ეროვნული ლიგის 33-ე ტურში სტუმრად "ჩიხურასთან" 0:2 დამარცხების შემდეგ ბათუმის "დინამოს" მფლობელმა არჩილ ბერიძემ "ფეისბუქზე" განცხადება გაავრცელა. ის უკმაყოფილოა მსაჯობით და თქვა, რომ სავარაუდოდ დატოვებს ქართულ ფეხბურთს და ზღვისპირულ კლუბს.

მოგვიანებით მან "პირველ არხს" შემდეგი განუცხადა:

"ჯობია, დროზე წავიდე. ეტყობა, ასეც უნდათ. მოვა ვიღაც და ჩემი წასვლა მისთვის იქნება მაგალითი, ხოლო ამ ნაბიჯით ქართული ფეხბურთი უფრო გაძლიერდება.

ინვესტიციაზე უარს არ ვიტყვი, ბოლო თეთრს გავიღებ და გუნდს ყველაფერი ექნება, მაგრამ ჯანმრთელობას ვიღაც მსაჯს არ გადავაყოლებ.

გადის მსაჯი მოედანზე და აპრიორი იცის, რას გააკეთებს. პირველ ტაიმში მეტოქის მცველს საჯარიმოში ბურთი ხელზე მოხვდა და პენალტი არ დანიშნა. კარგი, ჩავთვალეთ, რომ შეეშალა - ვის არ შეშლია?! მაგრამ მეორე ტაიმში მეტოქეს კაცი არ გაუგდო, საჩხერელ ფეხბურთელს კი მეორე ყვითელი არ მისცა, რადგან იცოდა, გასაგდები იქნებოდა.

ვის ვეჭიდავო?! არ შემიძლია ამ ბინძურ თამაშში ყოფნა! მირჩევნია, ახლა მაგინონ, ვიდრე არაფერი შევიმჩნიო. ვერავინ დამარწმუნებს, რომ აქ ყველაფერში დამნაშავე ფეხბურთის ფედერაციაა - ეს ხალხი არაფერ შუაშია, კიკაჩეიშვილს არავინ ეტყოდა, ბათუმელებს ხელი შეუშალეო. ეს არ მოხდებოდა.

მაგრამ ფეხბურთის ფედერაციის დანაშაული ის არის, რომ ივანწმინდის უვარგის მოედანზე გვათამაშა.

5 წელია ფულს არავინ დებდა, მე გამოვჩნდი და ახლა დაიწყეს ფულის ჩადება. ეს თუ არ უნდათ, თუ არ უნდათ ბათუმში ფეხბურთის ბუმი, მაშინ აქ მე არაფერი მესაქმება.

ჩემს ემოციებს და შრომას არავინ უყურებს. მეუბნებოდნენ თანაინვესტორები - ფეხბურთში ფულის ჩადება არ გვინდაო და მე მაინც დავითანხმე, მაგრამ ვის გამო? ვიღაც ნაძირალას გადავაყოლო გუნდის ამბიცია და ნერვები?! ეს არის მარაზმი, რომელიც დროულად უნდა ვამხილოთ".

ბათუმის "დინამოს" ცნობით, ბერიძე 2 ნოემბერს 13:00 საათზე პრესკონფერენციას ჩატარებს.

ჩასაფრებული
კარგით რა ,რატომ იყო გასაგდები ,მართალია ვარდნის დროს ბურთზე ვერ ითამაშა,მაგრამ არც კონტაქტი იყო შემტევთან რაც აშკარად ჩანს განმეორებაზე,რაც შეეხება პენალტს ასეთები დაუნიშნავთ ან არ დაუნიშნავთ?ფებურთს არ უყურებთ? ფეხბურთში ესეთები ხდება და კიდევ მოხდება,წავა ეს ბატონი ფეხბურთიდან თუ არა.ისე შეთქმულების ძებნას აჯობებდა დაგეთვალად რამდენი გოლი გაიტანა ბათუმის დინამომ ბოლო ტურებში გამოაკელით პენალტით გატანილი გოლები და მერე შეაფასეთ.ან კიდევ პენალტის ეპიზოტი თუ არ ვცდები 28წ.იყო ნოლით ნოლზე წინ მთელი მატჩია ითამაშე და მოიგე რაზეა საუბარი.?
გოჩა
რას წერთ თამაშს უყურეთ,ეს რა ქნეს ვერ ხედავთ ნამუსი არა გაქვთ ,თუ რა.არის,უნამუსობის ზეიმია დღეს,რა შუაშია ბერიძე,თქვე არაკაცებო,მსაჯი ორივე შემთხვევაში ორ მეტრში იდგა პენალტი კარგი მაჰრამ ჯარიმა იყო ბოლო იმედის და უნდა გაეგდო და არ დანიშნა,ხმა ჩაიგდეთ თქვე არაკაცებო,ლაჩრებო,აფერისტებო,ჩიხურა არა კვატი კიდევ,
ბათუმის ფანი
ვერ მოესწრები ნოსტრადამუს
გიორგი
რატომ, რა თქვა არა სწორი?
გურამი
ნეტა არ რცხვენია?? რა შენი მოსვლის მერე ჩაიდეს ფული სხვა ქვეყანაში ხომ არ ხარ, აბა ფიფია, ოფურია, ხეჩიკა და რუხაძე შენ გიყურებენ?? აუ ეს აფერისტები საიდან ეძრობიან, ერთი პენალტი არ დაუდეს და შანტაჟზე გადავიდა.
vova
ბათუმს ორი წელი ვუწინასწარმეტყველე და ეს ორ თვეში დაიშალა ეხლა საინტერესოა პროკურატურა დაინტერესდეს ვიტ ჯორჯიასთან ფრედ თამაშზე მაშინ ხომ არ იყო მსაჯი შუაში
ave
დავიჯერო ახალი ჩაჩავა იჩითება?
სოსო
ცხელ გულზე ნუ მიიღებთ გადაწყვეტილებას,ბატონო არჩილ.არც თქვენთვის იქნება კარგი,არც ბათუმის დინამოსათვის,არც ქართული ფეხბურთისათვის და არც გულშემატკივარისათვის.ქართული ფეხბურთი თქვენი თქმისა არ იყოს,ერთი და ორი ნაძირალა არ არის მხოლოდ და მათ გამო ნუ დავაზარალებთ გაჩენილ იმედის ნაპერწკალს.
gocha
კოკაია გამახსენდა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-1 გაგრა. კინაღამ 3 ქულა წაიღეს...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 0-0 დინამო (თბ). თამაშს ქომაგი მოუხდა, უგოლობა - არა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 სამგურალი. თანალიდერი და თითქმის ლიდერი
ანჩელოტიმ ბრაზილიის ნაკრებთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა
ლიბერთიმ ფინალური სერია გრიფინს მოუგო და სუპერლიგის საგზური მოიპოვა
ქალთა ნაკრებმა ფარერის კუნძულებთან მატჩისთვის მზადება დაიწყო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-1 გაგრა. კინაღამ 3 ქულა წაიღეს...
მირჩა ლუჩესკუ გარდაიცვალა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 სამგურალი. თანალიდერი და თითქმის ლიდერი
ბარკოლა ოპერაციას გადაურჩა
"ბარსელონა" - "ატლეტიკოს" მატჩის დელეგატი სფფ-ის წარმომადგენელი იქნება
18 წ. | 31:35. საქართველოს ნაკრებს ინგლისის დასამარცხებლად ცოტა დააკლდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 0-3 დინამო (ბთ). "რუსთავის" მეორე ტაიმი, ბათუმის "დინამოს" პირველი მარცხი
"გადავა თუ არა "რეალში"? - სანიოლმა კვარაცხელიას მომავალზე ისაუბრა
ლიბერთიმ გრიფინი ბოლო წუთებზე გატეხა და ფინალურ სერიაში 2:1 დაწინაურდა
დარჩება "ბენფიკაში"? - მოურინიომ თავის მომავალზე ისაუბრა
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
მოულოდნელი ამბავი - პსჟ-ის მეკარე კარიერას აზერბაიჯანულ გუნდში გააგრძელებს
რჩება თუ მიდის - ვინისიუსმა თავის მომავალზე განცხადება გააკეთა
იტალიაში იწვევენ - ბერნარდო სილვას სერია A-ში თამაშის ვარიანტი გამოუჩნდა
ვინ შეცვლის გვარდიოლას - "სიტის" სამი კანდიდატი ჰყავს
"ეს პსჟ-ს მიერ "ლივერპულის" ნამდვილი ხოცვა-ჟლეტა იქნება!" - ირწმუნება საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
არჩილ ბერიძე: ფული ჩვენთვის არასოდეს ყოფილა გადამწყვეტი მნიშვნელობის
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს
ბათუმის "დინამოს" პრეზიდენტ არჩილ ბერიძეს საფეხბურთო საქმიანობა 2 წლით აეკრძალა
ბათუმის "დინამოს" გასხვისების პროცესი დასრულდა - კლუბს ახალი მესაკუთრე ჰყავს
"დინამო ბათუმის" წარმომადგენლები TransferRoom-ის ღონისძიებას დაესწრნენ
არჩილ ბერიძე: გეგუჩაძის წვლილი განუზომელია - ცვლილებებისაც არ შეგვეშინდება
ბათუმის "დინამომ" 2026 წლის სეზონისთვის მზადება დაიწყო
არჩილ ბერიძე: შემადგენლობის გასაძლიერებლად მუშაობა უკვე დაწყებული გვაქვს
"ხვიჩასთან დაკავშირებით ერთი ოცნება ნამდვილად მაქვს, დე ლაურენტისს მინდა ვუთხრა, რომ..." - ბერიძემ "კვარას" შესახებ ისაუბრა
ბათუმის "დინამოს" განცხადება სატრანსფერო სანქციის შესახებ
ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი გუნდს თურქეთში ესტუმრა