ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

სად ხედავთ პროგრესს?! - საქართველოს ნაკრები, რომელიც მხოლოდ სუსტ გუნდებს უგებს

სად ხედავთ პროგრესს?! - საქართველოს ნაკრები, რომელიც მხოლოდ სუსტ გუნდებს უგებს

ჯორჯ ბერნარდ შოუ ამბობდა, შეუძლებელია პროგრესი ცვლილების გარეშეო. ზუსტად პროგრესი და ცვლილებებია ის ერთ-ერთი მთავარი თემა, რომელიც საქართველოს ნაკრების გარშემო ბოლო პერიოდია მუსირებს.

2 მოგება, 2 ფრე და 4 წაგება - ასე დაასრულა ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა D ჯგუფში ასპარეზობა და მხოლოდ გიბრალტარის ნაკრებს გაასწრო.

ეს ის გიბრალტარია, სადაც მასწავლებლები და პოლიციელები თამაშობენ, მოედანზე კი მხოლოდ მაშინ გამოდიან, როდესაც სამსახურისგან თავისუფალი დრო აქვთ.

სად ვხედავთ პროგრესს? ნაკრებში ჯერ კიდევ კახა ცხადაძის მოსვლის პერიოდიდან საზოგადოება ღიად აცხადებდა, რომ ეროვნული ნაკრები წინ წავიდა და უფრო გამართულ ფეხბურთს თამაშობს.

სფფ-ში ახალი ხელმძღვანელობის მოსვლის შემდეგ ცხადაძეს ნაკრები დაატოვებინეს. მიზეზი ის იყო, რომ კონტრაქტით ის საკმაოდ დიდ გასამრჯელოს იღებდა...

წავიდა ცხადაძე და მოვიდა ვაისი, მწვრთნელი, რომელიც ბევრს მოსწონს და ბევრიც აკრიტიკებს და მის გაშვებას მოითხოვს.

საინტერესოა, იცით თუ არა, რომ საქართველოს ნაკრებმა ბოლო 4 შესარჩევი ციკლი ისე დაამთავრა, რომ მხოლოდ 6 შეხვედრა მოიგო?..

ეს მოგებები ცალკე განხილვის თემაა... 4-ჯერ გიბრალტარს ვაჯობეთ, თითოჯერ კი კინკილა ბურთის სხვაობით მოვუგეთ სახლში ბელორუსსა და შოტლანდიას.

სად ხედავთ პროგრესს?! როდესაც შენი ქვეყნის მთავარი გუნდი მხოლოდ მოყვარულ ფეხბურთელებს უგებს და ატარებს ისეთ შეხვედრებს, სადაც გააზრებული კომბინაციის ხილვაც კი სანატრელია, ეს არის პროგრესი?

ბოლო დროის ნათელი წერტილი, რა თქმა უნდა, ერთა ლიგაა. ვაჯობეთ ყაზახებს, რომლებსაც ბევრი ფული აქვთ და ფულის ხარჯვა არც ენანებათ, უბრალოდ ძალა აღმართს ხნავსო და ამ ქვეყანაში არ ჰყავთ იმ დონის ფეხბურთელებიც კი, რომლებიც თუნდაც ჩვენ გაგვიწევდნენ კონკურენციას.

ლატვიასა და ანდორაზე საუბარი ალბათ არც ღირს. ვისაც ფეხბურთის თამაში არ ეზარება, ამ ნაკრებებს მინიმალური ენერგიის ხარჯზეც ძალიან ადვილად ამარცხებს.

ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტებიდან გამომდინარე, გამოდის ის, რომ ვუგებთ მოყვარულ, ძალიან დაბალი დონის და სუსტ ნაკრებებს.

ბრძოლას, ჟინს და თავდადებას არავის ვუკარგავთ, მაგრამ ნუთუ პროგრესად ითვლება ის, რომ მეთევზეებს და პოლიციელებს უგებ და შენზე სუსტ ნაკრებთან მხოლოდ ერთი ბურთით იგებ?!

ის გულშემატკივარი, რომელიც დღეს ნაკრებით ძალიან უკმაყოფილოა, კიდევ ბოლომდე თავს იმიტომ იკავებს, რომ წინ ერთა ლიგის ნახევარფინალია და იქნებ ევროპაზეც გავიდეთო...

რა დავინახეთ ერთა ლიგის წინ? - ვუმადლოდეთ უეფას, რომ სუსტი გუნდების წარმატებაზე ბოლო პერიოდში აქტიურად ზრუნავს და სხვადასხვა რეფორმაც გაატარა.

რომ არა ერთა ლიგის რეფორმა, ჩვენს ქვეყანას ევროპირველობაზე გასვლა კეთილ სიზმრებშიც კი არ დაესიზმრებოდა.

აშკარად ჩანს, რომ ჩვენი ნაკრები არაა იმ დონეზე, რომ საშუალო ევროპულ გუნდებსაც კი ტოლ-სწორად ეთამაშოს.

კი ბატონო, შვეიცარიისა და დანიის ნაკრებებში მსოფლიო დონის ვარსკვლავები ირიცხებიან, მაგრამ ირლანდიის ნაკრებთან ბრძოლა და მისი გასწრება მაინც არ შეიძლებოდა?!

რამდენიმე დღის წინ გიორგი დევდარიანმა თქვა, სად ხედავთ პროგრესს, როდესაც ჩემპიონატში გუნდები იშლებიან, ფეხბურთელებს საჭმელსაც ვერ აჭმევენ და ხელფასს ვერ აძლევენო...

ქართული კლუბები ევროასპარეზზე ვერ გადიან, ჩემპიონატში წამყვანი გუნდი ("ტორპედო") იშლება, ნაკრები მხოლოდ მაჩანჩალა გუნდებს უგებს და ბოლო წლებია ამ მოჯადოებულ წრეზე დავდივართ, მაგრამ მაინც ჯიუტად გავიძახით, რომ ქართული ფეხბურთი პროგრესირებს...

თავის მოტყუება ადამიანისთვის ყველაზე ადვილია. სტატიას კი ისევ ბერნარდ შოუს სიტყვებით დავასრულებ:

"წარმატება უშეცდომობას არ მოითხოვს, მაგრამ ითხოვს, რომ არ დავუშვათ ერთი და იგივე შეცდომა ორჯერ".

• aburjga-ს

შენ კი ხარ გასაშავებელი!

• aburjga

ორი დღეა ჩემს კორექტულ კომენტარებსს არ დებთ. რაშია საქმე? თუ "გამაშავეთ", გამაგებინეთ და აქ აღარ შემოვიხედავ!

• DAVE

ერთი და მორჩა. ვაისმაც და თქვენც ძალიან კარგად იცით და სულ რომ ვაისის შემცვლელი მოვიდეს იმანაც იცის ჩვენი ნაკრების ის შემადგენლობა, რომელიც უნდა გამოიძახო და ისურვო გაზაფხულისთვის სასურველ ფორმაში სათამშო პრაქტიკით. ლორია, კვერკველლია, კაშია, კაკაბაძე, ხოჭოლოვა,კანკავა, კიტეიშვილი, ჩაკვეტაძე, ყაზაიშვილი, ოქრიაშვილი, ქვილითაია. უბრალოდ ვაისმა უვე იცის ვის რისი თავი აქვს და გარკვეული ტაქტიკური მონახაზიც შეიქმნა ამ წლების განმავლობაში. ახლი ფიზიკურად ვერ შეძლებს თავისი ხაზის გატარებას და მგონია სულ აირევა გუნდი. ამ ნაკრებით კიდე დარწმუნებული ვარ ბელორუსიასაც მოვუგებთ და ფინალშიც წარმატება ჩვენ მხარეს იქნება.სათადრიგოსაც ჩამოვწერ თუ გნებავთ. მაკარიძე, ტაბიძე,ხარაბაძე, გრიგალავა, ანანიძე, გვილია, კვეკვესკირი, აბურჯანია, შენგელია, პაპუნაშვილი, ხარაიშვილი, ლობჯანიძე, დავითაშვილი, კვარაცხელია, ზარანდია, ზივზივაძე.

• alexandre

ბევრს წერენ ქართული სტილი გვინდაო. ეს ქართული ფეხბურთი რომელია, ერთი გამაგებინეთ?! შეტევა-შეტევა-შეტევა? 3-2-5, დუბლვეთი ითამაშონ? ერთში მართალი ხართ, ქეცბაია რასაც ათამაშებდა, ეს არ იყო ქართული ფეხბურთი, ეს საერთოდ არ იყო ფეხბურთი. თუმცა 10 თუ 12 თამაში ზედიზედ რომ არ წავაგეთ, ძალიანაც გვიხაროდა. მერე გაარჩიეს, ეტყობა, ის ფეხბურთი და დაგვანგრია ყველამ. რა იყო მაშინ საზიზღარი ჩვენ თამაშში? პირველ რიგში გაუთავებელი პასი უკან. ერთ თამაშში დავუთვალე დაუშვილს, წინ მხოლოდ ერთხელ (1-!) მიაწოდა ბურთი. ტონი კროოსი, ბევრს არ მოსწონს, რა თამაშს თამაშობსო? ჰო და აღმოჩნდა, რომ მატჩის დროს 95% მისი პასის წინაა და მათ შორის მწვავე (ანუ როდესაც პარტნიორი რაღაც ხიფათის შემქმნელია) ყოველი მესამე. ჩვენი თამაშის ამ კუთხით სტატისტიკის დამთლელი არავინაა, რატომ არ ქვეყნდება? თუნდაც ჯაბა ავიღოთ! მართალია მწვავე პასებს ნაკლებს იძლევა, მაგრამ იმდენჯერ ჩაჭრის ბურთს, მოიგებს ორთაბრძოლას, ანუ უბრუნებს ბურთს თავისისანებს, რომ აღფრთოვანდები და გაოგნდები. რა თქმა უნდა მისი ადგილი არის გუნდში, მაგრამ 10 კანკავა რომ დააყენო, ეს ნიშნავს, რომ გოლს თითქმის ვერც გაიტან და არც გაუშვებ. ეს პატარა ვითომ და ანალიზი ექიმმა გავაკეთე, მე კი პროფესიონალების მინდა! ოღონდ ზუსტად დათვლილ დაანგარიშებულზე დაყრდნობილი. სხვანაირად ვერ გავფრინდებით. მომავლის იმედით

• alexandre

ეს ქართული ფეხბურთი რომელია, ერთი გამაგებინეთ?! შეტევა-შეტევა-შეტევა? 3-2-5, დუბლვეთი ითამაშონ? ერთში მართალი ხარ, ქეცბაია რასაც ათამაშებდა ეს არ იყო ქართული ფეხბურთი, ეს საერთოდ არ იყო ფეხბურთი. თუმცა 10 თუ 12 თამაში ზედიზედ რომ არ წავაგეთ, ძალიანაც გვიხაროდა. მერე გაარჩიეს, ეტყობა, ის ფეხბურთი და დაგვანგრია ყველამ.

• ზედა მეზობელი

როგორც ყოველთვის,ქართველები ვქილიკობთ ჩვენს ბიჭებზე და ეგრე არაა. ერთი პატარა შეცდომა მოუვათ ბიჭებს და ყველა აყაყანდებით ხოლმე,მაგრამ როცა გვერდზე დგომა სჭირდება გუნდს სად მიდიხართ და სად იმალებით ვერ ვგებულობ. ახალგაზრდულმა ჩაატარა 2 თამაში და ორივე მაღალ დონეზე,სადაც მსაჯმა გაგვწირა და ორივე თამაში წავაგეთ. რამდენი გამოხვედით და შეაფურცხუნეთ ფედერაცია რამე გაეკეთებინა? როდესაც გიორგი ლორიას შეურაწყოფა მიაყენა ვაისმა,რამდენი გამოხვედით და გვერდზე დაუდექით გიორგის,როდესაც კაშიას მთელი კომბლიანთა ჯგუფი დასდევდა და აგინებდა,რამდენი დაუდექით გვერდზე? დაფასება არ იცით არცერთი ადამიანის ამ ქვეყანაში. მუხტი,ჟინი და თავდადება ერთობლივად მოდის. როცა ერთ შეცდომაზე დედას გაგინებენ,არაფერს გპატიობენ და მერე თავდადებას გთხოვენ მაგარი პონტია. როცა ითხოვთ,რომ საუკეთესო გინდათ გუნდისთვის და გინდათ მაგარი ნაკრები,მაშინ იკითხეთ,ხართ კი გულშემატკივრობის იმ სტადიაზე,რომელსაც კარგი გუნდი ეკუთვნის? გულშემატკივრობა გგონიათ დედის გინება? სად არის ხსენებული პროგრესი გულშემატკივრობაში და რა არის ხელის შემშლელი ამაში? ქართულ ფეხბურთში ბევრი პრობლემა,რომელიც სისტემური ხასიათის არის და ეს ერთ-ორ დღეში არ მოგვარდება. გულშემატკივრის ამოცანა გულშემატკივრობა წაგებაზეც და მოგებაზეც,ხოლო საქმის გასაკეთებლად ფედერაციაში ხალხი გყავთ დაქირავებულები. თუ ვერ აკეთებენ საქმეს,მაშინ წავიდეთ და გადმოვისროლოთ შენობიდან. ვაისი გასაშვებია,არა იმიტომ რო გუნდს კარგად ვერ ათამაშებს,არამედ ლორიას შეურაწყოფის გამო. ქვეყნისთვის თავი რო დადოს ადამიანმა,მას უნდა უფასებდნენ თავდადებას,აზრი უნდა ქონდეს ამას და ეს ხდება კი? იცი რა,შენ ქართველი ხარ და ვალდებული ხარ ითამაშო,თუნდაც სერიოზული ტრანვის ხარჯზე,მაგრამ გავიწყდებათ რო ოჯახები ყავთ ამ ბიჭებს,რომლებსაც რჩენა უნდათ. როგორც თქვენ უფრთხილდებით სამსახურებს,არ გინდათ დაკარგვა და ყველაფერს უსრულებთ უფროსებს(არ შეადაოთ ეგრეა ამ ქვეყანაში),მაშინ რატომ უნდა შეიქმნან პრობლემა ბიჭებმა. დაანახეთ გვერდზე დგომა,დანახეთ გულშემატკივრობა და თავს არ დაზოგავენ. დაბალი კლასის რომელია ჩვენი ფეხბურთელი? პოგბასავით რეკლამირება რო არ აქვთ,მაგიტომ არიან დაბალი დონისანი? თუ ამ დანგრეულ ქვეყანაში რო დაიბადნენ? შეხედეთ კიტეიშვილის პროგრესს და მერე აღარ გექნებათ წარმოდეგნა რო დაბალი დონისანი არიან.ჩართავენ ბარსას თამაშს ან ლივერპულისას და იგივეს სთოხვენ ბიჭებს,რომლებსაც წესიერი პირობებიც კი არ აქვთ სათამაშოდ. ძლივს ვინმემ ფული ჩადო ამ სფეროში და შეუვარდნენ,კრძალავენ. ხოდა თუ რამე არ ვითარდება,ქართველი ხალხის გაუნათლებლობის ბრალია და არა ფეხბურთელების სიზარმაცის. ფეხბურთელებს არავინ აკრიტიკებს და არ აგინებს,რადგან ის ისევ მოედანზე უნდა გავიდეს. შეცდომები კი ყველას მოსდის. გულშემატკივრობა ვისწავლოთ და მერე მოვთხოვოთ ფეხბურთელებს თავდადება. სლოვაკებმა რა აკადრეს გუნდს,ქვეყანას და ვნახავთ,რა პასუხი გვექნება ამაზე,როცა აქ ჩამოვლენ. იმედი ვიქონიოთ,რომ ორივე თამაში ერთ დროს არ დაიწყება და ფედერაცია აქ მაინც შეგვიწყობს ხელს. გამოვიდნენ აქ პროფესორები და ქვეყნისათვის თავდადებული გმირები. ფეხბურთელს თავი განებეთ და თქვენს ჯამში იყურეთ,იქნებ იქ უფრო მეტი ნაგავია ჩაყრილი.

