სუპერლიგის მე-4 ტურში პირველი მარცხი იგემა მუია ტაჩის გაწვრთნილმა “დინამომ”. დინამოელები სუპერლიგის დებიუტანტმა “ვერამ” დაამარცხა, რომელმაც მიმდინარე სუპერლიგაში მე-3 გამარჯვება მოიპოვა და თსუ-სთან ერთად გათამაშების ლიდერია. ირაკლი ხოშტარიამ, რომელიც გასულ წლებში “დინამოს” წვრთნიდა, თავის ყოფილ გუნდთან პრინციპული გამარჯვება მოიპოვა. მისმა გაწვრთნილმა “ვერამ” გამართული და დალაგებული თამაშის წყალობით მეტად ღირებული მატჩი მოიგო – 74:69.

შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა. გარდამავალი უპირატესობით მიმდინარე მატჩის პირველი პერიოდი დინამოელებმა 25:23 მოიგეს, ხოლო დიდი შესვენებისთვის მუია ტაჩის გუნდი 3 ქულას იგებდა. გარდატეხა მოხდა მესამე პერიოდში, რომელიც ვერელებმა 16:13 მოიგეს და ანგარიში გაათანაბრეს. ვერელებმა კონტროლი დაამყარეს მეტოქის სამწამიანში, რაც ვახტანგ ქადარიასა და ვენდელ ლუისის შედეგიანი თამაშის დამსახურება გახლდათ. ფარქვეშ მეტოქის შეჩერების ფონზე ვერელებმა უპირატესობა პერიმეტრიდან შედეგიანი თამაშის ხარჯზე მოიპოვეს. ბექა ჩიკვილაძის და განსაკუთრებით, გივი ბაქრაძის შორი და ზუსტი სროლებით ვერელებმა ლიდერობა მოიპოვეს, თუმცა არა ისეთი საიმედო, რომ ბოლო წუთებზე მშვიდად ყოფილიყვნენ.

თანაბარ ბრძოლაში, როცა ანგარიშში მცირედი სხვაობა იყო, გარდამტეხი გამოდგა ბექა ჩიკვილაძის ჩაჭრა, რომელიც ვერელების უკანახაზელმა მატჩის ბოლო წუთზე განახორციელა და ის ჯარიმით შეაჩერეს. ჩიკვილაძემ 1 საჯარიმო ჩააგდო და “ვერა” 72:69 დააწინაურა. მატჩის ბედი მაშინ გაირკვა, როცა დინამოელთა ახალგაზრდა ფორვარდს, ირაკლი კილაძეს ფარქვეშ მოპოვებული ბურთის შემდეგ 2 საჯარიმოს სროლის უფლება მიეცა და ორივე ააცილა. ვერელთა ამერიკელმა უკანახაზელმა ბრენდონ სლაიმ გარღვევა შედეგიანად დააგვირგვინა და თავის გუნდს მოგება გაუნაღდა.

გამარჯვებულთაგან 17 ქულითა და 10 პასით საუკეთესო იყო ბრენდონ სლაი. 17 ქულა მიითვალა ბექა ჩიკვილაძემ, ხოლო გივი ბაქრაძის ანგარიშზე 12 ქულა დაგროვდა. “დინამოში” 16 ქულითა და 10 მოხსნით ტაილერ უილიამსი გამოირჩა. 16 ქულა და 5 მოხსნა სედრიკ ქაუნსილის ანგარიშზე დაგროვდა.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
“ა” ლიგის ფინალური სერია ლიბერთიმ კასპში იოლი გამარჯვებით დაიწყო
თსუ-მ ბათუმს დაძაბულ ბრძოლაში სძლია | მარგვეთმა ტყიბულში ქულით იმარჯვა
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ბათუმმა" "დინამო" დაამარცხა და სუპერლიგაში გალიდერდა
თასის მეოთხედფინალს "მგზავრები", "ვერა" და "ტიტები" დაემატნენ
თსუ-მ "დინამო" დაამარცხა და სუპერლიგის პირველი წრე პირველ ადგილზე დაასრულა
“მეგამ” “ვერა” დაამარცხა და მემორიალის ფინალში “ქუთაისს” შეხვდება
სუპერლიგის პირველი წრის ბოლო მატჩში "მგზავრებმა" "ვერა" დაამარცხა
"ოლიმპმა", "ტიტებმა" და "ვერამ" გაიმარჯვეს და ცხრილში დაწინაურდნენ
"ვერამ" ზედიზედ მესამედ მოიგო, "ცხუმ-აფხაზეთმა" კი 7 წაგების შემდეგ იმარჯვა
თასის გათამაშების პირველი მეოთხედფინალისტები "დინამო" და "ოლიმპი" არიან
"ოლიმპი" ქუთაისში დამარცხდა, "ვერამ" კი რუსთავში იმარჯვა
სუპერლიგის ტური "ქუთაისისა" და "დინამოს" გამარჯვებით დასრულდა
საქართველოს თასის გათამაშება დაიწყო
"ცხუმ-აფხაზეთმა" "დინამოს" სძლია და ჩემპიონის ტიტულს "რუსთავთან" დაიცავს