ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

გოგიტა გოგუა: ჯერ საქართველოს ნაკრებს გაუმარჯოს, შემდეგ - "ვოლგას"

გოგიტა გოგუა: ჯერ საქართველოს ნაკრებს გაუმარჯოს, შემდეგ - "ვოლგას"

ნიჟნინოვგოროდელთა ქართველმა ნახევარმცველმა კლუბზე, ნაკრებსა და თემურ ქეცბაიაზე ისაუბრა
ნიჟნი ნოგვოროდის "ვოლგას" ქართველ ნახევარმცველს, გოგიტა გოგუას "სპორტბოქს.რუმ" ექსკლუზიური ინტერვიუ ჩამოართვა. ინტერვიუში გოგიტა კლუბის ბოლოდროინდელი წარუმატებლობის მიზეზებზე, ეროვნულ ნაკრებზე, თემურ ქეცბაიასა და საქართველო-რუსეთის კონფლიქტზე საუბრობს.

- გოგიტა, "ვოლგამ" სეზონი შთამბეჭდავად დაიწყო, მაგრამ შემდეგ გუნდს მომენტების რეალიზაციასთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნა და ქულების მოპოვება გაუჭირდა. ამ დრომდე ბოლო გამარჯვება აპრილში "როსტოვთან" იზეიმეთ. რა დაემართა გუნდს?

- ძნელი ასახსნელია. დღეს გუნდი სატურნირო ცხრილის ქვედა ნაწილშია, თუმცა ამის გამოსწორება შეიძლება. თავიდან მართლაც კარგად დავიწყეთ, მაგრამ შემდეგ რაღაც უცნაური მოხდა. ფეხბურთელები მონდომებით ვვარჯიშობთ, რათა შეცდომები აღარ დავუშვათ. წინსვლაა საჭირო.

- ამ ყველაფერზე როგორი რეაქცია აქვს ომარ თეთრაძეს? ცნობილია, რომ ის იმპულსური მწვრთნელია.

- ვერ ვიტყვი, რომ ის ძალიან ემოციურია. ის აცნობიერებს, რომ გუნდი პრემიერლიგაში პირველ სეზონს ატარებს და გუნდის ყველა მოთამაშეს ამ დონეზე აქამდე არ უთამაშია. გუნდს ადაპტაცია სჭირდება და მწვრთნელი საამისოდ დროს გვაძლევს.

- ფიქრობთ, რომ თქვენი ყველა თანაგუნდელი ჯერ კიდევ ვერ შეეწყო უმაღლეს დივიზიონს?

- დიახ. გვყავს ფეხბურთელები, რომლებსაც პრემიერლიგაში დიდი ხანი არ უთამაშიათ, თუმცა ისიცაა, რომ "ვოლგასთვის" არც ერთ გუნდს დამაჯერებლად არ მოუგია. ჩვენ ხომ სულ ერთი ბურთის სხვაობით ვმარცხდებოდით და შემთხვევითი გოლები გავუშვით. ვერ ვიტყვი, რომ გუნდი ურიგოდ თამაშობს. უბრალოდ, ბურთს არ სურს ხოლმე მეტოქის კარში შევარდნა.

- ზოგიერთი მწვრთნელი მარცხის შემდეგ გასახდელში ბობოქრობს, ზოგი შეცდომებს მშვიდად განიხილავს. თეთრაძე რომელ კატეგორიას მიეკუთვნება?

- ჩვენი მწვრთნელი არასდროს ყვირის. პირიქით, ყოველთვის გვიგებს და გვამხნევებს.

ყოფილა შემთხვევა, რაღაც არასწორად გამიკეთებია და ამის გამო შენიშვნაც მიმიღია. შეცდომა ყველა ფეხბურთელს შეიძლება მოუვიდეს, მაგრამ მწვრთნელის ნათქვამს ყურადღებით და პატივისცემით უნდა მოვეპყრათ.

- თქვენი ტემპერამენტის გათვალისწინებით, კრიტიკას მშვიდად იღებთ?

- დიახ, ზოგჯერ მართლაც ვარ ხოლმე ემოციური, მაგრამ საერთოდ მშვიდი ადამიანი ვარ. ჩემზე ისეთი ხმები დადის, ვინმეს გიჟი ვეგონები (იცინის). სინამდვილეში ასე არაა და კრიტიკასაც მშვიდად ვიღებ.

- "ვოლგას" მიწვევაზე დაფიქრდით თუ უმალ დათანხმდით? რითი მოგხიბლათ პრემიერლიგის ახალწვეულმა?

- ნალჩიკში დიდ ხნის განმავლობაში ვთამაშობდი და წინადადებით რომ მოემართათ, ალბათ დავრჩებოდი. ასე რომ არ მოხდა, ვიფიქრე, რომ კონტრაქტის გაგრძელება არ სურდათ და "ვოლგას" შემოთავაზებასაც სწრაფად დავთანხმდი.