• me

რა პროგრესზეა საუბარი აქ რომ პროფესორობთ ზოგიერთები, ერთი დაითვალეთ ბოლო ორ შესარჩევ ციკლში რამდენი თამაში მოიგიგო ნაკრებმა და ვის მოუგო ან რამდენი გოლი გაიტანა და ვის გაუტანა,ქათული კლუბების გამოსვლაზე ევროტურნირებზე ხომ ლაპარაკიც არ ღირს,ხოდა სად ხედავთ პროგრესს მაინტერესებს? წავიდა დისლაიქებიიიი.

• valderrama

რომ ამბობთ პროგრესი არ არისო და ბოლო 4 ციკლში მარტო 6 თამაში მოვიგეთ და როგორ შეიძლებაო, და მერე მწვრთნელს რომ აბრალებთ, ირლანდიას მაინც როგორ ვერ გაასწროო, ერთ რამეს გკითხავთ:ვინ გვყავს გოლის გამტანი ფეხბურთელები და თითოოროლა ვინც გვყავს, რამდენი თამაში იყვნენ უტრავმოდ და ფორმაში (ოქრი, ჯანო, მჭედლიძე, პაპუნაშVილი???) ერთI ჯანმრთელი ყაზაიშVილის იმედად ითXოვთ პრემიერლიგის გუნდებში მოთამაშე ირლანდიის გასწრებას? ჩაკვეტაძე როგორც კი გამოჩნდა, გუნდმა მოგება დაიწყო( მერე რა, რომ სუსტებთან, იქნებ ძლიერსაც მოუგოს, ვაცადოთ) როცა ეს ერთი კაციც არაა, ვაისმა გაიტანოს გოლი?პროგრესის არარსებობა ფეხბურთელთა არარსებობის პირდაპირპროპორციულია, ვაისს კი თავისი მინუსებიც ეყოფა

• ლევანი

გვეყოფათ ფეხბურთის სახელმწიფოს ხარჯზე ყოფნა და თან წუწუნი, საჭმლის ფული არა აქვთო აბა შეადარეთ ფეხბურთელების (უმაღლესი ლიგა) საშ.ხელფასი რამდენია და მთლიანად საქართველოში რამდენია. თან ჩვენ ვმუშაობთ ისინი კი ,,თამაშობენ"და თანაც ნერვებს გვიწეწავენ , ითამაშონ, აიმაღლონ კლასი მიაღწიონ წარმატებებს და დაიფინანსონ თავი ვინ უშლით.

• გადასარევი გიორგი

დიდი პროგრესი, რაც ვაისის დამსახურებაა და ამას არ ვუკარგავ არის შემდეგში: 1. გუნდში მეგობრული ატმოსფეროა და ფეხბურთელები მეგობრულად და ლაღად არიან, რაც დიდწილად განაპირობებს თამაშის ხასიათს. 2. ნაკრებმა ძალიან კარგად ისწავლა დაცვიდან შეტევაში დინამიურად გადასვლა, სწრაფი პასებით. 3. ბურთს როგორც კი ვიღებთ ვფიქრობთ შეტევაზე, რაც ძალიან დიდი იშვიათობაა, რადგან ქართული ფეხბურთის საშIნელება იყო მუდმივად უკან პასები, ქეცბაიას დროს, იქამდეც სულ! 4. გამოიკვეთა სტაბილური ძირითადი ბირთვი, ფეხბურთელები გრძნობენ რომ თუ ძირითადში არიან, ესეიგი სამომავლოდაც აქვთ პერსპექტივა ნაკრებში და მეორე ტაიმის ბოლომდე სტაბილურად თამაშობენ , წყნარად. მინუსები კიდევ ყველაზე სამწუხარო რაც ამ კაცს აქვს არის: 1. საერთოდ ვერ გრძნობს როდის ტრიალდება თამაშის ხასიათი მისი გუნდის საწინააღმდეგოდ 2. ვერ ხვდება როდის და რა ცვლილება უნდა გააკეთოს, თან იმდენად მცდარია ხოლმე და დაგვიანებული მისი შეცვლები, რომ სრულიად აღმაშფოთებელია. ჩემთვის ძირითადათ ეს ორი მინუსი აქვს ნაკრებში მის მოღვაწეობას, რადგან ზარანდიას და არაბიძეს არ გამოძახება შესაძლოა გუნდში ატმოსფეროს გაფრთხილებაც იყოს, მაგრამ მეორე ტაიმის შეცვლების გაკეთების პრობლემა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ჩემთვის ფარავს ყველა მის პლიუსს. თუ დაიყენებს გვერდით ვინმეს, ვისაც ანდობს მეორე ტაიმში შეცვლების გაკეთების დროს და ხასიათს დავტოვებდი ნაკრებში. რაც მთავარია ზედ ბელარუსის მატჩის წინ შეცვლაზე საუბარი რბილად რომ ვთქვათ ძალიან უცნაურია!!! აქამდე გაეშვათ ამ დალოცვილებს, ან ეხლა დატოვონ ცოტა ხანი. ზედ მატჩის დროს უშვებენ ?

• Patrioti

ჩვენი პრობლემა ზოგადად იყო და არის პროფესიონალიზმი. როცა უნიჭიერესი და უძლიერესი ფეზბურთელები გვყავდა არ იყო ელემენტარული წესრიგიც კი გუნდში იმიტომ, რომ ისედაც არეული პერიოდი იყო ქვეყანაში და ეს დაეტყო ყველა სფეროს და ვერ მოვაბით თავი ორგანიზებული გუნდის შექმნას. ამაში ჩვენში არსებული კორუფციაა დამნაშავე, ე.ი. ისევ ჩვენშია პრობლემა. ეხლაა და არ გვყავს მაშინდელი ნიჭის და გაქანების ფეხბურთელები მაგრამ ისევ და ისევ ჩვენი თავმოუბმელობის გამო ვერ ვახერხებთ ძლიერი გუნდის შეკვრას, იმიტომ რომ ისევ და ისევ არ არსებობს ჟინი იმისა რომ ვითამაშოთ მაღალ დონეზე. ამაში დამნაშავეა როგორც ფედერაცია ისე თვითონ ფეხბურთელები. მათ არ აქვთ ამბიცია იმისა რომ სახელი მოიხვეჭონ მსოფლიოში და პატივს სცემდნენ მათ მაღალი დონის ფეხბურთის თამაშის გამო. ჩვენთვის მაგალითი უნდა იყოს ხორვატია, ჩაუღრმავდით რატომ არიან ხორვატი ფეხბურთელები ასე მოთხოვნადები და რატომ აღწევს ნაკრები ამხელა წარმატებებს და აქ ძალიან ბევრი ფაქტორია, როგორც პიროვნული ასევე ორგანიზაციული და რაც მთავარია ეროვნული, რაც ჩვენ სამწუხაროდ არ გვაქვს რაოდენ საწყენიც არ უნდა იყოს.

• გიორგი

კორუფციის ჭაობშია ქართული ფეხბურთი და არა მარტო,გამორიცხეთ წარმატება. გული მტკივა ამ ყველაფერზე.

• ნიკო

კარგი ფეხბურთელები გვყავს მაგრამ არ ვარგა მწვრთნელი.გაუგებარ ფეხბურთს ათამაშებს.ისეთი შთაბეჭდილება რჩება რომ დიდი სხვაობაა მენტალურად მასსა და გუნდს შორის.ეგ ერთა ლიგაზე გამსვლელი არ არის.

• სიმართლე

ყოჩაღ, მართალი და ნამდვილი სტატიაა.თავს ნუ მოვიტყუებთ ხალხო,შეხედეთ ჩვენ ეროვნულ ჩემპიონატს,მოყვარულთა ლიგაა და აქაც ყიდვა გაყიდვაა.რა წინსვლა რის ეროვნული ნაკრები,სადღაა ქართული ფეხბურთი.პ.ს.არადა გვიხაროდა კალაძის და კობიაშვილის მოსვლა.

• ტარიელი

მდაა, თქვენ მოგმართავთ, არავისზე ნაკლები პატრიოტი მე არა ვარ, მთელი 30 წელი ქვეყნის სამსახურში ვარ, მიყვარს ფეხბურთი, მიყვარს ნაკრები და ვგულშემატკივრობ, არ გამომიტოვებია არც ერთი თამაში ნაკრების, მაგრამ დღეს სხვა რეალობის წინაშე ვდგავართდა ნუ დავკარგავთ რეალობის შებნებას.

• გრიგოლ1408

ვაისი წავიდეს და ანტიფეხბურთს არ გგაყურებინოს დანერვები არ დაგვაწყვიტოს.ჯიგრიანად ქართულად ითამაშონ და ვინც მაგათზე ხმა ამოიღოს. თუნდაც სულ წააგონ

• gio

თავს იტყუებთ თუ ილუზიებში ცხოვრობთ? ერთი ნორმალური საშუალო დონის გუნდი მითხარით სადაც ჩვენები თამაშობენ და რა ევროპა და რის შედეგს ითხოვთ? პ.ს შტურმი გოტებორგი და ა.შ ჭ კლასის გუნდებია რეალურად.

• DAVE

დღეს ერთი კომენტარი დავწერე, მაგრა ეხლა სხვა თემაზე დავწერ, ჩემ აზრზს პროგრესთან დაკავშირებით. ოღონდ ცოტა წარსულიდან დავიწყებ: ქინქლაძე, არველაძეები, ქეცბაია, ნემსაძე, ცხადაძე,კალაძე და ნუ ამ თაობის ბიჭები ასე ვთქვათ საბჭოთა სკოლა გამოვლილები იყვნენ, ფეხბურთში კარგად განსწავლულები. ჩემპიონატი მაშნაც მაინცდამაინც არ ბრწყინავდა მაგრამ იმ დროს თვითონ ჯობდნენ სხვა ქვეყნის წარმომადგენლებს და მოხვდნენ დიდებულ გუნდებში, მიუხედავად ამისა ნაკრებს დიდ წარმატებისთვის არ მიუღწევია. ამის მერე იყო დიდი ჩავარდნა, ევროპული კი არა სანატრელი იყო რუსეთის მეორე ლიგის გუნდში ჩვენი ლეგიონერი და ნუ საერთოდ რაზე უნდა გვქონოდა პრეტენზია. დღეს მაინცდამაინც სასიხარულოდ არ გვაქვს საქმე, მაგრამ პროგრესი იმაში მდგომარეობს, რომ ნელნელა ისევ ჩნდება ჩვენი ფეხბურთელების მიმართ ნტერესი და მიდიან ევროპაში, თუმცა არა გრანდებში, მაგრამ ესეც საქმეა გენტი, შტურმი, ლუცერნი, ლეგია, სარაგოსა, ეისბერგი, შახტიორი, გიოტებორგი და სხვა, აქ წარმატების შემთხვევაში ერთი ნაბიჯია ტოპ ჩემპიონატში მოსახვედრად. ამ გუნდებში მოხვედრაც არაა მარტივი, მაგრამ ეს ბიჭები ადრეული ასაკიდან სწავლობენ უკვე ფეხბურთს, შედარებით ნორმალურ გარემოში, კერძოდ აკადემიებში, დინამოსი, ლოკომოტივის, საბურთალოსი, ასევე სფფ აკადემიები რუსთავში, ლაგოდეხში. მჯერა, რომ ეს მოიტანს შედეგს, კიდე მეტი ახალაზრდა წავა ევროპულ გუნდში და ხარისხი და კონკურებციაც გაიზრდება ეროვნულ თუ სხვა ასაკობრივ ნაკრებში. ძალიან დიდი ტვირთი აქვთ და სტრესის ქვეშ არიან ამ ერთა ლიგის 1/2 ფინალის წინ და ჩვენ კიდე მეტად ვძაბავთ ამ ღვარშძლიანი კომენტარებით. მინდა რომ მთელი ქვეყანა გავერთიანდეთ და მხარი დავუჭროთ, ვუქომაგოთ, მეტი სათამაშო დრო ვუსურვოთ და ჯანმრთელობა ბიჭებს, რომ გაზაფხულზე ყველანი სათანადო ფორმაში და ტონუსში შეხვდნენ ჩვენი ქვეყნისათვის ამ მართლაც ისტორიულ თამაშებს. ყველას გისურვებთ 2020 ევროპის ჩემპიონატზე გვეხილოს საქართველოს ნაკრები.

• გრიგოლ1408

ეს კრიტიკული შეფასება არ არის.ეს არის ფაქტები და რაოდენ სამწუხარო არ უნდა იყოს სრული სიმართლე.

• გლახუნა

სემი- ფიზიკურად რომ აძლიერებდნენ ...და ძლიერები და ამტანი რომ იყოს ქართული ფეხბურთი- ბოლო 10 წუთში კი არ წააგებდა ყველა მნიშვნელოვან თამაშს როგორც ნაკრები, ისე კლუბები...

• geno

თუნდაც ისლანდია და თუნდაც ფინეთი რომელიც ახლა გავიდა ევროპაზე ჩვენზე გაცილებით ძლიერია, შეხედეთ მათ ფეხბურთელებს, ჯანდაბას არ შეხედოთ მაგრამ ის მაინც ნახეთ რამდენია ამ ორი ქვეყნის ნაკრების ღირებულება. სად გვყავს ჩვენ სიგურდსონის ან პუკის დონის ფეხბურთელები?! ვაისმა მეტი რა უნდა ქნას ამ გუნდით??????????????? სუსტებს მოუგო, არადა კარგად მახსოვს ღლიცინი ერთა ლიგამდე ამ შესარჩევს მომდევნო შესარჩევისთვის გამოვიყენებთ მოსამზადებლადო. დაცვა დალაგებულია გუნდურად, შეტევაში არ გვაქვს რესურსი და ჰეე. წარმოიდგინეთ დანიელი ან შვეიცარიელი ხართ, ამ დროს კი საქართველოს ნაკრები ჯგუფში ჩატოვებით გემუქრება შესარჩევამდე, სასაცილოდ არ გეყოფა. შვეიცარიელს და დანიელს ვერც კი წარმოუდგენია რატომ არ უნდა მოუგოს მაგის ნაკრებმა საქართველოს დონის გუნდს და მართალიცაა. კოეფიციენტები მაინც ნახეთ სულ აუტსაიდერები ვართ შეიგნეთ.

• Maximus

აქ ზოგიერთს გონია რომ რახან კრიტიკულს დაწერს გულშემატკივარი ის ჩვენი ნაკრების წინსვლის დაუნახავია... კარგით რა ხალხო , აქ ხალხი გამოხატავს თავის გულისტკივილს რომ ჩვენი ფეხბურთი დავიდა ლუქსემბურგის და კოსოვოს დონემდე და მალე ანდორა და სანმარინომდე დავა...ერთი შემახსენეთ ისლანდიის მწვრთნელი ვინ არის, ან იგივე კოსოვოს??? ჰოდა ამაშია საქმე, ვაისი ჩვენი(ნუ ვისაც არ მოწონს) პირადი მტერი კი არ არის, უბრალოდ ის ჩვენ ნაკრებს ვერ ათამაშებს და რა ვქნათ ახლა ტაში დავუკრათ თუ რა გავაკეთოდ... მასეთი მწვრთნელი აქაც არის ბლომად და უკეთესიც, უბრალოდ ამას დანახვა უნდა... შეუბერეთ ახლა დისლაიკები და თუ ამით ჩვენ ფეხბურთს ეშველება რა პრობლემაა...

• გუსანი

რომ გჯერა კარგია, მაგრამ მე მინდა და ვერ ვხედავ საფუძველის, იქნებ მიგვანიშნო..

• Avto

Progresi arari da arc iqneba tavistavad...yvelaze susti taoba imito kiaraa ro tamashi ar exerxebat? Zarmacebi arian ubralod ganvitareba arundat varjishi arundat, kai manqanis yidvis mere morha ..eg axlagazrdebi niyvn3n mag3ni inhlisis axalgaz4duls ro ugebden da tolsworad etamsheboden isinini exa top gindebshi arian eseni sad? Wavida gentshi oqriashvili da ra? Aigo xelfasida klubebshi barebsgi kaifshi gaatara iq yofnis periodi mere dedikoda mamoko moenatra ver gazlo mshoblebis gareshe gamoabunzules tore magas tamshi ar sheuzliao gamorocxet kai fezburtis tamshi sheezlo bavaria rwalis ar vambob mara shalke leverkuzenis donis gundshi sheileba.. kvorkveliam lesters loko amjobiana imitoro fuli iyo meti xoda axexieben skams eger... win wasvla arindat..vaisi didad gulze at mexateba nagdad shveicariastan aq rafamaviwyebs gundi vagebtda tavdamsxmeli moxsnada mcveli shemoiyvana mara ubralod kacma karshi dartyma roaricia birts ver iherebsda pass ver azlevs imas mwvrtneli ras ushv3lis...tavida tavi ari hveni mrntaloba saqmis bolomde miyvanis sizarmaceda migcweulit egteve kmayofileba...yazaishvili tu varjishobsda roca indomebs da varjishobs magari roa rat unda saubari da adgebada ikidebs erti periodida vegar tamshibs esaa...

• გუსანი

მე ვარ და ვიცი ბევრია უკეთესიც, უნდა თავსაც და სხვებსაც მოვთხოვოდ პროფესიონალობა, ქვეყანა წინ რომ წავიდეს, ფეხბურთში ეს არ იგრძნობა, არ იგრძნობოდა ჩემ ბავშვობაში თამაშის დროსაც. იმიტომაც არ არის შედეგი. არ ეტყობათ დღევანდელ თაობასაც. ინდივიდუალურად 90-და 2000 იანები გაცილებით ნიჭიერები იყვნენ, მაგრამ ტაქტიკა და გუნდურობა არ ქონდათ.ფეხებს უფრთხილდებოდნენ. ბავშვებს უნდა მიხედონ, მათ მშობლებს და მასწავლებლებაცს , სწორედ აღზრდისთვის. აბა ამათგან შედეგს მე აღარ ველოდები. რისი ევროპაზე გასვლა ..! უფრო შევრცხვებით.. აგერ ხორვატების მწვრთნელმა ინანა, ამათთან ამხანაგური რამ ჩამანიშნინაო...?

• mdaaa

ტარიელ წადი რა წყლის პირს იტირე, რა თავს დაგვტირი

• semi

სინამდვილეში ეროვნული ჩემპიონატი და მწვრთნელთა კვალიფიკაცია არის ძალიან დაბალ დონეზე, ბავშვის მიყვანა მინდოდა ფეხბურთზე მაგრამ შოკი დამემართა როცა შესაბამის მწვრთნელს ვეძებდი, ძალიან დაბალი დონე. მწვრთნელები ღრიალებდნენ და უყვიროდნენ ბავშვებს, 8-10 წლის ბავშვებს ფიზიკურ დატვირთვებს აკეტებინებდნენ, ნებისმიერ შეცდომაზე ფეხბურთის თამაშს წყვეტდნენ და მთელი გუნდის წინ დამცინავი კომენტარებს უკეთებენ. და ამას მშობლები მშვიდად უყურებენ ტრიბუნებიდან სამაგიეროდ მე გამოვლანძღე საბურთალოს სტადიონზე მწვრთნელები. ეროვნული ჩემპიონატის დაბალი დონის შედეგია ჩვენი მდგომარეობა და არა ვაისის და ფეხბურთელების, ამაზე პასუხისმგებელი კი ფედერაციაა და არა ვაისი.

• QT

ვფიქრობ იმ შემადგენლობით რაც გვყვავს კიდე კარგად ვთამაშობთ. უნდა მოვთხოვოთ ჩვენს გეხბურთელებს ზოგადად მოინდომონ მეტი, ივარჯიშონ მეტი, რომ მოხვდნენ ევროპულ კლუბებში და იქ მოხვედრის მერე მიღწეულით არ დაკმაყოფილდნენ, იყვნენ ძირითადში და მუდმივად პრპგრესირებდნენ. ძნელია ეთამაშო და მითუმეტეს მოუგო იტალიის გერმანიის ინგლისის ესპანეთის ჩემპიონატში ფეხბურთლებეის ნაკრებს, ყაზახეთი, საქართველო, აშშ დან მოკრებილი შემადგენლობით. ჩვენ უნდა გვინდოდეს მეტი ფეხბურთელი შტურმში, გენტში, ვიტესში, ლილში და მერე ნელნელა მილანში, აიქსში, მანჩესტერში, ბავარიასა თუ რეალში.

• ლაშა

არავის კომენტარს არ ვკითხულობ უბრალოდ ერთს დავწერ. ყველაზე დიდი შეცდომა დაიშვა მაშინ როცა ვლადიმერ ვაისით ჩანაცვლდა კახა ცხადაძე და ზოგადად ქართული ხასიათიდან გამომდინარე ჩემი აზრია რომ ისევ ქართველი წვრთნიდეს ჩვენს ეროვნულ ნაკრებს ვიდრე უცხოელი შედეგი არც ისეა და არც ასე ქემაინც ჰიმნს იმღერებს და ცოტა სხვა ჯიგრით მიაწვება! თუ არა უხადეთ ფული ბატონ ლადოს და იხარეთ გიბრალტართან გამარჯვებით. ( მე მჯერა ჩვენი ბიჭების მე მჯერა მათი პოტენციალის დანიშნეთ ქართველი მწვრთნელი და უკეთესი შედეგი იქნება !!!! )

• გუსანი

ფეხბურთელების, მენტალიტეტის პრობლემაა და მერე მწვრთნელის.... ამ გარემოში პროფესიონალი ( გამონაკლისებით ) როგორ გაიზრდება ? ყველა პირად გამორჩენაზეა და მერე საქმეზე, არადა პირიქით უნდა იყოს.ვისაც ეკუთვნოდა კარგი თამაში უმოტივაციოდ, უხალისოდ გადაადგილდებოდნენ მოედანზე, თუგინდ კაშია,ვაკო... არანაირი შევსება ნაკრებს არ ყავს. ახალგაზრდებზეც ფუჭი მოლოდინი მქონია, მაგ. თამაში მთავრდებოდა კუთხურს აწვდის მეტოქე, გეძინება ვერ საზღვრავ ჩაწოდების ტრაექტორიას, მერე გამოსწორებას მსაჯის დასანახად მაიკაზე მოქაჩვით ცდილობ-შედეგი 11 მეტრიანი და-წაგება. რას ერჩი მსაჯს?-დაბრმავდეს. მენტალიტეტს მიხედვა უნდა. სლოვაკებთანაც ხარისხი ვერ აჩვენეს. ჟონგლიორობით ვერ მოიგებ....

• ტარიელი

კოსოვო ისედაც დაგვახევს ბურთს თავზე. სამწუხაროა, მაგრამ რეალობაა.

• niko

წინსვლა არის ფეხბურთელების მხრივ. ღოდესაც ქინქლაძე არველაძეები ქეცბაია თამაშობდნენ იმის შემდეგ დიდი ჩავარდნა იყო თალანთის მხრივ. Dღეს მოდიან ბევრი კარგი. ბიჭები და ახალგაზრდულს და პირველ ნაკრებს შორის შეიძლებოდა კარგი გუნდის დაყენება. შამჭუხაროდ ვაისი თავის თავს ვერ ენდობა და ვერ შგამოდგა ისეთი მწრვთნელი რომელიც გუნდს შისის გარეშე ათამაშებდა და თავდაჯერებას მისცემდა, ვერ შეკრა გუნდი. კვლავ მოივიკოჭლებთ ძალიან ფიზიკურ მომძადებაში. მეორე თაიმში კანკავას გარდა მთელი ნახევარ დაცვა და თავდასხმა შეტევიდა დაცვაში დასაბრუნებლად მოლასლასებენ. ამ დროს კი ნორმალური გუნდები ყოელთვის იყენებენ სიტუაციას და გოლს გვიტანენ რადგან ისისნი შეტევაში უფრო სწრაფად გადადიან თითო შეხებით, ან სწრაფი გათამაშებით. Gადახედეთ ბოლო თამაშების მეორე ტაიმის მეორე ნახევარ. Vაისი კი ამ დროს შეცვლებს არ აკედთებს სწორად და ბოლო 10 წუთში აკეთებს სეცვლეს. 10 წუთში ფეხბურთელი გახურებას ვერ ასწრებს და თამასში ჩართვას. მან მერე იცის ფედხბურთელების აჩემება ან ფედერაცია ერევა მის არჩევნებში. რამდენჯერ ათამაშა ისეთები რომელნიც თავის გუნდებშიც სკამზე ზიან და პრაქტიკა არ აქვთ? ჩხადაძეს ჯინაში ჩაუდგნენ არ ვიცი რა განხეთქილება იყო, მაგრამ ადამიანმა სთქვა იყო თანახმა ხელფასის დაკლებაზე. არა და მის ხელში გუნდა მაიწყო ქართული ფეხბურთის თამაში და ყველა იბრძოდა. დღევანდელ ფეხბურთში არ არსებობ მე ამ პოზიციაზე ვთამაშოობ და იმ პოზიციას ვერ ვითამაშებ. ცალფეხა ფეხბურთიც მოკვდა. კი მესი ცალფეხაა მაგრამორივე ფეხით ურტყამდა პასს იძლევა , ასევე იყო მარადონა. ძოგი ჩვენ ი ფეხბირთლეი კი ისე ხმარობს სუსტ ფეხს თითქოს თავისი არ იყოს. კარში დარტყმა სამუშაოა. შენგელიას თუ რაგბში გარდასახვის დარტყმას ვარჯიშობს ეთამაშა რაგბი. ისე უსუსურად ურტყამს უმეტესობა ბურთს რომ ამერიკის ქალთა ნაკრებიც აჯობებდა მათ დარტყმის სიზუსტესა და სიძლიერეზე. ეზოს ფეხბურთი მოკვდა საქართველოში სამწუხაროდ. იქიდან მოდიოდა ბევრი ტექნიკა და ბურთის დაჭერა და ორი სამი კაცის მოტყუება ასევე გარაჯებზე და კედლებზე სამიზნეების დახატვა და მათზე ბურთის დარტყმაზე ვარჯიში. კედელთან ვარჯიში სასარგებლო პასისათვის და კარში დასართყამადაც და ორივე ფეხის სახმარად. გვიკვირს ბრაზილიელებნს საიდან აქვთ ამდენი ტექნიკა, ეს ხომ ქუჩის ფეხბურთიდან მოდის. ფლანგბზე გაჭრა და ბურთის ჩაწოდებას უმიზნოთ კიდევ რა აზრი აქვს თუ მოედანს ვერ ხედავე ან თავის ფერის მაისურს ვერ არჩევენ მოწინაარმდეგისგან? ამ დროს გვყავს მაღალი თავდასხმელები რომელთაც კარგი პასი სჭირდებათ, თავითაც შეუძლიატ თამაში და ფეხითაც. რამდენჯერ ჩააბარეს. დაცვიდან ბურთი მოწინააღმდეგეს უსუსური უმიზნო პასებით და იმწამსვე ბურთი შეგვიგდეს. მეკარემ კიდევ ფეხის ხმარება თუ არ იცის მას ფეხბურთელი არ ჰქვია დღეს დღეისობით. Mოკლედ ბევრ ნიჭს ვხედავ, მაგრამ ნიჭს დამუშავება სჭირდება, პირველად ყოვლისა საკუთარი ხარვეზების ცოდნა და მათზე დაუღალავად მუშაობა, რაც ეხ პროფესიონალიზმში გამოიხატება. საწიროა მწვრთნელი რომელიც ქართულ ბოდიშით დეპრესიულ, უჟმურ ხასიათს გამოასწორებს და ნუ დამიწუყებთ ეხლა კრიტიკას და ჩვენ მებრძოლები ვართო და ასე შემდეგ. ცაში ყურება, ზედმეტი "პოკაზუხური" პირჯვარის წერა, წვერების გაშვება, ტატუიროვკების გაკეთება, მარიაჟობა ანუ ამპარტავნობა, შური, ზედმეტად გოლის შემდეგ მაჯაზე კოცნები და დებილური აღნიშვნებიც კარგ ფეხბურთელს არ ჰქმნის. გაიტანე გოლი წადი, კარგი გადაეხვიე შენს ძმებს, თანაგუნდელებს და სასწრაფოდ დაიკავე სათანადო პოზიცია. ისე აღნიშნავ ზოგი თითქოს მსოფლიო ჩემპიონობა მოიგეს, თან ბრაზილიას, ჰოლანდიას, ინგლისს, გერმანიას, ბელგიას ან მაგ დონის გუნდებს მოუგეს. შიდა ჩემპიონთშიც ასე ხდება ჭ კლასია ამ დროს. თავმდაბლობა უფრო შორს წაგვიყვანდა.

• ანესთეზეოლოგი

ნიჭიერი ფეხბურთელები და ძალიან მაგარი მწვრთნელი არ არის საჭირო კარგი ნაკრები რომ გყავდეს. პრაგმატული ფეხბურთელებით და საშუალო დონის მწვრთნელითაც არის შესაძლებელი კარგი ნაკრების აწყობა სწორი თამაშის მეშვეობით. თუნდაც ისლანდიის მაგალითი ავიღოთ.

• ტარიელი,

დავუშვათ ბელორუსის ბარიერს გადავლახავთ, რას ფიქრობთ ფინალზე? ვის ისურვებდით მეორე წყვილიდან?

• ემზარი

ისეთ კომენტარებს ვინც წერთ, რომ ამათი (ქართველი ფეხბურთელების) საშველი არ არის, ხორვატიას ვერ ვუგებთ, ამათგან არაფერი გამოვა და ა.შ. ნეტავ თვენ რას საქმიანობთ და როგორი პროფესიონალები ხართ საკუთარი საქმის? ხართ თუ არა დანიელ და შვეიცარიელ სპეციალისტებზე მაღალი კვალიფიკაციის მქონე საკუთარ პროფესიებში? რატომღაც მგონია, რომ - არა.

• fani

ხალხნო, რის ხარჯზე უნდა იყოს პროგრესი? 1) ნიჭი, ეს თაობა საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიის მანძილზე ყველაზე სუსტია (შეურაწყოფას არავის ვაყენებ, უბრალოდ ფაქტია, ელემენტარულ მომენტებს ვერ ვიყენებთ, არ გვყავს ფორვარდი უკვე წლებია). 2) თანაბარი დონის ფეხბურთელები და კარგი, შეკრული გუნდი. ჩვენ ნაკრებზე ამას ვერ ვიტყვით, 99% საშუალოზე დაბალ ჩემპიონატებში ძირითადში ვერ ხვდება. 3) ძალიან მაგარი მწვრთნელი - თუმცა პირველი 2 ფაქტორის არქონის შემთხვევაში კარგი მწვრთნელის მიღწევა ის იქნება რომ რა მასალაც აქვს (ფეხბურთელებს ვგულისხმობ) იმით მაქსიმუმს გამოძერწავს და ჩვეულებრივად ეს მაქსიმუმი დაბალი კლასის გუნდების დამარცხებაა, საშუალო დონის გუნდებთან ფრე და ძლიერ გუნდებთან ფრე ან მცირე ანგარიშით მარცხი. ამ ლოგიკით, ვაისი კარგი ან ჩვენი ნაკრებისთვის შესაფერისი მწვრთნელია, რადგანაც მოდით სიმართლე ვთქვათ, შვეიცარიასთან გასვლაზე 0:1 (როდესაც შვეიცარია გასასვლელად იბრძვის), დანიასა და ირლანდიასთან ფრე და ხორვატიასთან 1:2 მარცხი (არსებული) ჩვენი ნაკრებისთვის ცუდი შედეგი სულაც არ არის. მთავარი სამომავლო პერსპექტივაა და აი აქ არის ძირითადი პრობლემა. ფედერაცია, ბავშვთა ფეხბურთი..... ვინმეს შეუძლია თქვას სად წავიდა ის 256 მილიონი ლარი, რომელიც ვითომ ქართულ ფეხბურთს უნდა მოხმარებოდა 5 წლიანი პროგრამით? ახალი სტადიონები, ბავშვთა ფეხბურთის აკადემიები და ასე შემდეგ. ზღაპარი, "ოცნება". სავალალო მდგომარეობაა. ევროპაში 12 წლამდე ბავშვების ხელოვნურ საფარიან მოედანზე თამაში აკრძალულია, საქართველოში ბუნებრივი საფარით მოედანი არის მხოლოდ თელავში და გორში და მერწმუნეთ იქ თამაში საშინელებაა. ბავშვებს ღამის საათებში, საშინელი გრაფიქით ავარჯიშებენ, არავინ ფიქრობს სწორ კვებასა და ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ გადატვირთვებზე. შედეგად 12-13 წლის ბავშვების უმეტესობას უკვე გადატანილი აქვს ტრავმები (შლატერი და სხვა). როგორ წარმოგიდგენიათ რა დონის ფეხბურთელები შეიძლება გაიზარდონ ამ პირობებში? ქეცბაია, მიუხედავად ბევრი მინუსისა ქართული ფეხბურთის დიდი გულშემატკივარი იყო, ამას უჩიჩინებდა ფედერაციას და სწორედ ამის გამო გაისტუმრეს. კობიაშვილი ახალ-ახალ თანამდებობებს ღებულობს უეფაში და საერთოდ არ აინტერესებს ნაკრები, ასაკობრივი ნაკრებები, ეროვნული ჩემპიონატი..... მთავრობასაც სულ ცალ ფეხზე ჰქიდია. კარგი რა მეთქმის, მაგრამ წინა მთავრობა მატჩებს მაინც ესწრებოდა.... მოკლეთ, გამიგძელდა ძალიან, მართლა მძიმე მდგომარეობაშია ქართული ფეხბურთი და ამას მწვრთნელი ვერ უშველის.

• ჰმ!

ფეხბურთელების პრობლემა გვაქვს და არა მწევრთნელის მაინც მგონია რომ ეს გუნდი ბელარუსთან უფრო აგრესიული იქნება და ვერ გაგვიძლებს მეტოქე.

• SOS! SOS! SOS!

უკანსკნელი წლებია(არამარტო ვაისის პერიოდში) ჯიუტად არ გვინდა სიმართლეს თვალი გავუსწოროდ და თავს ვიტყუებთ ან ცდილობენ მოგვატყუონ, რომ ჩვენი ფეხბურთის პროგრესი სახეზეა და ნელ-ნელა ვვითარდებით. ვისაც ახსოვს დამეთანხმება, რომ საქართველოს პირველი ეროვნული ჩემპიონატის შემდეგ და მაშინდელი ეროვნული ნაკრების მიერ ნაჩვენები თამაშის ხარისხის და შედეგების შემდეგ ნაბიჯ-ნაბიჯ, მაგრამ ბეჯითად უკან-უკან მივდივართ. ნახეთ ძველი თამაშები და შედეგები ნაკრების და საკლუბო დონეზე თბილისის დინამოსი და ამაში დარწმუნდებით (ბულგარეთთან, იტალიასთან, პოლონეთთან, ინგლისთან გერმანიასთან და ა.შ. ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასვლა, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპამდე ერთი ნაბიჯი დაგვაკლდა და ა.შ.). ფაქტების-შედეგების-რეზულტატების საწინააღმდეგოდ რეალური საუბარი ძალიან ძნელია, რომ აღარაფერი ვთქვათ თამაშის ხარისხზე, თუ იმას რასაც ჩვენი ნაკრები აკეთებს საერთოდ შეიძლება, რომ თამაში ეწოდოს და არა ტანჯვა-წამება (თუ რათქმაუნდა მეთევზეებს და და მკერავებს არ ვეთამაშებით ისიც სახლში). ძვირფასო გულშემატკივრებო, მიუხედავად ამდენი ნეგატიური შედეგისა და თამაშის ხარისხისა (ხშირ შემთხვევაში, ძირითადად) რაც წლებია ნაკრების და კლუბებისგან მოდის (ბოლოს საბურთალომ "გვასახელა" არარატთან) მაინც სასწაულის მოლოდინში ვიმყოფებით და სულ ტყუილად. აღნიშნულის გათვალისწინებით, უდიდესი ალბათობით ერთა თასზე საბოლოვო წარმატებას ვერ მივაღწევთ, სამწუხაროდ !!!! და ძირითადი კითხვა ერთია: როდემდე?!

• x.x

ჩვენ როგორც ყოველთვის აცდენილი ვართ რეალობას, რა გინდათ პირველი ათეულის ნაკრებებს გინდათ მოუგოთ? და თანაც სტუმტად?, მაგრამ როცა ხორვატიას ეთამაშები ნორმალური სასტავი უნდა დააყენო, არ გყავს შეტავაში არავინ და გამოუძახე ზარანდიას, ინდივიდუალისტია შეუძლია თამაშის გამწვავება, დაცვაში კი რაც ბოლო დროს რაც ნაკრებში გოლები გავუშვით კაშიას ნამუსზეა, ხოდა დაფიქრდეს ვაისი!

• ანესთეზეოლოგი

ასეთ საკითხებზე მსჯელობისას ყოველთვის ვამბობდი, რომ ყველაფერი სამყაროში არის შედარებითი. ვაისი არ არის ცუდი მწვრთნელი, ის არის ძალიან ფრთხილი და ეს ქართულ ხასიათში რაღაცნაირად ვერ ჯდება. მე არ მომწონს მისი გადამეტებული სიფრთხილე. მის ტაქტიკას სჭირდება სფრაფი კონტრშეტევები, რის ათვისებაც ჩვენებს გაუჭირდათ მაგრამ როგორც უკანასკნელი თამაშებიდან გამოჩნდა შეუძლიათ ამ კომპონენტის დახვეწა. აუცილებლად სათქმელია ისიც, რომ რამოდენიმე გამოკვეთილი ლიდერისა და წესიერი თავდამსხმელის გარეშე მოგვიწია უმეტესი შეხვედრების ჩატარება. ნაკრები თამაშობს უფრო დახვეწილ და დალაგებულ, სისტემურ ფეხბურთს. მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ არის ის, რაც გვინდა. როგორც ჩანს ეს გარკვეული დონის მოწინააღმდეგესთან საკმარისია, მაგრამ ყველასთან არა. გამართულ თამაშთან ერთად საჭიროა კიდევ სხვა უნარები და კომპონენტები. ნაკრების ძირითადი ბირთვის პრობლემების ფონზე ეს გამორიცხულია. ცვლილება აშკარაა და ობიექტურმა გულშემატკივარმა ეს უნდა დაინახოს. დანარჩენი ყველაფერი უნდა გაანალიზდეს ერთა ლიგის დარჩენილი თამაშების შემდეგ. პირადად ჩემი აზრია, რომ ნახევარფინალში ჩვენი ნაკრები აბსოლიტურად განსხვავებულ, სწრაფ და აგრესიულ ფეხბურთს ითამაშებს საერთოდ განსვავებული ტაქტიკა-სტრატეგიით.

• სენექერიმი

ერთა ლიგაც ჩაკვეტაძემ მოგვაგებინა, თორემ მანდაც ჩავფლავდებოდით

• odala

"ის გულშემატკივარი, რომელიც დღეს ნაკრებით ძალიან უკმაყოფილოა, კიდევ ბოლომდე თავს იმიტომ იკავებს, რომ წინ ერთა ლიგის ნახევარფინალია და იქნებ ევროპაზეც გავიდეთო..." - ძალიან სიმპტომატური ქართული მიდგომა კიდევ. მიზანი გაქვთ ევროპაზე მოხვედრა, ნატოში შესვლა და ა.შ. მიზანი უნდა იყოს გამართული საფეხბურთო მეურნეობა, გამართული საგარეო პოლიტიკა და თავდაცვა და არა რაღაც ერთჯერადი, მოკლევადიანი სადღაც შეძრომა. ასეა, სულ სადღაც მივძვრებით, ვჩალიჩობთ, ვყალთაბანდობთ და საქმის კეთება და რეალობის დანახვა, სიმართლის ლაპარაკი არ გვინდა. რომც მოვხვდეთ იმ ევროპაზე, მერე რა? უკეთესი გუნდი გვეყოლება ვიდრე ახლაა? უკეთესად ვითამაშებს შემდეგ ციკლში? რომ ვერ მოვხვდებით კიდევ იმედგაცრუება ძალიან დამთრგუნველი იქნება და მოემზადეთ ამისთვის. ნუ ოცნებობთ, იმუშავეთ და ისწავლეთ ;)

• odala

თითქოს თამაშის ხარისხს არა უშავდა შვეიცარიასთან, მაგრამ ფაქტი ერთია - გიბრალტარის გარდა, დანარჩენ 3 გუნდს 6 თამაშში 1 ბურთი გავუტანეთ მხოლოდ და ის შეხვედრაც 1:5 წავაგეთ. numbers don't lie :)

• tngh

იქნებისიც გვითხრა, ვისთან აიღეს "მაყუთი" წაგებაში???

• Misha

Adrec vtqvi(da wamovida dislaiqebi)da exlac vimeoreb,araa amati sashveli.ra undat amat evropaze.uaresad ro sheircxvinon tavebi? Amati saqmea gibraltari,andora,ha ha luqsemburgi,cxvari da ociani.es magari daamugames yvelam tamashi isqavla ioli metoqe ar arsebobso.she chemis txa da gigo... gibraltarma tu imdeni isqavla 10 wutshi 2 gols ro gitans da damatebul qutebze ris vai vaglaxit ugeb,shen rato ver isqavle veraferi profesionalobaze ro deb tavs

• 912

რა ქვეყანაც ვართ იმ დონის ნაკრებიც გვყავს რატომ გვაქვს მეტის მოლოდინი? ფეხბურთი ალბათ ის სპორტია რომლის განვითარების დონეც პირდაპირპროპორციულია ქვეყნის ეკონომიკური და ზოგადი განვითარების დონის.

• Maximus

სრულიად ვეთანხმები ავტორს , რის პროგრესზეა საუბარი ნაკრები მეთევზეებს მეხანძრეებს და ბანკის კლერკებს ვერ უგებს ნორმალურად და ვინც ოდნავ ფეხბურთს თამაშობს ხო იმათთან საერთოდ რა შედეგებიც გვაქვს ყველა ხედავს...კოსოვოს დარი ნაკრები რო სანატრელი გაგიხდება კაცს ამას ხომ უნდა "მიღწევა".ამ ვაისმა შემაძულა ფეხბურთის ყურება საერთოდ, ნუ ტიპი საერთოდ ვერ მართავს თამაშს,არავითარი დროული ცვლილება არ გაუკეთებია თამაშის დროს, ტაქტიკა ხო საერთოდ...ბიჯო ამხანაგური თამაშია და გამოსცადე ახალი ბიჭები მაგრამ არა, ისევ ძველი ხალხის იმედადაა. ხარაიშვილი ალბათ შხაპის მისაღებად გამოიყვანა თორემ კაცი მესი ხომ არაა ათ წუთში თამაში გააკეთოს იგივე შეიძლება ითქვას ქვილითაიაზე და საერთოდ ნავალოვსკის მეტი ფლანგის მოთამაშე არაა ამ ქვეყანაში და თუ არაა მართლა დაგვრხევია ჩვენ...

• lasha

და საერთოდ მე იმის იმედიც არ მაქვს რომ ბელარუსთან ად კოსოვოსთან ესენი მაყუთს არ აიღებენ წაგებაში

• max

რა პროგრესი, ნაკრების სათავეში დგას უვიცი, კორუმპირებული პენსიონერი

• DAVE

ბიიიიჭოოოო აი ნერვები მეშლება ესეთ სტატიებზე. სუსტს უნდა მოუგო აბა რა უნდა ქა და დანარჩენთან ბრძოლობენ რაც შეუძლიათ, კიდე კარგი ეგ აღნიშნეთ. ეს ჩვენი საყვარელი რაგბი რომ უგებს ბელგიას, ჰოლანდიას, გერმანიას, რუსეთს და ესპანეთს, ისენიც სუსტები არიან რომ იცოდეთ, თან ძააააალიან, აი მეტ რომ არ შეიძლება ისეთი სუსტები. ხოლო უკვე შედარებიტ ძლიერთან აგებენ. კი ბატონო ისენიც ბრძოლობენ, მაგრამ ასეთ სამარცხვინო სტატიას არ წერთ. მგუშნდელი შეხვედრა და შემადგენლობა კიდე ცალკე თემაა ხო, იყო ფაქტიურად სათადრიგოებით დაკომპლექტებული. მოკლედ მაგარი არასწორი სტატიაა.

• rasa

ეჰ, კრისტალს ამბობ, ავტორო, მაგრამ ჩვენ ოცნება გვირჩევნია რეალურ მოცემულობას. პატარა მუხტი იმხელა ოპტიმიზმს გვაძლევს, რომ ჭ ლიგის ჯგუფში რომ პირველი ადგილი დავიკავეთ, ლამის ევროპის ჩემპიონები გვეგონა თავი. რაც არის არის. ახლა უნდა გაგვიმართლოს და მთავარია მოვუგოთ ბელარუსს და მერე ვინც იქნება იმას.

• semi

ნაკრებს პროგრესი აშკარად აქვს, თუ ხორვატების შვეიცარიის და დანიის დამარცხებას ითხოვთ ძალიან დიდი წარმოდგენა გქონიათ საკუთარ თავებზე. მილანის არსენალის ტოტენჰემის აიაქსის ბაიერნის წამყვან ფეხბურთელებს ვეთამაშებით და ჩვენ გუნდში საუკეთესო ფეხბურთელი ტობოლში თამაშობს. და ამის ფონზე ვაისს აკრიტიკებთ, მართლა ვაი თქვენ ჟურნალისტებს და კომენტატორებს. 90-ე ადგილზე ვართ თვალები გაახილეთ და ისე მოითხოვეთ რეიტინგის ათეულში მყოფი გუნდების დამარცხება.

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა

„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ -  გიორგი ფოფხაძე

პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი

მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით

[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს

[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..