„არსენალის“ თავკაცი არსენ ვენგერი „რეალისგან“ 23 წლის ფრანგი თავდამსხმელის ქარიმ ბენზემას ყიდვას ცდილობს
„არსენალის“ თავკაცი არსენ ვენგერი „რეალისგან“ 23 წლის ფრანგი თავდამსხმელის ქარიმ ბენზემას ყიდვას ცდილობს. მეთოფეები აცხადებენ, რომ საფხულის სატრანსფერო ბაზარზე უკიდურესად აქტიურები იქნებიან. ცნობისათვის: ბენზემა დაახლოებით 35 მილიონი ფუნტი ანუ 40 მილიონი ევრო ეღირება.

ბენზემას, რომელმაც გასულ სეზონში, „რეალის“ შემადგენლობაში, 48 შეხვედრაში 26 გოლი გაიტანა, მწვრთნელ ჟოზე მოურინიოსთან ცუდი ურთიერთობა ჩამოუყალიბდა. ვენგერმა თქვა:

„ქარიმის ყიდვა სულაც არ ჩანს წარმოუდგენელი. ამასთან, ბენზემა სწორედ იმ სტილის ფეხბურთელია, მე რომ მიყვარს. ის ჭკვიანია. მისი გადაადგილება კომბინაციის საშუალებას იძლევა. ამასთან, ქარიმს შეუძლია ინდივიდუალური გარღვევებითაც მიაღწიოს შედეგს და მატჩის ბედი გადაწყვიტოს. ერთი სიტყვით, მე თუ მკითხავთ, ბენზემა მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელია“.

არსენ ვენგერს ახალი მოთამაშეების მოზიდვის გარდა, ძველების შენარჩუნებაც სჭირდება. ასე მაგალითად, „არსენალიდან“ 25 წლის გაელ კლიში აპირებს წასვლას. კლიში, რომელიც ვენგერისა და ზემოთ ნახსენები ბენზემას თანამემამულეა, „ინტერი“ და „ბაიერნი“ ეპატიჟებიან. მას „არსენალში“ ერთი წელიწადი დარჩა გასატარებელი. მისი საბაზრო ფასი დაახლოებით 7 მილიონი ფუნტი ანუ 8 მილიონ ევროზე ცოტა მეტია.

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა