22 ოქტომბერს, თავისუფალი სკოლის ტერიტორიაზე საფეხბურთო კლუბის, თბილისის "ლოკომოტივის" აკადემიის მორიგი მოედანი გაიხსნა, რომელსაც ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის, დავით ყიფიანის სახელი მიენიჭა.

გახსნის ცერემონიას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე და ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე იაშვილი დაესწრნენ. ფედერაციის წარმომადგენლებთან ერთად ღონისძიებას ვეტერანი ქართველი ფეხბურთელები, თბილისის "ლოკომოტივის" ხელმძღვანელობა, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი და საფეხბურთო კლუბის სხვა პარტნიორები ესწრებოდნენ.

ახალ მოედანზე თბილისის "ლოკომოტივის" სხვადასხვა ასაკობრივი გუნდი ივარჯიშებს. საწვრთნელ პროცესში ბიჭები და გოგონები ინტეგრირებულად ჩაერთვებიან.

კახა ჭუმბურიძე - სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტი: "ფეხბურთის ფედერაციის თანამონაწილეობით კიდევ ერთი საფეხბურთო კერა შეიქმნა. ძალიან სასიამოვნოა, რომ აკადემია, რომელიც აქ იფუნქციონირებს, 6-დან 9 წლამდე ბავშვებს მიიღებს. ეს პროექტი ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისთვის და ბავშვებში ფეხბურთის პოპულარიზაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე მოხარულები ვართ, რომ საფეხბურთო აკადემიას ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის, დავით ყიფიანის სახელი მიენიჭა."

დავით ყიფიანის სახელობის საფეხბურთო აკადემია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და საფეხბურთო კლუბ "ლოკომოტივის" თანამშრომლობის ფარგლებში აშენდა. მოედნის ტერიტორიაზე მოეწყო ადმინისტრაციული შენობა, რომელიც გასახდელებსა და სამუშაო ოთახებს მოიცავს.

მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით

[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
თუ ითამაშებს ხვიჩა ნაკრებში და ვნახავთ იტალიას მუნდიალზე? - მარტის მთავარი ამბები
"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო