"როლან გაროსის" მეორე დღეს მაყურებელმა პირველი ხმაურიანი სენსაცია იხილა - ფრანგმა სტეფან რობერმა ტომაშ ბერდიხს აჯობა
"როლან გაროსის" მეორე დღეს მაყურებელმა პირველი ხმაურიანი სენსაცია იხილა, თანაც ადგილობრივი პუბლიკის გასახარად მისი ავტორი გახდა ფრანგი სტეფან რობერი. 31 წლის ჩოგბურთელმა კარიერაში ყველაზე დიდ გამარჯვებას მიაღწია - ბრძოლას გამოთიშა შარშანდელი უიმბლდონის ფინალისტი, ტურნირის მეექვსე ნომერი ტომაშ ბერდიხი.

პირველი ორი სეტის მოგების შემდეგ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ჩეხი ჩოგბურთელი დათმობდა ამ შეხვედრას. მაგრამ ფრანგმა ზედიზედ ორი სეტი ერთნაირი ანგარიშით - 6:2 აიღო, რის შემდეგაც გაიმართა მარათონული მეხუთე სეტი, რომელშიც ბერდიხი ისევ ახლოს იყო მიზანთან - 5:4-ზე მატჩბოლი მიიღო და ფრანგმა ისევ გადაარჩინა შეხვედრა, მე-15 გეიმში ბრეიკი გააკეთა და მატჩზე დამაჯერებლად ჩააწოდა - 9:7.

რობერმა 62 "ვინერსით" დაასრულა შეხვედრა და ქულების 82 პროცენტი მოიგო ბადესთან გასვლის შემდეგ. ფრანგისთვის ეს იყო მეორე მოგება "დიდი სლემის" ტურნირებზე და ასევე მეორე წარმატება მიმდინარე სეზონში. გარდა ამისა, სტეფანმა პირველად დაამარცხა რეიტინგის საუკეთესო ათეულის წევრი. მანამდე მისი ყველაზე დიდი გამარჯვება შარშან იოჰანესბურგში დაფიქსირდა, როცა მან ესპანელი დავიდ ფერერი დაამარცხა.

ახალ რეიტინგში ბერდიხი სერიოზულად დაქვეითდება, რადგან შარშან აქ ნახევარფინალში ითამაშა და წელს ვერ შეძლო სარეიტინგო ქულების დაცვა.

მოულოდნელი იყო მეორე ფრანგის მიკაელ ლოდრას მარცხი ბელგიელ სტივ დარცისთან. მსოფლიოს 24-ე ნომერმა მხოლოდ პირველ სეტში შეძლო ჩვეული დონის ჩვენება, როცა ტაი-ბრეიკზე გაიმარჯვა, მაგრამ მომდევნო სამ პარტიაში ლოდრამ ხუთჯერ წააგო საკუთარი მოწოდება, თავად კი მხოლოდ ერთი ბრეიკი გააკეთა. ეს სამი სეტი კლასიფიკაციის 135-ე ნომერმა ერთნაირი ანგარიშით - 6:3 მოიგო.

დღის ერთ-ერთი ცენტრალური მატჩი იყო ორი გიგანტის - არგენტინელი ხუან მარტინ დელ პოტროსა და ხორვატი ივო კარლოვიჩის დაპირისპირება. ევროპელმა თავისი მთავარი იარაღი - ძლიერი მოწოდება მხოლოდ პირველ სეტში გამოიყენა, რომელიც ტაი-ბრეიკით აიღო. ამის შემდეგ დელ პოტრო თითო ბრეიკს აკეთებდა თითო სეტში და ამის ხარჯზე გააღწია შემდეგ წრეში. კარლოვიჩმა ვერცერთხელ ვერ აიღო მეტოქის მოწოდება. მატჩი საერთო ჯამში 3 საათი და 13 წუთი გაგრძელდა. სხვათა შორის, დელ პოტრომ პირველად დაამარცხა კარლოვიჩი და გაათანაბრა ანგარიში მასთან ურთიერთშეხვედრებში.

"ეს მართლაც რთული მატჩი იყო. კარლოვიჩის წინააღმდეგ ყოველთვის რთულია თამაში, რადგან მის მოწოდებაზე წარმატების მინიმალური შანსი გაქვს. მაგრამ დღეს ყველაფერი გამომივიდა. მთელი მატჩის განმავლობაში არ დამიკარგავს კონცენტრაცია და საბოლოოდ გავუმკლავდი მეტოქეს.

სასიამოვნოა, როცა ფავორიტთა ჯგუფს მიგაკუთვნებენ. კმაყოფილი ვარ საკუთარი ფიზიკური კონდიციებით. დღეს ეს ყველაზე მნიშვნელოვანია", - თქვა დელ პოტრომ, რომლის პოტენციური მეტოქე მესამე წრეში ნოვაკ ჯოკოვიჩი იქნება.

15-თვიანი შესვენების შემდეგ კორტს დაუბრუნდა მსოფლიოს ყოფილი მეორე ჩოგანი ტომი ჰაასი. ვეტერანმა ჩოგბურთელმა ამერიკის მოქალაქეობა მიიღო, თუმცა ტურნირებზე გერმანიის სახელით გამოდის. ტომის დაბრუნება წარუმატებელი გამოვიდა - მან ოთხ სეტში წააგო ძირითად ბადეში კვალიფიკაციიდან მოხვედრილ თურქთან მარსელ ილჰანთან - 4:6, 6:4, 6:7, 4:6.

გუშინ ბრძოლაში ჩაება ორი ფავორიტი - ნოვაკ ჯოკოვიჩი და როჯერ ფედერერი. სერბმა ჰოლანდიელი ტიემო დე ბაკერის დამარცხებით 38 მატჩამდე აიყვანა ATP-ის ტურში მოგებათა სერია. ჯოკოვიჩმა ძალიან დამაჯერებლად გაიმარჯვა - ექვსი ბრეიკი მიითვალა და თავად ერთი ბრეიკ-პოინტიც არ დაუთმო მეტოქეს.

"ჩემთვის ეს შესანიშნავი სტარტი იყო. ძალიან ზუსტად ვაწვდიდი და მაქსიმალურად აგრესიულად ვთამაშობდი. არსად გამქრალა დიდი ტურნირებისთვის დამახასიათებელი ფსიქოლოგიური ზეწოლა, თუმცა წლების განმავლობაში ამ პრობლემასთან გამკლავება ვისწავლე. კარგად ვიცი, რომ ჩემგან ბევრს ელიან იმ გამარჯვებათა სერიის გამო, რომელიც ჯერჯერობით გრძელდება", - განაცხადა მატჩის შემდეგ ჯოკოვიჩმა.

გაცილებით რთული მატჩი ელოდა მესამე ჩოგანს როჯერ ფედერერს. შვეიცარიელს გრუნტის საფარის მოყვარული ფელისიანო ლოპესი ელოდა. ესპანელს რევანშზე უნდა ეზრუნა, რადგან წინა რვა შეხვედრაში როჯერს რვაჯერ ჰყავდა დამარცხებული ფელისიანო.

მაგრამ ლოპესმა ნავსი ვერ გატეხა. მართალია, ფედერერმა მხოლოდ ორი ბრეიკი გააკეთა, თუმცა მთელი შეხვედრა ძალიან დამაჯერებლად და სტაბილურად ჩაატარა: ფელისიანოს არც ერთი ბრეიკ-პოინტი არ მიუღია, გარდა ამისა, ფედერერმა 12 ეისი ჩააწოდა და არც ერთი ორმაგი შეცდომა არ დაუშვია. თამაში საათსა და 59 წუთს გაგრძელდა.

კაცები

I წრე

ანტონიო ვეიჩი (ხორ)-პაბლო კუევასი (ურუ) 4:6, 6:3, 6:2, 3:1 უარი; ნიკოლაი დავიდენკო (რუს, 28)-დენის გრემელმაირი (გერ) 7:6, 6:1, 6:3; მარკოს ბაღდატისი (კვიპ, 27)-ფრედერიკო ჟილი (პორ) 7:6, 6:2, 6:2; ლეონარდო მაიერი (არგ)-დასტინ ბრაუნი (გერ) 3:6, 7:6, 6:2, 6:2; ალბერტ რამოს ვინოლასი (ესპ)-ხავიერ მარტი (ესპ) 6:3, 6:7, 4:6, 6:1, 6:3; სიმონე ბოლელი (იტა)-ფრანკ დანჩევიჩი (კან) 6:1, 6:3, 6:7, 6:2; მაიკლ ბერერი (გერ)-მილოშ რაონიჩი (კან, 26) 6:4, 4:6, 6:3, 6:4; ტომბიას კამკე (გერ)-ოლივიე როხუსი (ბელ) 6:7, 6:3, 6:3, 6:2; ვიქტორ ტროიცკი (სერ, 15)-ჯულიან რაისტერი (გერ) 6:4, 6:3, 6:3; კარლოს ბერლოკი (არგ)-ბერნარდ ტომიჩი (ავსტრა) 7:5, 6:4, 6:2; ალეხანდრო ფალა (კოლ)-პოტიტო სტარაჩე (იტა) 7:6, 6:1, 6:1; სტივ დარცისი (ბელ)-მიკაელ ლოდრა (საფ, 22) 6:7, 6:3, 6:3, 6:3; ფილიპ პეტცშნერი (გერ)-მიშა ზვერევი (გერ) 7:6, 6:0, 6:4; გაელ მონფილსი (საფ, 9)-ბიორნ ფაუ (გერ) 4:6, 6:3, 7:5, 6:0; ტომას შორელი (ჰოლ)-მაქსიმო გონსალესი (არგ) 7:6, 6:3, 6:3; იგორ ანდრეევი (რუს)-ფლორან სერა (საფ) 6:4, 6:1, 6:3; როჯერ ფედერერი (შვეიც, 3)-ფელისიანო ლოპესი (ესპ) 6:3, 6:4, 7:6; სტეფან რობერი (საფ)-ტომაშ ბერდიხი (ჩეხ, 6) 3:6, 3:6, 6:2, 6:2, 9:7; მარსელ ილჰანი (თურ)-ტომი ჰაასი (გერ) 6:4, 4:6, 7:6, 6:4; მიხაეილ კუკუშკინი (ყაზ)-დანიელ ბრანდსი (გერ) 6:2, 6:4, 6:4; მიხაილ იუჟნი (რუს, 12)-გო სოედა (იაპ) 7:5, 6:2, 6:4; რიშარ გასკე (საფ, 13)-რადეკ შტეპანეკი (ჩეხ) 7:5, 6:3, 6:0; მარსელ გრანოლერსი (ესპ)-ალექს ბოგომოლოვი (აშშ) 6:3, 3:6, 7:6, 6:2; ტომაშ ბელუჩი (ბრა, 23)-ანდრეი გოლუბევი (ყაზ) 6:4, 6:4, 6:7, 7:6; ხუან მარტინ დელ პოტრო (არგ, 25)-ივო კარლოვიჩი (ხორ) 6:7, 6:3, 7:5, 6:4; ვიქტორ ჰანესკუ (რუმ)-ბენუა პერი (საფ) 7:5, 4:6, 6:1, 7:6; ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 2)-ტიემო დე ბაკერი (ჰოლ) 6:2, 6:1, 6:3.

ქალები

I წრე

კაროლინ ვოზნიაცკი (დან, 1)-კიმიკო დატე (იაპ) 6:0, 6:2; ალექსანდრა ვოზნიაკი (კან)-იუნრი ნამიგატა (იაპ) 6:1, 6:1; სარა ერანი (იტა)-კრისტინა მაკჰეილი (აშშ) 6:7, 6:2, 9:7; დანიელა ჰანტუხოვა (სლოვაკ, 28)-შუაი ჟანგი (ჩინ) 6:3, 6:3; ირინა-კამელია ბეგუ (რუმ)-არავან რეზაი (საფ) 6:3, 6:3; მარიონ ბარტოლი (საფ, 11)-ანა ტატიშვილი (საქ) 1:6, 6:2, 6:1; ოლგა გოვორცოვა (ბლრ) -აგნეს შავაი (უნგ) 6:4, 4:6, 6:4; ვერა ზვონარევა (რუს, 3)-ლურდეს დომინგეს ლინო (ესპ) 6:3, 6:3; სიბინ ლისიცკი (გერ)-აკგულ ამანმურადოვა (უზბ) 6:0, 6:4; ედინა გალოვიტცი (რუმ)-ანჟელიკ კერბერი (გერ) 2:6, 6:3, 6:1; ანასტასია როდიონოვა (ავსტრა)-ნადია პეტროვა (რუს, 26) 6:7, 6:3, 6:4; ნურია ლაგოსტერა ვივესი (ესპ)-ანასტასია პივოვაროვა (რუს) 6:3, 6:0; შუაი პენგი (ჩინ, 29)-ტამირა პაჩეკი (ავსტრია) 6:3, 6:2; ვესნა დოლონცი (რუს)-ენ კეოტავონგი (ბრიტ) 3:6, 7:6, 6:4; ფრანჩესკა სკიავონე (იტა, 5)-მელანი ოუდინი (აშშ) 6:2, 6:0; ჟიე ჟენგი (ჩინ)-სანდრა ზახვალოვა (ჩეხ) 6:4, 6:3; პეტრა კვიტოვა (ჩეხ, 9)-გრეტა არნი (უნგ) 6:2, 6:1; კაია კანეპი (ესტ, 16)-სოფია არვიდსონი (შვედ) 7:5, 6:1; ჰიზერ უოტსონი (ბრიტ)-სტეფანი ფორეტც გაკონი (საფ) 7:6, 6:1; რობერტა ვინჩი (იტა, 30)-ალბერტა ბრიანტი (იტა) 6:3, 3:6, 6:3; ირინა ბრემონი (საფ)-ევგენია როდინა (რუს) 6:3, 4:6, 8:6; ჯილ კრეიბასი (აშშ)-ელენი დანილიდუ (საბ) 6:3, 6:3; იუნ იან ჩანი (ტაივ)-კლარა ზაკოპალოვა (ჩეხ, 31) 7:5, 6:1; სანია მირზა (ინდ)-კრისტინა ბაროისი (გერ) 6:3, 6:3; აგნიეშკა რადვანსკა (პოლ, 12)-პატრისია მეირი (ავსტრია) 6:1, 6:2; მარია კირილენკო (რუს, 25)-კოკო ვანდევეგე (აშშ) 7:6, 6:2; შანელ სხეპერსი (ს. აფრ)-ვიქტორია კუტუზოვა (უკრ) 6:3, 4:6, 6:2.

