საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა, "facebook live"-ის საშუალებით, გულშემატკივრების კითხვებს უპასუხა. გთავაზობთ საკვანძო მომენტებს:

ყველაზე დაძაბული ჩემპიონატია, რაც მე მახსოვს. ჩემპიონობისთვის 3 გუნდი იბრძვის. ფორმატი, რაც ჩვენ შევქმენით, წარმატებულად მუშაობს.

"ჩიხურასა" და ბათუმის "დინამოს" შემდგომი ემოციები გასაგებია. მიუღებელია ბათუმის "დინამოს" მფლობელის პოზიცია და ამაზე ვისაუბრე კიდეც ერთ-ერთ გადაცემაში. არ ვგულისხმობ, რომ პროტესტის და კრიტიკის უფლება არ გვაქვს, მაგრამ მსაჯის შეურაცხყოფა მიუღებელია. ასეთ დროს ევროპაშიც მიღებულია ჯარიმები და ასე იქნება ჩვენთანაც.

რაც შეეხება გიორგი კიკაჩეიშვილს, ის შეცდა, როდესაც პენალტი არ დანიშნა. მსაჯის მიერ გაწეული სამუშაო ფასდება ქულებით. თუ დაბალი ქულით შეფასდება, შეიძლება ერთი ან ორი ტური გამოტოვოს. შეიძლება ქვედა ლიგაში იმსაჯოს, რაც მათთვის ხელფასის კლებას ნიშნავს. ეს არის მიღებული ფორმა და გამონაკლისები არც ჩვენ ვართ. ორივე შემთხვევაში, როგორც კლუბის მიმართ, ამოქმედდება უკვე შესაბამისი დაჯარიმების მეთოდი.

ფეხბურთელებიც ხშირად ცდებიან, მაგრამ რატომღაც მხოლოდ მსაჯის შეცდომები აღიქმება, როგორც გამიზნული. როდესაც ვამბობთ, რომ მსაჯმა მიზანმიმართულად დაჩაგრა გუნდი, მაშინ ფაქტებიც უნდა წარმოვადგინოთ. თუ ეს ფაქტები არ გვაქვს, არ შეიძლება ასე უბრალოდ არბიტრის დადანაშაულება, რადგან ეს აზარალებს ქართული ფეხბურთის იმიჯს. პროტესტი და კრიტიკა მისაღებია, მაგრამ ყველაფერს აქვს ზღვარი.

რაც შეეხება მოედნის საფარს, კატასტროფულ მდგომარეობაშია და საჩხერეში დაწყებულია სამუშაოები, რომ მომდევნო სეზონიდან ეს საკითხი მოგვარებული იყოს. მაგრამ ფაქტია, იმ მინდორზე არა მარტო ბათუმის "დინამომ", არამედ საჩხერის "ჩიხურამაც" და სხვა გუნდებმაც ითამაშეს. ბათუმელთა ჩაგვრაზე დაუსაბუთებელი ლაპარაკი მიუღებელია.

სიმართლე გითხრათ, საქართველო-ბელორუსის მატჩის ბათუმში ჩატარებაზე ვფიქრობთ. თუმცა, ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული და პირველ რიგში, სტადიონი უნდა იყოს მზად ამ მატჩის მისაღებად. მე გამიხარდება, თუ ეს მატჩი ამ ულამაზეს სტადიონზე გაიმართება.

ვლადიმირ ვაისის მუშაობა დამაკმაყოფილებელია, მისი წასვლის საკითხი არ დგას.

რაც შეეხება ვლადიმირ ვაისის მომავალს: ფაქტია, რომ მას მოქმედი კონტრაქტი აქვს. მიმაჩნია, რომ მისი მუშაობა დამაკმაყოფილებელია. ცხადია, შედეგის მიხედვით მეტი გვსურს, მაგრამ საერთო ჯამში, ვაისის მუშაობა დადებითად უნდა შეფასდეს. დღევანდელი მოცემულობით, ვაისის დარჩენა-არდარჩენის საკითხი არ დგას.

