საქართველოს ნაკრებმა სენტ-გალენში შვეიცარიასთან ევროშესარჩევი ტურნირის მატჩის წინ ერთი საათი ივარჯიშა, იქამდე კი ჩვენი გუნდის მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა პრესკონფერენცია ჩაატარა:

"ჩვენ სამი დღე გერმანიაში ვემზადებოდით და კარგ კონდიციაში ვიმყოფებით. სასიამოვნოა, რომ დღეს ასეთ კარგ მინდორსა და სტადიონზე გვიწევს ვარჯიში.

შვეიცარიის წინააღმდეგ საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო შეხვედრას გავმართავთ და სურვილი გვაქვს, ხარისხიანი და კარგად ორგანიზებული ფეხბურთი ვითამაშოთ. ამასთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ შეტევაში მეტი ხარისხი ვაჩვენოთ, რადგან შვეიცარიის ნაკრები დაცვაში კარგად მოქმედებს.

ირლანდიისა და დანიის წინააღმდეგ კარგი შეხვედრები ჩავატარეთ, ფრედ ვითამაშეთ, მაგრამ თუ ხვალ დადებითი შედეგის მიღწევა გვსურს, გოლი უნდა გავიტანოთ.

ჩემი აზრით, ჩვენ ჯგუფის საუკეთესო გუნდს ვეთამაშებით. ამ მომენტისთვის შვეიცარია ჯგუფში იმ ადგილს არ იკავებს, რომელსაც ის რეალურად იმსახურებს. მათ ჩვენ მერე კიდევ ერთი მატჩი აქვთ გიბრალტარის წინააღმდეგ.

გვსურს, კარგი შედეგი ვაჩვენოთ. ეს, რა თქმა უნდა, ადვილი არ იქნება, მაგრამ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. შვეიცარიის წინააღმდეგ ისეთივე რთული მატჩი გველის, როგორც ეს დანიისა და ირლანდიის წინააღმდეგ იყო. მოწინააღმდეგეს რამდენიმე წამყვანი მოთამაშე დააკლდება, მაგრამ ვლადიმირ პეტკოვიჩს საკმარისად კარგი სათადარიგო შემადგენლობა ჰყავს იმისთვის, რათა მაგალითად, შერი და ემბოლო სრულფასოვნად შეცვალონ.

ფსიქოლოგიურად კარგად ვართ, რადგან ბოლო მატჩებში კარგად ვიასპარეზეთ, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ შვეიცარიის წინააღმდეგ შეტევაში უკეთ უნდა ვითამაშოთ. დაცვიდან თამაშს არ ვაპირებთ. შეხვედრის ფავორიტი, რა თქმა უნდა, შვეიცარიაა, მაგრამ თამაში 0:0-დან იწყება და შანსები 50-50-ზეა. ვთვლი, რომ ფეხბურთელების ხარისხით შვეიცარია ჯგუფში საუკეთესო გუნდია.

მე მიყვარს ეს გუნდი და ის მოთამაშეები, რომლებიც აქ არიან. ისინი ძალიან ბევრს შრომობენ წარმატებისთვის. თუ რა დონეზე ვართ ახლა, ამას ხვალინდელი თამაშიც გამოაჩენს.

სამწუხაროდ, ტრავმების გამო ოქრიაშვილი, ანანიძე და ტაბიძე ვერ დაგვეხმარებიან. მიუხედავად ამისა, ჩვენ გვყავს კარგი მოთამაშეები და საქართველოს სიურპრიზების შეთავაზება შეუძლია. იმედი მაქვს ხვალინდელი თამაშისაც.

ჩვენ ვემზადებით მარტისთვის და პირველ რიგში, ხვალინდელ მატჩზე ვფიქრობთ. ასევე, ხორვატიაში დაგეგმილ ამხანაგურ შეხვედრაზე, სადაც იმ ფეხბურთელებს ვათამაშებ, რომლებიც ნაკრებში საკუთარ შანსს ელოდებიან. ერთა ლიგის პლეი-ოფი მხოლოდ ჩვენთვის კი არა, ყველა ქართველისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ისტორიული შანსია. ასევე ფიქრობენ ჩვენი მეტოქეები: მაკედონია, კოსოვო და ბელორუსი.

როგორც აღვნიშნე, ჯიმი ტაბიძემ ტრავმა მიიღო და რეხვიაშვილი ამის შემდეგ დაგვემატა. ამ პოზიციაზე ასევე გვყავს ნავალოვსკი. ვნახოთ, რა არჩევანს გავაკეთებთ შვეიცარიის წინააღმდეგ. ნაკრებში ასევე არაბული და პაპუნაშვილი დაბრუნდნენ. ოქტომბერში პაპუნაშვილი ფიზიკურად მზად არ იყო და ამიტომ ვერ დაგვეხმარა. ახლა იმედი მაქვს, რომ ის მზად არის და შეძლებს გუნდის გაძლიერებას. რაც შეეხება არაბულს, მან საბერძნეთის ჩემპიონატში 5 გოლი გაიტანა და კარგ ფორმაში იმყოფება.

ამ პოზიციაზე მყოფი ფეხბურთელები უნდა გამოვიყენოთ და შემდეგ მათ უკვე მიეცემათ შესაძლებლობა, მარტის მნიშვნელოვან შეხვედრებშიც მიიღონ მონაწილეობა. ამ პოზიციაზე დიდი არჩევანი არ გვაქვს. ქვილითაია ბელგიაში სათადარიგოთა სკამზეა. სხვა მოთამაშეები საბერძნეთში და ყაზახეთში თამაშობენ, რაც არ არის ევროპის უმაღლესი საფეხური".

შეხვედრა თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება, პირდაპირ ტელერეპორტაჟს კი საქართველოს "პირველი არხი" შემოგთავაზებთ.

მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით

SWISS
ძირს ფეხბურთის ფედერაცია, გაუმარჯოს პროპორციულ არჩვნებს, აგერ ჩვენი ევროპელი ძმა - შვეიცარიის ნაკრები, ყველაფერს გაგვიასნებს!
გულშემატკივარი
მიჰა ჰამოდი გიცანით
სანდრო
ვაისი ხარ თუ შმაისი ხარ, მოკიდე ხელი სშენ "ვითომ" Pეხბურთელებს კობიასშვილს და წადით ბიზია წადიიით, ათამაშეთ ის ვისაც უყვარს Pეხბრთი და ქვეყანა!!
maxare
ეს კაცი ავადაა, ისე როგორც კობიაშვილი, კალაძე, ყაველაშვილი, იაშვილი და სხვ. შვეიცარიაც მოუგებს საქართველოს ნაკრებს ერთი ხუთი ბურთის სხვაობით, ბელორუსიცა და კოსოვო ხომ საერთოდ გამოისვავს ვაისს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად... რისი თავი გაქვთ... და კიდევ, ვფიქრობ კობიაშვილმა და მისმა ძმებმა, ახალ დროებაში, რომელიც მალე დადგება, სასამართლოს წინაშე უნდა აგონ პასუხი ჯერ კიდევ ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნების გაყალბების გამო...ძირს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია და საქართველოს ამჟამინდელი ნაკრების მწვრთნელი და ზოგიერთი უტვინო ფეხბურთელი, რომელსაც ჰგონია რომ შვეიცარიას მოუგებს...
შოკირებული გულშემატკივარი
რო ამოგტენიან მერე იძახე სიურპრიზს ვაპირებდიო

ბატონო ვაის, ალბათ ძალიან გიყვართ ხუმრობა, რაც კარგია, მაგრამ ხომ ააქვს ყველაფერს თავისი დრო, ადგილი და ზომიერება? ბოლო მატჩები თუ აღარ გახსოვთ და ხელახლა ყურება გეზარებათ იქნებ სტატისტიკა მაინც ამოაღებინოთ და ნახოთ რამდენჯერ დაარტყა ნაკრებმა არათუ კარში, არამედ კარის მიმართულებით. გოლებზე საუბარი ზედმეტია. რაღაცას რომ ბრძანებთ საფუძველი არ უნდა ჰქოდეს? შვეიცარიას შვეიცარიაში უნდა შესთავაზოთ სიურპრიზი, რომელსაც ჰაერივით ესაჭიროება სამი ქულა? ჯობია იმაზე იფიქროთ ბელორუსს რა სიურპრიზს შესთავაზებთ მარტში და თუ გაგვიმართლა შემდეგ კოსოვოს (დიდი ალბათობით). ამ ბაქი-ბუქს საქმეს მიხედოთ ის აჯობებს......
Gtz
Amdeni qula daagroves eset zlier jgufshi, meti ra qnas am kacma roca tavs zemot meti dzala ar aris
max
3 თამაშია კარში არ დაგირტყამს რა დაცვიდან არ აპირებ :) ეხლა მოგინდა ნოვაციები? :)
Jordan Beli
ვაისი შეიძლება კარგი მწვრთნელია და მე ვერ ვამჩნევ,არ ვიცი...არანაირი ტაკტიკოსი ეგ არ არი,ვერ ერკვევა შეცვლებში,ერთი დამუშავებული კომბინაცია არ მახსენდება რაც ეგ კაცი მწვრთნელია,სტანდარტულების გამოყენება ვერ ასწავლა კი არა ,რაც იცოდა გუნდმა ისიც დაავიწყა.და მთავარი-მშიშარა მწვრთნელია ძალიან,მუხლები უკანკალებს აშკარად. საერთოდ ფავორიტებთან ხან მაგრად ვთამაშობთ ხოლმე და თან გასვლაზე-ვნახოთ...წარმატებები ნაკრებს!
sormona
გვესმის რომ შვეიცარია ჩვენზე გაცილებით ძლიერი გუნდია მაგრამ აბა რა ვქნათ, წინასწარ წავაგოთ? მითუმეტეს სიურპრიზები იშვიათად მაგრამ მაინც გვეხერხება
ვასო
მაკარიძე- კაშია,ხოჭოლავა, გრიგალავა,კაკაბაძე-კიტეიშვილი,კანკავა-ხარაიშვილი,ყაზაიშვილი,პაპუნაშვილი-დვალი. ტიპმა 3 წელიწადია სასტავი ვერ დააყენა,არ გაუმართლა ფედერაციას, კოსოვოს ვერ ავცდით სამწუხაროდ. გაზაფხულზე ეგ ნაკრები, კიდევ უფრო დაბალანსებული იქნება, ჩეხეთთან ბილომდე ვერ ითამაშეს, რადგან 4-5 წამყვან მოტამაშეს 2-2 ყვიტელი ქონდა და გავარდნის ზღვარზე თამაშობდნენ,
aburjga
ნუ შევიქმნით ცრუ მოლოდინებს!
ალექსანდრე იაშვილი: უმაყურებლოდ თამაში ძალიან დიდი დანაკლისია
კიდევ მინუს ორი - უკრაინა საქართველოსთან მატჩს პრობლემებით ხვდება
ჩრდილოირლანდიელთა მწვრთნელს "ჯვაროსნების" შიში არ აქვს და თბილისში ოთხი თინეიჯერი მოჰყავს
შავი ლომი | შემადგენლობა ვარსკვლავურ ‘ნორთჰემპტონთან’
"ბარსელონას" შედეგები? ეს ხომ დასაწყისია" - კილიან მბაპე
პსჟ დემბელესთან, კვარაცხელიასთან და დუესთან კონტრაქტების გაგრძელებას ჩქარობს
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 დილა. 3 ქულა და მესამე ადგილი
საზონოვი სათადარიგო იყო - "ხეტაფე" "ბეტისთან" დამარცხდა
გიორგი ჩუბინიძე და თორნიკე კვარაცხელია გამოიძახეს - 21-წლამდელთა შემადგენლობა შემოდგომის მატჩებისთვის
მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ბექჰემი: "ოქროს ბურთს" მესი იმსახურებს
პირს მორგანი: არტეტა დაუნდობელია, დიოკერეში - გაცოფებული
მამარდაშვილს თასზე "ჩელსისთან" მოუწევს დაპირისპირება - იქამდეც მიეცემა შანსი?
ერთი დებიუტანტით - სანიოლმა ერთა ლიგის მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა
სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა
"მას უდიდესი პოტენციალი აქვს" - ფლიკმა საკუთარი გუნდის ფეხბურთელი შეაქო
"ამ ტკივილით ცხოვრება მე მიწევს და არა თქვენ" - ტუხელმა განმარტა, რატომ შეცვალა არგენტინის ნაკრებთან მეორე ტაიმში სქემა
ტოდ ბოელიმ "ჩელსის" ხელმძღვანელის პოსტი დატოვა
"შემდეგში კარგად გავარკვევ როგორ შეუმოწმებენ ხელთათმანებს" - ილია თოფურია დაბრუნდა!
[VIDEO] მესის თავური გოლი - არგენტინელმა კარიერაში 49-ე ტიტული მოიგო
ისტორიული მოგება ჩემპიონთა ლიგაზე | "ბათუმის" გამარჯვება და ოჩხიკიძის გმირობა
[VIDEO] გულიაშვილი "კამპ ნოუზე" შეცვლაზე შევიდა - "ბარსელონამ" რასინგი" გაანადგურა
განშორება უკვე ზამთარში? - პსჟ-ში ზაბარნის თამაშით უკმაყოფილონი არიან
ფრანგები უპირობო ფავორიტები და კვლავ მესის მაგიის იმედად? - 1/4-ფინალების PREVIEW
არგენტინელთა მცველი: ტანჯვის გარეშე მოგება არ შეგვიძლია
სანაკრებო სია: სად აქვს პრობლემა სანიოლს და რა სიახლეებს უნდა ველოდოთ
მარადონას და ფოლკლენდის კუნძულების გამო შურისძიების დრო დადგა. "ვინც არ ხტუნავს - ინგლისელია" - არგენტინამ გამარჯვება იზეიმა
უკრაინელი ექსპერტი: დონე გათანაბრდა - უნგეთთან და საქართველოსთან ფრე მისაღები შედეგი იქნება
ჩრდილოირლანდიელთა მწვრთნელს "ჯვაროსნების" შიში არ აქვს და თბილისში ოთხი თინეიჯერი მოჰყავს
კიდევ მინუს ორი - უკრაინა საქართველოსთან მატჩს პრობლემებით ხვდება
ალექსანდრე იაშვილი: უმაყურებლოდ თამაში ძალიან დიდი დანაკლისია
[VIDEO] შვეიცარიამ პენალტების სერიაში კოლუმბიას სძლია და მეოთხედფინალში არგენტინას დაუპირისპირდება
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიდერები, აუტსაიდერები, ორი ქართველი დღეს და მთავარი ინტერესი "რეალის" მიმართ
დღეს - "შახტარის" ქართველების მატჩი და კაშია, კანკავა, ვაისი კიტეიშვილის წინააღმდეგ!..
[VIDEO] ვაისი მსაჯს შეუვარდა, შეაგინა და მოედნიდან ძლივს გაიყვანეს - "სლოვანს" 16 წლის თავდამსხმელმა გაუტანა
"საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე მინახავს" - ვაისი "სიტისთან" მარცხის შემდეგ
[VIDEO] არაშთამბეჭდავმა არგენტინამ ისევ ბეწვის ხიდზე გაიარა - კაცნაკლული შვეიცარია დამატებით დროში დაამარცხა
დიდი დაბრუნება - ვლადიმირ ვაისი სლოვაკეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელია
"დღეს ფეხბურთს არ გაუმარჯვია" - შვეიცარიის ნაკრების მწვრთნელი არგენტინასთან მარცხის შემდეგ
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, ორი გარანტირებული ადგილი ქართველებს და მესამის შანსი...
ვისთან ითამაშებენ ქართველები ნაკრებამდე: ხვიჩა "მარსელთან", "ბარსელონა" და ჩვენებურების დუელი