ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ეს შანსი უნდა გამოვიყენოთ - ერთა ლიგის ფინალს საქართველო-ბელარუსს შორის გამარჯვებული უმასპინძლებს

ეს შანსი უნდა გამოვიყენოთ - ერთა ლიგის ფინალს საქართველო-ბელარუსს შორის გამარჯვებული უმასპინძლებს

ცოტა ხნის წინ დასრულდა ერთა ლიგის კენჭისყრა, რომელიც შვეიცარიაში გაიმართა.

უეფამ გამოავლინა ის წყვილი, რომლის გამარჯვებული ერთა ლიგის ფინალში ითამაშებს და ჩვენდა სასიხარულოდ, ეს საქართველოსა და ბელარუსის წყვილი გახდა.

საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის ნახევარფინალურ მატჩსაც სახლში გამართავს და ეს შეხვედრა 26 მარტს გაიმართება. ფინალური მატჩები კი 31 მარტს ჩატარდება.

ბელარუსის დამარცხების შემთხვევაში, ჩვენი ნაკრები ჩრდ. მაკედონიასა და კოსოვოს შორის გამარჯვებულს ასევე თბილისში მიიღებს, რაც ბუნებრივია, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო გუნდის ევრო 2020-ზე მოხვედრის შანსებს ზრდის.

• გიორგი 50

აქამდე ჩაკვეტაძით მოვედით, ეს ფაქტია, ახლაც თუ ეს ვარსკვლავი არ გვეყოლება, შანსები მინიმალური იქნება... გვფარავდეს წმინდა გიორგი....

• გური

ფსიქოლოგი სჭირდება გუნდს რომელიც განაწყობს ბიჭებს შესაბამისად. არ მგონია ვაისის დავაი და ბლიადით დაიმუხტონ ბიჭები. საბრძოლო განწყობაა შესაქმნელი, და მნიშვნელოვანია ჰიმნი მთელმა სტადიონმა მთელი გულით იმღეროს, ასეთ დროს დიდი მუხტი გადადის ფეხბურთელებზე. პროპაგანდაა საჭირო ამისთვის, ცნობილმა ადამიანებმა უნდა მოუწოდონ ტელევიზიით ასევე ვეტერანმა ფეხბურთელებმა. მოკლედ ვთვლი რომ მარტო ტაქტიკა და კომბინაციები არაა საკმარისი ასეთ დროს, თითოეულ წვრილმანს აქვს მნიშვნელობა, თამაშამდე კი საკმარისი დროა და ყველამ დღეიდანვე უნდა გააკეთოს თავის საქმე. მახსოვს გერმანიის ნაკრები რომ განითესა ჩვენს ჯგუფში შესარჩევში, მათი წარმომადგენელი იყო ჩამოსული ჩვენი შიდა ჩემპიონატის დასაზვერად, სულ რომ არ ჩამოსულიყო ვფიქრობ მაინც მოგვიგიგებდნენ მაგრამ მიდგომაა საყურადღებო

• ozeki.

ყოველთვის ესე იმუქრებით არ ვარ წამსვლელიო, მაგრამ ჭაობიდან თავის ამოყოფას მაინც ვერ ბედავთ.

• ზას.

ნუ იდარდებ ძამია,ჩვენ ვუქომაგებთ ეროვნულზე ჩვენს ნაკრებს.

• გუსანი

გასაგებია, მაგრამ ისედაც მაგრები გონიათ თავი, , რეალობა კი სულ სხვაა, ჯობია ჯანსაღი კრიტიკა მოისმინონ, გაბრაზდნენ, რეალობა შეაფასონ და თავდაუხრელად ივარჯიშონ-ფიზიკის, დარტყმების ,სათამაშო სიტუაციების- აზროვნების-სისხარტის, ერთმანეთის დაზღვევის გაუმჯობესებაზე. მარტამდე დრო აქვთ, თუ ამ პერიოდს ვერ გამოიყენებებ და წავაგებთ, მერე ნამდვილად უნდა დაივიწყონ ფეხბურთელობა, თუ ვინმესთან ხმა მიგიწვდებათ გამხნევებასთან ერთად პასუხიმგებლობაც შეახსენეთ...

• დდდ

ჯერ ადრეა საუბარი ნახევარფინალი მოსაგები გვაქვს მაგრამ ფინალზე რამდენ ბილეთს მისცემენ მეტოქეს? მაგათაც ხო აქვთ უფლება ჩამოიყვანონ გულშემატკივრები მე მაკედონიას ვგულისხმობ თორემ კოსოვოელები მემგონი ვერც შემოვლენ სავარაუდოდ (გულშემატკივრები)მხოლოდ გუნდი ჩამოვა.ანუ მთელ დინამოს ქართველები გავავსებთ თუ მეტოქესაც ექნება ბილეთები ამას ვკითხულობ

• zura

ერთი რამე გაითვალისწინოს ყველამ!!! არცერთი პესიმისტური კომენტარი ჩვენი ნაკრების მიმართ!!! ჩვენს ნაკრებს ახლა უნდა გვერდში დგომა!!! ერთად უნდა ავიხდინოთ სანუკვარი ოცნება!!!

• emigranti

თუ ძმა ხარ სად მოვიწონო, სად ვუყურო ცოტა კონკრეტულად აგვიხსენი მადლობელი დაგრჩებით:)

• Levan

Giorgi dzmao. Sazogadoebrivi mauwyebeli moiwone feisbuqit da iqidan uyureb tavisuflad. Ar daiblokeba

• გიორგი გორგაძე

ერთ მუშტად შეკრული რომ დავრჩეთ თამაშების მერე ეგ იქნება ყველაზე დიდი სიხარული მე რა მეშველება ემიგრაციაში ვარ 1ტვ უეჭველი დამბლოკავს

• გოგა

ეს ის იშვიათი მოვლენააა როცა ყველა უნდა ერთად დავდგეთ,გულშემატკივარი ფედერაცია და ფეხბურთელები, სულ მინიმუმ 26 მარტამდე უნდა ავუკრძალოთ ჩვენ თავებს ისეთი კომენტარები რომელიც ბიჭებს გულს ატკენს და ფსიქოლოგიაზე იმოქმედებს,26 მარტამდე მხოლოდ გამხნევება,ბიჭებო ჩვენ გვჯერა თქვენი,თქვენ უდიდესი ისტორია უნდა დაწეროთ ქართველ ხალხთან ერთად საკუთარი კედლები და 4 მილიონი ხალხი თქვენს გვერდითააა,ბიჭებოოო გვჯერა თქვენი ❤️

• DAVE

ხუთი თვეა ამ თამაშამდე და ვისურვებდი ნაკრების ყველა კანდიდატი მოემზადოს ისე, როგორც არასდროს და ამ თამაშებს შეხვდეს ოპტიმალურ ფორმაში. მწვრთნელებმა კიდე იმუშაონ და სამივე გუნდი ათასჯერ დაშალონ და ააწყონ, ყველა დეტალი შეისწავლონ, მათი ძლიერი და სუსტი მხარეები ხელისგულზე დაიდონ. უნდა გავიდეთ, ესაა ეხლა ამ ბიჭების და ჩვენი შამქორიც, ბასიანიც და დიდგორიც.

• Emiri

ამაზე დავწერე კომენტარი მეც, ჯერესერთიდა საერთოდ რანაირად შემოვლენ ვინ შემოუშვებს და დიდი ალბათობით კოსოვო და ჩვენ თუ გავალთ თამაში ნეიტრალურზე იქნება

• ანესთეზეოლოგი

პესიმიზმის ადგილი არ არის არავითარ შემთხვევაში. მოგიწოდებთ ყველას, შევიკრათ ერთ მუშტად!

• გიგა

კოსოვოელები ისე ცუდად იბრიქებიან სავარაუდოდ მაკედონიაც ჩატივებს. აი ჩვენ რაც შეგვეხება, ესეთი შანსი ღმერთმა საბურთალოს გასვლაზეც მიგვცა მაგრამ როგორ გამოვიყენეთ კი ვნახეთ. ბოდიშით საფუძვლიანი პესიმისტური განწყობისთვის :)

• s.s.

მოკლედ ვიტყვი რა... ბევრჯერ დამწყვიტეს გული ჩვენმა ფეხბურთელებმა, ბევრჯერ ჩავიქნიე ხელი, მაგრამ მაინც სულ დავდივარ სტადიონზე და ვქომაგობ ბიჭებს... ვისაც როგორ უნდა ისე გაიგოს, ესეთ შანსს თუ ვერ გამოვიყენებთ, მე ფეხბურთზე წამსვლელი აღარ ვარ, ყველაფერს აქვს საზღვარი. წარმატებები ჩვენ !!!!!!

• G.LA

უკვე დანინულია ყველა თამაში 20:00 საათზე.

• ნიკ

ფედერაციას ვთხოვ თამაში დანიშნოს ჩვენთვის ოპტიმალურ დროს, მაგალითად 18 ან 19 საათზე და არავითარ შემთხვევაში 21 ან 22 საათზე,(ევროპელებისთვის სასურველი დრო) არ მივცეთ თავიდანვე უპირატესობა. თბილისში გვიან დანიშნული თამაში ბევრი წავაგეთ,მე-2 ტაიმში ფაქტიურად გვძინავს.

• არსენი

მინდა წარმტება ვუსურვო საქართველოს ნაკრებს ეს დიდი შანსია ჩვენთვის და ჩვენი სიტყვა ვთქვაათ ევროპაზე წარმატებები საქართველოს ეროვნულ ნაკრებს

• N

მიმაჩნია, რომ ჩრდილოეთ მაკედონიასაც მაგრად უნდა ვუქომაგოთ, თორემ თბილისში კოსოვოს ჰიმნზე ათიათასობით ადამიანის ფეხზე წამოდგომა არ იქნება კოსოვოს აღიარების რაღაცნაირი ნიშანი?!

• emzo

რა გაატრაკეთ საქმე კოსოვო კოსოვო.ჯერ გაცდესმაკედონიას და მერე იძახეთ კოსოვო ეგ ერთი.მერე მეორე კოსოვო მაკედონია ბელარუსი კი არა.ისეთი შანსი გვაქვს სუ რო გერმანია და ბრაზილია ჩამოვიდნენ უნდა მოვიგოთ ხალხო.ვსოოო სხვა გზა არაა წერტილი.

• ნოდო

მესმის რო ყველას თავის ქვეყანა უყვარს მაგრამ ქილიკი იმაზე რო არცერთია გრანდი როცა შენც იმ ლიგაში იყავი არასწორია და თან ფინალის მოგებამდე იქ გასვლაა საჭირო წინ წასული მელაო უკან ჩამორჩებაო ბრძენს ტყუილა კი არ უთქვამს ჩემის აზრით გასვლაზე უფრო თავისუფლად ითამაშებდნენ

• ნოდო

კოსოვოს მოსაგები აქ და ჩვენ უკვე მოვიგეთ ნახევარფინალი ხო?

• ზას.

აბა ჰე,აბა ჰო,ბრძოლა და კიდევ ბრძოლა,ფეხბურთის სპეციალისტებმა გააშუქონ თითოეული ნაკრების შესაძლო კანდიდატი ამ ოთხი თვის განმავლობაში.

• ქობულეთელი

აი ეს მესმის!ამაზე უკეთესი რამ სიზმარშიც არ დაგვესიზმრებოდა,2 მატჩის მოგება შენივე კალიბრის გუნდებთან შენსავე მოედანზე და ეგარი ის, რასაც მთელი ქვეყანა ამდენი ხანი ასე შევნატრით.მაქსიმალური მობილიზებაა საჭირო.რაც შეილება ადრე უნდა დაიწყოს გუნდის შეკრება.ძალიან ბევრი იქნება დამოკიდებული გულშემატკივრებზე,ისეთი ატმოსფერო უნდა შევქმნათ სტადიონზე რომ მე-12 მოთამაშეთ უნდა გადავიქცეთ,ცოტა იღბალიც დაა...თუ ყველაფერი ასე იქნა გამარჯვებას წინ ვერაფერი დაუდგება. ღმერთო ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელად ამყოფე.

• გოგა

ფაქტი ერთია,რო დიდი უპირატესობა მივიღეთ,მაგრამ უეჭველი გასულები ვართ და ა.შ საუბარი არ იქნება მართალი. დარწმუნებული ვარ ყველაფერს გაკეთებენ ბიჭები,რო 1981 განმეორდეს ქართველი ხალხისთვის,ყველაზე მეტად გვჭირდება ეს ჩვენ..

• ზუგდიდი

რატომღაც მგონია მაკედონია შეგვხვდება ფინალში,თუმცა სულერთია არცერთი არაა გრანდი და თბილიში ორივეს მოვუგებთ. გამართლება ამას ქვია ორივე თამაშისთვის შინ მოვემზადებით და პლუს თუ მეტოქეები 120 წუთს ითმაშებენ პარალელურ შეხვედრას მთლად უკეთესი:)

• ოკ

რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს პრობლემების მოგვარება და რაც შეიძლება ადრიანად მოხდეს ნაკრების შეკრებე შეთამაშება

• 1

კოსოვოელი სპორტსმენები არაერთხელ ჩამოსულა, ასე რომ პრობლემა არაა. კოსოვოსა და აფხაზეთს შორის დიდი განსხვავებაა. კოსოვო აღიარა მსოფლიოს უდიდესმა ნაწილმა, ხოლო აფხაზეთი თითქმის არავინ.

• Emiri

ჩაკვეტაძე გვყავდეს და ამათ ჰაერში გადავხევთ

• ნუგზარი

ეს ნამდვილად სასიხარულო და საქართველოს ფეხბურთით დაინტერესებული ყველა პიროვნებისთვის მისალოცია და ვულოცავ კიდეც.ისე ეს პასუხისმგებლობასაც ზრდის, რამაც ზომაზე მეტი სიფრთხილე და ემოციური დატვირთვები არ უნდა გამოიწვიოს. წარმატებები ჩვენ ნაკრებს. ეხლა, როგორც არასდროს მათი ბედი მათ ხელშია.

• ანესთეზეოლოგი

უპრობლემოდ ჩამოვა, ამაზე ჯერ კიდევ შარშან განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციამ. შემოვლენ გამონაკლისის სახით. ჩვენ მათ ჩვენივე ტერიტორიული პრობლემების გამო "ვერ" ვაღიარებთ და ეს ძალიან კარგად იციან არა მხოლოდ ჩვენთან, არამედ სხვა ქვეყნებშიც. თუ რომელიმე ქვეყანასთან ოფიციალური დიპლომატიური ურთიერთობა არ გვაქვს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ არაოფიციალური დონეზეც არ არსებობს გარკვეული კომუნიკაცია.

• ბასკი

ძაან გამიხარდა! ეს კიდევ ერთი დიდი მოტივაციაა ფინალი გადაჭედილ დინამოზე! მჯერა რო შეგვიძლია! თუმცა ერთი ამხანაგური კარგი იქნებოდა ბულგარეთთან ან რუმინეთთან

• გიორგიპირველი

სამივეს მოგება უნდოდა და ვერ დანიამ, ვერც ირლანდიამ და ვერც შვეიცარიამ ვერ გადაგვიარა და რაღა კოსოვო გადაგვივლის?

• Fani

ფაქტიურად, ამომწურავად თქვი ჩემი სათქმელი

• Irakli Apkhaidze

კოსოვოს მაკედონია მოუყომარებს

• ვაჟა

კოსოვოს ნაკრების ფეხბურთლები საკლუბო დონეზე თანაშობენ: ლაციო, ბაზელი, ბრემენის ვერდერი, ჰერენვენი, ინგლისის ჩემპიონშიპი, ბელგია და ა.შ. ნუ ქმნით ზედმეტ წნეხს, 100% მაგ ფეხბურთელებს ვერ მოუგებ, ზედმეტი მოლოდინები და ვალდებულება შეიქმნა საბურთალოს შემთხვევაშიც და რა შედეგი გამოიღო ნახეთ ყველამ. უდაძაბულესი მატჩები იქნება, ამიტომ წინასწარ ლაპარაკი - აქ წაგება ღალატია და ესეთი შანსი აღარ გვექნება და ა.შ. - გარდაუვალ მარცხამდე მიგვიყვანს. ყველა გულშემატკივარს ვთხოვ, თავშეკავებულები ვიყოთ და გავერთიანდეთ. ჩვენზეც ძალიან ბევრია დამოკიდებული მერწმუნეთ)

• valderrama

გიორგი, არსებობს არაერთი პრეცედენტი რომ კოსოვოელი სპორტსმენები ჩამოდიან საქართველოში სხვადასხვა ოფიციალურ ტურნირებზე (ჭადრაკი, ჭიდაობა, ხელბურთი და ა.შ.). ასეთ შემთხვევაში ითვლება, რომ მათი მასპინძელი არის არა საქართველოს სახელმწიფო, არამედ ის სპორტული საერთაშორისო ფედერაცია, რომლის ეგიდითაც ტარდება შეჯიბრება. ასეთ შემთხვევებში საქართველოს მთავრობის სპეციალური განკარგულება გამოიცემა, რომლის მიხედვითაც უშვებენ კოსოვოელ სპორტსმენებს საქართველოში. ამავე დადგენილებაში ყოველთვის აღინიშნება, რომ მათი შემოსვლა და შეჯიბრში მონაწილეობა არ ნიშნავს რამენაირი ფორმით კოსოვოს აღიარებას საქართველოს მხრიდან

• bmb

ჯერ კოსოვომ მოიგოს რა?! რატომ გგონიათ, რომ მაკედონია რამეს დაუთმობს კოსოვოს?

• მონავარდე

მოსამზადებელი პერიოდის განმავლობაში მოვითხოვოთ ადმინისგან ასეთი უპესპექტივო, ხელმოცარული,პე1სიმისტური კომენტარების დაბლოკვა . მოვიხსნათ ყველა მენტალური ტორმუზი . წარუმატებლობაზე აზრის ტავში გავლებაც კი იწვევს ფიასკოს.კოსოვომ გადაუაროს ..... მიხვდით ალბათ ვისაც.

• G.LA

ალბათ უმეტესობა დაგეთანხმებით ამ აზრში. საინტერესოა UEFA-დან რა პასუხი მოყვება? მათი კენჭისყრის უგულველყოფა კი გამოგვივა, მარა ჩვენი მყარი არგუმენეტი გვაქს.

• ნიკო

ძალიან ცუდი რეალობის წინაშე დავდგებით, ჩვენი და კოსოვოს დაპირისპირების შემთხვევაში. ეგეთი შანსი არ გვქონია და არც გვექნება ძალიან დიდხანს, თუმცა კოსოვოს, რომ ვეთამაშოთ სახლში ოფიცილაური მატჩი, აღიარების გარეშე შეიძლება ? თუ შეიძლება, მაშინ პოლიტიკა ნაკლებად უნდა ჩაერთოს და თვალები უნდა დახუჭოს და თუ არ შეიძლება - ხო არ გვიჩალიჩებენ ის ჩათლახები, კოსოვო გვაღიარებინონ ? წარმოიდგინეთ, რომ გვითხრან, ან აღიარებთ და უმასპინძლებთ ან წაგებულად ჩაგითვლითო ))) მაგ შემთხვევაში კი ნეიტრალურზე მოგვიწევს თამაში ))

• ანესთეზეოლოგი

ნინო კი გიწერია მაგრამ დარწმუნებული ვარ მამაკაცი ხარ:) არ გინდა მასეთი ლაპარაკი, ეხლა მაგის არც დროა და არ გარემო. მე კი შემიძლია რომ დაგამშვიდო - ნუ გეშინია!

• IKa

გილოცავთ სუყველას.მაქსიმუმი უნდა გაიღოს ყველამ ფედერაციიდან დაწყებული გულშემატკივრით დამთავრებული.სასურველი იქნება ერთი ამხანაგური მატჩი

• ანესთეზეოლოგი

ერთი ის მაინტერესებს აქ ვინ დაძვრება ანომიმურად ვირთხასავით და "დისლაიქებს" ვინ აძლევს გახარებული და ოპტიმისტი გულშემატკივრების კომენტარებს? ვინ ცდილობს ეროვნული სულის ჩაკვლას თუ დაცინვას, არ ვიცი რა დავარქვა. ყველა აღფრთოვანებული და გახარებულნი ვართ, რომ საჩვენოდ მოეწყო ყველაფერი, ასეთი კლავიატურის ვირთხები კი ცდილობენ მოწამლონ პოზიტიური გარემო. Sportall.ge-ს მოდერატორებს მოვუწოდებ, ცოტა სერიოზულად დააყენონ სტატიების დაკოემტარების საკითხი. არარეგისტრირებული მომხმარებელი ვერც უნდა წერდეს და ვერც აფასებდეს კომენატრს, ყველას არ უნდა შეეძლოს სხვადასხვა სახელით რაც უნდა ის წეროს.

მეტი რა გააკეთოს უეფა-მ, მაქსიმალურად გვიწყობს ხელს, რომ ევროპის ჩემპიონატზე გავიდეთ და იქნებ ცოტა ჩვენც მივეხმაროდ, ნაკრებმაც გაიღვიძოს თავის მწვრთნელთან ერთად!!!! ისტორიული წარმატებების მოლოდინით ველოდებით მარტს !!!!

• გიორგიპირველი

ხალხო, ძალიან მაინტერესებს და თან ვნერვიულობ - კოსოვო როგორ ჩამოვა ჩვენთან - ჩვენ ხომ კოსოვოს, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს, არ ვაღიარებთ. ახლა მაგის გამო რომ ნეიტრალურ მოედანზე მოგვიწიოს თამაშმა, ვერ იქნება კარგი საქმე.

• patrioti

ყურადღება, ყურადღება! ქართული ფეხბურთის ისტორიაში 1981 წლის შემდეგ პირველად, გვაქვს უნიკალური შანსი ერთ მუშტად შეიკრას ქართველი ერი და უდიდესი სიხარული მიიღოს, რაც თუნდაც დროებით დაგვავიწყებს ყოველდღიურ პრობლემებს და ახალ მუხტს მისცემს ქვეყანაში ფეხბურთის (და არა მხოლოდ მის) განვითარებას! უეფამ შანსი ჯერ მოგვცა, ახლა გაგვიზარდა. ჯერი ჩვენზეა! ამ შანსის განიავება იქნება დანაშაული ერის წინაშე (არ ვაჭარბებ), ამიტომ უნდა შეიკრას ერი და ბერი, ფეხბურთელები და სამწვრთნელო შტაბი, ქომაგები და ფუნქციონერები და მაშინ, მჯერა ჩვენ სანუკვარ მიზანს მივაღწევთ! ღმერთმა დალოცოს საქართველო!

• დავითი

ესეთი შანსი აღარ გვექნება, ყველა ნიუანსი უნდა იქნეს გათვალისწინებული მომზადების დროს. აბა თქვენ იცით ბიჭებო, გაახარეთ საქართველო. აჰა ბურთი და მოედანი!

• Nino

Kosovo gadagvivlis

• დათი

ეს არ არის მხოლოდ საფეხბურთო ან თუნდაც სპორტული მასშტაბის შანსი. ეს არის შანსი უკანასკნელი 30-წლეულით გაწამებული, პოლიტიკური რეალობით გადაღლილი, საკუთარი თვითშეფასების კუთხით რწმენაშერყეული, გაუტანლობით, ომებით, ყველა ფრონტზე ლოკალური დამარცხებებით გადაღლილი, უამრავი კატასტროფებით და უბედური შემთხვევებით გატანჯული, ყველასაგან (ევროპისგან, ამერიკისგან, რუსეთისგან, ნატოსგან, ევროკავშირისაგან, ბიძინასგან) გადაგდებული ქვეყნისათვის და ხალხისათვის მოაწყოს საერთო-სახალხო ზეიმი და გულიანად გაიხაროს ერმა და ბერმა, თუნდაც ერთი დღით იყოს ერი შერიგებული და კონსოლიდირებული!

• soso

რა ვიცი ძმაო ეს შანსიც თუ გავუშვით ხელიდან და მაშინ მართლა გადავხნათ სტადიონები და დავთესოთ სიმინდი და ლობიო მაინც ნახევარი საქართველო მშიერი კვდება

• G.LA

ასეთ შანს გამოყენება უნდა. თუ ფინალში გავალთ ისიც თბილიში იქნება, ეს ხომ ჩვენს ნატვრის ასრულებას უფრო ზრდის. მჯერა ასრულდება ჩვენი ნატვრა და ყველა ერთად გავიხარებთ, მჯერა ბიჭები თავს არ დაზოგავენ და წარმატებას მიაღწევენ. მადლობა ხარისტიასს ის შარი ამოიღო ჩვენ რომ გვინდოდა. ვერც წარმომიდგენია ფინალის მოგებას თბილიში რა სიხარული მოყვება სრულიად საქართველოში. წარმატება საქართველოს.

• ara

საბურთალო გავიხსენოთ მეგობრებო საბურთალო.... ფრთხილად!

• max

ფიფამ გარიცხოს ბელარუსი და კოსოვო და ეგ არის რა სრული ბედნიერებისთვის და პირდაპირ დაგვსვას ევროპაზე :)

• zurabi

ცრემლები მერევა 48 წლის ვარ და წარმომიდგენია რა მოხდება ჯერ ბელორუსი დავამარცხოდ და მერე ფინალიც მოვიგოთ ეს იქნება 38 წლის შემდეგ 13 მაისის გამეორება და ღმერთს ვთხოვოთ ყველამ ერთად ეს მოხდეს და მოუწოდოთ ყველას ეს ოთხი თვე მიუძღვნად ფეხბურთს მაქსიმალურად და ვიყოთ ლოგიკის ჩარჩოებში დდა წინასწარ ილუზიები არ იყოს დიდი თუ პატარა გავერთიანდეთ წარმიდგინეთ ეს რომ პირველად ხდებოდეს ხორვატიაში მტრებიც კი გაერთიანდებოდნენ

• Misha

Ha exla tqven icit da tqvenma marifatma.es 3 gundic xo shveicaria,dania da xorvatia araa.eseti shansi kide rodis iqneba vin icis.ori tamashia da orive saxlshi meti ra gindat?

• კარდეოლოგი

არ ინერვიულოთ და გულს გაუფრთხილდით, ყველაფერი კარგად იქნება!!!

• პოლიტიკა ფეზბურთზე მეტია

თუ კოსოვო გავიდა ფინალში, ნეიტრალურზე უნდა მოვითხოვოთ. არ უნდა ვუმასპინძლოთ. ამით სერბეთს ვაწყეინებთ. ეს იგივეა მათ რომ აფხაზეთს უმანსპინძლონ და ამით პრაქტიკულად აღიარონ. თუნდაც ვერ გავიდეთ, აფხაზეთი მეტია ვიდრე ფეხბურთი

• მარტვილსკი

აჰა, აგერ ბურთი აგერ მოედანი! ბიჭები დადებენ სულს და გულს მჯერა! ჩაკვე დაგვიბრუნოს ღმერთმა ჯანმრთელი!♥️

• ანესთეზეოლოგი

ეს არის თითქმის 100%-იანი შანსი! ამაზე მეტი რა შეიძლებოდა მე ვერ წარმომიდგენია. ორთავე თამაშის შანსი შინაურ კედლებში, არა მგზავრობა და ადაპტაცია, ნაცნობი გარემო და გულშემატკივარი... დარწმუნებული ვარ შეიქმნება ყველნაირად კომფორტული მოსამზადებელი გარემო ჯერ ნახევარფინალისათვის და შემდგომ (ღმერთმა ქნას) ფინალისათვის. ეხლა უკვე ყველაფერი მართლაც ფედერაციასა და მწვრთნელ-ფეხბურთელებზეა დამოკიდებული. რაც გულშემატკივრებზე იქნება დამოკიდებული, დარწმუნებული ვარ მაგ კუთხით არც ჩვენ შევირცხვენთ თავს.

• sormona

ღმერთი ჩვენსკენ!!!

• asaqsdasa

ვაშა ვაშა და კიდევ ვაშა!! წარმოიდგინეთ საქართველოს ვგულშემატკივრობთ ფინალზე და მოვიგეთ, რამხელა ოვაცია და ენერგია წამოვა მთელი საქართველო იქ იქნება. აი ესაა შანსი ეხლა ერთმანეთი გავახაროთ. ყველანაირად უნდა ვეცადოთ აი ესააა შანსი და გამოყენება უნდა ))

• jemiko

გაგვიმართლა! შეიძლება ითქვას - ისტორიული შანსია. წარ,ატებები ჩვენს ნაკრებს.

როგორ ფორმაში ხვდება ხვიჩა სანაკრებო მატჩებს - ბარკოლას მარცხნივ ურჩევნია...

საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია

სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს

სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის

15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება

"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ

ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში

"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა

[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა

"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა

"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა

"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს

"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს

"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა

"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი

"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?

"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა

"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა

ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია

"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა

როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?

ვლადიმირ ვაისი: თუ ნაკრების დატოვება მომიწევს, ჯობს გამარჯვებული წავიდე

მატჩის დღე. საქართველო VS ფარერები - ლორიასთან დამშვიდობება

ბეილიმ ყაზანში გაიბრწყინა - ყრუაშვილმა სამი პენალტი დანიშნა [VIDEO]

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების რეაქცია ფანების დახვედრისას

საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია

თორნიკე ოქრიაშვილი: მაკედონიასთან 3 ქულა უნდა ავიღოთ

გაირკვა სად ჩატარდება თურქეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი

მატჩის დღე! საქართველო VS კაბო-ვერდე

რა იყო პოზიტიური და ნეგატიური საქართველოს ნაკრებში?

ყაზახეთის ნაკრებმა ვადამდე მოიპოვა ერთა ლიგის ნახევარფინალის საგზური

საქართველოს ნაკრები ზეიმობს - გამარჯვება კალაძემ და კობიაშვილმა მიულოცეს [VIDEO]