ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

თასის მეოთხედფინალურ სერიაში "ოლიმპმა" "ბათუმთან" 2-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა

თასის მეოთხედფინალურ სერიაში "ოლიმპმა" "ბათუმთან" 2-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა

დღეს ოლიმპიურ სასახლეში საქართველოს თასის გათამაშების 1 მატჩი გაიმართა. მეოთხედფინალური სერიის პირველ შეხვედრაში ერთმანეთს ოლიმპი და ბათუმი დაუპირისპირდნენ. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ტურნირის პლეი ოფში სერიაში გამარჯვებული 2 მატჩის ჯამში ვლინდება. შესაბამისად, დაშვებულია მატჩის ფრედ დასრულება. დამატებითი დრო მხოლოდ იმ შემთხვევაში ინიშნება, თუკი 2 მატჩის ჯამში ფრე დაფიქსირდება.

ამ განმარტების გაკეთება იმიტომ გადავწყვიტეთ, რომ გუშინდელი სათასო მატჩი ფრედ დასრულდა, დღევანდელ შეხვედრაში კი ანალოგიური შედეგის დაფიქსირებას სულ მცირედი დააკლდა. შეხვედრის დასრულებამდე 4 წამით ადრე, 2 ქულით ჩამორჩენილი ბათუმის ბერძენი უკანახაზელი, ნიკოლაოს დიპლაროსი საჯარიმოს ხაზზე დადგა და… ორივე სროლა ააცილა. რკალიდან იქვე ასხლეტილ ბურთს ბათუმელმა მეფარეებმა ორჯერ დაამატეს, თუმცა არაზუსტად. ზღვისპირელთა ამერიკელმა ლეგიონერმა კოლინ მალკოლმმა მესამედაც იმარჯვა და ბურთი ოლიმპის კალათში მოათავსა, თუმცა დრო უკვე ამოწურული იყო.

შეხვედრა ოლიმპელთა სასარგებლოდ – 72:70 (სტატისტიკა) დასრულდა და ეს შედეგი მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ბათუმში გასამართი საპასუხო მატჩის წინ ოლიმპელებს 2-ქულიანი უპირატესობა აქვთ. მეოთხედფინალურ სერიაში ბათუმი იმ შემთხვევაში გაიმარჯვებს, თუკი 27 იანვარს აჭარის დედაქალაქში დანიშნულ მატჩს მინიმუმ 3 ქულით მოიგებს. 2 ქულის შემთხვევაში ოვერტაიმი დაინიშნება, ხოლო 1-ქულიანი მარცხი, ფრე და ნებისმიერი გამარჯვება ხელს ოლიმპელებს აძლევთ.

რაც შეეხება მატჩის მსვლელობას, საკმაოდ საინტერესო და დაძაბული გამოდგა. თანაბარი პირველი პერიოდის შემდეგ უპირატესობა თბილისურმა გუნდმა მოიპოვა და დიდ შესვენებაზე 12 ქულით გალიდერდა. კახა ჯინჭარაძისა და ნიკა რამიშვილის შედეგიან თამაშს ბათუმელებმა ვერაფერი დაუპირისპირეს, თუმცა დიდი შესვენების შემდეგ გია კაზანჯიანის გაწვრთნილი ზღვისპირელები ათამაშდნენ, დაცვა გაამაგრეს და კოლინ მალკოლმის წინამძღოლობით ჩამორჩენა მნიშვნელოვნად შეამცირეს.

ბოლო პერიოდის წინ ოლიმპი 3 ქულას იგებდა, რაც ყველაფრის ახლიდან დაწყებას ნიშნავდა. დიმიტრი ჯაკობოვის გაწვრთნილმა თბილისურმა გუნდმა შეძლო მობილიზება და ათამაშებულ ბათუმელებთან გამკლავება. თამაში მასპინძელთა მცირე ლიდერობით გაგრძელდა – სხვაობა ოლიმპელთა სასარგებლოდ 3-6 ქულას შორის მერყეობდა, სანამ ბოლო წუთმა არ მოატანა და სტუმრებს ანგარიშის გათანაბრების შანსი არ მიეცათ, რის შესახებაც ზემოთ უკვე მოგითხრეთ.

ოლიმპში 25 ქულით საუკეთესო იყო კახა ჯინჭარაძე. 18 ქულა და 6 მოხსნა ჰქონდა ნიკა რამიშვილს. ბათუმელთაგან 22 ქულითა და 12 მოხსნით კოლიმ მალკოლმი გამოირჩა, ნიკოლაოს დიპლაროსისა და ალექსანდრე ფევაძის ანგარიშზე კი 11-11 ქულა დაგროვდა.

2 ქულის მარაგით ოლიმპი ბათუმში მიდის, სადაც 27 იანვარს დანიშნული მატჩი თასის გათამაშების ნახევარფინალისტს გაარკვევს. ტურნირის დებულებითა და გათამაშების ფორმატით ნახევარფინალისტები ოთხთა ფინალში ითამაშებენ, სადაც სერიები აღარ იქნება და დანიშნული სამივე შეხვედრა – 2 ნახევარფინალი და ფინალი – ერთმატჩიანია.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით

თასის ოთხთა ფინალში ქუთაისი მარგვეთს დაუპირისპირდება, თსუ – თელავს

ვსა-მ დუდუ დადიანის თასი ზედიზედ მეორედ მოიგო

"ქუთაისი" საქართველოს თასის მფლობელია | იმერულმა კლუბმა ფინალში თსუ დაამარცხა

[VIDEO] უბრალოდ შეუჩერებელია - კვერნაძემ სერია A-ში ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა

"ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს 10 წლით გაიზარდა" - შევალიეზე მისმა მეგობარმა ისაუბრა

[VIDEO] ჭიკაძე ბრიტოსთან ნოკაუტით დამარცხდა

აბუაშვილის "მეცი" დავითაშვილის "სენტ-ეტიენს" დაუზავდა

[VIDEO] ქოჩორაშვილის 68 წუთი, რაფინიას ჰეთ-თრიკი და "ბარსელონას" გამარჯვება "სევილიასთან"

VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 2-3 დინამო (თბ). მთავარი არგუმენტი, ანუ რატომ იყო "დინამოს" გამარჯვება დამსახურებული...

გულიაშვილის "რასინგი" "ბალაიდოსზე" განადგურდა

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-1 მეშახტე. ვის რაში არგია ფრე?

ლოჩოშვილის "კიოლნმა" "ჰამბურგთან" მარცხი განიცადა

[VIDEO] ჩაკვეტაძის ერთი ტაიმი და "უდინეზეს" მარცხი "კალიარისთან"

[VIDEO] წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ოსასუნას" დაუზავდა

ქვილითაიამ გერმანიაში პირველად ითამაშა - "ჰოლშტაინმა" "ოსნაბრიუკთან" ქულები გაიყო

შენგელიას დებიუტი "დუბაიში" და ოვერტაიმში განცდილი მარცხი

"მუდმივად მინდა, რომ "რეალი" დამარცხდეს" - იამალმა თქვა, რომელი კლუბების თამაშების ყურება სიამოვნებს

"რატომ არ არის ეს ფეხბურთელი "ოქროს ბურთის" ნომინანტთა სიაში?!" - ენრიკემ გაკვირვება ვერ დამალა

"იმედია, ახალ კონტრაქტს გავაფორმებ" - რაფინიას კარიერის დასრულება "ბარსელონაში" სურს

პსჟ-ის მფლობელმა კომპანიამ ბელგიური კლუბი შეიძინა

"ძველი ფორმატი ჯობდა" - დე ლა ფუენტე ერთა ლიგის ახალი სისტემით უკმაყოფილოა

კურტუამ კარიერის დასრულების სავარაუდო დრო და შემდეგი გეგმები დაასახელა

ხვიჩა ითამაშებს და მოდის - როგორ გამოდიან ნაკრების ფეხბურთელები...

"ბათუმმა" "დინამო" დაამარცხა და სუპერლიგაში გალიდერდა

"ქუთაისმა" "ოლიმპი" ისევ ბოლო წამებზე დაამარცხა

"ქუთაისმა" ფინალური სერია გამარჯვებით გახსნა

სუპერლიგის მე-7 ტური "რუსთავმა" "ბათუმის" ძლევით დახურა

ოლიმპმა ქუთაისი დაამარცხა და სუპერლიგის ლიდერს გაუთანაბრდა

მალკოლმის 22 ქულა ერთ პერიოდში და "ბათუმის" 18-ქულიანი გამარჯვება "ცხუმ-აფხაზეთთან"

"ქუთაისი 2010" საქართველოს ჩემპიონი მეორედ გახდა

"ბათუმმა" "ტიტებს" 20 ქულით მოუგო

"ქუთაისმა" სუპერლიგის ერთ-ერთი ლიდერი "ბათუმი" დაამარცხა

"კავკასიამ" და "რუსთავმა" იმარჯვეს და სუპერლიგის ლიდერ "ოლიმპს" გაუთანაბრდნენ

თასის გათამაშების ოთხთა ფინალი "ოლიმპმა" შეავსო

"ქუთაისმა" "ოლიმპს" კვლავ მოუგო და სუპერლიგის ჩემპიონობას მიუახლოვდა