საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა წლის ბოლო ოფიციალური და ამხანაგური მატჩებისთვის მზადება 11 ნოემბერს დაიწყო. ვლადიმირ ვაისის გუნდი შვეიცარია-საქართველოს მატჩის მასპინძელი ქალაქის, სენტ გალენის სიახლოვეს, გერმანიის ქალაქ ბად ვურისოფენში იმყოფება, სადაც სამი დღე დარჩება.

საწვრთნელი შეკრების პირველ დღეს ნაკრებმა არასრული შემადგენლობით ივარჯიშა. მთავარი მწვრთნელის განკარგულებაში 13 ფეხბურთელი იყო. საკლუბო მატჩების გამო ლეგიონერების ნაწილი სავარჯიშო პროცესს 12 ნოემბრიდან დაიწყებს.

ვლადიმირ ვაისის მიერ გასულ კვირას დასახელებულ სამატჩო შემადგენლობას ტრავმების გამო ორი ფეხბურთელი გამოაკლდა. ჯანო ანანიძე და ჯიმი ტაბიძე შვეიცარიასთან და ხორვატიასთან დაგეგმილ შეხვედრებს გამოტოვებენ. მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებით, იძულებითი ცვლილებების შემდეგ საქართველოს ნაკრებს თბილისის "საბურთალოს" წევრი გიორგი რეხვიაშვილი შეუერთდება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა საწვრთნელი შეკრების პირველ ვარჯიშზე:

მეკარე: ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი)

ნახევარმცველები: ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ვაკო გვილია (ლეგია, პოლონეთი), გიორგი ხარაიშვილი (გეტებორგი, შვედეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი), ზურიკო დავითაშვილი (რუბინი, ყაზანი, რუსეთი)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია), ელგუჯა ლობჯანიძე (თარაზი, ყაზახეთი)

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა შვეიცარიისა და ხორვატიის წინააღმდეგ:

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე (ვიტორია, სეტუბალი, პორტუგალია), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი), გიორგი რეხვიაშვილი (საბურთალო, თბილისი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ვაკო გვილია (ლეგია, პოლონეთი), გიორგი აბურჯანია (ტვენტე, ჰოლანდია), მურთაზ დაუშვილი (ანორთოსისი, კვიპროსი), ლევან შენგელია (ქონიასპორი, თურქეთი), გიორგი ხარაიშვილი (გეტებორგი, შვედეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა, ესპანეთი), ზურიკო დავითაშვილი (რუბინი, ყაზანი, რუსეთი)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია), ელგუჯა ლობჯანიძე (თარაზი, ყაზახეთი), ბაჩანა არაბული (პანიონისი, საბერძნეთი)

მატჩების განრიგი

15 ნოემბერი. შვეიცარია - საქართველო. 23:45 (თბილისის დროით)

19 ნოემბერი. ხორვატია - საქართველო. 21:00 (თბილისის დროით)

მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით

x.x
ხორვატია ჩვენი მსგაცსი ქვეყანაა, მაგრამ ნახეთ როგორი გულიანი ფეხბურთელები არიან, ამხანაგურსაც კი არ აცდენენ მოდრიჩი, რაკიტიჩი და სხვები..... არ ჟობია ახალგაზრდები ათამაშო? ზარანდია, არაბიძე, ვისაც მართლა უნდა ნაკრებში თამაში!
იკა
ასეთ თამაშებზე მეტი შანსი უნდა ეძლეოდეს რეზერვს,ვისაც ნაკლებად ეძლევა ნაკრებში თამაშის შანსი და არა ერთიდაიგივე (სასტავს) ფეხბურთელებს
დათო
უჰ ძლივს არ დავისვენეთ ანანიძესგან, ამ ბოვშვმა დაანებოს რა ფეხბურთს თავი, თვითონაც მოისვენებს და ჩვენც დაგვასვენებს.
ფეხბურთი
მიდით ჩვენო მგლებო, ორივე თამაში უნდა მოვიგოთ დარწმუნებული ვარ რატომღაც.
თემური
ოხ ვაისა რა ხოდაგვტანჯე ეს ჯიღაური თილისმაა ნაკრების თუ რა პონტში იძახებს ვერ გავიგე ან ლობჟანიძე.გამოიძახე კაჭარავა ეხლა მაინ გააქვს გოლები და პასებსაც არიგებს.დაცვაში მაგრა ავირიეთ მაგარი პრობლემები გვაქ
გუჯა კახაძე
მხოლოდ ერთი თხოვნა მაქვს: ქართულ ფეხბურთს დაუბრუნეთ ღირსება!
irakli
ანანიძემ ერთხელ ითამაშა 90 წუთი სპარტაკში და ეგრევე ტრამვა მიღოო იმაგის იმედი მაინც არ მქონდა
sormona
დაცვაში პრობლემებია
ZAZA
არ ჯობდა დავითაშვილი ახალგაზრდული ნაკრებისთვის დაეთმო?? ორივე თამაშს ჩემი აზრით სტაბილურად მშვიდად წავაგებთ, ხორვატიამ შეიძლება უფრო გვათამაშოს ალბათ ფეხბურთი.
ფფ
გერმანიაში რომ არ წასულიყვნენ, აქ ვერ ივარჯიშებდნენ რატო ხარჯავთ ფულს ამათ მგზავრობებზე და სხვა ხარჯებზე. აქ ვერ ივარჯიშებდნენ თუ რა. თამაშის წინა დგეს წასულიყვნენ შვეიცარიაში. მაინც არაფრის მაქნისები არინ .....
სანდრო
მზადება თორე არ დახიონ ბურთი თავზე ვინმეს:))), ერთს გაიძუნძულებენ და წავლენ სახლში!
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სანიოლი: ბევრი დადებითი მომენტი გვქონდა, მაგრამ გარკვეული ასპექტები გასაუმჯობესებელი გვაქვს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
ბრიტანული მედია: მამარდაშვილი მოულოდნელად "ლივერპულის" საკვანძო ფეხბურთელი გახდა - კარიერაში უმნიშვნელოვანესი კვირა ელოდება
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
გიზო მამაგეიშვილი: სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