კვიპროსული გამოცემა goal.philenews.com-ი ფამაგუსტის "ანორთოსისის" თამაშს ეხმაურება და გუნდის მთავარ მწვრთნელ თემურ ქეცბაიაზე საუბრობს.

სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ უკანასკნელ ორ შეხვედრაში ფამაგუსტელთა შეტევამ დარჩენილი კრიტიკოსებიც დაადუმა და თავი შესანიშნავად გაართვა მასზე დაკისრებულ მოვალეობას. განსაკუთრებით კარგად გამოიყურებოდა ნიკა კაჭარავა, რომელმაც ბოლო 2 მატჩში 2 გოლი გაიტანა. თემურ ქეცბაია ყოველკვირა უფრო და უფრო ნაკლებ შეკითხვას ტოვებს და მის მიერ გაწვრთნილი გუნდიც შესანიშნავად თამაშობს.

ქეცბაიას სამწვრთნელო კარიერაში პირველად ჰყავს გუნდის ლიდერი, უფრო სწორად, პირველად უწოდა თავის ფეხბურთელს ლიდერი. ეს ესპანელ რაიოზე განაცხადა და ქართველი სპეციალისტისაგან მსგავს სიტყვებს არავინ ელოდა.

ბოლო შეხვედრაში, "ოლიმპიაკოსთან" გუნდმა 8 გოლი გაიტანა. ნახევარი არ ჩაუთვალეს და ამის პარალელურად, შესანიშნავად ითამაშეს დაცვაში. "ანორთოსისი" გახდა პირველი გუნდი, რომელსაც "ოლიმპიაკოსმა" კვიპროსის წლევანდელ ჩემპიონატში გოლი ვერ გაუტანა. ქეცბაიამ ლიგაში საუკეთესო დაცვის ხაზი შექმნა და 7 შეხვედრაში მხოლოდ 2 გოლი გაუშვა.

ქართველს დაცვაზე ორიენტირების გამო დიდი ხანი აკრიტიკებდნენ, თუმცა ახლა ყოველ ჯერზე საწინააღმდეგოს ამტკიცებს. ორ მატჩში, რომელშიც ფამაგუსტელებმა გოლი ვერ გაიტანეს, ქეცბაიას გუნდს დიდი უპირატესობა ჰქონდა და ბევრი მომენტი შექმნა.

2015/16 წლებში მისი ხელმძღვანელობით "აპოელმა" ლიგაში გოლების რეკორდული რაოდენობა გაიტანა, წელს კი "ანორთოსისი" თამაშიდან თამაშამდე უფრო აგრესიული ხდება.

როცა ქეცბაიას ვკითხეთ, რა იყო მთავარი მოთხოვნა ფეხბურთელებისადმი, მან გვიპასუხა - "ნულოვანი პასიურობა" და ალბათ, ეს უნდა იყოს იმ მწვრთნელის პასუხი, რომელსაც არასდროს სურს წაგება. წლევანდელ სეზონში "ანორთოსისს" შეხვედრა არ წაუგია, მხოლოდ 2 მატჩში ვერ გაიტანა გოლი, თუმცა იმ შეხვედრებში არც გაუშვია. ამ შედეგებიდან გამომდინარე, ვინ იტყვის, რომ ქეცბაიას შემტევი ფეხბურთის თამაში არ შეუძლია?!

Geo_Dinamo
ჩვენ არ გვყავდა მის დროს და არ ახლა გვყავს შემტევი ნაკრები, თორემ თვითონ ქეცბაია ვინც იყო კარგად ვიცით ვისაც გვახსოვს მისი თამაში. მარტოს შეეძლო გუნდი შეტევზე აეყოლიებინა ისეთი ჟინიანი იყო. ნეტავ კიდევ გვყავდეს ახლა ნაკრებში მისნაირი.
ანესთეზეოლოგი
საქართველოს ნაკრების უმთავრესი პრობლემა (პრაქტიკის ნაკლებობასთან ერთად) არის დისციპლინა! ეს არის სახასიათო შტრიხი, რომელიც საბჭოთა პერიოდის დასასრულისას დაიწყო და პოსტსაბჭოური პერიოდის დასაწყისში განვითარდა. ამ პრობლემამ გამოიწვია სპორტული მენტალიტეტის და პროფესიონალიზმის გაგების გარყვნა. წლები გავიდა, მაგრამ ხშირ შემთხვევაში დღემდე ვხვდებით ამის მაგალითებს. დღესაც ვხედავთ პროტექციის წყალობით დაწინაურებულ სპორცმენებს, საეჭვო მატჩებსა და მსაჯობას, არაპროფესიონალურ მენეჯმენტსა და უამრავ სიცრუეს, პასუხისმგებელი პირების პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მცდელობებს... ამ ყველაფერმა იმოქმედა გულშემატკივარზეც და მასაც დაამჩნია გარკვეული კვალი. გულშემატკივარმაც დაკარგა შესაბამისი კულტურა. სამწუხაროდ ჩვენმა ფეხბურთელებმა იციან რაღაც "ჩამოძინება", რაღაც მომენტში უაზროდ "მოდუნება", რაც მთლიანად ცვლის თამაშის შინაარსს და ეს ძალიან ძნელი ასახსნელია. ჯერჯერობით ვერცერთმა მწვრთნელმა ვერ შეძლო ნაკრებში დისიპლინის უმაღლეს დონეზე დანერგვა რადგან ეს მენტალიტეტში უკვე ღრმად გამჯდარი პრობლემაა. მოშვებულობა, მოდუნება, უხასიათობა, რაღაც გულგრილი დამოკიდებულება.... მეტნაკლებად ყველა სპორტში იგრძნობა. და არა მხოლოდ სპორტში, ზოგადად სისტემურ პრობლემასთან გვაქვს საქმე, მთელს ქვეყანაში ეს სიტუაციაა ამ ეტაპზე. თაობები სჭირდება ამ ყველაფრის ფუნდამენტალურ შეცვლას. ნუ ვიფიქრებთ, რომ ეს ხასიათი და დამოკიდებულება გენში მოგვდგამს. მართალია ეს უკვე დიდხანს გრძელდება, მაგრამ 1981-ის თბილისის დინამო გავიხსენოთ. მანქანასავით აწყობილი, გერმანული დისციპლინით აღჭურვილი გუნდი, რომელმაც ევროპა დაიპყრო, მას აბსოლიტურად ყველა კონტინენტზე იცნობდნენ! ისინიც ქართველი ბიჭები იყვნენ...
Vasili
ესეიგი ქეცბაია მარტო კვიოპროსიდან გახსოოვთ? ვაი , ვაი, ვაიიიიიი!!!! / ზოგი ისეთი ახალგაზრდააა ან უინტერესო რომ არცკი იცის რას ამბობს! არადა ეს GOOGLE ხომ არსებობს, დაგუუგლეე რა !!! / ამაზე შემტევი და ამაზე ჯიგრიანი ფეხბურთელი საქართველოს არ ყოლია ისტორიის მანძილზე!!!! ერთი რაც იყო ამ კაცის ხასიათი, იყო ის რომ პირში ახლიდა ყველას ყველაფერს , და ეს ჩვენ ქვეყანაში არ მოსწონთ!რადგან მოდაშია, ფარისევლობა!ტყული! და დაუღალავად ერთი ადგილის თამაში!!!
ვაჟა
ნათელია ყველაფერი. საქართველოში არავის არაფერი გამოსდის.ქართულ ფეხბურთში არის ფესვებგამჯდარი კლანი, მაგის ამოძირკვა ძალიან გაჭირდება და სანამ ამოძირკვაზე მიდგება საქმე დანახვა უნდა მაგას, მაგრამ თვალებში ნაცარს აყრიან ხალხს. კაროჩე ძაან სალობიეში ვართ რა. გულშემატკივარს ისე გვაფურთხებენ სულში, უმრავლესობა ვერც ხვდება ამას.
saba
ჩვენ რომ ვბდღვნით ევროპულ ფეხბურთს, ალბათ იმის ფონზე ხომ?...:)))))))))))))
რ ე ა ლ ო ბ ა
არ მოწონდათ ქეცბაია სიმართლეს რომ ამბობდა... დისციპლინა ამათ არ ქონდათ ეს იმის შვილია ია იმის შვილია გუნდს არ აკეთებინებდნენ თავის ნებაზე ვისაც ეტყოდნენ ის უნდა ჩაესვათ გუნდში. ფეხბჰრთელები არ ჩამოდიოდნენ რომ ეთამაშათ..აკრიტიკებდნენ.... უმაგრესი მწვრთნელია და სიმართლის მოყვარული ქეცბაია
goga
ვაი ჩვენს პატრონს, კვიპროსის და კვიპროსში ნათამაშები ფეხბურთი არ "გეიშვა"...
gio
ეს კაცი ფეხბურთის ერთგული იყო და არის....
გრიგოლ1408
დააბრუნეთ ქეცბაია ნაკრებში.მითუმეტეს ნახევარი ნაკრები იქ თამაშობს
odala
შემტევი ფეხბურთი ჩვენ ნაკრებს არ შეუძლია, თორემ ქეცბას კი შეუძლია.
[VIDEO] გოგლიჩიძის გარეშე და ჩაკვეტაძის ერთი ტაიმი - "უოტფორდმა" სახლში "იფსვიჩთან" წააგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია სრულიად განსხვავებული ფეხბურთელია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
კვარაცხელიასა და პსჟ-ის დღე - "იუვე" იტალიური ფეხბურთის პრესტიჟისთვის!..
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
თემურ ქეცბაია შოტლანდიური გუნდის მწვრთნელად არ დანიშნეს
შეტევაში ბალოტელისთან ერთად - "ჯეონამ დრაგონსმა" კაჭარავა წარადგინა
საქართველოს ნაკრების ფორვარდი აზიის თასების მფლობელთა თასის გამარჯვებულში ითამაშებს
ქეცბაიამ კაჭარავას შემცვლელი შეიძინა - "ნაპოლის" ექსფორვარდი გერმანიიდან
გიორგი ლორიას თამაშის გაყიდვაში დასდეს ბრალი - მიზეზი თავის გაქანებაა... [VIDEO]
"ანორთოსისმა" თემურ ქეცბაია გაათავისუფლა
კვიპროსელებმა ოქრიაშვილის დაბრუნების თარიღი დაასახელეს
კვიპროსული გამოცემა: "ანორთოსისის" ჩავარდნა ოქრიაშვილს უკავშირდება
ნიკა კაჭარავა "ტორპედოს" ფეხბურთელი გახდა
ქეცბაიამ შეიძლება მუშაობა შოტლანდიაში გააგრძელოს
გიორგი ქვილითაია კარიერას "ანორთოსისში" განაგრძობს
ნიკა კაჭარავა ლიეტუვის "პანევეჟისში" გადავიდა
"ასეთი ტრანსფერები და ამ დონეზე თამაში გვჭირდება, რადგან..." - თემურ ქეცბაია ვახტანგ სალიას "ნიუკასლში" ტრანსფერს გამოეხმაურა
ქეცბაიას წასვლა რომ საქმეს შველოდეს - კვიპროსმა ისევ წააგო
განიხილება ორი კანდიდატურა - ქეცბაია სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება?
კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...
საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი ფეხბურთელი "ანორთოსისში"?
ნიკა კაჭარავამ "ტორპედო" დატოვა