- 2008 წელს თქვენით შოტლანდიური "ჰარტსი" ინტერესდებოდა, მანამდე - ორი თურქული კლუბი. ახლა არ ნანობთ, რომ საზღვარგარეთ თამაში ვერ შეძელით?

- იმ წესით ვცხოვრობ, რომლის თანახმად - რაც არ გამოდის, ე.ი. ასე აჯობებდა. "ჰარტსთან" კონტრაქტი გავაფორმე, მაგრამ სამუშაო ვიზა ვერ მივიღე და მაშინ ძალიან დავღონდი. თურქული კლუბებისგან კი, სიმართლე გითხრათ, ასპროცენტიანი ვარიანტები არ ყოფილა. საზღვარგარეთ თამაშის სურვილი, რა თქმა უნდა, მაქვს, თუმცა შესაძლებლობა ჯერჯერობით არ მეძლევა.

- 2009 წელს ნალჩიკის "სპარტაკიდან" იჯარით "ტერეკში" რატომ გადახვედით?

- ყოველ ფეხბურთელს სურს თამაში. ერთხელაც იური კრასნოჟანმა ჩემი იჯარით გასხვისება გადაწყვიტა, რაშიც სრულებით ვეთანხმებოდი. "ტერეკში" ვითამაშე, შემდეგ ისევ ნალჩიკში დავბრუნდი და მთელი სეზონი ძირითადში გავატარე. ამრიგად, იჯარით სხვა გუნდში გადასვლა წამადგა.

გროზნომ ჩემზე საუკეთესო შთაბეჭდილებები დატოვა. ზოგი ფიქრობს, რომ იქ საშიშია, მაგრამ გარწმუნებთ, ჩეჩნეთში ძალიან უყვართ ფეხბურთი და ყველაფერს აკეთებენ მისთვის. შესაბამისად, ფეხბურთელებისთვის იქაურობა სავსებით უსაფრთხოა.

- ახლა "ტერეკს" მსოფლიოში ცნობილი რუდ გულიტი წვრთნის. არ ისურვებდით მისი ხელმძღვანელობით თამაშს?

- სიამოვნებით ვივარჯიშებდი ნებისმიერ კარგ მწვრთნელთან, რომელმაც საქმე იცის და მაღალი შედეგისთვის ბრძოლა ძალუძს. "ტერეკის" თავკაცი, რა თქმა უნდა, მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდაა, თუმცა რუსეთში მასზე უკეთესი მწვრთნელებიც არიან.

- წინა ტურში თქვენი ყოფილი გუნდის - ნალჩიკის "სპარტაკის" წინააღმდეგ პირველად ითამაშეთ. როგორი შეგრძნება დაგეუფლათ?

- ემოცია ისეთივე მქონდა, როგორიც სხვა გუნდების წინააღმდეგ თამაშისას. მაგრამ ის, რომ "სპარტაკის" გულშემატკივრები თბილად შემხვდნენ და მეძახდნენ: "გოგუა, დაგვიბრუნდი!", რა თქმა უნდა, ძალიან სასიამოვნო იყო. გუნდშიც და ყაბარდო-ბალყარეთშიც ძალიან მაფასებენ.

- ნალჩიკში გულშემატკივრები ისეთივე ტემპერამენტიანიები არიან, როგორიც თქვენ მშობლიურ საქართველოში?

- რა თქმა უნდა, საქართველოშიც ძალიან უყვართ ფეხბურთი. იქაური ჩემპიონატი რუსულს ვერ შეედრება, მაგრამ როცა ნაკრები თამაშობს, სტადიონი პირამდე ივსება. ფეხბურთელები კარგი გვყავს და მეტს იმსახურებენ, უბრალოდ, ფინანსური პრობლემები ხელს უშლით.

- ივნისში საქართველოს ხორვატიასთან სტუმრად მატჩი უწევს. თბილისში გაიმარჯვეთ. რას ელით საპასუხო მატჩისგან?

- ხორვატებს ძალიან კარგი გუნდი ჰყავთ, თუმცა თამაში ყველასთან შეიძლება.

- გამართლებულია, რომ რუსეთისა და საქართველოს ნაკრებებს სხვადასხვა ჯგუფებში ანაწილებენ?

- გაუმართლებელია, რომ ჩვენ ქვეყნებს შორის ცუდი ურთიერთობაა. ძალიან ბევრი რუსი ცხოვრობს საქართველოში და მათ პატივს სცემენ. ასევე რუსეთში უამრავი ქართველია, რომლებსაც ასევე კარგად ეპყრობიან. ხალხის ინტერესებისა და პოლიტიკის ერთმანეთში არევა არ შეიძლება. იყო დრო, როცა ჩვენ ერთად ვცხოვრობდით, ვმუშაობდით, ვისვენებდით, ვერთობოდით. ჩემი ოცნებაა, უწინდებურად ვიცხოვროთ და პოლიტიკის გამო არავინ ვზარალდებოდეთ.

- თქვენ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 2005 წლიდან თამაშობთ. ამ პერიოდში ხუთი მთავარი მწვრთნელი შეიცვალეთ. ფიქრობთ, რომ თემურ ქეცბაიას ხელში თქვენმა გუნდმა პროგრესი განიცადა?

- ქეცბაიაზე ვინ რასაც არ უნდა ამბობდეს, ამაზე არავინ დავობს. მწვრთნელი შედეგებით ფასდება და დღეს ის ყველაზე კარგი გვაქვს. უწინ ერთ თამაშს ვიგებდით, მაგრამ ათს ვაგებდით. ახლა პირიქით. მიმაჩნია, რომ საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი მწვრთნელი სწორ გზას ადგას.

- რუსეთის ჩემპიონატში ყველაზე დადებითს რას გამოარჩევთ?

- რუსეთში ფეხბურთელის შრომა ფასდება და ანაზღაურებაც მაღალია. ამის გამო მაღლა იწევს ჩემპიონატის დონე - მაღალი კლასის ფეხბურთელები ჩამოდიან.

- მინდორზე ძალიან ემოციური ხართ, ეს ხელს არ გიშლით?

- ზოგჯერ კი, ზოგჯერ კი პირიქით. მდგომარეობიდან უსამართლობას და გამონათქვამებს გამოვყავარ ხოლმე.

- თქვენი საფეხბურთო ოცნება..

- რა თქმა უნდა, ჩემპიონობა.

- რა უფრო მნიშვნელოვანია თქვენთვის, კლუბთან ერთად რომელიმე ტიტულის მოგება, თუ საქართველოს ნაკრების ევრო-2012-ზე გასვლა?

- ძალიან რთული შეკითხვაა... რა თქნა უნდა, ერთიცა და მეორეც მნიშვნელოვანია, მაგრამ ნაკრები უფრო გადაწონის. ჩვენი ეროვნული გუნდი ჯგუფიდან ხშირად რომ გადიოდეს და მაღალ შედეგებს იოლად აღწევდეს, შესაძლოა, სხვაგვარადაც მეპასუხა...

მომზადებულია sportbox.ru-ს მიხედვით

• dome

Giorgipirweli მე რუსებთან დასვენებით ყოველთვის კმაყოფილი ვარ

• 12345

Giorgipirweli თურქეთს და აზერბაიჯანს რა გაუკეთებია კარგი ჩვენთვის რო აღარ იციან როგორ შეუძვრნენ?

• gio

რატო არ წაიყვანა ქეცბაიამ გოგუა?ყველაზე ჯიგრულად ეგ თამაშობს

• Giorgipirweli

ძალიან ცდება გოგუა! რატომ არ შეიძლება, რუსეთთან ცუდი ურთიერთობა??? როდისმე რამე კარგი გაუკეთებია მაგ ქვეყანას ჩვენთვის??? ან რატომ უნდა ვიცხოვრო და დავისვენო რუსებთან ერთად??? ნეტა ამ კითხვებზე პასუხიც თუ აქვს გოგუას?

• tolika

არ მგონია, რომ გოგუა საბჭოთა კავშირის აღდგენის მომხრე იყოს. აქ იგულისხმება ის აკრძალვები, რასაც სავიზო რეჟიმის შემოღებას მოჰყვა და უბრალო ხალხს ერთმანეთთან ურთიერთობის საშუალება მოუსპო. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არსებითად განვსხვავდებით ჩვენი ჩრდილოელი მეზობლისაგან, 200 წლიანმა ერთად ცხოვრებამ ბევრი საერთო ჩამოგვიყალიბა და ამაზეა საუბარი, თორემ გოგუას ისე ახსოვს საბჭოთა კავშირი, როგორც მე რომის იმპერია.

• ავთო

გოგიტა, როგორც ფეხბურთელი უნიჭიერესია და ძალიან ვაფასებ, მაგრამ სამწუხაროდ როგორც პიროვნება საბჭოთა გადმონაშთია, რას ნიშნავს უწინ როგორც ვცხვორობდით და ერთად რომ ვიყავით ისევ ეს მინდაო????? ახალგაზრდა კაცს ნოსტალგიები აქვს ღურსეთის და ესესერი? რუსეთსი რომ მიდიხართ მანდ რამე ცუდი ჰაერია ან წყალია მოწამლული იმპერიალიზზმის ბაცილით?

აბურჯანია კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს

ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა

გადრანი "კაირატიდან" "ბეითარში" გადავიდა

„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ -  გიორგი ფოფხაძე

პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია

შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით

[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!

[VIDEO] ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია