მანუს "კანტუმ" "ვარეზეს" სტუმრადაც სძლია და მეოთხრეფინალური სერია მშრალი ანგარიშით დაასრულა
იტალიის სერია A-ს მეოთხედფინალური სერიის მესამე მატჩი წარმატებული გამოდგა როგორც მანუჩარ მარკოიშვილისთვის, ასევე ვიქტორ სანიკიძისთვის. მანუს "კანტუმ" "ვარეზე" სტუმრადაც დაამარცხა (75:69) და მეოთხრეფინალური სერია მშრალი ანგარიშით დაასრულა - 3:0.

სანიკიძის "ვირტუსმა" პირველობის ფავორიტ "მონტეპასკისთან" ორი გასვლითი შეხვედრა წააგო და თუ გუშინ ღამითაც დამარცხდებოდა, მეოთხედფინალისკენ გზას სიენელებს დაუთმობდა. ბოლონიელებმა მატჩი თავიდანვე დამაჯერებლად ჩაატარეს და დამსახურებულადაც გაიმარჯვეს - 74:68.

"ვარეზესთან" მეოთხედფინალური სერიის მესამე შეხვედრაში "კანტუმ" პირველ პერიოდში 20:16 მოიგო. მას მერე თანაბარი თამაში მიმდინარეობდა და სტუმრები მცირე უპირატესობას ხელიდან არ უშვებდნენ. შესაძლოა სწორედ ამიტომ, მწვრთნელმა მანუჩარ მარკოიშვილი ზედმეტად არ დატვირთა (ფეხის ცერი აწუხებს), სულ 13 წუთი ათამაშა. მანუმ თითო ორქულიანი და სამიანი ისროლა, თუმცა ქულები მხოლოდ საჯარიმოების რეალიზების შედეგად მიითვალა: 3 ქულა, 1 მოხსნა, 2 პასი. საინტერესოა - ეს იყო მანუჩარის 101 მატჩი იტალიის ჩემპიონატში.

19-19 ბალები მოაგროვეს მისმა თანაგუნდელებმა გრინმა და ლეუნენმა.

ბოლონიაში "მონტეპასკიმ" პირველი პერიოდი ოთხი ქულით მოიგო, თუმცა მეორე და მესამე ათწუთეულებში "ვირტუსს" 8-10 ქულით ჩამორჩა... მასპინძლები ძირითადად ხუთი კალათბურთელის იმედად არიან, შესაბამისად იყო ალბათობა, რომ სიენელებისთვის ბოლომდე ვერ გაეძლოთ, თუმცა სანიკიძის თანაგუნდელებმა ეს შეძლეს და 74:68 იმარჯვეს.

ვიქტორმა 32 წუთი ითამაშა და "ვირტუსმა" "მონტეპასკის" მოხსნებში რომ აჯობა (35:33) სწორედ მისი დამსახურებაა: 6 ქულა, 12 მოხსნა, 1 დაფარება, 1 პასი, 1 ჩაჭრა. ქართველმა ფორვარდმა 7-დან 3 ორქულიანი ჩააგდო.

მატჩის მთავარი მექულე მასპინძელი კელვინ რივერსი გახდა - 20 ქულა.

მეოთხედფინალის მომდევნო შეხვედრას "ვირტუსი" 25 მაისს ჩაატარებს, "მონტეპასკის" ბოლონიაში უმასპინძლებს.

"კანტუს" ნახევარფინალის მეტოქე ჯერ არ გარკვეულა: "მილანი" "სისარის" 2:1-ს უგებს.

მოულოდნელი შედეგით დასრულდა იტალიის მეორე ლიგაში "რიმინისა" და "პრიმა ვეროლის" დაპირისპირება: 2:0 დაწინაურების შემდეგ რიმინელებმა ზედიზედ სამი მატჩი წააგეს და ნახევარფინალის საგზური "პრიმა ვეროლის" დაუთმეს.

მეხუთე შეხვედრა ნიკა მეტრეველის "რიმინიმ" შინ წააგო - 71:85. ქართველმა ფორვარდმა 13 წუთი ითამაშა, 4-4 ქულა-მოხსნა მოაგროვა.

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა