არნემის "ვიტესის" 18 წლის თავდამსხმელი 3 ივნისს ხორვატ ახალგაზრდებთან მატჩს განსაკუთრებით ელის
ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ოთარ გაბელია გიორგი ჭანტურიას პირველად არ იწვევს. 18 წლის თავდამსხმელი ავსტრიაში საერთაშორისო ოთხთა ტურნირზეც ათამაშა. მაგრამ ამხანაგური და ოფიციალური შეხვედრები სხვადასხვა რამ არის - 3 ივნისს ხორვატ ახალგაზრდებთან მატჩს ჭანტურია განსაკუთრებით ელის. ეს მისთვის პირველი ოფიციალური შეხვედრაა და იმედოვნებს, რომ გუნდს დაეხმარება.

"საკამათო არ არის, რომ ხორვატიის ნაკრები ძლიერი მეტოქეა და, რა თქმა უნდა, მატჩისთვის მონდომებით მოვემზადებით. თუმცა მოედანზე იმ განცდით გასვლა, რომ ძლიერ გუნდს ვეთამაშებით, არაფერს გვარგებს. სულაც არ მგონია, რომ ფავორიტი ხორვატიაა. თუ საკუთარ ძალას ვირწმუნებთ, მეტოქეს ბოლომდე ვებრძოლებით და ერთსულოვნები ვიქნებით, შედეგიც იქნება" - ამბობს ჭანტურია.

არნემის "ვიტესიდან" თავდამსხმელი თბილისში დაიმედებული დაბრუნდა, რადგან წარსულს ჩაბარდა ის დრო, როდესაც მხოლოდ ვარჯიშობდა და თამაში არ შეეძლო.

"ახალი სეზონიდან თამაშის უფლება მექნება, რასაც დიდი ხანია, ველი. გუნდში თითქმის ერთი წელია ვვარჯიშობ და მიმაჩნია, რომ საკმაოდ კარგად ვარ უკვე მომზადებული საიმისოდ, ჰოლანდიის ჩემპიონატში რომ არ დავიჩაგრო".

რაც შეეხება ლონდონის "ჩელსიში" მის შესაძლო გადასვლას, რაზეც გასულ სეზონში იყო ლაპარაკი, გიორგი ამბობს: "ჯერ "ჩელსიში" გადასვლაზე ლაპარაკი ნაადრევია. "ვიტესთან" სამწლიანი კონტარქტი გავაფორმე და ახლა მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, რომ ამ გუნდს გამოვადგე. თუ არნემში კარგად ვითამაშებ, "ჩელსიში" გადასვლაზე მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ლაპარაკი".

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
16-წლამდელები უეფას განვითარების თასზე ითამაშებენ - შემადგენლობა და მატჩების განრიგი
17-წლამდე ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება - შემადგენლობა და მატჩების განრიგი
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა