მარადიულ თანაქალაქელ მეტოქეებს, ვენის "რაპიდსა" და "აუსტრიას" შორის მატჩი ხმაურიან სკანდალში გადაიზარდა
მარადიულ თანაქალაქელ მეტოქეებს, ვენის "რაპიდსა" და "აუსტრიას" შორის მატჩმა, რომელიც ავსტრიის ჩემპიონატის ბოლოსწინა ტურის მთავარი მოვლენა უნდა გამხდარიყო, მრავალრიცხვოვანი გულშემატკივრის იმედები ვერ გაამართლა და ხმაურიან სკანდალში გადაიზარდა.

თამაში, რომელიც 50-იანი წლების ლეგენდარული ავსტრიელი ფეხბურთელის გერხარდ ჰანაპის სახელობის სტადიონზე გაიმართა, რომელიც "რაპიდის" საშინაო არენაა, 26-ე წუთზე შეჩერდა, როგორც კი სტუმრებმა ანგარიში 2:0 გახადეს. ამ ეპიზოდის შემდეგ "რაპიდის" მრავალრიცხოვანი გულშემატკივრები, რომელთა ნაწილი ნიღბიანები იყვნენ, მოედანზე შეცვივდნენ, რათა საყვარელი გუნდის უნიათო თამაშით უკმაყოფილება გამოეხატათ და მეტოქეს პირისპირ გასწორებოდნენ.

არბიტრმა ტომას აინვალერმა მატჩი იქვე შეწყვიტა და ორივე გუნდს გასახდელისკენ გაუძღვა. "რაპიდის" ფანებმა პირდაპირ მოედანზე მოწყობილი პოლიციის მძლავრი კორდონის მიღმა სტუმართა სექტორის პეტარდებით დაცხრილვა დაიწყეს.

დაახლოებით 300 პოლიციელი ხულიგნების დაწყნარებას და საფეხბურთო ფანების ტრიბუნაზე დაბრუნებას ცდილობდა. თუმცა მათ მრისხანე წინააღმდეგობა გაუწიეს. შეტაკების შედეგად ორი წესრიგის დამცველი დაშავდა. "რაპიდის" რამდენიმე განსაკუთრებით მშფოთვარე და დაუმორჩილებელი გულშემატკივარი დააკავეს.

თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე