ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

საქართველოს ნაკრებმა მეორე ტაიმი უილაჯოდ ჩაატარა და ხორვატიასთან დამარცხდა [VIDEO]

საქართველოს ნაკრებმა მეორე ტაიმი უილაჯოდ ჩაატარა და ხორვატიასთან დამარცხდა [VIDEO]

19 ნოემბერს, საქართველოს ნაკრებმა ამხანაგური მატჩი ხორვატიასთან 1:2 წააგო.

უკანასკნელ შეხვედრებთან შედარებით, მწვრთნელებმა სერიოზულად გადაახალისეს სასტარტო შემადგენლობები. მასპინძელთა გუნდში სლოვაკეთთან ნათამაშები მხოლოდ 3 ფეხბურთელი დააყენა ზლატკო დალიჩმა, ხოლო ვლადიმირ ვაისმა - 4, რომლებიც შვეიცარიასთან ძირითადში იყვნენ. მოკლედ, წლის ბოლო მატჩში თავის გამოჩენის საშუალება უახლოეს რეზერვს მისცეს.

პულაში რამდენიმე დღის განმავლობაში გადაუღებლად წვიმდა და 8 923-იანი სტადიონი არ გაივსო. მივყვეთ ქრონოლოგიურად: პირველი სახიფათო მომენტი ჩვენმა გუნდმა შექმნა, როდესაც კაკაბაძე ფლანგზე მეტოქეს გაექცა, კარის წინ ჯიღაურს უპასა და მან შესანიშნავი მომენტი ვერ გამოიყენა. საპასუხო იერიშისას კაკაბაძეს პერიშიჩი გასცდა და მაკარიძემ არ დაანება გოლის გატანა. მე-19 წუთზე კი პაპუნაშვილმა საჯარიმოს გარედან დარტყმით დააწინაურა საქართველოს ნაკრები. აღსანიშნავია მეკარე კალინიჩის შეცდომა.

თუმცა მასპინძლებმა კაშიას ავტოგოლით მალევე გააყაიმეს ანგარიში, ხოლო შემდეგ პერიშიჩმა ბურთი ხარიხას გაარტყა.

35-ე წუთზე გვილიას მიერ საჯარიმოდან ჩაწოდებულ ბურთზე ლობჯანიძემ მეორე სართულზე კალინიჩი დაჯაბნა, მაგრამ მიზანს ვერ უწია. მერე კაკაბაძემ ტრავმა მიიღო, შენგელიამ შეცვალა და თანაბარი პირველი ტაიმი ფრედ დასრულდა.

შესვენებაზე დალიჩმა 4 ცვლილება განახორციელა, გუნდი ორთავდამსხმელიან ტაქტიკაზე გადააწყო, უპირატესობას დაეუფლნენ და 53-ე წუთზე კაშიას შეცდომის შედეგად პერიშიჩმა თავურით მეორედ დალაშქრა მაკარიძის კარი. ცოტა ხანში როგმა თავით ოდნავ ააცილა ბურთი კარს.

ჩვენს გუნდს უჭირდა ბურთის დაჭერა და შეტევების ორგანიზება, რაღაცნირად ძალაგამოცლილად თამაშობდა, წვიმაც გაძლიერდა. რებიჩმა კაშია მოატყუა და ისევ მაკარიძემ გვიხსნა.

ბოლოს "ჯვაროსნები" შეტევაზე გადავიდა, მომენტიც შექმნა, მაგრამ კიტეიშვილის დარტყმული ბურთი რებიჩმა მოიგერია.

რა შეიძლება რეზიუმეს სახით ითქვას: საქართველოს ნაკრებმა პირველი ტაიმი უკეთ ჩაატარა, მეორე - უარესად. თავი ვერავინ წარმოაჩინა და წლის უკანასკნელი შეხვედრა წააგო.

პულა. "ალდო დროსინა". 5 072 მაყურებელი

ხორვატია - საქართველო 2:1

გოლები: 0:1 პაპუნაშვილი (19), 1:1 კაშია (25, საკ. კარში), 2:1 პერიშიჩი (53)

ხორვატია: კალინიჩი (სლუგა 46), მელნიაკი, სკორიჩი, იედვაი (კალეტა-ცარი 46), ბარტოლეცი (იურანოვიჩი 46), კოვაჩიჩი (ვლასიჩი 65), ბადელი, პაშალიჩი (პერიჩი 75), პერიშიჩი, ორსიჩი (როგი 46), რებიჩი

საქართველო: მაკარიძე, კაკაბაძე (შენგელია 39), კაშია, ხოჭოლავა (გრიგალავა 80), ნავალოვსკი, გვილია (ქვილითაია 83), აბურჯანია, ჯიღაური, პაპუნაშვილი (კიტეიშვილი 65), ყაზაიშვილი (ხარაიშვილი 88), ლობჯანიძე (არაბული 50)

• baqari

მწვრთნელიან ფეხბურთელებიანად სტადიონზე შესაშვებიც არ ხართ!დალოცვილებო ასე უჟილკოდ ფეხბურტის თამაში სად გაგიგიათ!? თქვენი ადგილია გვერდზე ხტომაში(: სამწუხაროა ასეთი სპორტი რომ არ არსებობს.

• x.x

ჩვენ როგორც ყოველთვის აცდენილი ვართ რეალობას, რა გინდათ პირველი ათეულის ნაკრებებს მოუგოთ? და თანაც სტუმტად?, მაგრამ როცა ხორვატიას ეთამაშები ნორმალური სასტავი უნდა დააყენო, არ გყავს შეტავაში არავინ და გამოუძახე ზარანდიას, ინდივიდუალისტია შეუძლია თამაშის გამწვავება, დაცვაში კი რაც ბოლო დროს რაც ნაკრებში გოლები გავუშვით კაშიას ნამუსზეა, ხოდა დაფიქრდეს ვაისი!

• კახა ქ.

მე იმათი გამკვირვებია,ვაისი რო უნდათ.გადახედეთ სტატისტიკას მაინც,ვისთვის ააქვს მოგებული-ყაზახეთი,ლატ ვია, გიბრალტარი.ანდორასთან კი......მოკლედ აგერ დაგვანახა ხორვატიას ჩვენი სახე.ბურთი დაგვიმალა მეორე ტაიმში.ან რა ცვლილებებს აკეთებს,ტიპი აზზე არ არის და საერთოდ მოწყვეტილია რეალობას.მოკლედ ასეა თუ ესე,ქართველი მწვრთნელი გვჭირდება.უცხოელისთვის მაინც მ თავარია ფული,სულ არ კიდია შენი საქართველო

• კახა ქ.

მე იმათი გამკვირვებია,ვაისი რო უნდათ.გადახედეთ სტატისტიკას მაინც,ვისთვის ააქვს მოგებული-ყაზახეთი,ლატ ვია, გიბრალტარი.ანდორასთან კი......მოკლედ აგერ დაგვანახა ხორვატიას ჩვენი სახე.ბურთი დაგვიმალა მეორე ტაიმში.ან რა ცვლილებებს აკეთებს,ტიპი აზზე არ არის და საერთოდ მოწყვეტილია რეალობას.მოკლედ ასეა თუ ესე,ქართველი მწვრთნელი გვჭირდება.უცხოელისთვის მაინც მ თავარია ფული,სულ არ კიდია შენი საქართველო

• ნუგზარი

ხარაიშვილის შემოყვანა რას ემსახურებაო წერს ერთი (ისე სახელი, რომ მაინც მიუთითოთ რა პრობლემაა, მე ადრე გვარსაც ვწერდი და მერე თავი შევიკავე, ვინმეს ცუდად არ გაეგო), ეგ ჩემი აზრით შემთხვევით არ ხდება მეგობარო, ასეთი ცვლილება შეიძლება არც ვაისის ინტერესში შედიოდეს, ამით ფეხბურთელს დაუფიქსირეს ნაკრებში თამაში. სხვაზე ამ ფორმატში საუბარი გამართლებულად არ მიმაჩნია.

• თენგაბი

ყველამ ვიცით რომ ჩვენი ფეხბურთელები ვარსკვლავებს არ წყვიტავენ, მაგრამ კოლექტივი, გუნდი უფრო საშინელია, ვიდრე ფეხბურთელები. საერთოდ არ იგრძნობა მწვრთნელის ტაქტიკური მონახაზი, იდეა, მიზანი. არავითარი წინასწარ დამუშავებული კომბინაცია, კოორდინაცია. თამაშობენ ეზოს ფეხბურთს. ბოლოს და ბოლოს ამ ფეხბურთელებითაც შეიძლება უკეთესი თამაშის ჩვენება, ოღონდ მაღალი კლასის მწვრთნელი გვჭირდება. გადავიხადოთ ცოტა მეტი და შედეგი მაინც გვექნება.

• zaza

არადა საქმე აქ მარტივადაა ვაისს ხელშეკრულება უმთავრდება და ელოდება კენჭისყრას თუ რომელი გუნდი იქნება მასპინძელი ფინალის თუ მოგვიწია გასვლა დაიხურავს ქუდს და წავა მარტივია აქ ყველაფერი რაც შეეხება ბელარუსს დიდი ალბათობით მოვიგებთ აი მერეა საქმე მერე სახლის გუნდი როხარ და მეტოქეებიც შენნაირები.

• ირაკლი

მოდით გულზე ხელი დავიდოთ და ვთქვათ, ნავალოვსკი, კაშია, ხოჭოლავა, ჯიღაური, შენგელია, არაბული, ლობჯანიძე და ზოგადად ასეთი დონის ფეხბურთელები იმსახურებენ რომელიმე დიდ ტურნირზე თამაშს? ან ვაისის დონის მშიშარა და ჯიუტი მწვრთნელი იმსახურებს? არაა ჩვენი ნაკრები ევროპირველობის ღირსი და არაფერი ფიასკო არ იქნება თუ ვერც მოვხვდებით მანდ. ეს უნდა ეხლავე შევიგნოთ და ამიტომაც ჯერ სწორად დაიგეგმოს ქართულ ფეხბურთში განვითარება და მერე ვიფიქროთ წარმატებაზე. ჩვენში კი ფეხბურთი (და არამარტო) ზოგისთვის უბრალოდ დიდი ფულის შოვნის საშუალებაა და ზოგისთვის ოჯახის ელემენტარულად რჩენი წყარო და საფეხბურთო შედეგები, კლუბი იქნება თუ ნაკრები, როცა მხოლოდ ფულის კეთებაზე ხარ გადასული სულ ცალ ფეხზე არ გკიდია? ნიჰილიზმია ქართულ სპორტში ალფადან ომეგამდე. ისე ერთსაც დავამატებ, ერთ ქორწილში საქართველოს სადღეგრძელოს შემდეგ რატომღაც საქართველოს ჰიმნი ააჟღერეს. არა, ქორწილებში ჰიმნის ჩართვის დიდად წინააღმდეგი არ ვარ, თუმცა არც ორი ხელით მივესალმები, ყველაფერს თავისი დრო და ადგილი აქვს მგონია. მაგრამ გულდასაწვყეტი ის იყო, რომ სტუმრების უმრავლესობამ უკანალის აწევაც არ ისურვა ჰიმნის მოსმენისას. სწორია თუ არასწორია ქორწილში გაჟღერება ერთია, მაგრამ რახან გაჟღერდა ჰიმნი, შენი ქვეყნის იმდენი სიყვარული და შეგნება უნდა გქონდეს რომ ფეხზე წამოდგე და გულზე ხელი დაიდო. ჩვენ კიდე ფეხბურთზე ვსაუბრობთ აქ...

• dato

მე მგონი კაშიას ნდობა შეიძლება სავალალო აღმოჩნდეს ნაკრებისთვის

• zmo

ჩვენს ნაკრებს გოლის გატანის სცხვენია, ისე უსუსურად და მორცხვად გადადის შეტევაში შეგეცოდება პირდაპირ, გუნდებია შეტევაში ბურთს დაგახევენ თავზე და ესენი კიდევ... ამათ კარგი მკურნალობა სჭირდება ოღონდ მართლა, ბელორუსთან ? რავიცი ესეთი მარუსიებით შორს ვერ წავალთ

მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონთან მოგებას არავინ ავალდებულებდა ჩვენ ნაკრებს, მიუხედავად იმისა, რომ მაშინდელი ნაკრებიდან ხორვატიაში 2-3 კაცი თუ თამაშობდა, მაგრამ იმას რასაც გუშინ და საერთოდ ბოლო პერიოდია ჩვენი ნაკრები აკეთებს, თამაში ნაღდად არ ქვია. ამ საცოდაობით, უბედურებით და მარაზმით !!!! რასაც ნაკრები?! აჩვენებს თითქმის ყველა ნაკრებთან (მათ შორის ანდორასთან და გიბრალტართან გასვლაზე), ერთა ლიგის ფინალი მოვიგოთ კი არა, დიდი ალბათობით ფინალში შეიძლება ვერც გავიდეთ სამწუხაროდ. ვისაც ეს ეხება იმას მემგონი პრინციპულობა სიჯიუტეში ეშლება მაგრად და არანაირად არ უნდა იმის დანახვა, რომ ერთა ლიგაზე თუ საბოლოვი წარმატების მიღწევა გვინდოდა (ეხლა უკვე გვიანია, ახალი გუნდის შესაქმნელად არც დრო და არც თამაშები აღარ დარჩა) მწვრთნელი უნდა შეცვლილიყო. მორიგი იმედგაცრუების შემდეგ, რომელიც სამწუხაროდ ერთა ლიგაზე გველის, ურემი კიდევ ერთხელ რომ გადაბრუნდება, მერე დაიწყებენ თავიდან, არაფრისმომცემ და ყალბ სჯა-ბაასს ვაი ეს რა დაგვემართა და როგორ დაგვემართაო !!!!! მართლა ვინ დაგვწყევლა რა, ეს რა ჭირი გვჭირს!!! ვისაც ოდნავ მაინც არ ეზარება ყველა გვიგებს. და ბოლოს ერთი რამ არის საინტერესო: როდემდე ?!

• ნიკო

მარტში ყველაფერი დამოკიდებული იქნება ჩვენი ფეხბურთელების ფორმაზე. ისე ზედმეტად ბევრს ავალდებულებთ ჩაკვეტაძეს, ძალიან კარგი ფეხბურთელია, ძალიან ნიჭიერია, მაგრამ არ გეგონოთ რომ ყველა თამაშს ისე მაგრად ჩაატარებს, როგორც ერთა ლიგაზე (მაშინ აშკარად ფორმის პიკში იყო). პროსტა მეცოდება ეხა, რომ დაბრუნდება, თუ ვერ მოასწრო ფორმაში შესვლა, ჩვენი გულშემატკივრების ქება დიდება, გინებაში რომ გადაიზრდება . . . კაშია კი გუნდში ალბათ ლიდერული თვისებების გამო უფრო ყავს, რომელსაც შეუძლია გუნდის ხოდზე მოყვანა ან გამოფხიზლება - მოკლედ - კაპიტნობა, შესაბამისად უწევს, მის ინდივიდიალურ წუნზე თვალის დახუჭვაც.

• moses

სხვებს ხო მოუგეს რა, რას ამბობ :D :D (მარტო ვიცე ჩემპიონთან წააგეს, "საპატიოდ")

• ozeki

90..მერამდენემ ათეულში მყოფ ნაკრებს როგორ უნდა შეუსრულოს?

• ჰმ

ეხლა რატო აღარ იღებთ კაშიასგან კომენტარს ტვინს რო ბურღავდით ყველა თამაშის მერე.

• გიორგი

კაშია ავირჩიოთ შემდეგ მერად!

• Mosexoneli

Kარგით რა ბოლო ბოლო ვიცე ჩემპიონთAნ წაგეს2:1ანდორასთAნ ხოარა

• ::-D

გრრრრიზმანი :-D

იქიდან რამდენი კაცი თამაშობს, კარგად დააკვირდი. მეორეც, მეორე ტაიმში რაც ვნახეთ, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. 1 ტაიმთან ოდნავ მიახლოებული რომ ეთამაშათ, ანგარიში აშკარად უკეთესი იქნებოდა

• KUTAISELI

es ar ar iko pegburti chveni chesrulebit, da es ar aris nakrebi, brboa pegburtelebis, tavmochrili batebivit darbian, mcvrtneki xo vabche ra dodo k. am sastavit verc belorusias mougebt da verc kosovos, es chengelia ver ergeba nakrebs xo xedavt, dinamo tbilisi gonia uglajunebs umisamartod , gagebachi araa, kachiaa da vegar dadis, dacva toxlaobs magrad, arc tavdasxma brckinavs, budu gamoizaxos zivzivaze, ras erchit am pegburtels, puli araak da golis gatana exerxeba.kvela dagvcinis ukve, ragac unda cheicvalos ase ar ivargebs

• Misha

Shengelias ra unda nakrebshi vinme metyvis?an es muxlebis kankali da sajarimoshi panika raga oxrobaa.iseti shtabechdileba rcheba,ro chvens sajarimoshi rocaa burti ogond ki fexi amoartyan da sad da vis miuva agar ainteresebt

• ფეხბურთი

ვაისი არის უმაგრესი მწვრთნელი, მსგავსი ტაქტიკოსი ჩვენ ნაკრებს არ ყოლია.

არავითარი პირადი , მაგრამ შენგელია რა დონეზეცაა, ისეთივე კლუბშია ზუსტად.არ შეუძლია მოუმატოს და ჰა ! ისე , შეტევასაც რას ვთხოვთ? ხომ ვხედავთ, 1 ტაიმს ჩავამთავრებთ და მერე ვწვალობთ. სულ ცოტა 1 ტაიმივით რომ ემოძრავათ, სხვა შედეგი იქნებოდა

• max

ამიხსენით ხალხი ამხანაგურ თამაშში ხარაიშვილის 88 წუთზე შემოყვანა რას ემსახურება? დრო გაყავსო ვერ იტყვი უმიტომ რომ აგებდენ, თამაშში ნახვა უნდოდაო ამასაც ვერა 2’ დარჩენულ წუთში რა უნდა ნახო

• Jordan Beli

ვაის გადაშენდი რააა...აქ ზოგ ზოგიერთებს ჩემი კიმენტარები არ მოსწონთ.ამასთან დაკავშირებით მეცინება და ერთი ამბავი უნდა მოვყვე,რომელიც ლევან თედიაშვილმა მომიყვა:„ნაცებთან მივედი რაღაც ამბავთან დაკავშირებითო,ველაპარაკები და ვატყობო რო სუ არ აინტერესებთ რაზე ვარო მისულიო და მაშინ უთხარი ერთსო(გვარს არ ვიტყვი,თვალები რო აქ დაბრეცილი),განა არ ვიცი ფეხებზე რო გკიდივართო და აბა ერთი მე მკითხეთ სადა მკიდიხართო“...გამგები მიხვდება ალბათ რაცა ვთქვი ეხლა.ისე საგარეჯოში ერთი მაღალი ადგილი გვააქ ბებერ კლდეს ვეძახით და ესეთი გამოთქმა გვაქ აქ ჩვენ-„ბებერ კლდიდან გადმოფრინდესო და .....“ კალაძის ვარიანტი რააა...

• ვ ა ხ ო ბიჭიკოსშვილი

კაშია საკალბასეში უუუუუუუუუუუუუ!!!!!!!!!!!!!!ავტოგოლის გამო არა; ვეღარ ქაჩავს, ვეღარ!!!!!!!!!

• 1

არა! მესამის დამატებას აპირებენ

• 1

და მესამეც - შვეიცარიასთან, რომ გაგვიტანეს

• ჩორნა

თ.ოქრიაშვილი ჯიგარი გულიანი ბიჭია, წინა თამაშშიც დაავალდებულა ვაისი რომ შეცვლა გაეკეთებინა.. კარგია რომ ფეხბურთელი თვითონ ხედავს მოედანზევე საკუთარი თამაშის მარგებელ კოეფიციენტს გუნდისთვის.. თუნდაც გუნდს შეკრების მეორე თამაშზე ჯანოს არ გაყოლის მიზეზი გამოგონილი ,,ტრამვა'', გვახსოვს ალბად რომ რეალური მიზეზი ჯანოს დიდი დროით ფეხბურთთან ჩამოშორება და საშინელი ფიზიკური ფორმა იყო.. (ჯანოს კომენტარებში ლანძღვაც გვახსოვს ალბად) პაპუნაშვილის წინა შეკრებაზე არ გამოცხადებაც ეგ იყო რომ თვითონ ფეხბურთელმა ითხოვა.. რა უნდა მოიმოქმედონ ამ ბიჭებმა მეტი? თითოეულ ქომაგს პირადად ხომ ვერ გაგვცემენ პასუხს... მათი საქციელი მისასალმებელია და ეს უკვე რეალური მითითებაც იყო იმისკენ რომ, 1) ვაისი აზრზე არ არის და არც ინტერესდება ფეხბურთელის ფიზიკური ფორმით. 2)ის რომ ტაკტიკურად ძალიან სუსტია. 3)უბრალოდ ამ ყველაფერთან ერთად ერთიანი სულის კვეთება არ იგრძნობა. ალბად ისევ ქართველი მწვრთნელია საჭირო იმისთვის რომ ფეხბურთელებს დაუბრუნოს რწმენა საკუთარი თავის და ერთმანეთის მიმართ, მათჩის წინ სიტყვებით და ემოციებით დაიხარჯოა ბიჭებისთვის რომ აბ ბიჭებმა შემართება,სულისკვეთება,თავდადება და შედეგი გვაჩვენონ და არა ის რაც დღეს ვნახე და ვხედავთ ამ ბოლო დროს. უბრალოდ მოტივატორი და ფსიქოლოგის უნართვისებიანი მწვრთნელი გვესაჭიროება!! დანარჩენს აღარ დავეძებ უბრალოდ მე პირადად დანარჩენი ფეხბურთელებისთვის მიმინდია შეცვლასაც კი აკეთებენ თავად:-)

• მმმ

მაკედონიას თამასს ვუყურე დღეს , დაფრინავენ .. მაგრამ მაიმც ვიხმართ ჩაკვე დაბრუნდება . ჩვენ კაი ფეხბურთელები გვყავს ახალი არავინ გვინდა უბრალოდ ძველები უნდა მიხვდნენ წასვლას, ნავალოვსკი და კაშია მაგრები იყავით მაგრამ ახლა მობერდით და წადით რა გთხოვთ, კაშიას უმისოდ ნაკრები ვერ წარმომიდგენიაო ამ კომენტატორმა, გვეკაიფება?

• ფრანს-ლორენცო პიზეტო ტიბო!

ჩვენ ორი გაგვაქვს, ხორვატია ორით ერთს იგებს, აბა კალაძე ყოფილიყო, ოთხს გავიტანდით... დროშები ჩქარა!!! სანამ დროა და ჩვენი კარები ბურუსისგან არა სჩანს კარგად...

• ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..

სხვა გზა არ არის, ხუთი თერთმეტზე გვეთამაშონ, სხვანაირად არ ვეთამაშოთ, ან თერთმეტი თვრამეტთან. თან ხანჯლებით, ან პატარა ტისაკით მაინც. და მერეც ვნახოთ, ვინ მოიგებს, მერეც ვნახოთ... მე არ ვარ რობოტი. მე ტაქსისტი ვარ, პარიკმახერი, მექისე, მუშა, ან ქვის ხურო ვარ, ხელოსანი, დურგალი ელი! ვინც გინდა ვიყო, ოღონდ რობოტს ნუ დამიძახებთ, არ ვარ რობოტი, ექიმი ვარ, ან ინჟინერი, ყველს ვყიდი სიმონ და იმიტომ ხელი მაქვს თეთრი, ჩემი ტაქსი მყავს, თან ვპროფესორობ, ოპელი ძველი...

• Emiri

არ ვარგა ეს სასტავი მერამდენედ ვიძახი, კაშია ბაბუაჩემის ხნისაა , ხოჭოლავა ლატარიაში ერგო შახტარს თუ რა პონტში ყავთ იქ ვერ გავიგე, შენგელია მერამდენე თამაშია ვერ თამაშობს, თავდამსხმელები ხო დოყლაპიები გვყავს.

• კ ო მ ბ ლ ე

ღმერთმა არა ქნას სადმე გავიდეთ და რომელიმე შეჯიბრებაში ამოვყოთ თავი. დღეს, თუ მილიონ კაცმა ნახა ჩვენი თამაში, ჩემპიონატზე, თუ გავედით ასჯერ მეტი ნახავს და ასჯერ მეტი ადამიანი გაიგებს, თუ რა მაგარი ყ.... ნაკრები გვყავს ქართველებს. ღმერთმა დაგვინდო და კვლავ წავაგეთ, რომ მოგვეგო მსოფლიო ჩემპიონობაზე გაგვიჩნდებოდა პრეტენზია. ჩვენ ხომ ყველაზე მაგარი ნაკრები გვყავს ტოოო!!! იმათ ვინა ყავთ? ერთი მესი და მორჩა ბრატ! სხვას ვის ჩამოთვლით? აი ესეთი ლაპარაკი იქნებოდა დღეს რომ მოგვეგო. კარგია რომ წავაგეთ. მშვენიერია! მე ძალიან მომწონს ოლიმპიური სისტემა, წააგე? წადი...წადი ისე, რომ უკანაც არ მოიხედო... ან ივარჯიშე, მწყობრში ჩადექი და მერე სცადე. და არა ესე, ფეხბურთელს ვეძახით იმ სპორცმენს, ვისაც ორი ტაიმი სირბილი არ შეუძლია. ყველაზე დიდი მიღწევაა ბურთს რომ ფეხს არ ააცელს, სამჯერ მოუქნია ფეხი და სამჯერვე დაარტყა, საღოლ! ყოჩაღ ავქსენტი!!! მეტი რა გინდათ ტოოო?!! მესის არ ჩამოუვარდება, ნამდვილი ტახამატაა, ტახამატა!!! მოედნის ცენტრამდე შეუსვენებლად თუ ირბინა, ზნაჩიტ მაგარია სიმონ!!! თუ გაოფლიანდა, სასწრაფოდ ადიელა მოახვიეთ არ გაცივდეს, მიუჩვეველი იქნება, ხტფუი ბლინ! ტრენერი თუ ვერ ხვდება, რომ ლამაზად წავაგეთ, წავაგეთ, მაგრამ მაინც ლამზად!!! ერთი ხომ მაინც გავიტანეთ? ვახ რა კარგია!!! ვაი რა გვეშვეე ლეე ბააააა!!!

• არ დათანხმდება

არველაძე ჭკვიანია. არ დათანხმდება იმ პოზიციას სადაც იცის საბოლოოდ საგინებელი გახდება. თავადაც აქვს ნათქვამი ინტერვიუში, უმადური სამსახურია საქართველოს მწვრთნელობა. ყველაფერზე ჯოხი შენზე ტყდებაო. პ.ს. ისე ჯერ არ მიუღწევია წარმატებას საფრხბურთი წვეყანაში არაფრისთვის გარდა იმის რომ ეხლანდელ კლუბს მოაგებინ შკდა ჩემპიონატი

• a.a.

ბატონო გიგა გვენცაძე რებიჩი ესე უნდა დაუძახო და არა რრრრრრებიჩი.

არველაძეს ჯერ საკლუბო დონეზე არა აქვს მიღწეული იმ წარმატებისთვის, რომ ნაკრების (მითუმეტეს საქართველოს) მწვრთნელად დაინიშნოს.

• გიორგი კაჭკაჭიშვილი

ბურთი დაგვიმალა ხორვატიამ მეორე ტაიმში, არ ვიცი რა გვეშველება ასეთი უსუსური თამაშით, ეს რა იყო რას გავდა ყველა რგოლმა ჩაისვარა ან რა შეცვლები გააკეთა ვაისმა. ლობჯანიძე ძალიან მძიმეა რამდენჯერ ჩარჩა თამაშგარეში, ასევე სისწრაფე აკლიაა გვილიას, აბურჯანიას. შენგელიას საერთოდ რა ჭირს კარში ვეღარ ურტამს, საშინლად გამოიყურებოდნენ, იმიტომაც ზიან სათადარიგო სკამებზე თავიანთ გუნდებში.

• კახა

არველაძე არის ამბოციების მქონე მწვრთნელი და იმის პრესპექტივით რომ ნაკრებს ევროპაზე გაიყვანს და ამით პრესტიჟს აიმაღლებს და ისტორიაშიც შევა დათანდება ნაკრების მწვრთნელობას და რასაც ვატყობ დისციპლინის მომხრეა ამიტომ ჯობია ეხლავე გაუფოონ კონტრაქტი და ჩააბარონ ნაკრები ოღონდ მოადგილედ დევდარიანი უნდა დაიყენოს არის შანსი ნაკრები გაიყვანონ ევროპაზე არველაძე და დევდარიანი ნაკრებში სასწრაფოდ

• 123

ორივე გოლი კაშიას ბრალი იყო

• rasa

მუნდიალის ფინალში გასული გუნდიდან მხოლოდ 2 თუ 3 კაცი (მაქსიმუმ) თამაშობდა დღეს. ამიტომაც მეტს ველოდებოდი

• იაგო

როცა ცვლილებაა საჭირო ვერ სცვლის ან უხარისხო შეცვლას აკეთებს. ხარაიშვილი ხომ საერთოდამოიღო თვალში. ჩემი აზრით ერთერთი სუსტია იამათ შორის ვინც კი ოდესმე გვყოლია

• საქართველო

ისეთები წერენ ისეთ კომენტარებს გაგიჟდება კაცი.კომენტარი წავიკითხე: რა სჭირთ ჩვენ ფეხბურთელებს ერთად არ ვარჯიშობენ ხოლმეო :-) და თან ტიპი „ექსპერტის“ დონეზე(თავისი ჭკუით) არჩევს თამაშს.მთავარია იქ მოვხვდეთ და რაც უნდა ის უქნია და ვინც უნდა ის დაუყენებია ძირითადში,მაგრამ თუ ვერ გავიდა პასუხისმგებლობა უნდა აიღოს საკუთარ თავზე.მაგრამ არ არის ლამაზი როდესაც გამოდიხართ ზოგიერთები და წინასწარ იძახით,რომ ნაკრები გავარდნილი ბელარუსთან.რომ გავარდეს მართლა,ექსპერტობას მიიწებებთ ეგრევე და ხო ვთქვიო იტყვით.აი რომ გავიდეს ხომ ხართ ღირსი რასაც ეხლა ვაისზე წერთ,იქეთ რომ შემოგიბრუნოთ ვაისმა :-) ამიტომ ყველა ვარიანტში წარმატებები საქართველოს...დანარჩენზე მარტის ბოლოს ვისაუბროთ

• SL

ყველა ყველა მარა .... პირველმა არხმა ამ ორი კომენტატორის მაგივრად ერთ ნორმალურს რო გადაუხადოს ხელფასი და ჩვენ ნერვები არ გვაგლიჯოს, არა???

• ანესთეზეოლოგი

ისევე როგორც ახალგაზრდულში.... დაგვიანებული და არგაცემული პასები, ერთ ადგილზე ბევრი ფაფხური და კარგახანს ფიქრი გადაწყვეტილების მიღებამდე. შესაბამისად უამრავი განიავებული მომენტი და საბოლოოდ ერთით ნაკლები გატანილი ბურთი... და რათქმაუნდა მუდამ ყველაფრისმცოდნე რადიკალი გულშემაკტიკვარი:)) ძალიან ვიცით ეხლა ჩვენ თუ რა იდო დღევანდელ ტაქტიკაში ან რა პოზიცია როგორ გამოიცადა. არაფრისმომცემი თამაში იყო, ამხანაგური და შესაბამისად შემადგენლობაც ექსპერიმენტული იყო თავისი შეცვლებით.

• კობიმ ვაისს სად მიაგნო?

როგორ შეიძლება ერთა ლიგის ფლეიოფამდე 5 თვით ადრე ჩატარებულ თამაშს ერქვას მოსამზადებელი. მოსამზადებელი ამხანაგურები იმართება მაქსიმიმ 1 თვით, მინიმუმ 1 კვირით ადრე. 5 თვეში ვიღაც აილეწება და ვიღაც ცუდ ფორმაში იქნება. არაბულის, ლობჯანიძის, ანანიძის და აბურჯანიას გამოძახება აღარ ღირს. ხარაიშვილი და პაპუნაშვილი სასტარტო თერთმეტეულს იმსახურებენ.

• მიშა სააკაშვილი

საერთოდ არ ღირს ამ თამაშზე რამის დაწერა,ერთადერთი კაკაბაძეზე ვფიქრობ და იმედია სერიოზული არაფერია,თორე მარტში არც მარცხენა და არც მარჯვენა მცველი გვეყოლება:((

• Alex.F

რა ვქნათ,რაცა ვართ ესა ვართ!სამწუხაროდ,როგორც სჩანს მეტი ფიზიკურად არ შეუძლიათ!მივყვეთ თანმიმდევრობით:მეკარეები რამდენადაც კარგები არიან კარის ხაზზე და გამოსვლებზე,იმდენად ცუდად გამოსდით პირველი პასი(როგორც მოკლე,ისე გრძელი პასები)და აგვიანებენ გადაწყვეტილების მიღებას,როცა ბურთია ამოსატანი.იგივე ითქმის მცველებზეც,მათაც ძალიან უჭირთ პირველი პასი,აღარაფერს ვამბობ გრძელ პასებზე.ასევე ხშირად კარგავენ პოზიციებს,მოიკოჭლებენ სისწრაფეში და ფიზიკურ ორთაბრძოლებში და ფაქტიურად ვერ მოაქვთ ვერავითარი სარგებელი შეტევაში.საყრდენ ზონაში უამრავი ელემენტარული შეცდომა და ამას დამატებული ბურთი ძნელად გვიჩერდება ასევე უამრავი წაგებული ორთაბრძოლა საყრდენ ზონაში.ძალიან სუსტი ფლანგები(ეს ეხებათ,როგორც განაპირა მცველებს,ასევე ნახევარმცველებს).უაზროდ ბევრი,სრულიად არასაჭირო შეხება ბურთთან,ძალიან დაბალი პასის კულტურა,სწრაფი აზროვნების ნაკლებობა,მოედნის ვერ ხედვა,უაზროდ ბევრი პასი უკან და პირიქით ბევრი მისაცემი პასის არმიცება,ბურთის უაზროდ თრევა იქ,სადაც ეს დაუშვებელია.გამტანი,სწრაფი,დრიბლინგისა და დაყენებული დარტყმის, თავდამსხმელის(როგორც ფეხით ისე თავით)არ ყოლა(ეს ეხებათ შემტევ ნახევარმცველებსაც).ამას დამატებული,გუნდს ფაქტიურად არ აქვს სტანდარტულები(ვერც კი ვიხსენებ,ბოლოს როდის გაიტანა გუნდმა გოლი სტანდარტულიდან).ბურთისა და ტემპის დამჭერი ფეხბურთელების არ ყოლა.ამას დამატებული ის,რომ გუნდს არ შეუძლია სისწრაფეებზე თამაში(რაც განპირობებულია ცუდი ფიზიკური ფორმით).მოკლე სათადარიგოთა სკამი და მწვრთნელი,რომელიც ყოველთვის აგვიანებს შეცვლებს(თუმცა მწვრთნელი ყველაზე უკანასკნელი პრობლემაა ამ ფორმაციის და არა მარტო ამ ფორმაციის ნაკრების).ამას დამატებული საშინელი მიდრეკილება ტავმებისკენ და რაღა დარჩა?ასეთი თამაშით,ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი ადგილი არ არის და ძალიან უნდა მოვინდომოთ(და გაგვიმართლოს),რომ იქ მოვხვდეთ!!!ჩემი ერთადერთი იმედი არის გიორგი ჩაქვეტაძე!!!ნამდვილი ტალანტი და ბრილიანტი!!!უფალს ვთხოვ,რომ მალე გამოაჯანმრთელოს!!!

• ნუგზარი

მე ვფიქრობ, რომ ყველა ფეხბურთელი ვისაც ვაისი მოიაზრებს სრულ მზადყოფნაში, რომ იყოს ბელარუსებთან მატჩის წინ, ის საუკეთესო თერთმეტეულის ვარიანტს ვერ ჩეარჩევს.

• სმ

უბრალო გულშემატკივარს მივმართავ, ვინც ვლადიმირ ვაისის დარჩენას ემხრობა, გარდა აგენტურისა და ფედერაცისა - ბელორუსთან რა გარანტია გაქვთ, რომ შეცვლა-არშეცვლის თაობაზე იგივე გაუნათლებლობას არ გამოიჩენს?!

• aburjga

ხალხო, ხორვატია მსოფლიოს ვიცე ჩემპიონია თუ მეშლება რამე? ხორვატიაში გასვლაზე, ხორვატიის ნაკრებს ჩვენ როგორ უნდა მოვუგოთ?!

• რა მაფიაა?

ჯიღაური ბურთს იღებდა თუ არა, ეგრევე უკან აძლევდა პასს, გვილიასაც ძაან ეტყობოდა უთამაშებლობა, ლობჯანიძეც არაბულიც არ არიან ამ დონეზე და შენგელიამ რატო შეგვიწმნა ის ილუზიები რო რაღაცა გამოვიდოდა, მენტალურად არაა მზად ან არაფერი ფეხბურთელი არაა, ბურთს ვერ აჩერებდნენ და პასს ვერ აკეთებდნენ ელემენტარულად, უბანში რო ბავშვები იგროკებს ხვდებიან და ჩა..ულევი თამაშობენ, ეგეთი შთაბეჭდილება მრჩება ამათზე... ვერც წარმოვიდგენ რა ხდება მათ ტვინში როცა ბურთს იღებენ ხოლმე... ნავალოვსკიც ძალიან შორსაა ფორმიდან... რა გვეშველება არ ვიცი თუ შეთამაშებული გუნდიდან 2 ან მეტ ფეხბურთელს ტრავმა ექნება :-/ ჩაკვეც რო დაბრუნდება კაცმა არ იცის ექნება თუ არა ისევ ის სითამამე ასე მოკლე დროში, რითიც ის გამოირჩეოდა... ამის გარეშე შენგელიაზე უკეთესად შეიძლება ვერ ითამაშოს... :-/

• Lado

1)ხარაიშვილი ადრე უნდა შეეშვა მოედანზე. 2)შენგელია მარცხნივ დააყენა და არ მარჯვნივ. 2)კაშია დატოვა და ხოჭოლავა გაიყვანა. 3) ჯიღაური მარჯვენა მცველად ვერ თამაშობს და შეიგნოს ვაიასმა. ამისთანა ჯიუტი მწვრთნელი დიდი ხანია არ მინახავს.

• irakli

ვაისი ტაქტიქას ვერ ამუშავებს შეცვლა არ იცის წესიერად, ერთა ლიგა მაგან კიარა ჩაკვეტაძემ მოიგო

• იკა

ასე იყო საჭირო, ბელარუსელ დამკვირებლებს აუბნია თავგზა

• გრიგოლ1408

ფედერაცუავ წინასწარ გილოცავ წაგებას

• პეტროსი

ვაი თქვენს პატრონს და ვაი და ვუი ვაის...

• გელა

ხარაიშვილი დაასველა თუ რა იყო? მაგ ვაისს ხო არ აკლია მართლა?

• ბაჩო

ბელორუსს ასე აპირება მოუგოს ვაისმაა? ნავალოვსკი გაიკეთოს დე**ს ტრ***ში

• გიორგი

ეს კაცი დაგვღუპავს და შანსსს გაგვშვებინებს ხელიდან რო მოხვდეთ ევროპს ჩემპიონატზე გეუბნებით ეს არ არის დალგებული მწვრთნელი 2-1 გუნდი შემგყავს მცველი გრიგალავა და ბოლო წუტებზე შემგყავს ქვილათაია და ხარიშვილი გამრთლებულია ის რასაც ეს აკთებს საინტერესოა ფედრაცის თუ მსწონს როგორც იქცევა ვერ აცნობიერებს მგონი ეს კაცი რომ ეს არის ქვყნის გუნდი და არა თავისი თავის პირადი ამბციები და ჯიუტობა გვერდზე უნდა გადადოს და ცოტა თავი უნდა დახაროს ისე ნუ იზამთ რო ამ კაცს გადყვეს მთელი ფედრაციაა თორე მწარედ ინანებთ გაუზრებელი მწვრთნელი ერთი შეხვდრა დამსახელეთ რომლიც ამ კაცმა მოიგო გასგებია რო ერთა ლიგა მოვგეთ მაგრამ ოდნავ ძლიერ გუნდს როგორც კი ხვდება ეგრევე მისი სისტები ჩნდება გამრთლებელია რასაც ეს კაცი აკთებს განსკუთრები ცვლილებებზე სანმ ოქროშვილმა დედა არ აგინა მანმდე არ გაყვანა სტადიონიდან ეს ეპიზოდი გახსნეთ და მხვდები თუ რა ჯიტი და განთლებელი მწვრთვლი ყავს ნაკრებს

• ექსპერტი

ჯიღაური მომეწონა მაგრად!!! მიეცა შანსი და გამოიყენა კიდეც. ბრავო ბიჭებო!

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა

დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

ძაკანიმ იტალია პლეი-ოფში გაიყვანა - ესპანეთმა დუბლებით ალბანეთს სძლია

რონალდომ პორტუგალიას მოაგებინა, მოდრიჩმა - ხორვატიას [VIDEO]

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

"ბევრი შეცდომა დავუშვით, მეორე ტაიმში კი მომენტები ვერ გამოვიყენეთ" - დიდიე დეშამი ხორვატიასთან მარცხის შემდეგ

[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

38 წლის მოდრიჩი ხორვატიის ნაკრებში თამაშს გააგრძელებს

ერთა ლიგა. რონალდოს მე-900 და "ნაპოლის" ფეხბურთელების გოლები [VIDEO]

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

გიასულას ავტოგოლი და გოლი - ხორვატია ალბანეთს დაუზავდა [VIDEO]