ფოტო: facebook.com/garabidze

ტრავმა და უიღბლობა - ეს ის ორი ფაქტორია, რომელიც გიორგი არაბიძის კარიერას მუდამ თან დასდევს. 21 წლის ფეხბურთელს ახლაც ტრავმა აქვს და სარეაბილიტაციო პერიოდს თურქეთში გადის. მოგეხსენებათ, ის პორტუგალიური "ნასიონალის" საკუთრებაა და "ადანასპორში" იჯარის წესით თამაშობს. როგორც თავად გვეუბნება, გასულ ზაფხულს ჩემი მთავარი მიზანი პორტუგალიიდან წასვლა იყოო.

გიორგის მიზანია, რომ უფრო მაღალი დონის გუნდსა და ჩემპიონატში ითამაშოს. დანარჩენს კი ქვემოთ მოყვანილი ინტერვიუდან შეიტყობთ, რომელიც Sportall.ge-მ არაბიძესთან ჩაწერა.

- გამარჯობა, გიორგი. პირველ რიგში, გკითხავთ, როგორია თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა? როგორც ვიცით, ტრავმა გაწუხებდათ...

- მოგესალმებით. სამწუხაროდ, ასეა და ახლაც ტრავმა მაქვს. იმედია, სერიოზული არაფერია. კოჭი მაქვს დაზიანებული და გამიჭირდება იმის თქმა, თუ რამდენი ხანი გამიცდება.

დღეს (ინტერვიუ ჩაწერილია 8 ნოემბერს) მესამედ გადავიღე სურათი და პასუხს ველოდები.

- როგორ შეეგუეთ "ადანასპორს"? რას იტყოდით თურქეთის მე-2 ლიგის დონეზე?

- შემიძლია ვთქვა, რომ თურქეთის მე-2 ლიგა საკმაოდ კარგ დონეზეა. რაც შეეხება შეგუების ფაქტორს, ადაპტაცია არ გამჭირვებია...

- საქართველოში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია იმან, რომ თურქეთის მე-2 ლიგის აუტსაიდერში გადახვედით...

- ეს გადაწყვეტილება სათამაშო პრაქტიკის გამო მივიღე და ჩავთვალე, რომ ასე იყო საჭირო. ვფიქრობ, რომ ფეხბურთელისთვის მთავარი თამაშია და ამ გუნდში მე სათამაშო პრაქტიკა ნამდვილად მექნება.

- "ადანასპორის" გარდა, სხვა შემოთავაზებები თუ გქონდათ?

- სიმართლე გითხრათ, სხვა არც არაფერი... ყოველ შემთხვევაში, მე არაფერი ვიცი და "ნასიონალი" ვის რას ეუბნებოდა, ეგ სხვა საკითხია. ბევრს ჩემით ვეცადე და ბევრიც შევაწუხე, მაგრამ არავინ არაფერში დამეხმარა და "ადანასპორის" ვარიანტი კი გამოვიდა.

უბრალოდ, პორტუგალიაში დარჩენა აღარ მინდოდა და ეს გადაწყვეტილებაც იმიტომ მივიღე.

- "ნასიონალში" საკმაოდ მცირე სათამაშო პრაქტიკა გქონდათ...

- მინდა ვთქვა, რომ არავისთან არანაირი კონფლიქტი არ მქონია. წლის ბოლოს მწვრთნელმა მითხრა, რომ ამ სეზონში იმ ფეხბურთელებს ვენდე, რომლებმაც მე-2 ლიგიდან უმაღლესში გადმოგვიყვანეს, თორემ შენთან პრობლემა არ მაქვს და მომავალი სეზონიდან უფრო მეტს ითამაშებო!

სამწუხაროდ, გავვარდით და მეც გუნდიდან წასვლა მომიწია. კონფლიქტი რომ მქონოდა, იმ დროსაც არ დამითმობდნენ, რაც მოედანზე გავატარე.

- ამ სეზონის შემდეგ "ნასიონალში" დაბრუნება გიწევთ...

- არ ვიცი, რა და როგორ იქნება. ყველაფერს დრო გვაჩვენებს.

- საქართველოს ნაკრებში ძალიან კარგი შეხვედრები ჩაატარეთ და შვეიცარიას ულამაზესი გოლიც გაუტანეთ...

- მთავარი ნაკრების წარმატებაა. ძალიან კარგი შანსი გვაქვს ჯგუფიდან გასვლის და მჯერა, რომ ამისთვის თითოეული ფეხბურთელი მაქსიმუმს გააკეთებს. გოლს ვინ გაიტანს, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს.

- ვლადიმირ ვაისთან კომუნიკაცია თუ გაქვთ?

- ბოლო პერიოდში მასთან არანაირ თემაზე არ მისაუბრია. ჩვეულებრივი ურთიერთობა მაქვს, როგორიც მწვრთნელსა და ფეხბურთელს უნდა ჰქონდეთ.

- ახალგაზრდულ ნაკრებს უახლოეს ორ შეხვედრაში, ალბათ, ვერ დაეხმარებით...

- როგორც უკვე ვთქვი, ტრავმის სირთულე არ არის ცნობილი, მაგრამ დიდი ალბათობით, იქამდე გამოჯანმრთელებას ვერ მოვასწრებ.

- დაბოლოს, რა არის თქვენი საფეხბურთო მიზანი?

- მაგ ყველაფერს დრო გვიჩვენებს, თუ რა და როგორ იქნება. მიზანი შემდეგ წელს უმაღლესი ლიგის ნორმალური დონის ჩემპიონატის ბინადარ გუნდში თამაშია.

Mmm
ოო კოჭის ტრამვა საშინელებაა, კოჭმა დაგვაკარგვინა ყენია დღეს რომ ასე საცოდავათ ცოდვილობს, იმედია არაბას მსგავსი არაფერი ემუქრება, ამას, რომ ახლა ოპერაცია დასჭირდეს ჩავთვალოთ უნდა ჩვენ ყველას, რომ გვინდა და პირველ რიგში მას ის კარიერა დასრულებულია.
ნახალოვკელი
გიო, მეტი იმუშავე საკუთარ თავზე და ყველაფერი გამოგივა. დიდი ხანია შენს გაბრწყინებას ველით და გული არ გაგვიტეხო. წარმატებები
გიორგი
მიდი ბოლომდე იბრძოლე არაბ დაუმტკიცე კრიტიკოსებს რო ცდებოდნენ ღმერთმა დაგლოცოს წარმატებები
G.LA
რა მაღალი დონის გუნდი უნდა? შახტარში იყო, მოგეხსენებათ ყოველ წელს ლიგაზეა და მეტი რა უნდა გინდოდეს? პორტუგალიის ჩემპიონატში იყო და მაჩანჩალა გუნდში თავი ვერ დაიმკვიდრა. ახლა სადღაც თურქეთის მეორე ლიგაშია და იქ რა დონეა რომ მაგან რამეს მიღწიოს? ზარმაცი და უამბიციო ახალგაზდა ბიჭია, სხავ მაგისგან აღარაფერი გამოვა.
თემო
ძალიან გული მტკივა მაგრამ მაგან თავის მაქსიმუმი უკვე გაიარა
superman
ავტორი: "ტრავმა და უიღბლობა - ეს ის ორი ფაქტორია, რომელიც გიორგი არაბიძის კარიერას მუდამ თან დასდევს" კარგი რა ავტორ კარგი რა, რაის უიღბლობა. არავის რატო არ გინდათ სიმართლის თქმა და ყველა რატომ აფარებთ ხელს ამ ქართველ ფეხბურთელებს ვერაფრით ვერ ვხვდები რა. უიღბლობა კი არა ბიძია უდისციპლინობა და ცუდი აღზრდა ქვია მაგას მარა ვერც თვითონ ხვდება მაგას და თქვენც იმის მაგივრად სიმართლე უთხრათ კიდევ თავზე ხელს უსვამთ. მიდი აბა დალოკეთ, ემანდ ვინმეს არ ეწყინოს. ერთი ესაა უიღბლო და მეორე ჭანტურია და ოქრიაშვილი
სოსო
აგენტი არ ჰყავს გიორგის?როგორ დავიჯერო,რომ არავინ ინტერესდება მისით.თუ აგენტი ჰყავს,ალბათ შესაცვლელია.ბიჭი ნუდმივად ჰაერშია გამოკიდებული და თავზე თვითონ უწევს ფიქრი
ტოტტი
მინიმუმ ისეთი ჩემპიონატი უნდა გვქონდეს რომ ეგეთი დონის ფეხბურთელები ჩვენ ჩემპიონატში თამაშობდნენ. ყაზახეთის და აზერბაიჯანის დონემდე მაინც უნდა ვიყოთ მაგრამ სამწუხაროდ ბევრი გვიკლია მაგათ დონემდე მისვლას
დათო
გიორგი მჯერა , რომ შენ დიდ ფეხბურთს ითამაშებ!!! უფალმა ნიჭით დაგაჯილდოვა და შენც თავი არ დაზოგო და მაქსიმალიურად დაიხარჯე ყოველი ვარჯიშის დროს!!! გახსოვდეს , თავდაუზოგავი შრომა წარმატების საწინდარია!!! მახსოვს მორშჩინსკოიაში მალმესთან თამაში , ის თუ როგორ ყვიროდა, შენი თამაშით აღფრთოვანებული, შახტარის დირექტორი მთელი მატჩის დროს შენს გვარს!!! აბა შენ იცი!!! წარმატებები!!!
გიგა
წარმატებები გიო მალე გამოჯანმრთელებას გისურვებ, საჭირო კაცი ხარ.
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
დღეიდან მბაპე ჩემპიონთა ლიგის მოგებას "რეალთან" ერთად ეცდება - ქართველების მატჩები, ვაკო და არაბიძე აზიაში...
ოფიციალურად | გიორგი არაბიძე კვლავ ქუთაისის "ტორპედოს" ფეხბურთელია!
არაბიძის ბრწყინვალე მატჩი - ქართველმა შემტევმა სამხრეთ კორეის ჩემპიონატში დუბლი შეასრულა [VIDEO]
არაბიძემ კორეულ კლუბს ფიფაში უჩივლა და 2.88 მილიონს მიიღებს
არაბიძე: რამ შემიშალა ხელი დიდი ფეხბურთის თამაშში - "უფრო ცხოვრებისეულ პრობლემებზე ვფიქრობდი"
"ტორპედოს" პრეზიდენტი ადასტურებს: გიორგი არაბიძე ბრუნდება!