"ქარის თასის" გათამაშება ნელ-ნელა ძალას იკრებს. სამი ტურის შემდეგ დაუმარცხებელად ერთადერთი გუნდი, "ვესტერნ პროვანსი" ასპარეზობს...

"ქარის თასის" გათამაშება ნელ-ნელა ძალას იკრებს. სამი ტურის შემდეგ დაუმარცხებელად ერთადერთი გუნდი, "ვესტერნ პროვანსი" ასპარეზობს. საინტერესოა, რომ შარშანდელმა გამარჯვებულმა "ბლუ ბულზმა" მესამე ტურში შინ წააგო ფინალისტ "ჩიტაზთან", რაც მიმდინარე გათამაშებაში მისი ზედიზედ მეორე მარცხი იყო.

მეოთხე ტურის წინ, როგორც უკვე ვთქვით, დაუმარცხბელად ლიდერობს "ვესტერნ პროვანსი", რომელიც შინ ერთ-ერთ აუტსაიდერ "პუმასს" დაუპირისპირდება. ცხადია, დასავლეთელები ოთხი და მეტი ლელოს გატანას შეეცდებიან, რათა აქტივს კიდევ ერთი, პრემიალური ქულა შემატონ.

საგულისხმოა, რომ "ვესტერნ პროვანსს" სამხრეთ აფრიკის ნაკრების წევრები ხიო ეპლონი, იუან დე იონგი და ფრანსუა ლავი დაუბრუნდნენ. ერთადერთი, რითაც "პუმასს" მეტოქესთან ტოლსწორად დაპირისპირება შეუძლია, პირველი ხაზია. თუმცა ეს სულაც არ არის იმის გარანტია, რომ "დასავლეთელები" დიდი ანგარიშით გამარჯვებას ვერ შეძლებენ.

"ვესტერნ პროვანსს" კვალში უდგანან "ნატალ შარქსი" და "ჩიტაზი", რომლებიც დღეს ერთმანეთს ბლუმფონტეინში ეთამაშებიან. ჩიტაზელებმა, როგორც უკვე ვთქვით, ერთი გმირობა უკვე ჩაიდინეს, სტუმრად მძლეთამძლე "ბლუ ბულზს" მოუგეს. ამჯერადაც, მართალია, შინ, მაგრამ არანაკლებ მრისხანე მეტოქესთან მოუწევთ პაექრობა. მით უფრო, რომ დურბანელები საგრძნობლად გაძლიერებული შემადგენლობით ეწვევიან ბლუმფონტეინს.

"ნატალ შარქსს" დაემატნენ "ბოკეს" ძირითადი შემადგენლობის მოთამაშეები რაიან კანკოვსკი, რუან პინარი და ტენდაი მთავარირა, რომლებსაც მეტოქის მართლაც რომ ბრწყინვალედ მოთამაშე დაცვის ხაზის გასარღვევად დიდი ჯაფა დაადგებათ.

არანაკლებ საინტერსო დაპირისპირება ელით რაგბის ქომაგებს "ლაიონზსა" და "ბლუ ბულზს" შორის მატჩში. პრეტორიელებმა "ქარის თასზე" უკვე ორი მარცხი იგემეს და ყველაფერს იღონებენ შელახული ავტორიტეტის აღსადგენად. ეროვნული ნაკრებიდან "ლურჯმა ხარებმა" მხოლოდ ჩილიბოი რელეპელე და დიუვალ პოთხიტერი დაიმატეს.

"ლაიონზს" კი, რომელიც მეტოქეს სატურნირო ცხრილში მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება, დასაკარგი არაფერი აქვს და თავისი ძლიერი მხარის, ბრწყინვალე უკანა ხაზის მაქსიმალურად გამოყენებას შეეცდება. ცხადია, გასათვალისწინებელია საკუთარი მოედნის ფაქტორიც.

სავარაუდოდ, სტუმრად აუტსაიდერ "ლეოპარდსთან" მორიგ გამარჯვებას მოიპოვებს "გრიკასი", რომელმაც სამი თამაშიდან ორი მოიგო და 10 ქულით სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა.

სატურნირო მდგომარეობა

1. ვესტერნ პროვანსი -13 ქულა, 2. ნატალ შარქსი - 11, 3. გრიკასი -10, 4. ჩიტაზი - 9, 5. ბლუ ბულზი - 7, 6. ლაიონზი - 6, 7. პუმასი - 5, 8. ლეოპარდსი - 2

IV ტური

30 ივლისი

ლეოპარდსი-გრიკასი, ვესტერნ პროვანსი-პუმასი

31 ივლისი

ჩიტაზი-ნატალ შარქსი, ლაიონზი-ბლუ ბულზი

4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა