სუპერლიგის მე-5 ტური დღეს რეგიონებში დაიწყო. ქუთაისსა და ბათუმში მიმდინარე სეზონის მორიგი მატჩები გაიმართა, რომლებიც საინტერესო შედეგებით დასრულდა. “ქუთაისმა”, რომელმაც წინა ტურში გასვლაზე “რუსთავი” დაამარცხა, მიმდინარე სუპერლიგის ერთ-ერთ აუტსაიდერ “ცხუმ-აფხაზეთს” უმასპინძლა და 63:74 დამარცხდა, ხოლო ბათუმში ძალიან დაძაბულ და ოვერტაიმიან ბრძოლაში ადგილობრივმა გუნდმა “ვერას” სძლია.

ქუთაისში საკვანძო გამოდგა მეორე პერიოდი, რომელიც ცხუმელებმა 21:11 მოიგეს და თამაშზე კონტროლი დაამყარეს. დიდი შესვენების შემდეგ ზვიად ანთაძის გაწვრთნილმა ცხუმელებმა წარმატებული თამაში განაგრძეს და ათწუთეული კვლავ 10 ქულის სხვაობით – 18:8 მოიგეს, რის შემდეგაც 16-ქულიან უპირატესობას უწიეს და ფაქტობრვად მატჩის ბედიც გადაწყვიტეს. ბოლო პერიოდში ქუთაისელებმა მეტოქეს აჯობეს, მაგრამ არსებული სოლიდური ჩამორჩენა მხოლოდ შეამცირეს. საბოლოოდ “ცხუმ-აფხაზეთმა” 11 ქულით იმარჯვა და მოგებ-წაგებები 2-2 გაითანაბრა.

ცხუმელებს 20 ქულით კვამ უოლერმა ულიდერა. 11-11 ქულა დააგროვეს დეონტა ფრანკლინმა და ჯასტინ ბოგლიმ. ქუთაისელთაგან 23 ქულით საუკეთესო იყო ჯეიმზ მილიკენი, ხოლო შონ რაუნდთრიმ შეხვედრა 15 ქულით დაასრულა.

ბათუმში გამართულ მატჩში ოვერტაიმი დაფიქსირდა. აჭარულმა გუნდმა “ვერას” უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში, 45 წუთის თავზე 82:79 დაამარცხა. საკმაოდ დაძაბულ და თანაბარ ბრძოლაში გამარჯვებული ძირითად როში ვერ გამოვლინდა. დამატებით ხუთწუთეულში კი გია კაზანჯიანის გაწვრთნილმა ბათუმელებმა იძალეს და გამარჯვებამდე მივიდნენ.

ბათუმელებს 21 ქულითა და 12 მოხსნით კოლინ მალკოლმმა ულიდერა. 26 ქულა და 7 მოხსნა ნიკოლა ვუიოვიჩის ანგარიშზე დაგროვდა. ვერელთაგან 18 ქულითა და 9 მოხსნით საუკეთესო იყო ვახტანგ ქადარია, ხოლო ბრენდონ სლაიმ თავი 21 ქულას მოუყარა.

სუპერლიგის მე-5 ტურის დარჩენილი 3 შეხვედრა 9 ნოემბერს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით

ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
კსუ-კავკასიამ ივერიონი დაამარცხა და სუპერლიგას დაუმარცხებლად ლიდერობს
გაფრინდაშვილის გმირობა და რუსთავის ზედიზედ მე-4 გამარჯვება
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"რუსთავმა" "ცხუმ-აფხაზეთს" 76:60 სძლია და ფინალურ სერიაში დაწინაურდა
თასის გათამაშების ოთხთა ფინალი "ოლიმპმა" შეავსო
"ოლიმპი" ქუთაისში დამარცხდა, "ვერამ" კი რუსთავში იმარჯვა
საკანდელიძე-ქორქიას სახელობის მემორიალის ფინალში "კაკტუსი" "რუსთავს" დაუპირისპირდება
ფევაძის სარეკორდო 23 მოხსნა და გამარჯვების ბურთი "მგზავრების" კალათში
თასის გათამაშების ოთხთა ფინალი "ქუთაისმა" შეავსო
"ვერამ" ზედიზედ მესამედ მოიგო, "ცხუმ-აფხაზეთმა" კი 7 წაგების შემდეგ იმარჯვა
ფინალური სერიის მეორე მატჩი "რუსთავმა" "ცხუმ-აფხაზეთს" ბრძოლაში მოუგო
სუპერლიგის პირველი წრის ბოლო მატჩში "მგზავრებმა" "ვერა" დაამარცხა
"ცხუმ-აფხაზეთმა" "დინამოს" სძლია და ჩემპიონის ტიტულს "რუსთავთან" დაიცავს
"მგზავრებმა" რუსთავში იმარჯვა და ცხრილის ფსკერს თავი დააღწია
თასის მეოთხედფინალურ სერიაში "ოლიმპმა" "ბათუმთან" 2-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა
"ოლიმპმა", "ტიტებმა" და "ვერამ" გაიმარჯვეს და ცხრილში დაწინაურდნენ
"ქუთაისმა" სუპერლიგის ერთ-ერთი ლიდერი "ბათუმი" დაამარცხა
საკანდელიძე-ქორქიას მემორიალის გამარჯვებული "რუსთავი" გახდა
"ბათუმმა" "დინამო" დაამარცხა და სუპერლიგაში გალიდერდა
თასის მეოთხედფინალს "მგზავრები", "ვერა" და "ტიტები" დაემატნენ
“მეგამ” “ვერა” დაამარცხა და მემორიალის ფინალში “ქუთაისს” შეხვდება
სუპერლიგის მე-7 ტური "რუსთავმა" "ბათუმის" ძლევით დახურა
სუპერლიგის ტური "ქუთაისისა" და "დინამოს" გამარჯვებით დასრულდა
მალკოლმის 22 ქულა ერთ პერიოდში და "ბათუმის" 18-ქულიანი გამარჯვება "ცხუმ-აფხაზეთთან"