პალერმოს სასამართლომ 1987 წელს დაარსებული ადგილობრივი საფეხბურთო კლუბის გაკოტრება ოფიციალურად დააფიქსირა, - იტყობინება იტალიური გამოცემა Corriere dello Sport-ი.

ანდრეა ძამპარინიმ, "პალერმოს" ყოფილი მფლობელის, მაურიციო ძამპარინის ვაჟმა, 10 მილიონი ევროს გადახდის შეთავაზება გააკეთა, მაგრამ ეს თანხა ვალების გადასახდელად საკმარისი არ აღმოჩნდა.

სასამართლომ "პალერმოს" ლიკვიდაციის თაობაზე პროკურორების მოთხოვნა მიიღო.

"პალერმო" 1900 წელს დაარსდა. 1987 წელს ის კლუბის მეოთხე იტერაცია (განმეორება) გახდა. ზუსტად ის გახდა ისტორიაში ყველაზე წარმატებული შედეგების მომტანი: სამჯერ სერია A-ში მეხუთე ადგილი დაიკავა, ხოლო 2011-ში თასის ფინალში გავიდა. მისი მფლობელი მაურიციო ძამპარინი იმით იყო განთქმული, რომ მწვრთნელებს ხშირად უშვებდა თანამდებობიდან.

2018/19 წლების სეზონი "პალერმომ" სერია B-ში დაასრულა, თუმცა ფინანსური დარღვევების გამო ლიგიდან გარიცხეს. ზაფხულში კი კიდევ ერთი ახალი გუნდი "პალერმო" შეიქმნა, რომელმაც სერია D-ში დაიწყო ასპარეზობა.

შეგახსენებთ, რომ 2008-დან 2010 წლამდე "პალერმოს" ღირსებას ლევან მჭედლიძე იცავდა, რომელმაც ამ პერიოდში 11 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა. ეს გოლი მან ტურინის "იუვენტუსის" კარში ჯანლუიჯი ბუფონს გაუტანა.

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა