რაც უნდა გასაკვირი იყოს ქართველი გულშემატკივრებისათვის, არსებობს იტალიური სპორტული საიტი "კალჩო სოვიეტიკო" (Calcio Sovietico), რომელიც პოსტსაბჭოთა ქვეყნების ფეხბურთს აშუქებს და მისი ყურადღების ერთ-ერთი ძირითადი ობიექტი ქართული ფეხბურთია.

"კალჩო სოვეტიკოს" "ფეისბუქგვერდზე" განსაკუთრებით ადვილი შესამჩნევია, რომ ფეხბურთის ძალიან ბევრი გულშემატკივარი არის დაინტერესებული ქართული ფეხბურთით და ჩვენთან მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციასაც ფლობენ.

ზაფხულში, ჩვენი იტალიელი მეგობრის საშუალებით, აღნიშნული საიტის რედაქტორი - მატეო ბალტიკო დაგვიკავშირდა და მას შემდეგ ხშირად მიგვიწოდებია მათთვის საინტერსო ინფორმაცია ქართული ფეხბურთის ისტორიისა თუ ამჟამად მიმდინარე მოვლენების შესახებ.

რამდენიმე დღის წინ მატეო დაგვიკავშირდა და გვითხრა, რომ ბათუმის "დინამოს" იტალიელ ფინანსურ მენეჯერთან ჩაწერა ინტერვიუ და ინგლისური თარგმანიც გამოგვიგზავნა. მატეოს თქმით, ეს პიროვნება თავად იყო ინიციატორი ინტერვიუსი და პირველმა მისწერა მათ. სახელი იმ ადამიანისა, რომელიც "კალჩო სოვიეტიკოს" ბათუმის "დინამოს" ფინანსურ მენეჯერად გაეცნო, ედუარდო ჩიამპელეტი გახლავთ.

ედუარდო ინტერვიუში ამბობდა, რომ ბათუმის "დინამოს" 40%-იანი წილი ლიეტუვურ-იტალიურმა ფონდმა შეიძინა, რომელიც აშშ-ში, დელავერის შტატში არის დაფუძნებული და თავად გახლავთ ამ ფონდის გენერალური მენეჯერი. ედუარდო ასევე იწონებდა თავს ბათუმის "დინამოს" სხვადასხვა მიღწევით და მომავალ გეგმებზეც არ ერიდებოდა საუბარს.

ჩვენ მოვიძიეთ აჭარის მთავრობის მხრიდან ბათუმის "დინამოს" გასხვისებასთან დაკავშირებული დოკუმენტები და არსად ფიგურირებდა არც 40%-იანი წილი, არც ლიეტუვურ-იტალიური ფონდი.

ამის შემდეგ უშუალოდ ბათუმის "დინამოს" დავუკავშირდით, სადაც აღნიშნეს, რომ არანაირი კავშირი არ ჰქონდათ ლიეტუვურ-იტალიურ ფონდთან და მათთან სახელად ედუარდო არავინ მუშაობდა. თუმცა კლუბში ისიც გვითხრეს, რომ იცნობენ ერთ იტალიელ ედუარდოს, რომელიც ბათუმში ცხოვრობს და ცდილობდა გუნდთან საქმიანი ურთერთობა ჰქონოდა, თუმცა საინტერესო ვერაფერი შესთავაზა "დინამოს" და თანამშრომლობაც არ შედგა.

ბათუმური კლუბიდან დაუკავშირდნენ ედუარდოს და ახსნა-განმარტება მოსთხოვეს, იტალიელმა კი ყველაფერი უარყო და სანკტ-პეტერბურგში მცხოვრებ რუს ჟურნალისტს დააბრალა ყველაფერი, თითქოს სპეციალურად მოუწყო ყველაფერი და მისი სახელი გამოიყენა. ედუარდომ დაასახელა რუსი ჟურნალისტის სახელიც, რომლის შესაბამისი სახელისა და გვარის მქონე პიროვნება რუსეთის ფედერაციაში არც ცხოვრობს და არც არასდროს უცხოვრია.

ქართული ანდაზის სისწორე, რომ ტყუილს მოკლე ფეხები აქვს, აქაც გამოჩნდა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ჩვენმა იტალიელმა "ვირტუოზმა" კიდევ ერთი შეცდომა დაუშვა. ედუარდომ "კალჩო სოვიეტიკოს" იმავე "ფეისბუქპროფილიდან" მისცა ინტერვიუ, რომლიდანაც ბათუმის "დინამოს" წარმომადგენლებთან ურთიერთობდა.

როგორც ვხედავთ, ედუარდომ თაღლითური შინაარსის ჰოლივუდის ფილმის გმირობა მოინდომა, თუმცა ამ ფილმის დასასრული მისთვის მთლად ბედნიერი არ აღმოჩნდა.

"კალჩო სოვიეტიკომ" აღნიშნული იტერვიუ საიტიდან აიღო და ბათუმის "დინამოს" ბოდიში მოუხადა.

ედუარდომ კი, რომელსაც სურდა საკუთარი თავი მნიშვნელოვან პერსონად წარმოეჩინა, აფერისტის დამსახურებული სტატუსი მიიღო და "ფეისბუქსა" და მობილურ ტელეფონზეც დაგვბლოკა.

mosexoneli
სად ხედავ დანაშაულს?ზიანი მიაყნე ვინმეს თუ ფულადი სარგებელი მიიგო?კაცმა ცოტა გაიმარიაჟა:):):)
ქარ
გიორგი სააკაძეო უეჭვრლი
ava
მაგალითად აჯესკო ჯუსეპომი
ბათუმის ფანი
...ედუარდომ დაასახელა რუსი ჟურნალისტის სახელიც, რომლის შესაბამისი სახელისა და გვარის მქონე პიროვნება რუსეთის ფედერაციაში არც ცხოვრობს და არც არასდროს უცხოვრია...ასეთი რა სახელ გვარი დაასახელა თქვე კაი ხალხო!?)))
Star Lord
ეს სერიოზული დანაშაულია უკვე და პოლიციაში რატო არაა საქმე შეტანილი? აბა ვინმე ქართველი ყოფილიყო დაუსწრებლად გამოუტანდნენ განაჩენს სასამართლოში
ქუთაისელი
იტალიელი მაფიოზების და აფერისტების ექსპორტი გვაკლია ზუსტად.. :დ
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
ბათუმის "დინამოს" გასხვისების პროცესი დასრულდა - კლუბს ახალი მესაკუთრე ჰყავს
"დინამო ბათუმის" წარმომადგენლები TransferRoom-ის ღონისძიებას დაესწრნენ
ბათუმის "დინამომ" 2026 წლის სეზონისთვის მზადება დაიწყო
ბათუმის "დინამოს" განცხადება სატრანსფერო სანქციის შესახებ
ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი გუნდს თურქეთში ესტუმრა