა არ ათამაშოს, დიდი ალბათობით გიბრალტარი დაცვაში ჩადგება და ჩვენ ტაქტიკურად ბურთს გავუგორებთ რაშიც ჯაბა არაა ძლიერი, ჯაბას ჩამშლელად შეუძლია კარგად თამაში ართმევაზე, მე მაგალითად გიბრალტართან უფრო მოძრავ და ბურთის კარგად დამჭერ და კარგ მეპასე ფეხბურთელს ვათამაშებდი
იდალგო
4 მოთამაშე გამოაკლდა , მეკარების გარდა დარჩა 16. და არ უნდა დაამატოს ნაკრებს არავინ? მეტი არჩევანი არ არის საჭირო? ასე ზუსტად 11 მოთამით ჩავიდეთ, შეცვლას ნუ გავაკეთებთ და ეგ არის ...
Achi
Kashiaze ragitxra ukve sheudzlia nakrebidan wasvla da yazaishvili sachiro fexburtelia vin ari magaze uketesi... Da eg lobjanidze vinari kargad ki gamovida irlandiastan
Kika
Axla mainc miecema Shansi xarsishvils da shengelias!
cotne
არასპორტული მიზეზით რომ არ ჰყავდეს ათვალწუნებული, ახლა მაინც მისცემდა შანსს ზარანდიას. ამ მომენტისთვის ოქრის ისედაც სჯობია და მისი ტრავმის მერე მაინც დაემატებინათ. თანამედროვე ფეხბურთში წარმატება სისწრაფეს მოაქვს და ამ კომპონენტში ყველას ჯობს ნაკრებში, მაგრამ ეტყობა პატრონი არ ჰყავს სფფ-ში.
Giorgi
გამქცევი ფორვარდია ნაკრებში საჭირო რომელიც შეძლელებს გოლების გატანას სხვა რგოლებში ასე თუ ისე ნორმალური სიტუაცია დაცვაში და ნახევარდაცვაში უკვე გარკვეული კონკურენციაცა მეკარებიც გვყავს მაგრამ ცენტრალური თავდამსხმელი სამწუხაროდ არ გვყავს დიდი პატივისცემის მიუხედავად ქვილითაია არ არის იმ დონის რა დონისაც სჭირდება ნაკრებს შეიძლება ქვილითაიამ გიბრალტარს გაუტანოს და ამ დონის ნაკრებებს მაგრამ ტოპ ნაკრებებთან ფაქტობრივად მხოლოდ იბრძვის ბურთისთვის მისგან სხვა სარგებელი არ არის ყაზაიშვილი და კაშია უკვე აღარ არიან სანაკრებო დონის ფეხბურთელები რომლებიც მნიშვნელოვან შეხვედრებში უნდა დააყენო სასტარტოში ოქრი და ჯანო კიდევ შეიძლება თუ აკრიფავენ ფორმას ამ სეზონში აშკარად არ არიან ფორმაში ეს ჩანს იმედი მაქვს მალე გამოკეთდება ჩაკვეტაძე და ყაზაიშვილის ადგილს დაიკავებს ნაკრებში.
თბილისური მატჩი ბოლო აღმოჩნდა - ილიევს ბულგარეთის ნაკრებიდან უშვებენ
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინური ტურნირის პირველივე წრეში დამარცხდა
"მარტო უნდა დავტოვოთ" - სკალონის ჰკითხეს, ითამაშებს თუ არა მესი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
"სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ" - დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია
[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ
[VIDEO] შერჩათ თურქებს იამალი? - ესპანელი კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდა
"წავაგეთ ნაკრებთან, რომელმაც კალათბურთის თამაში 12 თვის წინ დაიწყო" - რას წერენ ფრანგი გულშემატკივრები საქართველოსთან მარცხის შემდეგ?
შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით
[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..