გიორგი
დინამოზე რათქმაუნდა
ბასკი
დამაკმაყოფილებელი ჩემ დროს სკოლაში სამიანს ნიშნავდა და სწორედ რომ სამოსნის დარი თავდაჯერებულობა და ფსიქოლოგია აქვს ვალოდიას! სამოსანივით მშიშარა და უინტერესოა!
ანესთეზეოლოგი
ნახევარფინალი აუცილებლად უნდა ჩატარდეს დინამო არენაზე რამოდენიმე მიზეზის გამო: დინამო არენა - ქვეყნის ყველაზე დიდი და ცენტრალური სტადიონია. ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველა მნიშვნელოვანი თამაში მანდაა ჩატარებული და ეს მატჩიც ასეთების სიაში შედის; სტადიონის ტევადობა - ასეთ მატჩში ძირითადი კრიტერიუმი იქნება, თითქმის 2,5-ჯერ მეტ მაყურებელს ექნება დასწრების საშუალება და შესაბამისად ბილეთის ფასიც უფრო სტაბილური იქნება; ამინდი - ზღვისპირეთისათვის დამახასიათებელი ტენიანობიდან გამომდინარე ბევრად დიდი შანსია იმისა, რომ ბათუმში მაგ დროს ნალექი იყოს. თბილისში ამის შანსი ნაკლებია; სტადიონის კონსტრუქციის მედეგობა - ამ თამაშზე იქნება სრული ანშლაგი. არავინ იცის მაყურებელი რას მოვიმოქმედებთ განსაკუთრებით მაშინ, როცა სიტუაცია აპოგეას მიაღწევს. დინამო საიმედო და გამოცდილი კონსტუქციაა, 100 000 გაგიჟებული გულშემაკივრისათვისაც გაუძლია, ბათუმში კი ეჭვი მეპარება ამ თამაშამდე ასეთი სრული დატვირთვის გამოცდა მოხერხდეს. ამიტომ, ეს ისტორიული მატჩი აუცილებლად ისტორიულ დინამოზე....
goga
ვისაც სრული სიმართლე აინტერესებს ქართულ ფეხბურთზე, სხვადასხვა ინტერესების გათვალისწინებისა და ყოველგვარი მორიდების გარეშე, გაეცანით წერილს "ილუზიების ტყვეობაში".

ასეთი "კრეატიული" იდეები თავისით მოგდით თუ ვინმე გკარნახობთ, საუკუნის შანსი გვაქვს და ახლა მოგინდათ ექსპერიმენტები? ელემნტარული არითმეტიკა მაინც არ იცით 20 000 უფრო მეტია თუ 50 000 ? მოეშვით ამ სისულელეებს და საქმეს მიხედეთ საქმეს .... ეს გაუბედურებული ქართული ფეხბურთი 2-3 კაცის საკუთრება ნუ გგონიათ, მისი მთავარი მოანაწილე გულშემატკივარია და არა დროებით ფედერაციის ხელმძღვანელობაში მყოფი პირები.
ქუთაისელი
ნუ ბოდავთ, წლის კი არა და საუკუნის მატჩია ჩვენთვის და ჩაატარეთ მთავარ სტადიონზე!
ჩორნა
ბათუმელი ვარ და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს მიუხედავად იმისა რომ ოცნებაზე მეტია ჩვენთვის ნაკრების თამაში ბათუმის სტადიონზე ვფიქრობ განხილვადაც არ ღირს რომ აქ ჩატარდეს ეგ თამაში, ნაკრების დაარსების დღიდან ასეთი შანსი არასდროს გვქონია და ამას მოუთმენლად ელის გულშემატკივარი, რაღაც იმედის ნაპერწკალი გაგვიჩნდა და საქომაგოდ მთელი ერი ვემზადებით ძალიან გთხოვთ თავი შეიკავეთ მსგავსი ფიქრებიდან და ნაკრების თამაშის ხარისხზე და შედეგზე იფიქრეთ თორე მხოლოდ ვაისი არ წავა პოსტიდან..
კახა
სად აქვთ ამდენი ტვინი,რომ მაგდენი იფიქრონ??
თორნიკე
კარგა ხანია მსგავსი სისულელე არ მსმენია. ბათუმში სხვა მატჩი ჩაატარეთ დავიჯერო უარყოფით მხარეებზე არ გიმსჯელიათ?
იდალგო
მაინც რა სასწაულია ეს ქართული ზმნა - რა კაგად გამოხატავს სათქმელს - აჩანჩხარებს :)
კახა ქ.
მაგ სისულელე ამოიდგა თავიდან,სად 20 000 და სად 55 000.ბათუმში სხვა დროს ათამაშეთ.მერე რა რო ახალი სტადიონია.
კახა ქ.
რა მაკვივრებს იცით,შალკეში და ჰერტაში ნათამაშები კაცი,როგორ იძახი ვაისის კმაყოფილი ვარო.ისეთი შედეგით,რაც ვაისს ააქვს,ეს გუნდები შენი ფეხბურთელობის დროს ამ მწვრთნელს დატოვებდნენ თუ არა.
თემური
ეჰ კობი რავა დაგეტყო პარლამენტარობა.რა გაკმაყოფილებს შე კაცო 5:1 თუ 2:3.ერთი ყაზახეთს მოუგეთ და ხო გადაგვაყოლე მაგას აბა ჩვენ გვკითხე თუ მოგვწონს.ბათუმში კარგია და ზოგადად მივესალმები თამაშების სხვა ქალაქებში ჩატარებას მაგრამ რამ შეგაზარათ ასე საქართველოს გამორჩეული კუთხე იმერეთი გააკეთეთ ერთი მასეთი სტადიონი ქუთაისში და წელიწადში ერთხეკ მაინც გაახარეთ ხალხი.ერთი ხალხნო მაინტერესებს ხომარ იცით თუ ბელორუსიას გავცდით სადაა დაგეგმილი ფინალი
max
სპორტი უნდა გათავისუფლდეს პილიტიკიდან, მითუმეტეს ასეთი უნამუსო, კორომპირებული და შუბლზე ძარღგაწყვეტილი ხალხისფან. თურმე ვაისის მუშაობით კმაყოფილები უნდა ვიყოთ.
zurab
პარლამენტარობა რად გინდოდა, ოქროვ? საქმე არ გქონდა?
sormona
ძლივს რაღაც შანსი მოგვეცა და ახლა მოგინდათ ექსპერიმენტები????????!!!!!!!!
G.LA
კი ესეთი წარმატება არასოდეს არ გვქონია. ჯგუფში ნაკრები პირველ ადგილზეა, კლუბები ევროპა ლიგაზე ყოველ წელს გვყავს. ნუ ხანდახან ჩემპიონთა ლიგაზეხ გცყავს კლუბი. ყოჩაღ ლევანი საქმეს კარგად აკეთებ. დანიშნე ბათუმში ან უფრო მცირე სტადიონზე, რომ ყველა მსურველი ვერ მოვხვდეთ სტადიოზე.
gogia
ოღონ მოვიგოთ და გავიდეთ და თუ გინდათ საჩხერეში ჩაატარეთ.ოღონდ მოვიგოთ (სისულელეა მაგრამ მაინც უნდა ვთქვა)თუ გინდათ ლუჟნიკებე ჩაატარეთ!!!!! ოღონდ მოვიგოთ!!!
Alibeg
ეს რა მაგრად აჩანჩხარებს ისტორიული თამაშია და მარტო ბათუმელებმა უნდა უყურონ
გოგა
ამ თამაშის დასწრებაზე ისეთი მოთხოვნა იქნება რომ 55 000 კი არა 70 000-იც კი მოვა და ბათუმის სტადიონი არ არის კარგი იდეა მაგისთვის ჩემთვის სულ ერთია. სადაც არ უნდა ჩატარდეს მაინც წავალ. თან გაზაფხულზე ბათუმში გასეირნება კარგი იდეაა. მარა ბათუმის 20 000 იანი, პატარა ტევადობაა და სტადიონის გარეთ ბევრი მსურველი დარჩება/ ისე ზოგადად მომხრე ვარ რომ ბათუმშიც და თბილისშიც თანაბრად ჩატარდეს ეროვნულის თამაშები
Alibeg
ეს რა მაგრად აჩანჩხარებს ისტორიული თამაშია და მარტო ბათუმელებმა უნდა უყურონ
გრიგოლ1408
ვაისის მუშაობას თუ დამაკმაყოფილებელია არ ყოფილა ჩვენი საშველი
დინამოელი
ბაქოში ჩაატარე ლევან, მამა გენაცვალოს. შენ მეტი ჭკუა მაინც არ მოგეკითხებოდა არასოდეს
Grisha
რა ბათუმში ხომ არ გძმარავს, თბილისში კბილებ ალესილები ველოდებით მაგ თამაშს. ბათუმი არა სტამბოლი
dato
მაგ თამაშზე დინამო არენაც გაივსება თუმცა ბათუმზეც არ ვარ წინააღმდეგი მე პირადად სამტრედიიდან უფრო გამიადვილდება მარა ბილეთი თუ კატასტროფულ ფასად იქნა ისევ თბილისში ჯობია რადგან ასეთი პრინციპული თამაშისთვის 20 ათასი კაცი თბილისში კი 55 ათასი გარანტიებული იქნება.
ჩაქრნენ ვარსკვლავნი, ზეცა იცლება - პელე 3 წლის წინ მონათესავე სულებს შეუერთდა, იქ ფეხბურთი არის?!
ერევნის ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა მოლდოვას დიდი ანგარიშით სძლია
"რომა" "იუვენტუსს" სწორედ ამიტომ ვარჩიე" - გასპერინი
"რუსეთის მხარდამჭერი ყველა ქვეყანა გარიცხეთ" - შევჩენკოს მოწოდება ოლიმპიურ თამაშებზე
თუ ალონსოს გაათავისუფლებენ - "რეალის" ჩაბარების მთავარი კანდიდატი არვალო არბელოაა
მწვრთნელს თავი მოაწონა - "ბარსელონა" რაშფორდის გამოსყიდვას შეეცდება
ვიტინიამ გაამხილა სად სურს კარიერის გაგრძელება
რასპადორი მალე შეიძლება "რომაში" გადავიდეს
"კორინთიანსმა" "მილანს" ბრაზილიის ნაკრების მეკარე არ მიჰყიდა
დემბელე უკმაყოფილოა - ლუის ენრიკე ფრთხილობს
20 წ. | ორი ტესტი მოქმედ ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან
ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა
იმედები ვერ გაამართლა - "ატლეტიკო" სორლოტის გაყიდვას ეცდება
"ფერადკანიან ბავშვებს ასწავლიან, რომ ბო*ივით მორჩილი მონები იყვნენ - იან რაიტმა ჯუდ ბელინგემი დაიცვა
"გიორგი რუსეთის ნაკრებში დაბრუნებაზე ოცნებობს, ამხანაგურ მატჩში მაინც..." - ჯიქიას აგენტი
"პსჟ მადრიდის "რეალის" მცველს სარფიან კონტრაქტს შესთავაზებს" - ესპანური გამოცემა
"მიქაუტაძე "ვილიარეალს" წიტაიშვილის შეძენას ურჩევს, საქმეში სხვა კლუბებიც არიან" - რას წერს ფრანგული გამოცემა ქართველზე?
[VIDEO] რონალდოს ლამაზი საგოლე პასი და ფელიქსის ბრწყინვალე გოლი
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა
დამძიმებული ფეხებით - ჩაკვეტაძემ "ლესტერთან" მატჩამდე ისაუბრა
ჩაქრნენ ვარსკვლავნი, ზეცა იცლება - პელე 3 წლის წინ მონათესავე სულებს შეუერთდა, იქ ფეხბურთი არის?!
"მისი შეფასება არაკორექტული იყო" - ჭიაბრიშვილმა კობიაშვილის განცხადებას უპასუხა
ლევან კობიაშვილი ფიფას ტექნიკური განვითარების კომიტეტს უხელმძღვანელებს
"მივიღეთ ის, რაც დავიმსახურეთ" - ლევან კობიაშვილის განცხადება
უეფა-ს კომიტეტის სხდომას ლევან კობიაშვილმა უხელმძღვანელა
ლევან კობიაშვილი: თუ ყველა ერთად იმუშავებს, წარმატებაც იქნება
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა