გუშინ რუსეთის ჩემპიონატში ნალჩიკის "სპარტაკმა" 2:1 მოუგო "ამკარს" და 28 ქულით მე-3 ადგილზე ავიდა. მასპინძელთა შემადგენლობაში გოგიტა გოგუამ და...

გუშინ რუსეთის ჩემპიონატში ნალჩიკის "სპარტაკმა" 2:1 მოუგო "ამკარს" და 28 ქულით მე-3 ადგილზე ავიდა. მასპინძელთა შემადგენლობაში გოგიტა გოგუამ და დავით სირაძემ შეუცვლელად ითამაშეს. "ჩემპიონატმა" გოგუას თამაში 6 ბალით შეაფასა, ხოლო სირაძის - 5,5 ბალით. გოგუამ უკვე მე-6 წუთზე გაისროლა შორი დისტანციიდან, რის შემდეგაც სტუმართა მეკარემ თავისი გუნდი გოლისგან ძვლივს იხსნა.

მახაჩყალის "ანჟი" "სატურნს" ესტუმრა და 0:1 დამარცხდა. ნუკრი რევიშვილი სათადარიგო იყო, დავით კვირკველიამ (5,5) შეუცვლელად ითამაშა, თავიდანვე იყო მოედანზე ახალგაზრდა გიორგი ილურიძეც (პირველი სტარტი კარიერაში), მაგრამ მეტად პასიურობდა და პოზიციურადაც მოისუსტებდა. გაჯიევმა ის შესვენებისას შეცვალა. "ანჟი" 16 ქულით მე-12 ადგილზეა.

სამკვირიანი პაუზის შემდეგ განახლდა მარათონი რუსეთის პირველ დივიზიონშიც. ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგამ" "როტორი" სტუმრად გაანადგურა - 4:1. კვლავ შესანიშნავ ფორმაშია ოთარ მარცვალაძე, რომელმაც ანგარიში უკვე მე-7 წუთზე გახსნა, მე-14 წუთზე კი ტურსუნოვს საგოლე პასი გადააწოდა. ქართველი ფორვარდი, რომელსაც ჩემპიონატში უკვე 10 გოლი და 4 საგოლე პასი დაუგროვდა (19 თამაშში), 90-ე წუთზე შეცვალეს. ომარ თეთრაძეს სხვა ქართველები არ გამოუყვანია.

საფრანგეთში ლიგის თასის მატჩები გაიმართა. "ლე მანი" "ლე ავრს" ეწვია და 1:2 დამარცხდა. სტუმართა ქართველები - მცველი ამირან სანაია და მეკარე გიორგი მაკარიძე განაცხადშიც არ ყოფილან. "ლე მანის" კარს თბილისის "დინამოს" ყოფილი მეკარე დიდიე ოვონო იცავდა, თან უკვე კაპიტნის სამკლაურით. თავისთავად, ეს ფაქტი ბევრზე მეტყველებს, მაკარიძეს კი ამ სეზონშიც არ ექნება სათამაშო პრაქტიკა...

უკრაინაში ვასილ გიგიაძის "ტავრია" სტუმრად "ვორსკლას" დაუზავდა - 0:0. ქართველმა ფორვარდმა ამ მოსაწყენი მატჩის მხოლოდ პირველი ტაიმი ითამაშა.

Le Parisien: შთამბეჭდავი კვარაცხელიათი დუეს გარეშე - მათი გუნდში ყოლა ნებისმიერი მწვრთნელისთვის ფუფუნებაა
"პარიზს უყვარხარ, "კვარადონა" - ევროპის უდიადეს სცენებს ანათებ" - პსჟ ხვიჩას აქებს
"მამარდაშვილის ტრანსფერზე "ლივერპულს" რამდენიმე კლუბმა მიმართა - გადაწყვეტილება სწრაფად უნდა მიიღონ" - ბრიტანული მედია
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის