დღეს, 15 ოქტომბერს, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ეროვნული ნაკრები გიბრალტარის ნაკრებს დაუპირისპირდება. შეხვედრა თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება და მის პირდაპირ ტრანსლაციას "საზოგადოებრივი მაუწყებელი" წარმოადგენს.

შეხვედრა სტადიონ "ვიქტორიაზე" გაიმართება, რომელიც 5 000 ადამიანს იტევს.

გიბრალტარის ნაკრებმა ჯგუფში ხუთი ჩატარებული შეხვედრიდან ხუთივე წააგო, 16 გოლი გაუშვა და არცერთი გაუტანია. რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, 5 ქულით მეოთხე ადგილზეა, ჯგუფიდან გასვლის შანსი აღარ აქვს; აგრეთვე, თეორიული შანსია იმისა, რომ მესამე ადგილი მოვიპოვოთ.

თბილისური შეხვედრა გიბრალტართან 3:0 გამარჯვებით დასრულდა. ამ შეხვედრაში გოლები გაიტანეს: ვაკო გვილიამ, გიორგი პაპუნაშვილმა და ვატო არველაძემ. დღეს არცერთია განაცხადში.

გიბრალტარს პირველად სტუმრად 2014 წელს დავუპირისპირდით და ნიკოლოზ გელაშვილის, თორნიკე ოქრიაშვილისა და ჯაბა კანკავას გოლებით ვიმარჯვეთ. 2015 წელს, განმეორებით შეხვედრაში თბილისში მათე ვაწაძის დუბლით, თორნიკე ოქრიაშვილისა და ვაკო ყაზაიშვილის გოლებით დავამარცხეთ.

შეხვედრას იტალიელთა სამსაჯო ბრიგადა პაულო ვალერის ხელმძღვანელობით გაუძღვება.

საქართველოს ნაკრები

ირლანდიასთან მიღებული ტრავმის გამო გუნდს თორნიკე ოქრიაშვილი გამოაკლდა, თბილისში გამართულ ბოლო ვარჯიშზე კი საბა ლობჟანიძე დაშავდა. გურამ კაშიამ გიბრალტარში გამგზავრება ოჯახური მდგომარეობის გამო ვერ მოახერხა. ასევე ტრავმის გამო შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს ვაკო გვილია.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში მოსალოდნელია ცვლილებები, თუმცა კარში, დიდი ალბათობით, კვლავ გიორგი ლორია დადგება.

აი, დაცვის ხაზში გურამ კაშიას გამოკლების შემდეგ გია გრიგალავას შესაძლებელია ჯიმი ტაბიძე შეუწყვილდეს, ხოლო გიორგი ნავალოვსკი თავის ფლანგს დაუბრუნდება. თითქმის გამორიცხულია, სლოვაკი სპეციალისტი ამ ეტაპზე საბა კვირკველიას და დავით ხოჭოლავას ენდოს.

ვინ ჩაიბარებს თორნიკე ოქრიაშვილის ნაცვლად მარჯვენა ფლანგს? მოსალოდნელია, რომ ეს ლევან შენგელია იქნება. "ქონიასპორის" შემტევს წინა შეხვედრაში მცირე დრო მიეცა, თუმცა კარგი თამაში არ გამოუვიდა. ამჯერად კი თავისი შესაძლებლობების წარმოჩენის შანსი პირველივე წუთიდან ექნება.

გიბრალტარში, დიდი ალბათობით, სათამაშო დრო გიორგი ხარაიშვილსაც მიეცემა და სლოვაკი მას შანსს მისცემს. ვაისს ისიც მოსაფიქრებელი აქვს, თავის წარმოჩენის საშუალება მისცეს ელგუჯა ლობჯანიძეს, რომელიც ირლანდიასთან შეცვლაზე კარგად შემოვიდა თუ პირველივე წუთებიდან ნაცნობი გიორგი ქვილითაია ათამაშოს. თუმცა, მეტოქიდან გამომდინარე, ორი ფორვარდით თამაშიც შეიძლება, მაგრამ ეს სლოვაკის ტაქტიკურ მონახაზში ნაკლებად ჯდება.

მეტოქე

მსოფლიოს 195-ე ნაკრები, ჯუჯა სახელმწიფოს დიდ გულზე მყოფი ფეხბურთელები, რომლებიც საქართველოს ნაკრებთან დადებითი შედეგის მიღწევას ლამობენ. ამის საფუძველს ისიც აძლევთ, რომ მათ ერთხელ გასვლაზე სომხეთის ნაკრები 1:0 დაამარცხეს.

ქვეყანაში, სადაც 32 194 ადამიანი ცხოვრობს, ფეხბურთელებს სხვა საქმიანობის შეთავსება უწევთ. მაგალითად, გიბრალტარის ნაკრებში არიან: პოლიციელები, მეხანძრეები, გაყიდვების აგენტები, ელექტრიკოსები და ა.შ. ეს სურათი უფრო ნათლად დაგვეხმარება განსაზღვრაში.

გიბრალტარს ურუგვაის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ხულიო ცეზარ რიბასი წვრთნის, რომელიც ერთი პერიოდი "ლივერპულსაც" ედგა სათავეში, ოღონდ ურუგვაისას. სანაკრებო დონეზე კი გიბრალტარის ნაკრებამდე ომანის ნაკრებს წვრთნიდა. რაც გიბრალტარის ნაკრებშია, 13-დან 2 შეხვედრა მოიგო, სომხეთის ნაკრები დაამარცხა 1:0 და ლიხტენშტეინის - 2:1.

მოლოდინი

ეს მატჩი აუცილებლად უნდა მოვიგოთ, თანაც, დიდი ანგარიშით. სასურველია სლოვაკმა სპეციალისტმა ის ფეხბურთელები გამოსცადოს, რომლებსაც აქამდე შანსს არ აძლევდა და ნახოს, უშუალოდ ნაკრებში რისი წარმოჩენა შეუძლიათ.

ზვიადი
იმედია არ წავაგებთ :)
გიორგი
ნახევარდაცვაში რომ დანაკლისი გვაქვს ეს შეიძლება პირიქით სასრაგებლო აღმოჩნდეს შეტევისთვის; ხარაიშვილი თავის ჩემპირონატში გამორჩეულია საგოლე პასებით.
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სანიოლი: ბევრი დადებითი მომენტი გვქონდა, მაგრამ გარკვეული ასპექტები გასაუმჯობესებელი გვაქვს
საფრანგეთის 14:0 - ევრო 2024-ის კიდევ სამი მონაწილე გაირკვა [VIDEO]
კაშია: თექვსმეტი ქულის აღება ძალიან რთულია
კვეკვესკირი: ეს გუნდი განსაკუთრებულია და მიზნის მიღწევა შეგვიძლია
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
ბრიტანული მედია: მამარდაშვილი მოულოდნელად "ლივერპულის" საკვანძო ფეხბურთელი გახდა - კარიერაში უმნიშვნელოვანესი კვირა ელოდება
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები გიბრალტარს 1:0 ამარცხებს
"ჯვაროსანთა" მორიგი გამარჯვება (არადამაჯერებელი), რეკორდი და პლეი-ოფის ნახევარფინალის მასპინძლობა [VIDEO]
სანიოლი: ვთქვი, რომ "ჩაეძინათ" - ცვლილებაზე შესულებმა შესაძლებლობები სრულად ვერ გამოავლინეს
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
გიზო მამაგეიშვილი: სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