"რაც არ უნდა მოხდეს ტურინში, მე ამ მომენტით უკვე სასწაულად ბედნიერი ვარ" - იანიკ სინერმა წელს მე-8 ტიტული მოიგო
უდიდესი სენსაცია პარიზში - ალკარასმა ნორისთან წააგო
[PHOTO] პირველი ქალი ჩოგბურთელი, რომელმაც მკერდი გაიდიდა - ფრანგმა გოგონამ მიზეზი ახსნა
[VIDEO. ეროვნული ლიგა] "პოკერი", 3 პენალტი, ავტოგოლი... "ტორპედომ" ბათუმის "დინამო" გაანადგურა
ზესტაფონის მარგვეთმა ბათუმში იმარჯვა და სუპერლიგაში გალიდერდა
კალათბურთის განვითარების პროგრამის ახალი სეზონი ქართლ-კახეთიდან დაიწყო
მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა - "რეალი" ვინისიუსის გასაყიდად მზადაა
ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა
ტრავმირებულ პსჟ-ში "კვარა" დაიწყებს - "მამარდა" "სიტის" წინააღმდეგ!
[VIDEO] მამუკელაშვილის კარგი მატჩი - "ტორონტომ" ზედიზედ მეოთხე შეხვედრა მოიგო
19-წლამდელების შემადგენლობა საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩებისთვის
[VIDEO] შენგელიას 13 ქულა "რეალთან" - "ბარსელონა" კლასიკოში დამარცხდა
მიქაუტაძემ შიძლება "ესპანიოლთან" ვერ ითამაშოს
[VIDEO] ანდრია ბართიშვილის ჯადოსნური მომენტი! ამ ბიჭს მართლა კოჭებში ეტყობა...
[VIDEO. ეროვნული ლიგა] დაგვიანებული ხომ არ არის? "კოლხეთმა" თბილისში "გაგრა" დაამარცხა....
18 წ. | მზადების დასკვნითი ფაზა
[VIDEO. ეროვნული ლიგა] თბილისის "დინამომ" ლუკა ლაცაბიძის სადებიუტო გოლით გაიმარჯვა
16-წლამდე ვაჟთა ნაკრები მოლდოვას დაუპირისპირდება
დე ლა ფუენტემ თბილისში წამოსასვლელად ესპანეთის ნაკრები დარაზმა
მამარდაშვილის კიდევ ერთი შანსი. როდის დაბრუნდება ალისონი? - სლოტმა კომენტარი გააკეთა
"ბორჯღალოსნები" | ქოქრილმა "არწივებისთვის" 23 შეარჩია
საბა ლობჟანიძეს "ატლანტა იუნაიტედი" "ბარსელონას" ყოფილმა თავკაცმა მეორედ ჩაიბარა
მბაპეს აღარ შეეცილებიან - "რეალში" პენალტების შემსრულებელი ფრანგი იქნება