ქუთაისის "ტორპედო" საქართველოს თასის ნახევარფინალურ მატჩში "საბურთალოს" ძირითადი შემადგენლობით დაუპირისპირდება, - ეს ინფორმაცია გუნდის გულშემატკივართა კლუბმა "ჩვენ ვართ ტორპედომ" თავისი "ფეისბუქის" გვერდით გაავრცელა.

"მადლობა! მადლობა! მადლობა!!!

ხვალ "ტორპედოს" თბილისში უმნიშვნელოვანესი მატჩი აქვს "საბურთალოსთან". ხვალ თასის ნახევარფინალია!

"ტორპედოს" ფეხბურთელების მოთხოვნის შესახებ ყველამ ყველაფერი იცის. ფეხბურთელებმა არ ითამაშეს ჩემპიონატის მატჩში და მოედანზე გასვლას არ აპირებდნენ მანამ, სანამ დავალიანება არ იქნება გასტუმრებული.

სრულად ვიზიარებთ ფეხბურთელთა პოზიციას. გვესმის, რომ რთულია ფეხბურთზე იფიქრო, როცა მოედანს იქით მილიონი პრობლემაა... ამიტომ ამ საკითხში ტორპედოელებს გვერდით დავუდექით!

თუმცა ხვალ სეზონის მატჩია. ხვალინდელმა დღემ, შესაძლოა, კლუბის მომავალი რადიკალურად შეცვალოს. ამიტომ ფანები შევხვდით ფეხბურთელებს, ვისაუბრეთ და მივედით იმ დასკვნამდე, რომ ამ კლუბს ჩვენ მეტი პატრონი არ ჰყავს... ისევ ჩვენი, ფანების, ფეხბურთელებისა და მწვრთნელების გადასარჩენია გუნდი.

მიუხედავად იმისა, რომ დღემდე კლუბში სასიკეთოდ არაფერი შეცვლილა, ფეხბურთელებმა მაინც გაითვალისწინეს ფანების თხოვნა და ხვალ, სეზონის მნიშვნელოვან მატჩში მოედანზე სათამაშოდ მთავარი გუნდი გავა.

"ტორპედოს" ვერ დაეხმარება როინ კვასხვაძე, რომელმაც ვარჯიშზე მძიმე ტრავმა მიიღო და სეზონი ნაადრევად დაასრულა.

რაც უნდა მოხდეს ხვალ, როგორც უნდა დასრულდეს შეხვედრა, ნებისმიერ შემთხვევაში ფეხბურთელებს ჩვენგან მადლობა ეკუთვნით. მთელი სეზონია ბიჭები ამდენი პრობლემის ფონზე გულშემატკივრის თხოვნებს ითვალისწინებენ და ჩვენთვის მაქსიმუმს აკეთებენ. ზუსტად ვიცით, ადრე თუ გვიან თითოეულ მათგანს დაუფასდება ეს ყველაფერი.

მანამდე კი, ხვალ სეზონის მატჩია და ყველა უნდა წავიდეთ თბილისში. ბიჭებს ისე უნდა დავუდგეთ გვერდით, როგორც ისინი უდგანან კლუბს!", - წერს "ჩვენ ვართ ტორპედო".

ტოტტი
კარგი იქნება რუსთავთანაც თუ ითამაშებენ და მოგებით ეროვნულ ლიგაში დარჩენას ფაქტობრივად გაინაღდებენ
საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] "რამდენიმე ფეხბურთელს ვესაუბრებით" - "ტორპედოს" მწვრთნელმა შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა და შეკრება შეაფასა
"ტორპედო" ფულის საჭრელი მანქანა არაა და მალე ამას ყველა გაიგებთ!" - ქუთაისელთა ფანების პროტესტი
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
ეროვნული ლიგა. XXX ტური. "ტორპედო" - "საბურთალო" [LIVE]
ყველაზე ძვირადღირებული და ტიტულოვანი - საბა კვირკველია ყირგიზეთის ჩემპიონატში ითამაშებს
ევროტურნირების წინ, "საბურთალო" მთავარმა მწვრთნელმა დატოვა
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
"საბურთალო" ტრადიციას არ ღალატობს - 17 წლის ფეხბურთელის წარმატებული დებიუტი
ორი 11:0 ქართული კლუბების მონაწილეობით - მოსამზადებელი ეტაპი
ეროვნული ლიგა. XXVIII ტური. "ლოკომოტივი" - "საბურთალო" [LIVE]
"ტორპედომ" კიევის "დინამოს" აღზრდილი ფეხბურთელი დაიმატა
"ლოკომოტივიდან" ფეხბურთელები მიდიან - 3 ახალწვეული "საბურთალოში"