დღეს ოლიმპიურ სასახლეში სუპერლიგის ერთი, თუმცა სეზონის ყველაზე დაძაბული მატჩი გაიმართა. ეს გახლდათ "ტიტებისა" და "ცხუმ-აფხაზეთის" დაპირისპირება, რომლებმაც სუპერლიგის გახსნის დღეს ერთმანეთში სუპერთასი გაითამაშეს და შესაბამისად, მათი პირველი ტურის შეხვედრა სადღეისოდ გადაიდო.

საკალათბურთო მატჩის დაძაბულობის ერთ-ერთი მთავარი საზომი ოვერტაიმია, აღნიშნულ შეხვედრაში კი 2 დამატებითი 5-წუთეული დაინიშნა. მესამეც იქნებოდა, "ტიტების" ამერიკელ სნაიპერს, ლუკ მეიერს საფინალო სირენამდე 1.6 წამით ადრე 2-დან 1 საჯარიმო რომ აეცილებინა. მეიერმა მიზანზე მეტად ნერვების სიმტკიცე გამოავლინა, როცა ჯერ გაათანაბრა, შემდეგ კი გამარჯვების საჯარიმოც ჩააგდო.

"ცხუმ-აფხაზეთმა" რომ წააგო, საკუთარ შეცდომებს უნდა დააბრალოს, რომლებიც ყველაზე ბევრი ბოლო ათწუთეულში დაუშვა, როცა ხელჩასაჭიდ, 7-9-ქულიან უპირატესობას ფლობდა და ისე ჩამორჩა, რომ არა ნომინალური ცენტრის, გიორგი შარაბიძის 2 სამქულიანი, ძირითად დროშივე წააგებდა.

მეორე დამატებით ხუთწუთეულში დეონტა ფრანკლინის და ზუკა მაჩალაძის ქულებით ცხუმელები 4 ქულით დაწინაურდნენ, თუმცა ტიტელთა ერთ-ერთი ლიდერის, ტრისტინ უოლეს სამქულიანით ბრძოლაში დაბრუნდნენ, მეტოქის შეტევაც მოიგერიეს და შემდეგ მეიერის გამარჯვების საჯარიმოების დროც დადგა. გიორგი შარაბიძემ ბოლო იმედის ჯარიმა აირო მეიერზე, რადგან ეს რომ არ გაეკეთებინა, ტიტელი უკანახაზელი 2 ქულას მიითვლიდა.

"ცხუმ-აფხაზეთის" ამერიკელმა გამთამაშებელმა კვამ უოლერმა ზემოთ ნახსენებ 1.6 წამში საკუთარი მოედნიდან სროლა მოასწრო, რომელიც მიზანს ოდნავ ასცდა და "ტიტების" კალათის რკალმა აისხლიტა – 81:80.

გამარჯვებულებს ტრისტინ უოლემ ულიდერა, რომელმაც შესანიშნავი სროლათა პროცენტით (50% 2-იანი, 60% 3-იანი) 23 ქულა და 9 მოხსნა მიითვალა, ხოლო მატჩის მეორე გმირმა მეიერმაც 23 ქულა ჩააგდო, რასაც 7 მოხსნა და 2 პასი მოაყოლა. "ცხუმ-აფხაზეთში" 20 ქულით კვამ უოლერი გამოირჩა, დეონტა ფრანკლინმა კი 14 ქულა მიითვალა.

სუპერლიგის მორიგი, მე-4 ტურის მატჩები 1, 2 და 3 ნოემბერს – რუსთავსა და თბილისში გაიმართება.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
“ა” ლიგის ფინალური სერია ლიბერთიმ კასპში იოლი გამარჯვებით დაიწყო
თსუ-მ ბათუმს დაძაბულ ბრძოლაში სძლია | მარგვეთმა ტყიბულში ქულით იმარჯვა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
თასის გათამაშების ოთხთა ფინალი "ქუთაისმა" შეავსო
"ტიტებმა" დუდუ დადიანის მემორიალური ტურნირი მოიგო
"ოლიმპმა", "ტიტებმა" და "ვერამ" გაიმარჯვეს და ცხრილში დაწინაურდნენ
"ვერამ" ზედიზედ მესამედ მოიგო, "ცხუმ-აფხაზეთმა" კი 7 წაგების შემდეგ იმარჯვა
ფინალური სერიის მეორე მატჩი "რუსთავმა" "ცხუმ-აფხაზეთს" ბრძოლაში მოუგო
მაიკლ დიქსონის 19-ქულიანი დებიუტი "ტიტებში"
"რუსთავმა" "ცხუმ-აფხაზეთს" 76:60 სძლია და ფინალურ სერიაში დაწინაურდა
ფევაძის სარეკორდო 23 მოხსნა და გამარჯვების ბურთი "მგზავრების" კალათში
სუპერლიგის ტური "ქუთაისისა" და "დინამოს" გამარჯვებით დასრულდა
"მგზავრები", "ტიტები" და თსუ თასის გათამაშების ნახევარფინალში გავიდნენ
"ცხუმ-აფხაზეთმა" "დინამოს" სძლია და ჩემპიონის ტიტულს "რუსთავთან" დაიცავს